ანტიქრისტეს მეფობის ხასიათზე შევნიშნავთ შემდეგს:
1. 1. ანტიქრისტეს მეფობა მემკვიდ-რეობით - პაპისაგან ან მამისაგან არ გადაეცემა; არამედ როგორც ცბიერი მაცდური მას ვერაგობით მოიპოვებს: და არა მისცეს მის ზედა დიდებაჲ მეფობისა, და მოვიდეს იეფობისა თანა და განაძლიეროს მეფობა შებრკოლებისა მიერ (დანიელი, 11, 21). წმ. იოანე დამასკელის თქმით: „მეძავისაგან შობილი და ფარულად აღზრდილი, იგი ყველასათვის მოულოდნელად გამოჩნდება, ამაღლდება და გამეფდება".
2. 2. თავისი მეფობის ჟამს ანტიქრისტე სამ ძლიერ მეფეს - ეგვიპტისას, ლიბიისას და ეთიოპიისას შეებრძოლება და დაამარცხებს. ამ ოთხ სამეფოს წინასწარმეტყველი დანიელი ოთხი მხეცის სახით აღგვიწერს: აჰა, მჴეცი მეოთხე საშინელი და განსაკჳრვებელი და ძლიერი მეტად, და კბილნი მისნი რკინისანი და დიდნი, ჭამდა და დააწულილებდა,... და იგი განხრწნიდა მეტადრე უფროს ყოველთა მჴეცთა უწინარესთა მისთასა და რქანი ედგნეს მას ათნი. და რქათა მისთა განვიცდიდ, ათნი რქანი მისნი, და, აჰა, რქაჲ სხუაჲ მცირე აღმოვიდოდა შორის მათსა. და სამნი რქანი წინასწარნი მისნი აღმოვიდოდა შორის მათსა. და სამნი რქანი წინასწარნი მისნი აღმოიძირნეს პირისაგან მისისა. და, აჰა, თუალნი, ვითარცა თუალნი კაცისანი, რქისა მის შორის და პირი მეტყუელი დიდ - დიდთა (დანიელი, 7, 7-8).
ახლა განვიხილოთ რას ნიშნავს ეს საიდუმლო ხილვა. მეოთხე მხეცად მეოთხე სამეფო ანუ რომის მონარქია იწოდება. ათ რქად - ათი მეფე ან სამეფო, რომელნიც რომის სამეფოს დაშლის შედეგად წარმოიშობიან. მცირე რქა, რომელიც სხვა რქებს შორის გამოჩნდება, ანტიქრისტეა, - ამომგდები სამი რქისა ანუ დამმარცხებელი სამი მეფისა: ეგვიპტისა, ლიბიისა და ეთიოპიისა. და ათნი რქანი მისნი ათნი მეფენი აღდგენ. და შემდგომად მათსა აღდგეს სხუა, რომელი უროს იყოს ბოროტებითა ყოველთა წინაპართასა, და სამნი მეფენი დაამდაბლნეს... და შეჭამოს ყოველი ქუეყანაჲ, და დათრგუნოს იგი, და დაჭრას იგი (დანიელი, 7, 24, 23). და განირთხას ჴელი მისი ქუეყანასა ზედა და ქუეყანა მისი არა იყოს საცხოვნებელად. და ეუფლოს დაფარულთა შორის ოქროჲსა და ვერცხლისათა და ყოველთა შორის გულისსათქუმელთა ეგჳპტის და ლიბიისა და ეთიოპელთასა და სიმაგრეთა შორის მისთა (დანიელი, 11, 42-43).
3. 3. როცა ანტიქრისტე სამ ძლიერ ხელმწიფეს დაამარცხებს, მაშინ ყვე-ლა დანარჩენი მეფეც დაემორჩილება და იგი სამყაროს ერთპი-როვნული მფლობელი, ყველა ხალხისა და ტომის მბრძანებელი გახდება: და ათნი იგი რქანი, რომელ იხილენ, ათნი მეფენი არიან, რომელთა მეფობაჲ არღა მიუღია, არამედ ჴელმწიფებასა, ვითარცა მეფენი, ერთსა ჟამსა მიიღებენ მჴეცისა მის თანა. ამათ ერთი ნებაჲ აქუს და ძალსა და ჴელმწიფებასა მათსა მჴეცსა მისცემენ. ესენი კრავსა მას ებრძოლნენ, და კრავმან სძლოს მათ (გამოცხადებაჲ, 17, 12-14).
4. 4. როგორც უკანონო ხელმწიფე, ანტიქრისტე ყველა ქრისტიანის დე-ვნას ურიცხვი ჯარით დაიწყებს, და იყოს ჟამი ჭირისა, რომელი არა იყო, ვინაჲთგან იქმნა ნათესავი ქუეყანასა ზედა და ვიდრე ჟამადმდე (დანიელი, 12, 1). წმ. იოანე მახარებელი ქრისტიანთა ამ უკანასკნელ დევნას, - გოგისა და მაგოგის ამ ბრძოლას და ან-ტიქრისტეს საბოლოო დაღუპვას ასე აგვიწერს: და შემდგომად ათასისა მის წლისა განიჴსნას ეშმაკი საპყრობილისაგან თჳსისა. და გამოვიდეს ცთუნებად წარმართთა, რომელნი არიან ათხთა კიდეთა ქუეყანისათა - გოგს და მაგოგს - შემოკრებად მათა და ბრძოლად, რომელთა სიმრავლე ვითარცა ქჳშაჲ ზღჳსაჲ. და აღმოვიდეს სივრცესა ზედა ქუეყანისასა და გარემოადგეს ბანაკსა წმიდათასა და ქალაქსა მას შეყუარებულსა. და გარდამოჴდა ცეცხლი ზეცით და შეჭამნა იგინი. და ეშმაკი, რომელი - იგი აცთუნებდა მათ, შთავარდა ტბასა მას ცეცხლისა და წუმწუბისასა, სადა იყვნეს მჴეცი იგი და ცრუწინაჲსწარმეტყუელი, და იტანჯებოდიან დღე და ღამე უკუნითი - უკუნისამდე (გამოცხადებაჲ, 20, 7-10).
რას ნიშნავს ათასი წელი, რომლის განმავლობაშიც სატანა შეკრული იყო? წმ. ანდრია ამბობს: „ათასი წელი უნდა გავიგოთ არა როგორც რიცხვი წლებისა, რადგან ისინიც კი, რომელთა შესახებაც დავითმა თქვა: სიტყუაჲ, რომელ ამცნო ათასამდე ნათესავად (ფსალმუნი, 1004, 8), არ შეიძლება ჩავთვალოთ ათასებად, არამედ საერთოდ რიცხობრივად ბევრად, ასევე აქაც, ვფიქრობთ, რომ ათასი წელი ან საერთოდ მრავალ წელს, ან სრულყოფილ რიცხვს ნიშნავს. ასეა თუ ისე, ეს მხოლოდ ღმერთმა უწყის, რომელმაც იცის, სანამდის იქნება ჩვენთვის სასარგებლო მისი მოთმინება" (მე-20 სიტყვა).
წიგნიდან „წარმოდგენები ანტიქრისტესა და ქვეყნის დასასრულზე"