xareba
 
  • ნაყროვანება
  • სიძვა
  • ვერცხლისმოყვარეობა
  • მრისხანება
  • მწუხარება
  • ჭმუნვა
  • ცუდმედიდობა
  • ამპარტავნება
  • თავშეკავება
  • უბიწოება
  • უპოვარება
  • სიმშვიდე
  • ნეტარი გლოვა
  • მღვიძარება
  • სიმდაბლე
  • სიყვარული
  • მარხვა
  • თავისუფლება
  • სიმდიდრე
  • სიძუნწე
  • სინდისი
  • სიკვდილი
  • მემთვრალეობა
  • ნარკომანია
  • სინანული
  • შური
  • ანტიმოდერნიზმი
  • მოდერნიზმი
  • ადოგმატიზმი
  • ეკუმენიზმი
  • პაპიზმი
  • პროტესტანტიზმი
  • ლიბერალიზმი
  • გლობალიზმი
  • იუდაიზმი
  • სექტანტიზმი
  • ორიგენიზმი
  • სრულიად მართლმადიდებელთა კრება
Xareba.net » რუბრიკები » მართმადიდებელი ეკლესია » ეკლესია
ეკლესია
8-05-2013, 00:03  / ამოსაბეჭდი ვერსია
ეკლესია

   ეკლესიამ უნდა შეგვინარჩუნოს ჩვენი ტრადიცია, სახე, ფესვები. ქართველი კაცი თუ ფესვებს მოწყდა, დაკარგავს იმ სახეს, რომელიც უფალმა გვიბოძა. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია ეროვნული ფასეულობანი, ის კულტურა, ის ტრადიცია, რომლითაც ამაყობდა და დღესაც ამაყობს ქართველი კაცი.

 

 

* * *


 

თუ საქართველოს ისტორიასა და ქართულ კულტურას გადავხედავთ, დავრწმუნდებით, თუ რა დიდი როლი აქვს შესრულებული ჩვენი ერის ცხოვრებაში ეკლესიას.

 

 

* * *


 

მართლმადიდებელი ეკლესია - ეს არის ღვთის მიერ მოწოდებულ ადამიანთა ერთობა, რომელთა მიზანია, დაიცვან უფლის მცნებები და აღასრულონ მისი ნება. ეკლესია კაცობრიობისათვის უდიდესი მადლია. ესაა ღვთის წყალობა, მომნიჭებელი ცოდვათა მიტევებისა და განწმენდისა, სიკვდილზე გამარჯვებისა და ხსნისა.

 

 

* * *


რაც სულია სხეულისათვის, ეკლესია ისაა ერისათვის. როცა სული სხეულს შორდება, სხეული კვდება. ასევეა ერიც ეკლესიის გარეშე.

 

 

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II


 

 

* * *


 

ეკლესია საზრდოთი გვზრდის. შვიდი საიდუმლოს აღსრულებით ჩვენ იგი სულიერ მადლს მოგვანიჭებს. ყველაზე მთავარი ქველმოქმედება ეკლესიისა ის არის, რომ იგი თავის შვილებს ერთმანეთს აყვარებს და ერთმანეთთან აერთებს. ამაო წუთისოფელი ადამიანს ადამიანისაგან განაშორებს, ეკლესია კი, პირიქით, შეაერთებს. მაგრამ ეკლესიას მხოლოდ მათთვის მოაქვს სარგებლობა, განათლება და ცხონება, რომელნიც მის ხმას ისმენდნენ (I, 475-476).

 

 

წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსი


 

 

* * *


 

ეკლესიის ერთობისაგან განშორებულ ნებისმიერ ადამიანს, დაე, თუნდ მისი ცხოვრება შექების ღირსიც იყოს, ვერ ექნება საუკუნო ნეტარი ცხოვრება სწორედ ამ ერთი უსჯულოების - ქრისტესთან ერთობისაგან განშორების გამო, და მას ღმერთის რისხვა ეწევა!

 

 

ნეტარი ავგუსტინე


 

 

* * *


 

თუ გსურს, ეკლესიას დაეხმარო, ეცადე, რომ სხვები კი არა, - საკუთარი თავი გამოასწორო. თუ საკუთარ თავს გამოასწორებ, ეკლესიის ნაწილი მაშინათვე გამოსწორდება. აშკარაა, რომ თუ ყველა ამგვარად მოიქცევა, ეკლესიაში სრული წესრიგი დამყარდება. მაგრამ დღეს ადამიანები საკუთარი თავის გარდა - ნებისმიერი რამით არიან დაკავებულნი, იმიტომ, რომ ეს გაცილებით ადვილია, საკუთარი თავის მიხედვას კი შრომა სჭირდება.

 

 

მამა პაისი მთაწმინდელი


 

 

* * *


 

მართლმადიდებლობის დამახასიათებელი ნიშნებია - ასკეტური ცხოვრება და სიყვარულით თანაზიარება.

 

 

არქიმანდრიტი ეპიფანე თეოდოროპულოსი


 

 

* * *


 

როგორც კი ზარს ჩამოკრავენ, ნუ დაიზარებ და მაშინვე ეკლესიას მიაშურე. ნუ მიატოვებ წირვა - ლოცვას მის დამთავრებამდე, რათა ეს დაბრკოლებად და ეშმაკის საფრთხედ არ იქცეს შენთვის.

 

 

წმიდა ეფრემ ასური


 

 

* * *


 

ქრისტიანთა ერთობა იმიტომ იწოდება ეკლესიად, რომ იგი ყველა მორწმუნეს შეჰკრებს და შეაკავშირებს.

 

 

წმიდა კირილე იერუსალიმელი


 

 

* * *


 

ყოველი ვინც ეკლესიას განეშორება, მემრუშე ცოლს ემსგავსება და უცხო ექმნება ეკლესიისათვის აღთქმულ სუფევას. ვინც განუდგება ეკლესიას, ის აკლდება ქრისტესმიერ დაპირებულ ჯილდოს. იგი უცხო, უხმარი, მტერია ეკლესიისა... ეკლესიის გარეშე მდგომი კაცის ცხონება მხოლოდ მაშინ იქნებოდა შესაძლებელი, ვინმე რომ გადარჩენილიყო წარღვნის დროს ისეთი, ვინც ნოეს კიდობანში არ იჯდა.

 

 

* * *


 

ცხონებისათვის მადლია საჭირო, სად მიიღებ მას ეკლესიის გარეთ; მადლი მოგვეცემა წმიდა საიდუმლოებების მეშვეობით, ხოლო ისინი წმიდა ეკლესიაში ინახება. საიდუმლოთა შესასრულებად საჭიროა სამღვდელოება; ჭეშმარიტი სამღვდელოება კი მხოლოდ ეკლესიაშია. ასე რომ, ვინც ეკლესიის გარეშეა, არც სამღვდელოება გააჩნია, არც საიდუმლოებები და არც მადლი.

 

 

წმიდა კიპრიანე კართაგენელი


  • მთავარი
  • -- ახალი ამბები
  • -- მნიშვნელოვანი თემები
  • -- კალენდარი
  • -- ქრისტიანული ოჯახი
  • -- მართმადიდებელი ეკლესია
  • -- მართმადიდებლული კატეხიზმო
  • -- ლოცვა
  • -- წმ. მამათა საგანძურიდან
  • -- წერილები სულიერ შვილებს
  • -- წმიდათა ცხოვრება
  • -- რელიგიური ცდომილებანი
  • -- მხილებითი ღვთისმეტყველება
  • -- იდეოლოგიური ცდომილებანი
  • -- თანამედროვე მამები
  • -- ძველი აღთქმის ისტორიიდან
  • -- უახლესი ისტორიიდან
  • -- საეკლესიო სამართალი
  • -- ჭეშმარიტი სასწაულები
  • -- საცდურები
  • -- შეიცანი ჟამი
  • -- კითხვა-პასუხი
  • -- სხვადასხვა
  • -- რუსულენოვანი გვერდი
  • -- ინგლისურენოვანი გვერდი
  • კონტაქტი
  • წმ. ნინო
  • წმ. გიორგი
  • წმ. ვახტანგ გორგასალი
  • წმ. დავით აღმაშენებელი
  • წმ. თამარ მეფე
  • წმ. აცამეტი ასურელი მამა
  • წმ. გრიგოლ ხანძთელი
  • წმ. აბო თბილელი
  • წმ. ქეთევან წამებული
  • წმ. შუშანიკი
  • წმ. არგვეთის მთავარნი დავითი და კონსტანტინე
  • წმ. შალვა, ბიძინა, ელისბარი
  • წმ. ნიკოლოზი
  • წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელი
  • წმ. მაქსიმე აღმსარებელი
  • წმ. მარკოზ ეფესელი
  • წმ. დავით გარეჯელი
  • წმ. შიო მღვიმელი
  • წმ. იოანე ზედაზნელი
  • წმ. ანტონ მარტმყოფელი
  • წმ. ისე წილკნელი
  • წმ. აბიბოს ნეკრესელი
  • წმ. ზენონ იყალთოელი
  • წმ. ისიდორე სამთავრელი
  • წმ. ამბა იოსებ ალავერდელი
  • წმ. ნეოფიტე ურბნელი
  • წმ. პიროს ბრეთელი
  • აბსურდიზმი
  • ჰუმანიზმი
  • ნიჰილიზმი
  • დარვინიზმი
  • მარქსიზმი
  • ევოლუციონიზმი
  • ახალი ადამიანი
  • მასობრივი კულტურა
  • რევოლუციის სახეობები
  • სპირიტიზმი
  • მაგია, მისნობა, ჯადოქრობა
  • უნია
  • ანტიქრისტე
 
მობ: 591 97 04 90
2012 Xareba.net

Сайт работает под управлением DataLife Engine