xareba
 
  • ნაყროვანება
  • სიძვა
  • ვერცხლისმოყვარეობა
  • მრისხანება
  • მწუხარება
  • ჭმუნვა
  • ცუდმედიდობა
  • ამპარტავნება
  • თავშეკავება
  • უბიწოება
  • უპოვარება
  • სიმშვიდე
  • ნეტარი გლოვა
  • მღვიძარება
  • სიმდაბლე
  • სიყვარული
  • მარხვა
  • თავისუფლება
  • სიმდიდრე
  • სიძუნწე
  • სინდისი
  • სიკვდილი
  • მემთვრალეობა
  • ნარკომანია
  • სინანული
  • შური
  • ანტიმოდერნიზმი
  • მოდერნიზმი
  • ადოგმატიზმი
  • ეკუმენიზმი
  • პაპიზმი
  • პროტესტანტიზმი
  • ლიბერალიზმი
  • გლობალიზმი
  • იუდაიზმი
  • სექტანტიზმი
  • ორიგენიზმი
  • სრულიად მართლმადიდებელთა კრება
Xareba.net » რუბრიკები » წმ. მამათა საგანძურიდან » საეკლესიო დღესასწაული
საეკლესიო დღესასწაული
29-04-2019, 00:02  / ამოსაბეჭდი ვერსია
საეკლესიო დღესასწაული

   დღესასწაული იმისათვის როდია, რომ უწესოდ მოვიქცეთ და ცოდვები გავიმრავლოთ, არამედ იმისათვის, რათა განვიწმინდოთ მათგან - რაც გვაქვს.

 

 

* * *


 

   დღესასწაული მადლიანი საქმის გამოვლენაა, სულის ღვთისმოსავი განწყობა და გამოსწორებული ცხოვრებაა. თუ ეს გაქვს, ყოველთვის შეგიძლია, იდღესასწაულო.

 

 

წმიდა იოანე ოქროპირი


 

 

* * *

   დღესასწაული უქმი კი არაა, უქმეა ანუ სულის სიხარულია ღმერთის უდიდესი წყალობის გამო.

 

 

 

* * *


 

   საერო დღესასწაულებზე იხარჯება ის, რაც შრომის დღეებშია მოგროვებული. საეკლესიო დღესასწაულებზე შეიძლება და უნდა შეგროვდეს კიდეც ჭვრეტითი და მოქმედი სიბრძნის სულიერი სიმდიდრე ისევე უხვად, ან უფრო მეტადაც, ვიდრე სადაგ დღეებში.

 

 

 


 

ვლადიმირის ეპისკოპოსი თეოფანე


 

 

* * *


 

   თავისი უდიდესი სიყვარულითა და თავისი უდიდესი სიხარულით, რომლითაც ქრისტეს დღესასწაულებზე დიდ სულიერ სიმაღლეზე ავყავართ და სულს აღმოგვივსებს, იგი ცხოვრებას გვიბრუნებს ჩვენ. საკმარისია მხოლოდ ის, რომ თვით ჩვენ მივიღოთ მონაწილეობა ამ დღესასწაულებში და მათი სულიერი გემო გავიგოთ, რათა ისინი სულიერ დღესასწაულებად იქცნენ. მაშინ ჩვენ სულიერად ვზეიმობთ და სულიერად ვთვრებით წმიდათა მიერ მორთმეული სამოთხის ღვინით.

 

 

* * *


 

   ყოველთვის ვეუბნები ერისკაცებს, კვირას და დღესასწაულებზე მუშაობა შეწყვიტონ, რომ უბედურება არ დაატყდეთ თავს. საკუთარი სამუშაოს მოწესრიგება ყველას შეუძლია. ყველაფრის საფუძველი სულიერი გულისხმიერებაა. თუ ეს გულისხმიერება არსებობს, გამოსავალს ყველა სიტუაციიდან მონახავ. ხოლო თუ ამგვარი გამოსავალი მცირეოდენ დანაკარგთან იქნება დაკავშირებული, ლოცვა - კურთხევა, რომელსაც ეს ადამიანები მიიღებენ, გაორმაგდება. ზოგიერთს ეს არ ესმის და კვირაობით და დღესასწაულებზე საღმრთო ლიტურგიასაც კი არ ესწრებიან. საღმრთო ლიტურგია განსწმედს ადამიანს. თუ ქრისტიანი კვირაობით ეკლესიაში არ დადის, როგორღა განიწმიდება მაშინ იგი?

 

 

* * *


 

   იმისათვის, რომ გრძნობადად განვიცადოთ სადღესასწაულო მოვლენები, დღესასწაულებზე არ უნდა ვიმუშაოთ. მაგალითად, თუ ადამიანს სურს, რაღაც იგრძნოს და განიცადოს დიდ პარასკევს, ამ დღეს იგი ლოცვის გარდა სხვა არაფრით უნდა იყოს დაკავებული.

 

 

* * *


 

   იმისათვის, რომ დღესასწაული განვიცადოთ, გონება ამ წმიდა დღეებზე ფიქრით უნდა დავტვირთოთ, უნდა გავაანალიზოთ ამ წმ. დღეებში აღსრულებული მოვლენები, იქნება ეს ქრისტეშობა, ღვთისგანცხადება, აღდგომა თუ რომელიმე სხვა ნებისმიერი დღესასწაული და ვიკითხოთ იესოს ლოცვა და ღვთის სადიდებლები. ამგვარად, ჩვენ ყოველ დღესასწაულს დიდი ღვთისმოსაობით ვიზეიმებთ.

 

 

 

მამა პაისი მთაწმინდელი

 

 

Xareba.net - ის რედაქცია 


  • მთავარი
  • -- ახალი ამბები
  • -- მნიშვნელოვანი თემები
  • -- კალენდარი
  • -- ქრისტიანული ოჯახი
  • -- მართმადიდებელი ეკლესია
  • -- მართმადიდებლული კატეხიზმო
  • -- ლოცვა
  • -- წმ. მამათა საგანძურიდან
  • -- წერილები სულიერ შვილებს
  • -- წმიდათა ცხოვრება
  • -- რელიგიური ცდომილებანი
  • -- მხილებითი ღვთისმეტყველება
  • -- იდეოლოგიური ცდომილებანი
  • -- თანამედროვე მამები
  • -- ძველი აღთქმის ისტორიიდან
  • -- უახლესი ისტორიიდან
  • -- საეკლესიო სამართალი
  • -- ჭეშმარიტი სასწაულები
  • -- საცდურები
  • -- შეიცანი ჟამი
  • -- კითხვა-პასუხი
  • -- სხვადასხვა
  • -- რუსულენოვანი გვერდი
  • -- ინგლისურენოვანი გვერდი
  • კონტაქტი
  • წმ. ნინო
  • წმ. გიორგი
  • წმ. ვახტანგ გორგასალი
  • წმ. დავით აღმაშენებელი
  • წმ. თამარ მეფე
  • წმ. აცამეტი ასურელი მამა
  • წმ. გრიგოლ ხანძთელი
  • წმ. აბო თბილელი
  • წმ. ქეთევან წამებული
  • წმ. შუშანიკი
  • წმ. არგვეთის მთავარნი დავითი და კონსტანტინე
  • წმ. შალვა, ბიძინა, ელისბარი
  • წმ. ნიკოლოზი
  • წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელი
  • წმ. მაქსიმე აღმსარებელი
  • წმ. მარკოზ ეფესელი
  • წმ. დავით გარეჯელი
  • წმ. შიო მღვიმელი
  • წმ. იოანე ზედაზნელი
  • წმ. ანტონ მარტმყოფელი
  • წმ. ისე წილკნელი
  • წმ. აბიბოს ნეკრესელი
  • წმ. ზენონ იყალთოელი
  • წმ. ისიდორე სამთავრელი
  • წმ. ამბა იოსებ ალავერდელი
  • წმ. ნეოფიტე ურბნელი
  • წმ. პიროს ბრეთელი
  • აბსურდიზმი
  • ჰუმანიზმი
  • ნიჰილიზმი
  • დარვინიზმი
  • მარქსიზმი
  • ევოლუციონიზმი
  • ახალი ადამიანი
  • მასობრივი კულტურა
  • რევოლუციის სახეობები
  • სპირიტიზმი
  • მაგია, მისნობა, ჯადოქრობა
  • უნია
  • ანტიქრისტე
 
მობ: 591 97 04 90
2012 Xareba.net

Сайт работает под управлением DataLife Engine