xareba
 
  • ნაყროვანება
  • სიძვა
  • ვერცხლისმოყვარეობა
  • მრისხანება
  • მწუხარება
  • ჭმუნვა
  • ცუდმედიდობა
  • ამპარტავნება
  • თავშეკავება
  • უბიწოება
  • უპოვარება
  • სიმშვიდე
  • ნეტარი გლოვა
  • მღვიძარება
  • სიმდაბლე
  • სიყვარული
  • მარხვა
  • თავისუფლება
  • სიმდიდრე
  • სიძუნწე
  • სინდისი
  • სიკვდილი
  • მემთვრალეობა
  • ნარკომანია
  • სინანული
  • შური
  • ანტიმოდერნიზმი
  • მოდერნიზმი
  • ადოგმატიზმი
  • ეკუმენიზმი
  • პაპიზმი
  • პროტესტანტიზმი
  • ლიბერალიზმი
  • გლობალიზმი
  • იუდაიზმი
  • სექტანტიზმი
  • ორიგენიზმი
  • სრულიად მართლმადიდებელთა კრება
Xareba.net » რუბრიკები » წმ. მამათა საგანძურიდან » უფლის მცნებები
უფლის მცნებები
5-07-2013, 00:04  / ამოსაბეჭდი ვერსია
უფლის მცნებები   პირველი მცნება, მოსესთვის მიცემული სინას მთაზე: ისმინე ისრაელ, მე ვარ უფალი, ღმერთი შენი, გამომყუანებელი შენი, ქუეყანით ეგვიპტით; არა იყვნენ შენდა ღმერთნი სხუანი თვინიერ ჩემსა.

 

გამ. 20, 2-3.


 

* * *


   მშვინვიერი თვალსაზრისით კერპები - ის გატაცებებია, რომელთა გამო ღმერთს ვივიწყებთ და მადლს ვკარგავთ. ჩვენი ყველა მცნება და ზმანება - ეს კერპების შეუსვენებელი შექმნაა. ჩვენი ფანტაზია, როგორც მხატვარი, ჩვენი ვნებებისათვის კერპების მაცდუნებელ სურათებს ხატავს.

 

* * *


   სულიერი თვალსაზრისით მეორე მცნება იმაზე მეტყველებს, რომ სული კაცისა ტაძარი უნდა იყოს. საკურთხეველში არანაირი არაწმინდას შეტანა არ შეიძლება, ის გარეთ უნდა დარჩეს.

 

* * *


   შესაძლოა კერპი ადამიანიც გახდეს, ვნებიანი შეყვარება - ეს სწორედ რომ კერპის შექმნაა. შეყვარებული ადამიანი ხის ნაპობისგან და ქვების ნამსხვრევებისგან კერპების დამამზადებელს ჰგავს. საკუთარი წარმოსახვით შექმნილ ამ კერპებს კაზმავს, ეთაყვანება და ემსახურება.

 

* * *


   შესაძლოა კერპი იყოს -  ხელოვნება, რომელიც არა ღვთის სადიდებლად, არამედ ამა ქვეყნის და ადამიანური ვნებების გაღრმავებისათვის იღვწის.

   მშობლებისათვის კერპებად შესაძლოა მათი საკუთარი შვილები იქცნენ, რომელთა გამოც ზოგჯერ მზად არიან სული ეშმაკს მიჰყიდონ, ამ სიტყვების პირდაპირი მნიშვნელობით.

 

* * *


   არც ერთი ცოდვა არ შთააგდებს მოღვაწეს ისეთ სასოწარკვეთამდე მისულ სევდაში, როგორც სიძვა. დაცემული მოღვაწე საკუთარ თავს სიბინძურით სავსეს გრძნობს, საკუთარი სული შავი ეჩვენება. ის თითქოს შეუღწევადი სიბნელითაა მოსილი.

 

* * *


   ადამიანის პიროვნებას უფალიც კი პატივს სცემს, მას შინაგანი თავისუფლება მისცა. ჩვენ კი მოყვასს ისე ვუყურებთ, როგორც ჩვენი სურვილების, გეგმების შემსრულებელ ინსტრუმენტს, ანუ როგორც ფიგურას ჭადრაკის დაფაზე. ესეც ქურდობა ადამიანის თავისუფლებისა.

 

* * *


   მცნების პირდაპირი მნიშვნელობაა: „არა სთქვა სიცრუე შეგნებულად ადამიანის სახელის გატეხის მიზნით, არ იცრუო სასამართლოზე, ცრუ ხმები საიდუმლოდ არ გაავრცელო, არ გადააქციო შენი ენა ადამიანთა მომწყვლელ გველის ენად".

 

* * *


   მცნებები, როგორც რგოლები ერთიანი ჯაჭვისა, ერთმანეთთან განუყოფლად არიან დაკავშირებულნი: გაწყდება ერთი რგოლი და - მთელი ჯაჭვი დაიშლება.

 

არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)


 

* * *


   მცნებების შესრულება იმას ჰქვია, როცა ბრძანებული შევასრულეთ; ხოლო სათნოება არის ის, როცა გაკეთებული ჭეშმარიტად სათნოა ღვთისთვის.

 

* * *


   მცნებების შესრულებამდე სულიწმინდის მოქმედების მაძიებელი ჰგავს ფულით შესყიდულ მონას, რომელიც რაწამს შეისყიდეს, ეძიებს, რათა ნასყიდობის სიგელთან ერთად გათავისუფლებისაც დაუწერონ.

 

* * *


   მცნების შემსრულებელი ამისთვის განსაცდელს უნდა ელოდეს, რადგანაც ქრისტეს სიყვარული საწინააღმდეგოთი გამოიცდება.

 

* * *


   ნუ იტყვი: მცნებები შევასრულე და უფალი ვერ მოვიპოვე. საღმრთო წერილის თანახმად, ცოდნა და სიმართლე მრავალგზის მოიპოვე, მისი ჭეშმარიტი მაძიებელნი კი მშვიდობას მოიპოვებენ.

 

* * *


   როცა სინდისი გვაიძულებს, მივმართოთ ღვთის ყველა მცნებას, მაშინ შევიმეცნებთ, რომ საღვთო სჯული უბიწოა და დაცულია ჩვენს კეთილ საქმეებში; მაგრამ ღვთის მოწყალების გარეშე ადამიანებს ვერ ძალუძთ მისი სრულყოფილად შესრულება.

 

წმიდა მარკოზ განშორებული


 

* * *


   მცნების დამცველი თავის სულს იცავს, აბუჩად ამგდები კი მოკვდება.

 

იგავნი სოლომონისა, თ. 18-19


  • მთავარი
  • -- ახალი ამბები
  • -- მნიშვნელოვანი თემები
  • -- კალენდარი
  • -- ქრისტიანული ოჯახი
  • -- მართმადიდებელი ეკლესია
  • -- მართმადიდებლული კატეხიზმო
  • -- ლოცვა
  • -- წმ. მამათა საგანძურიდან
  • -- წერილები სულიერ შვილებს
  • -- წმიდათა ცხოვრება
  • -- რელიგიური ცდომილებანი
  • -- მხილებითი ღვთისმეტყველება
  • -- იდეოლოგიური ცდომილებანი
  • -- თანამედროვე მამები
  • -- ძველი აღთქმის ისტორიიდან
  • -- უახლესი ისტორიიდან
  • -- საეკლესიო სამართალი
  • -- ჭეშმარიტი სასწაულები
  • -- საცდურები
  • -- შეიცანი ჟამი
  • -- კითხვა-პასუხი
  • -- სხვადასხვა
  • -- რუსულენოვანი გვერდი
  • -- ინგლისურენოვანი გვერდი
  • კონტაქტი
  • წმ. ნინო
  • წმ. გიორგი
  • წმ. ვახტანგ გორგასალი
  • წმ. დავით აღმაშენებელი
  • წმ. თამარ მეფე
  • წმ. აცამეტი ასურელი მამა
  • წმ. გრიგოლ ხანძთელი
  • წმ. აბო თბილელი
  • წმ. ქეთევან წამებული
  • წმ. შუშანიკი
  • წმ. არგვეთის მთავარნი დავითი და კონსტანტინე
  • წმ. შალვა, ბიძინა, ელისბარი
  • წმ. ნიკოლოზი
  • წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელი
  • წმ. მაქსიმე აღმსარებელი
  • წმ. მარკოზ ეფესელი
  • წმ. დავით გარეჯელი
  • წმ. შიო მღვიმელი
  • წმ. იოანე ზედაზნელი
  • წმ. ანტონ მარტმყოფელი
  • წმ. ისე წილკნელი
  • წმ. აბიბოს ნეკრესელი
  • წმ. ზენონ იყალთოელი
  • წმ. ისიდორე სამთავრელი
  • წმ. ამბა იოსებ ალავერდელი
  • წმ. ნეოფიტე ურბნელი
  • წმ. პიროს ბრეთელი
  • აბსურდიზმი
  • ჰუმანიზმი
  • ნიჰილიზმი
  • დარვინიზმი
  • მარქსიზმი
  • ევოლუციონიზმი
  • ახალი ადამიანი
  • მასობრივი კულტურა
  • რევოლუციის სახეობები
  • სპირიტიზმი
  • მაგია, მისნობა, ჯადოქრობა
  • უნია
  • ანტიქრისტე
 
მობ: 591 97 04 90
2012 Xareba.net

Сайт работает под управлением DataLife Engine