xareba
 
  • ნაყროვანება
  • სიძვა
  • ვერცხლისმოყვარეობა
  • მრისხანება
  • მწუხარება
  • ჭმუნვა
  • ცუდმედიდობა
  • ამპარტავნება
  • თავშეკავება
  • უბიწოება
  • უპოვარება
  • სიმშვიდე
  • ნეტარი გლოვა
  • მღვიძარება
  • სიმდაბლე
  • სიყვარული
  • მარხვა
  • თავისუფლება
  • სიმდიდრე
  • სიძუნწე
  • სინდისი
  • სიკვდილი
  • მემთვრალეობა
  • ნარკომანია
  • სინანული
  • შური
  • ანტიმოდერნიზმი
  • მოდერნიზმი
  • ადოგმატიზმი
  • ეკუმენიზმი
  • პაპიზმი
  • პროტესტანტიზმი
  • ლიბერალიზმი
  • გლობალიზმი
  • იუდაიზმი
  • სექტანტიზმი
  • ორიგენიზმი
  • სრულიად მართლმადიდებელთა კრება
Xareba.net » რუბრიკები » ქრისტიანული ოჯახი » აღზრდა
აღზრდა
4-04-2013, 00:02  / ამოსაბეჭდი ვერსია
აღზრდა

 

   არ არსებობს აღზრდაზე უმაღლესი ხელოვნება. მხატვარი და მოქანდაკე მხოლოდ უსიცოცხლო ქანდაკებას ქმნიან, ბრძენი აღმზრდელი კი ქმნის ცოცხალ სახეს, რომლის ცქერაც ღმერთსაც უხარია და ადამიანებსაც.


* * *

 

...ბავშვებს უნდა ვაპატიოთ ცელქობა და უყურადღებობა და არა ბოროტება და მზაკვრობა... იმ შვილებისაგან, რომელთა ატირებისაც ეშინიათ მათი ცუდი საქციელის გამო, შემდგომში, ხშირად თვითონ მშობლები ხდებიან იძულებულნი, იტირონ... აღზრდაში არ მოგვეთხოვება არც ზედმეტი სირბილე, არც ზედმეტი სიმკაცრე. მოგვეთხოვება გონიერება.

 

 

* * *


 

საქციელითა და ცხოვრებით სწავლება ყველაზე უკეთესია.

 

 

 

წმიდა იოანე ოქროპირი

* * *

 

ბავშვების აღზრდაზე პასუხისმგებელი სამი ინსტიტუტი უნდა იყოს: ოჯახი, ეკლესია და სკოლა. სამივემ შეთანხმებით უნდა იმოქმედოს და უნდა შეიქმნას საგანგებო პროგრამა ერთობლივად აღზრდისა.

 

 

* * *


 

თუ ჯანსაღი, ქვეყნის ერთგული, ძლიერი თაობის აღზრდა გსურს, დიდი დრო უნდა დაეთმოს ქართული ლიტერატურისა და საქართველოს ისტორიის სწავლებას, შრომის კულტურას, აზროვნების განვითარებას, სამშობლოსათვის თავდადებისა და ვაჟკაცობის ამსახველი ქართული და უცხოური ნაწარმოებების გაცნობას.

 

 

* * *


 

მასწავლებლებო! თქვენმა სიტყვამ, თქვენმა კეთილმა ან უხეშმა დამოკიდებულებამ შეიძლება გადაარჩინოს ან დაღუპოს აღსაზრდელი. ხომ ნათქვამია: ხეს რომ ყოველდღე შესძახო, გახმიო, გახმება. ნურასდროს ნუ ეტყვით ბავშვებს, რომ უნიჭონი და ცუდნი არიან, შეიბრალეთ ისინი და ნუ დაამცირებთ კლასის წინაშე.

 

 

* * *


 

მასწავლებლობა ერთ - ერთი ყველაზე საპასუხისმგებლო და საპატიო პროფესიაა მთელს მსოფლიოში, რადგანაც იგი ზრდის მომავალ თაობებს.

 

 

 

საქართველოს კათოლიკოს - პატრიარქი ილია II

 

 

* * *


 

ბავშვებში სიამაყესა და სიძუნწესთან ერთად ძალიან გავრცელებულია არანაკლებ საშიში ნაკლი - შური, ანუ ახლობლის მიმართ არაკეთილმოსურნეობა. შურიანი კაცი, მოწყენილია და იტანჯება როცა მისი ახლობელი ბედნიერია, ხოლო გახარებულია მაშინ როცა მას უჭირს. ასეთი საქციელი აღმაშფოთებელია განსაკუთრებით ბავშვებში.

 

 

* * *


 

იმისათვის, რომ ბავშვები მორჩილნი აღიზარდონ, ადრეული ასაკიდან უნდა დავთრგუნოთ მათში პატივმოყვარეობა. „ნებაზე ნუ მიუშვებ სიჭაბუკეში და გვერდები დაუჟეჟე ვიდრე ნორჩია, რომ არასოდეს გაჯიუტდეს და შენ მორჩილებაზე ხელი არ აიღოს". – (ზირ/30.11.12).

 

 

* * *


 

რწმენა საქმის გარეშე მკვდარია - ამბობს მოციქული. ქრისტიანო მშობლებო თქვენი შვილები უნდა აღზარდოთ არა მარტო ღვთისმოშიში და ღვთის მოსავი, არამედ ზნეობრივი და გულკეთილი. ასე რომ ისინი აუცილებელია ბავშვობიდანვე მივაჩვიოთ სიკეთეს. მათ გულებში უნდა ჩაუნერგოთ სიკეთის სიყვარული და აღმოვფხვრათ ნაკლოვანებები და სიმახინჯეები.

 

 

 

წმიდა დიდმოწამე ვლადიმერი (ბოგოიავლინსკი)

 

 

* * *


 

ბავშვი ცომივითაა: რაც უფრო რბილია, უფრო ადვილად გამოძერწავ. რაც პატარაა ყრმა, მით ადვილია მისი გაწვრთნა და სწავლება.

 

 

* * *


 

ვინც ბავშვს სარწმუნოებით არ ზრდის, როგორ ფიქრობთ, მისგან ვის ქმნიან? იუდას, დიახ, ზუსტად ასეა და ვაი, ასეთ მშობლებს! ისინი საუნჯეს აქ დედამიწაზე აგროვებენ და სრულ გულგრილობას იჩენენ ზეციური სასუფევლისადმი.

 

 

* * *


 

ყრმობის ასაკშივე თუ არ აღზარდეთ ბავშვები და უცდით, როდის მიაღწევს მოზარდის ასაკს, აღარაფერი გამოგივათ.

 

 

 

ბერი პორფირი

 

 

* * *


 

თუ წილად გხვდა, ასწავლო ღმერთის შესახებ და გეურჩებიან, ამაზე გულში ინაღვლე და ცხადად არ აღელდე; რამეთუ მწუხარების დროს ურჩთან ერთად არ განგიკითხავენ, ხოლო თუ აღშფოთდები, იმავე საქმით განიცდები.

 

 

* * *


 

ნუ დაემოწაფები მას, ვინც საკუთარ თავს აქებს, რომ თავმდაბლობის ნაცვლად ამპარტავნება არ ისწავლო.

 

 

* * *


 

სწავლის დროს დამსწრეებს ნუ დაუმალავ მათთვის საჭიროს. რაც რიგიანია, გარკვევით განმარტე, ხოლო რისი დატევაც არ შეუძლიათ (მკაცრი მხილების გამო), იგავით მიანიშნე.

 

 

 

წმინდა მარკოზ განშორებული

 

 

* * *


 

როგორც ჩვენ, ეპისკოპოსებმა და პრესვიტერებმა, უნდა გიქადაგონ თქვენ ეკლესიაში, ასევე თქვენ მშობლებმა უნდა უქადაგოთ თქვენს ბავშვებს სახლში.

 

წმინდა ავგუსტინე

 

 

* * *


 

წყლის წვეთი გლუვ ზედაპირზე იქითკენ მიდის, საითაც თითით წაიყვან; ასევე ნორჩი, ნაზი ბავშვი შეიძლება, წარმართო ერთ ან მეორე მხარეს (კარგიც და ცუდიც) და საითაც გინდა, იქით მიდრიკო.

 

ნეტარი იერონიმე

 

 

* * *


 

ჭრილობებს ღვინით ბანენ და ზეთით მკურნალობენ. ასევეა აღზრდის დროსაც: შემწყნარებლობა შეერთებული უნდა იყოს სიმკაცრესთან.

 

წმიდა ამბროსი მედიოლანელი


  • მთავარი
  • -- ახალი ამბები
  • -- მნიშვნელოვანი თემები
  • -- კალენდარი
  • -- ქრისტიანული ოჯახი
  • -- მართმადიდებელი ეკლესია
  • -- მართმადიდებლული კატეხიზმო
  • -- ლოცვა
  • -- წმ. მამათა საგანძურიდან
  • -- წერილები სულიერ შვილებს
  • -- წმიდათა ცხოვრება
  • -- რელიგიური ცდომილებანი
  • -- მხილებითი ღვთისმეტყველება
  • -- იდეოლოგიური ცდომილებანი
  • -- თანამედროვე მამები
  • -- ძველი აღთქმის ისტორიიდან
  • -- უახლესი ისტორიიდან
  • -- საეკლესიო სამართალი
  • -- ჭეშმარიტი სასწაულები
  • -- საცდურები
  • -- შეიცანი ჟამი
  • -- კითხვა-პასუხი
  • -- სხვადასხვა
  • -- რუსულენოვანი გვერდი
  • -- ინგლისურენოვანი გვერდი
  • კონტაქტი
  • წმ. ნინო
  • წმ. გიორგი
  • წმ. ვახტანგ გორგასალი
  • წმ. დავით აღმაშენებელი
  • წმ. თამარ მეფე
  • წმ. აცამეტი ასურელი მამა
  • წმ. გრიგოლ ხანძთელი
  • წმ. აბო თბილელი
  • წმ. ქეთევან წამებული
  • წმ. შუშანიკი
  • წმ. არგვეთის მთავარნი დავითი და კონსტანტინე
  • წმ. შალვა, ბიძინა, ელისბარი
  • წმ. ნიკოლოზი
  • წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელი
  • წმ. მაქსიმე აღმსარებელი
  • წმ. მარკოზ ეფესელი
  • წმ. დავით გარეჯელი
  • წმ. შიო მღვიმელი
  • წმ. იოანე ზედაზნელი
  • წმ. ანტონ მარტმყოფელი
  • წმ. ისე წილკნელი
  • წმ. აბიბოს ნეკრესელი
  • წმ. ზენონ იყალთოელი
  • წმ. ისიდორე სამთავრელი
  • წმ. ამბა იოსებ ალავერდელი
  • წმ. ნეოფიტე ურბნელი
  • წმ. პიროს ბრეთელი
  • აბსურდიზმი
  • ჰუმანიზმი
  • ნიჰილიზმი
  • დარვინიზმი
  • მარქსიზმი
  • ევოლუციონიზმი
  • ახალი ადამიანი
  • მასობრივი კულტურა
  • რევოლუციის სახეობები
  • სპირიტიზმი
  • მაგია, მისნობა, ჯადოქრობა
  • უნია
  • ანტიქრისტე
 
მობ: 591 97 04 90
2012 Xareba.net

Сайт работает под управлением DataLife Engine