ანტიქრისტეს მეფობის ხანმოკლეობაზე თვითონ მაცხოვარი გვაუწყებს: და უკუე-თუმცა არა შემოკლდეს დღენი იგი, არამცა განერა ყოველი ჴორციელი, ხოლო რჩე-ულთა მათთჳს შემოკლდენ დღენი იგი (მათე, 24, 22). ხოლო წინასწარმეტყველი დანიელი მისი მეფობის განსაზღვრულ დროზეც კი მიუთითებს: წმიდანი მაღლისანი... მიეცეს ჴელსა შინა მისსა ვიდრე ჟამისამდე და ჟამთა და ნახევარსა ჟამისასა (დანიელი, 7, 25). ეკლესიის მოძღვარნი - კირილე და იპოლიტე დროდ (ჟამი) წელიწადს მიიჩნევენ, დროებად (ჟამთა) - ორ წელს, ხოლო ნახევარდროში (ნახევარსა ჟამისასა) - ნახევარ წელს. ამგვარად, ანტიქრისტე სამწელნახევარს იმეფებს. იმავეს ვკითხულობთ წინასწარმეტყველის წიგნის სხვა ადგილებშიც: ვიდრე იყოს დასასრული, რომელნი სთქუენ საკჳრველებანი? და მესმა კაცისა მის... და ფუცა ცხოველისა მიმართ საუკუნოდ, ვითარმედ ჟამისა მიმართ და ჟამთა კერძოსა ჟამისასა (დანიელი, 12, 6-7); და ჟამისაგანცა გვალებისასა მიმდემადისა და მოცემისა საძაგელსა მოო-ჴრებისასა დღენი ათას ორასოთხმეოცდაათნი (დანიელი, 12, 11).
ანტიქრისტეს მეფობის დრო უფრო ზუსტად გამოცხადებაშია განსაზღვრული: მიეცა მას ჴელმწიფებაჲ ყოფად ბრძოლისა ორმეოცდაორ თუე (გამოცხადებაჲ, 13, 5); იქვე აღნიშნულია: ა) ენუქისა და ელიას შესახებ, რომ ისინი წინაჲსწარმეტყუ-ელებდნენ ათას ორას და სამეოც დღე (გამოცხადებაჲ, 11, 3); ბ) მზით შემოსილ დედაკაცზე, რომელსაც უდაბნოში გამოზრ-დიან ათას ორას და სამეოც დღე (გამოცხადებაჲ, 12, 6). წმ. ანდრია ამბობს: „ხოლო ის, რომ წმიდა ქალაქს, იქნება ეს ახალი იერუსალიმი თუ მსოფლიო ეკლესია, წარმართები ორმოცდა-ორი თვის განმავლობაში გაქელავენ, ვფიქრობ იმას ნიშნავს, რომ ანტიქრისტეს გამოჩენისას მართალნი და პატიოსანნი სამწელნახევრის განმავლობაში იქნებიან დევნილნი (მე - 10 სიტყვა)".
წმიდა წერილის სხვა ადგილებში ანტიქრისტეს ბატონობის დრო განსაზღვრული არაა, მაგრამ ნათლადაა თქმული, რომ იგი ხანმოკლე აღმოჩნდება: გადრამოჴდა ეშმაკი თქუენდა მომართ სავსე გულისწყრომითა დიდითა, რამეთუ უწყის, ვითარმედ მცირედი ჟამი უც მას (გამოცხადებაჲ, 12, 12). დაჰჴშა კარი და დაჰბეჭდა მის ზედა, რაჲთა ვერღარა აცთუნებდეს წარმართთა, ვიდრემდე აღესრულოს ათასი წელი. შემდგომად ამისა ჯერ - არს განჴსნაჲ მისი მცირედ ჟამ (გამოცხადებაჲ, 20, 3).
წმ. მამები ფიქრობენ, რომ ანტიქრისტე სამწელნახევარზე მეტს ვერ იმეფებს, რადგან უფალმა ჩვენი ხსნისათვის სწორედ ამ დროის განმავლობაში იქადაგა. დაბოლოს, უკუეთუმცა არა შემოკლდეს დღენი იგი, არამცა განერა ყოველი ჴორციელი, ხოლო რჩეულთა მათთჳის შემოკლდენ დღენი იგი (მათე, 24, 22).
წიგნიდან „წარმოდგენები ანტიქრისტესა და ქვეყნის დასასრულზე"