xareba
 
  • ნაყროვანება
  • სიძვა
  • ვერცხლისმოყვარეობა
  • მრისხანება
  • მწუხარება
  • ჭმუნვა
  • ცუდმედიდობა
  • ამპარტავნება
  • თავშეკავება
  • უბიწოება
  • უპოვარება
  • სიმშვიდე
  • ნეტარი გლოვა
  • მღვიძარება
  • სიმდაბლე
  • სიყვარული
  • მარხვა
  • თავისუფლება
  • სიმდიდრე
  • სიძუნწე
  • სინდისი
  • სიკვდილი
  • მემთვრალეობა
  • ნარკომანია
  • სინანული
  • შური
  • ანტიმოდერნიზმი
  • მოდერნიზმი
  • ადოგმატიზმი
  • ეკუმენიზმი
  • პაპიზმი
  • პროტესტანტიზმი
  • ლიბერალიზმი
  • გლობალიზმი
  • იუდაიზმი
  • სექტანტიზმი
  • ორიგენიზმი
  • სრულიად მართლმადიდებელთა კრება
Xareba.net » რუბრიკები » შეიცანი ჟამი » საშინელი სამსჯავროს წინ ყველა უნდა მოკვდეს თუ არა?
საშინელი სამსჯავროს წინ ყველა უნდა მოკვდეს თუ არა?
6-03-2013, 00:09  / ამოსაბეჭდი ვერსია

 

   

 

   წმიდანნი იოანე ოქროპირი, თეოდორიტე და თეოფილაქტე გვასწავლიან რომ: „ყველა არ მოკვდება; ზოგიერთებს საშინელი სამსჯავრო ცოცხალს მოუსწრებს". პავლე მოციქული ამბობს: ყოველთავე უკუე არა შევისუენოთ, ხოლო ყოველნივე განვახლდეთ (1 კორინთელთა, 15,51). ამ სიტყვების განმარტებისას წმ. ოიანე ოქროპირი ამბობს: „ამრიგად ყველანი არ მოვკვდებით, მაგრამ ყველანი შევიცვლებით; რადგან მოკვდავნი არიან, შეიცვლებიან ცოცხლებიც, რომელთა სხეულებიც შეიცვლებიან და უხრწნელად იქცევიან".

   საშინელი სამსჯავროს წინ რომ ცოცხლებიც იქნებიან, ამას ამოწმებს: ა) რწმენის სიმბოლოც, რომლის მეშვიდე წევრი ასე იკითხება: და კუალად მომავალ არს დიდებით განშჯად ცხოველთა და მკუდართა... ბ) მოციქული პავლე, რომელიც ამბობს: და მკუდარნი იგი ქრისტეს მიერნი აღდგენ პირველად; და მაშინღა ჩუნე, ცხოველნი ესე, რომელ დაშთომილ ვიყვნეთ, მათთანავე აღვიტაცნეთ ღრუბლითა შემთხუევად უფლისა (1 თესალონიკელთა, 4,16-17). წმ. იოანე ოქროპირი ამ სიტყვების განმარტებისას წერს: „ადრე გარდაცვლილები აღდგებიან და ერთად შეიყრებიან. აბელი, რომელიც ყველაზე ადრე მოკვდა, მაშინ ცოცხლებს შეუერთდება".

   შემეკითხებით: მაშინ მოციქული რატომღა ამბობს, რომ ვითარცა-იგი ადამის გამო ყოველნი მოსწყდებიან, ეგრეთცა ქრისტეს მიერ ყოველნი ცხოველ იქმნენ(1 კორინთელთა, 15,22)?

   გიპასუხებთ: უფლის მოსვლამდე ცოცხლად დარჩენილნი ყველანი მოკვდებიან და შემდეგ, შეცვლილი სახით, აღდგებიან, მაგრამ არა დაცემითა და აღდგომით. ყოველთავე უკუე არა შევისუენოთ, ხოლო ყოველნივე განვახლდეთ (1 კორინთელთა, 15,51). რამეთუ ჯერ-არს ხრწნილისა ამის სემოსად უხრწნელებაჲ, და მოკუდავისა ამის შემოსად უკუდავებაჲ (1 კორინთელთა, 15,53).

   განმარტავს რა ამ სიტყვებს, წმ. იოანე ოქროპირი ამბობს: „ხრწნადი სხეული მოკვდავიცაა. სიკვდილი და ხრწნა მაშინ განადგურდება, როცა მათზე უხრწნელობა და უკვდავება მოაწევს".

   ზოგიერთი მოძღვრის სწავლებით, საშინელი სამსჯავროს წინ ყველა უნდა მოკვდეს: „რადგან ადამის სახით კაცთა მთელმა მოდგმამ შესცოდა, ამიტომ სიკვდილი ყველა ადამიანს მიესაჯა; და ბოლოს, თვითონ აღდგომა არ შეიძლება მოხდეს, თუკი მას წინ სიკვდილი არ უსწრებს". მათი გაგებით მოციქულიც ამასვე ასწავლის თესლის მაგალითი, რომელიც, თუ არ გაიხრწნა, თავთავს ვერ გამოიღებს. რწმენის სიმბოლოშიაც ყოველდღე ვკითხულობთ: მოველი აღდგომასა მკუდრეთით. ხოლო სადაც დაცემა არაა, აღდგომა როგორ იქნება? როგორც წმ. იოანე დამასკელი გვასწავლის, აღდგომა დაცემული ადამიანის ხელახლა წამოდგომაა.

   ამ ორი შეხედულებიდან ჩვენ ის გვწამს, რომელსაც აღმოსავლეთის ეკლესიის მნათობი წმ. იოანე ოქროპირი ქადაგებს.

 

წიგნიდან  „წარმოდგენები ანტიქრისტესა და ქვეყნის დასასრულზე"


  • მთავარი
  • -- ახალი ამბები
  • -- მნიშვნელოვანი თემები
  • -- კალენდარი
  • -- ქრისტიანული ოჯახი
  • -- მართმადიდებელი ეკლესია
  • -- მართმადიდებლული კატეხიზმო
  • -- ლოცვა
  • -- წმ. მამათა საგანძურიდან
  • -- წერილები სულიერ შვილებს
  • -- წმიდათა ცხოვრება
  • -- რელიგიური ცდომილებანი
  • -- მხილებითი ღვთისმეტყველება
  • -- იდეოლოგიური ცდომილებანი
  • -- თანამედროვე მამები
  • -- ძველი აღთქმის ისტორიიდან
  • -- უახლესი ისტორიიდან
  • -- საეკლესიო სამართალი
  • -- ჭეშმარიტი სასწაულები
  • -- საცდურები
  • -- შეიცანი ჟამი
  • -- კითხვა-პასუხი
  • -- სხვადასხვა
  • -- რუსულენოვანი გვერდი
  • -- ინგლისურენოვანი გვერდი
  • კონტაქტი
  • წმ. ნინო
  • წმ. გიორგი
  • წმ. ვახტანგ გორგასალი
  • წმ. დავით აღმაშენებელი
  • წმ. თამარ მეფე
  • წმ. აცამეტი ასურელი მამა
  • წმ. გრიგოლ ხანძთელი
  • წმ. აბო თბილელი
  • წმ. ქეთევან წამებული
  • წმ. შუშანიკი
  • წმ. არგვეთის მთავარნი დავითი და კონსტანტინე
  • წმ. შალვა, ბიძინა, ელისბარი
  • წმ. ნიკოლოზი
  • წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელი
  • წმ. მაქსიმე აღმსარებელი
  • წმ. მარკოზ ეფესელი
  • წმ. დავით გარეჯელი
  • წმ. შიო მღვიმელი
  • წმ. იოანე ზედაზნელი
  • წმ. ანტონ მარტმყოფელი
  • წმ. ისე წილკნელი
  • წმ. აბიბოს ნეკრესელი
  • წმ. ზენონ იყალთოელი
  • წმ. ისიდორე სამთავრელი
  • წმ. ამბა იოსებ ალავერდელი
  • წმ. ნეოფიტე ურბნელი
  • წმ. პიროს ბრეთელი
  • აბსურდიზმი
  • ჰუმანიზმი
  • ნიჰილიზმი
  • დარვინიზმი
  • მარქსიზმი
  • ევოლუციონიზმი
  • ახალი ადამიანი
  • მასობრივი კულტურა
  • რევოლუციის სახეობები
  • სპირიტიზმი
  • მაგია, მისნობა, ჯადოქრობა
  • უნია
  • ანტიქრისტე
 
მობ: 591 97 04 90
2012 Xareba.net

Сайт работает под управлением DataLife Engine