xareba
 
  • ნაყროვანება
  • სიძვა
  • ვერცხლისმოყვარეობა
  • მრისხანება
  • მწუხარება
  • ჭმუნვა
  • ცუდმედიდობა
  • ამპარტავნება
  • თავშეკავება
  • უბიწოება
  • უპოვარება
  • სიმშვიდე
  • ნეტარი გლოვა
  • მღვიძარება
  • სიმდაბლე
  • სიყვარული
  • მარხვა
  • თავისუფლება
  • სიმდიდრე
  • სიძუნწე
  • სინდისი
  • სიკვდილი
  • მემთვრალეობა
  • ნარკომანია
  • სინანული
  • შური
  • ანტიმოდერნიზმი
  • მოდერნიზმი
  • ადოგმატიზმი
  • ეკუმენიზმი
  • პაპიზმი
  • პროტესტანტიზმი
  • ლიბერალიზმი
  • გლობალიზმი
  • იუდაიზმი
  • სექტანტიზმი
  • ორიგენიზმი
  • სრულიად მართლმადიდებელთა კრება
Xareba.net » რუბრიკები » სხვადასხვა » აღსარება
აღსარება
5-04-2013, 00:07  / ამოსაბეჭდი ვერსია
აღსარება

   ადამიანები, უკიდურეს შემთხვევაში, მოძღვართან რომ დადიოდნენ და აღსარებას ამბობდნენ, ეშმაკეული ეშმაკეული ზემოქმედება განქარდებოდა და ისინი ფიქრს კვლავ შეძლებდნენ. ახლა ხომ ბოროტის გავლენით მათ ტვინებს აზროვნებაც აღარ შეუძლიათ. სინანული, აღსარება ეშმაკს ადამიანებზე გავლენას უკარგავს.

 

მამა პაისი მთაწმინდელი

 

 

* * *


 

აღსარება - ეკლესიის მოთხოვნაა, რათა ადამიანმა, რომელიც საკუთარ თავს ბრწყინვალე რაინდად წარმოიდგენს, დაინახოს ის არარაობა, რომლითაც იგი ღვთის პირისპირ წარსდგება.

 

 

 

* * *


 

აღსარება - ეკლესიის მოთხოვნაა, რათა ადამიანს დაანახვოს საკუთარი სულის არარაობა და ბოროტება, რომელსაც იგი ოსტატურად ფარავს კეთილსურნელებით.

 

 

* * *


 

აღსარება - ეკლესიის მოთხოვნაა, რათა ადამიანს დაეხმაროს იმ სულიერი ჭრილობების გახსნაში, რომელსაც ჯანმრთელობის საფარველით ფარავს.

 

 

* * *


 

აღსარება - ეკლესიის მოთხოვნაა, რათა ადამიანს დაეხმაროს საკუთარი უძლურების დანახვაში, რომელსაც იგი ძლიერების ნიღბით ფარავს.

 

 

* * *


 

აღსარება - ეკლესიის მოთხოვნაა, რათა ადამიანს საკუთარი ჩრდილის დანახვაში დაეხმაროს.

 

წმიდა ნიკოლოზ სერბი

 

 

* * *


 

აღსარება სიმდაბლის გზაა, ეკალთა ნივთსა ცოდვილისასა დამწველია, ტვირთისა მძიმისა გადამყრელია, სინდისის ქენჯნათა განმათავისუფლებელია, დამძიმებული გულის აღმასუბუქებელია, წყლულისა მალამოა და სრულიად სამკურნალო მადლია.

 

 

 

* * *


 

ჭეშმარიტი აღსარების მთქმელი ოდეს წარსდგება მღვდლის წინაშე ოლარის ქვეშ, ყოვლად შემუსვრილია და სირცხვილი თავისი უღირსებისა არ აძლევს ნებას მიზეზისა ძიებად და სხვისადმი დაბრალებად, არამედ მხოლოდ თავსა თვისსა განაშიშვლებს და ყოველ საქმეში ბრალდებულად თავსა ხედავს და არა სხვასა.

 

 

წმ. ალექსი ბერი

 

 

* * *


 

აღსარების მოსმენის გარეშე მე არ შემიძლია ცოდვათა შენდობა. ამაზე არსებობს საეკლესიო კანონი.

 

ბერი მაკარი ოპიტნელი

 

 

* * *


 

აღსარების წინ ილოცეთ, რომ ღმერთმა თქვენი ცოდვები დაგანახოთ, მოგანიჭოთ სითამამე მათი აღიარებისა და შეიწიროს თქვენი სინანული.

 

არქიმანდრიტი ეპიფანე თეოდოროპულოსი

 

 

* * *


 

თუ გსურს, შენი აღსარება ღმერთმა არ განიკითხოს, არ გაიხსენო ცოდვები, არამედ მამაცურად დაითმინე მათ შედეგად მოწეული განსაცდელი.

 

წმინდა მარკოზ განშორებული

 

 

* * *


 

მორწმუნემ თავისი აღსარების, თავისი ცხოვრებისა და სულიერი მოღვაწეობის შესახებ სხვას არაფერი არ უნდა უთხრას. დე, ყოველივე საიდუმლოდ დარჩეს, მოძღვრის რჩევებიც.

 

ბერი პორფირი

 

 

* * *


 

ნუ გაგიკვირდება, თუ აღსარების შემდეგაც გრძელდება ბრძოლა, რადგან სიძვის ვნების დამარცხება უადვილესია, ვიდრე - ამპარტავნების.

 

ღირსი იოანე სინელი

 

 

* * *


 

საკმარისი არ არის თვით ღმერთს წარვუდგებოდეთ წრფელი აღსარებითა და ცოდვათა მონანიებით, - აუცილებელია იმასაც ვაბარებდეთ აღსარებას, ვისაც თვით ღმერთისაგან მიუღია ხელმწიფება აღსარების მიღებისა და ცოდვათა მოტევებისა.

 

ნეტარი ავგუსტინე


  • მთავარი
  • -- ახალი ამბები
  • -- მნიშვნელოვანი თემები
  • -- კალენდარი
  • -- ქრისტიანული ოჯახი
  • -- მართმადიდებელი ეკლესია
  • -- მართმადიდებლული კატეხიზმო
  • -- ლოცვა
  • -- წმ. მამათა საგანძურიდან
  • -- წერილები სულიერ შვილებს
  • -- წმიდათა ცხოვრება
  • -- რელიგიური ცდომილებანი
  • -- მხილებითი ღვთისმეტყველება
  • -- იდეოლოგიური ცდომილებანი
  • -- თანამედროვე მამები
  • -- ძველი აღთქმის ისტორიიდან
  • -- უახლესი ისტორიიდან
  • -- საეკლესიო სამართალი
  • -- ჭეშმარიტი სასწაულები
  • -- საცდურები
  • -- შეიცანი ჟამი
  • -- კითხვა-პასუხი
  • -- სხვადასხვა
  • -- რუსულენოვანი გვერდი
  • -- ინგლისურენოვანი გვერდი
  • კონტაქტი
  • წმ. ნინო
  • წმ. გიორგი
  • წმ. ვახტანგ გორგასალი
  • წმ. დავით აღმაშენებელი
  • წმ. თამარ მეფე
  • წმ. აცამეტი ასურელი მამა
  • წმ. გრიგოლ ხანძთელი
  • წმ. აბო თბილელი
  • წმ. ქეთევან წამებული
  • წმ. შუშანიკი
  • წმ. არგვეთის მთავარნი დავითი და კონსტანტინე
  • წმ. შალვა, ბიძინა, ელისბარი
  • წმ. ნიკოლოზი
  • წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელი
  • წმ. მაქსიმე აღმსარებელი
  • წმ. მარკოზ ეფესელი
  • წმ. დავით გარეჯელი
  • წმ. შიო მღვიმელი
  • წმ. იოანე ზედაზნელი
  • წმ. ანტონ მარტმყოფელი
  • წმ. ისე წილკნელი
  • წმ. აბიბოს ნეკრესელი
  • წმ. ზენონ იყალთოელი
  • წმ. ისიდორე სამთავრელი
  • წმ. ამბა იოსებ ალავერდელი
  • წმ. ნეოფიტე ურბნელი
  • წმ. პიროს ბრეთელი
  • აბსურდიზმი
  • ჰუმანიზმი
  • ნიჰილიზმი
  • დარვინიზმი
  • მარქსიზმი
  • ევოლუციონიზმი
  • ახალი ადამიანი
  • მასობრივი კულტურა
  • რევოლუციის სახეობები
  • სპირიტიზმი
  • მაგია, მისნობა, ჯადოქრობა
  • უნია
  • ანტიქრისტე
 
მობ: 591 97 04 90
2012 Xareba.net

Сайт работает под управлением DataLife Engine