xareba
 
  • ნაყროვანება
  • სიძვა
  • ვერცხლისმოყვარეობა
  • მრისხანება
  • მწუხარება
  • ჭმუნვა
  • ცუდმედიდობა
  • ამპარტავნება
  • თავშეკავება
  • უბიწოება
  • უპოვარება
  • სიმშვიდე
  • ნეტარი გლოვა
  • მღვიძარება
  • სიმდაბლე
  • სიყვარული
  • მარხვა
  • თავისუფლება
  • სიმდიდრე
  • სიძუნწე
  • სინდისი
  • სიკვდილი
  • მემთვრალეობა
  • ნარკომანია
  • სინანული
  • შური
  • ანტიმოდერნიზმი
  • მოდერნიზმი
  • ადოგმატიზმი
  • ეკუმენიზმი
  • პაპიზმი
  • პროტესტანტიზმი
  • ლიბერალიზმი
  • გლობალიზმი
  • იუდაიზმი
  • სექტანტიზმი
  • ორიგენიზმი
  • სრულიად მართლმადიდებელთა კრება
Xareba.net » რუბრიკები » ლოცვა » რა არის ლოცვა?
რა არის ლოცვა?
2-07-2016, 00:01  / ამოსაბეჭდი ვერსია

რა არის ლოცვა?

 

   ღმერთთან ურთიერთობას ჩვენ, ლოცვის საშუალებით ვამყარებთ. ლოცვა არის საუბარი ღმერთთან. ღმერთთან ახლოს რომ ვიყოთ და მისგან შეწევნა მივიღოთ, უნდა ვილოცოთ. ღმერთი კეთილი და მოწყალეა. თუ მას წმიდა გულით და რწმენით ვთხოვთ დახმარებას, ის აუცილებლად აგვისრულებს ჩვენს სურვილებს და მოგვცემს ყველაფერს, რის საჭიროებასაც განვიცდით. ზოგჯერ ჩვენი სიტყვებით ვლოცულობთ და ვეუბნებით უფალს ჩვენს გულისნადებს. ეს, რა თქმა უნდა, კარგია, მაგრამ ზოგჯერ ხდება ისე, რომ ლოცვისას ისეთ რამეს ვთხოვთ ღმერთს, (მაგალითად, სიმდიდრეს, თანამდებობას, სხვის-თვის სამაგიეროს მიგებას…), რაც ჩვენთვის ზიანის მომტანია. ამიტომ უმჯობესია იმ ლოცვის წაკითხვა, რომელიც თავად უფალმა და მისმა მოწაფეებმა გვასწავლეს.

   როცა ვლოცულობთ, უნდა შევურიგდეთ მათ, ვისაც ცუდი გავუკ-ეთეთ და მივუტევოთ იმათაც, ვინც ოდესღაც გვაწყენინა. ყოველივე ამის შემდეგ მოწიწებითა და ყურადღებით ვილოცოთ. ლოცვის დროს სხვა რამეზე არ უნდა ვიფიქროთ. თუ ჩვენ ვლოცულობთ ნაჩქარევად, ლოცვის დროს ვიცინით ან ვლაპარაკობთ, მაშინ ჩვენი ლოცვა უფალს არ ესიამოვნება და არ შეისმენს მას.

  იმისათვის, რომ გამოვხატოთ ღვთისადმი თაყვანისცემა, ლოცვის დროს ჩვენ ფეხზე ვდგავართ და არ ვსხედვართ. დამჯდარი ლოცვა შეუძლიათ მხოლოდ მოხუცებსა და ავადმყოფებს.

 


პირჯვრის გამოსახვა

 

   ლოცვის დროს ჩვენ ვისახავთ ჯვარს. მარჯვენა ხელის სამ თითს (ცერს, საჩვენებელს და შუათითს) ვაწყობთ ერთად. თითების ამგვარი დაწყობა ნიშნავს სამებას, ანუ იმას, რომ ღმერთი ერთია, მაგრამ სამსახოვანი და სამივე სახე თანასწორია. ორი მოხრილი თითით ჩვენ გამოვხატავთ მაცხოვრის ორგვარ ბუნებას: ღვთაებრივს და კაცობრივს.

   დაწყობილი სამი თითით ვეხებით ჯერ შუბლს, შემდეგ მუცელს, მარჯვენა მხარს და ბოლოს მარცხენას. თან ვამბობთ: "სახელითა მამისა და ძისა და სულისა წმიდისა". პირჯვრის წერის თან-მიმდევრობა გამოხატავს ჩვენს რწმენას, რომ ღვთის ძე იესო ქრისტე ჩამოვიდა ციდან მიწაზე და თავისი წამებითა და ჯვარცმით გაანათა ჩვენი გონება, გრძნობები, სურვილები, საქმეები. გვიხსნა ცოდვისა და სიკვდილისაგან. პირჯვრის გადაწერისას ჩვენ ვაჩვენებთ, რომ ვართ ქრისტიანები და გვაქვს ღვთის დახმარების სასოება. გარდა ამისა, პირჯვრის გადაწერა გვიცავს ყველა უბედურებისაგან.

 


მეტანია

 

   ჩვენი ცოდვებისა და უღირსობის აღიარებისას, უფალთან შერიგების ნიშნად, ლოცვას თან ვაყოლებთ მეტანიას. "მეტანია" ბერძნული სიტყვაა და ნიშნავს სინანულს.

   არსებობს ორი სახის მეტანია: მცირე მეტანია, როდესაც თავს ვხრით წელამდე და დიდი მეტანია, როდესაც ვდგებით მუხლებზე და თავით მიწას ვეხებით.

 

 

ლოცვით მივმართავთ უფალს, ღვთისმშობელსა და წმიდანებს

 

  ლოცვის დროს, გარდა იმისა, რომ ვთხოვთ ღმერთს იმას, რაც გვჭირდება, ამასთანავე მადლობას ვუხდით მას მოწყალებისა და იმისათვის, რაც მან მოგვანიჭა. ვაქებთ და ვადიდებთ მას, რადგან მან შექმნა სამყარო, მოგვანიჭა სიცოცხლე და ზრუნავს ჩვენზე.

   ლოცვით მივმართავთ ასევე ღვთისმშობელს, წმიდა ანგელოზებსა და წმიდა ადამიანებს, მაგრამ მათდამი მიმართვა განსხვავდება და არ ჰგავს ღმერთისადმი მიმართვას. ღვთისმშობელსა და წმიდანებს ვთხოვთ შუამავლობას ღმერთთან. ვლოცულობთ არა მარტო ჩვენთვის, არამედ სხვა ადამიანებისათვისაც, როგორც ცოცხლების, ასევე გარდაცვლილებისთვის.

 


წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ

 

  დილასა და საღამოს ჩვენ ასეთი ლოცვით მივმართავთ უფალს: "წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო შეგვიწყალენ ჩვენ!"

     ეს ლოცვა ათასი წლისაა. აი როგორ შეიქმნა ის.

   ერთხელ ქალაქ კონსტანტინეპოლში ძლიერი მიწისძვრა მოხდა. ამ საშიშ სტიქიას ქარიშხალიც დაერთო. ხალხი შიშმა შეიპყრო. ხსნა არსაიდან ჩანდა. ამ დროს ერთი პატარა ბიჭი ქარმა აიტაცა. ჰაერში მას ანგელოზთა გალობა შემოესმა: "წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო!"  ამის შესახებ ბავშვმა ხალხს უამბო. ხალხმა ამ ლოცვას დაუმატა „შეგვიწყალენ ჩვენ!" და დაიწყო ლოცვა. მალე ქარიშხალი ჩაწყნარდა და მიწისძვრაც შეწყდა.



Xareba.net - ის რედაქცია 


  • მთავარი
  • -- ახალი ამბები
  • -- მნიშვნელოვანი თემები
  • -- კალენდარი
  • -- ქრისტიანული ოჯახი
  • -- მართმადიდებელი ეკლესია
  • -- მართმადიდებლული კატეხიზმო
  • -- ლოცვა
  • -- წმ. მამათა საგანძურიდან
  • -- წერილები სულიერ შვილებს
  • -- წმიდათა ცხოვრება
  • -- რელიგიური ცდომილებანი
  • -- მხილებითი ღვთისმეტყველება
  • -- იდეოლოგიური ცდომილებანი
  • -- თანამედროვე მამები
  • -- ძველი აღთქმის ისტორიიდან
  • -- უახლესი ისტორიიდან
  • -- საეკლესიო სამართალი
  • -- ჭეშმარიტი სასწაულები
  • -- საცდურები
  • -- შეიცანი ჟამი
  • -- კითხვა-პასუხი
  • -- სხვადასხვა
  • -- რუსულენოვანი გვერდი
  • -- ინგლისურენოვანი გვერდი
  • კონტაქტი
  • წმ. ნინო
  • წმ. გიორგი
  • წმ. ვახტანგ გორგასალი
  • წმ. დავით აღმაშენებელი
  • წმ. თამარ მეფე
  • წმ. აცამეტი ასურელი მამა
  • წმ. გრიგოლ ხანძთელი
  • წმ. აბო თბილელი
  • წმ. ქეთევან წამებული
  • წმ. შუშანიკი
  • წმ. არგვეთის მთავარნი დავითი და კონსტანტინე
  • წმ. შალვა, ბიძინა, ელისბარი
  • წმ. ნიკოლოზი
  • წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელი
  • წმ. მაქსიმე აღმსარებელი
  • წმ. მარკოზ ეფესელი
  • წმ. დავით გარეჯელი
  • წმ. შიო მღვიმელი
  • წმ. იოანე ზედაზნელი
  • წმ. ანტონ მარტმყოფელი
  • წმ. ისე წილკნელი
  • წმ. აბიბოს ნეკრესელი
  • წმ. ზენონ იყალთოელი
  • წმ. ისიდორე სამთავრელი
  • წმ. ამბა იოსებ ალავერდელი
  • წმ. ნეოფიტე ურბნელი
  • წმ. პიროს ბრეთელი
  • აბსურდიზმი
  • ჰუმანიზმი
  • ნიჰილიზმი
  • დარვინიზმი
  • მარქსიზმი
  • ევოლუციონიზმი
  • ახალი ადამიანი
  • მასობრივი კულტურა
  • რევოლუციის სახეობები
  • სპირიტიზმი
  • მაგია, მისნობა, ჯადოქრობა
  • უნია
  • ანტიქრისტე
 
მობ: 591 97 04 90
2012 Xareba.net

Сайт работает под управлением DataLife Engine