xareba
 
  • ნაყროვანება
  • სიძვა
  • ვერცხლისმოყვარეობა
  • მრისხანება
  • მწუხარება
  • ჭმუნვა
  • ცუდმედიდობა
  • ამპარტავნება
  • თავშეკავება
  • უბიწოება
  • უპოვარება
  • სიმშვიდე
  • ნეტარი გლოვა
  • მღვიძარება
  • სიმდაბლე
  • სიყვარული
  • მარხვა
  • თავისუფლება
  • სიმდიდრე
  • სიძუნწე
  • სინდისი
  • სიკვდილი
  • მემთვრალეობა
  • ნარკომანია
  • სინანული
  • შური
  • ანტიმოდერნიზმი
  • მოდერნიზმი
  • ადოგმატიზმი
  • ეკუმენიზმი
  • პაპიზმი
  • პროტესტანტიზმი
  • ლიბერალიზმი
  • გლობალიზმი
  • იუდაიზმი
  • სექტანტიზმი
  • ორიგენიზმი
  • სრულიად მართლმადიდებელთა კრება
Xareba.net » რუბრიკები » ანტიქრისტე » ანტიქრისტეს მიერ თავისი ტახტის იერუსალიმის ტაძარში დადგმა
ანტიქრისტეს მიერ თავისი ტახტის იერუსალიმის ტაძარში დადგმა
23-02-2013, 00:09  / ამოსაბეჭდი ვერსია
ანტიქრისტეს მიერ თავისი ტახტის იერუსალიმის ტაძარში დადგმა

   იერუსალიმში ანტიქრისტეს ენუქი და ელია ომს გაუმართავენ: და მოკლნეს იგინი. და მძორები მათი უბანთა ზედა ქალაქისა მის დიდისათა, რომელსა ეწოდების სულიერად სოდომი და ეგჳპტე, სადა - იგი უფალი მათი ჯუარს - ეცუა (გამოცხადებაჲ, 11, 7-8). ამ სი-ტყვებიდან ვხედავთ, რომ ანტიქრისტე, რომელსაც იუდეველები მესიად - სამყაროს მეუფედ მიიღებენ, თავის ტახტს სულიერ სოდომში, ე. ი. იერუსალიმში, დავითის ტახტზე დაამყარებს. მოციქულის მოწმობით, იგი იერუსალიმის ტაძარს განაახლებს და გამოაჩინებდეს თავსა თჳსსა, ვითარცა ღმერთი (2 თესალონიკელთა, 2, 4).

   წმიდა მამები - კვიპრიანე, კირილე იერუსალიმელი, გრიგოლი, იპო-ლიტე და იოანე ოქროპირი ღმრთის ტაძრად და წმიდა ადგილად სოლომონის ტაძარს ასახელებენ. წმ. იოანე დამასკელი შენიშნავს: „ანტიქრისტე თავის ტახტს არა ჩვენს, არამედ იუდეველთა ტაძარში დადგამს, რადგან არა ჩვენთან, არამედ იუდეველებთან და არა ქრისტესათვის, არამედ მის საწინააღმდეგოდ მოვა".

   წმ. ანდრია ამბობს, რომ „იგი თავის მეფობას იერუსალიმში დააფუ-ძვნებს, მსგავსად დავითისა, რომლის შთამომავალიც იყო ხორ-ციელად, ჩვენი ჭეშმარიტი ღმერთი, იესუ ქრისტე. ასე მოიქცევა, რათა ყველა დაარწმუნოს, რომ იგი ქრისტეა, აღმასრულებელი წინას-წარმეტყველის სიტყვებისა: მას დღესა შინა აღვადგინო კარავი დავითისი დაცემული და აღვაშენე დარღვეულნი მისნი და დათხრილნი მისნი აღვადგინნე და აღვაშენო იგი" (ამოსი, 9, 11).

  ანტიქრისტეს ტახტის შესახებ უფალიც ამბობს: იხილოთ საძაგელი იგი მოოჴრებისაჲ, თქუმული დანიელ წინაჲსწარმეტყუელისა მიერ, მდგომარე ადგილსა წმიდასა (მათე 24, 15; შეადარე მარკოზი, 13, 14: ოდეს იხილოთ საძაგელი იგი მოოჴრებისაჲ, თქუმული დანიელ წინაჲსწარმეტყუელისაჲ, მდგომარე, სადა - იგი არა ჯერ - არს; ლუკა, 21, 20: რაჟამს იხილოთ იერუსალჱმსა გარემოდგომილი ერი მჴედრებისაჲ, მაშინ გულისჴმა - ყავთ, რამეთუ მოახლებულ არს მოოჴრებაჲ მისი. დანიელი, 9, 27: ამათ თანა შორის ტაძრისა საძაგელი მოოჴრებისა იყოს და ვიდრე დასასრულამდე ჟამისაჲსა დასასრული მოეცეს მოოჴრებასა შინა. დანიელი, 12, 11: და ჟამისაგანცა ცვალებისასა მიმდემადისა და მოცემისა საძაგელსა მოოჴრებისასა დღენი ათას ორასოთხმეოცდაათნი). ზოგიერთი მასწავლებელი, როგორც, მაგალითად, იპოლიტე და ნეტარი იერ-ონიმე, გამოთქმაში საძაგელი იგი მოოჴრებისაჲ თვითონ ანტი-ქრისტეს გულისხმობენ; ეფრემ ასური და ამბროსი ფიქრობენ, რომ მაცხოვარი ვესპასიანეს მიერ იერუსალიმის დანგრევაზე ლაპარაკობს; წმიდა იოანე ოქროპირი თვლის, რომ საძაგელი იგი მოოჴრებისაჲ ზევსის კერპია, რომელიც დამპყრობლებმა სოლომონის ტაძარში აღმართეს. მისი შეხედულებით, ეს კერპი წინასახე იყო ანტიქრისტესი, რომელიც ტახტს იერუსალიმის ეკლესიაში დაიდგამს.

  არსებობს სხვა შეხედულებაც, რომლის მიხედვითაც ანტიქრისტეს ტახტი ქრისტიანი მოწამეების სისხლით დარწყულებულ რომში აღიმართება, რომელიც გამოცხადებაში მეძავი ქალის სახით არის წარმოდგენილი: და ვიხილე დედაკაცი, მჯდომარე მჴეცსა ზედა წითელსა... რომელსა ედგნეს შჳდნი თავნი... შჳდნი იგი თავნი შჳდნი მთანი არიან, რომელთა ზედა დედაკაცი ზის (გამოცხადებაჲ, 17, 3, 9).

 

წიგნიდან  „წარმოდგენები ანტიქრისტესა და ქვეყნის დასასრულზე"


  • მთავარი
  • -- ახალი ამბები
  • -- მნიშვნელოვანი თემები
  • -- კალენდარი
  • -- ქრისტიანული ოჯახი
  • -- მართმადიდებელი ეკლესია
  • -- მართმადიდებლული კატეხიზმო
  • -- ლოცვა
  • -- წმ. მამათა საგანძურიდან
  • -- წერილები სულიერ შვილებს
  • -- წმიდათა ცხოვრება
  • -- რელიგიური ცდომილებანი
  • -- მხილებითი ღვთისმეტყველება
  • -- იდეოლოგიური ცდომილებანი
  • -- თანამედროვე მამები
  • -- ძველი აღთქმის ისტორიიდან
  • -- უახლესი ისტორიიდან
  • -- საეკლესიო სამართალი
  • -- ჭეშმარიტი სასწაულები
  • -- საცდურები
  • -- შეიცანი ჟამი
  • -- კითხვა-პასუხი
  • -- სხვადასხვა
  • -- რუსულენოვანი გვერდი
  • -- ინგლისურენოვანი გვერდი
  • კონტაქტი
  • წმ. ნინო
  • წმ. გიორგი
  • წმ. ვახტანგ გორგასალი
  • წმ. დავით აღმაშენებელი
  • წმ. თამარ მეფე
  • წმ. აცამეტი ასურელი მამა
  • წმ. გრიგოლ ხანძთელი
  • წმ. აბო თბილელი
  • წმ. ქეთევან წამებული
  • წმ. შუშანიკი
  • წმ. არგვეთის მთავარნი დავითი და კონსტანტინე
  • წმ. შალვა, ბიძინა, ელისბარი
  • წმ. ნიკოლოზი
  • წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელი
  • წმ. მაქსიმე აღმსარებელი
  • წმ. მარკოზ ეფესელი
  • წმ. დავით გარეჯელი
  • წმ. შიო მღვიმელი
  • წმ. იოანე ზედაზნელი
  • წმ. ანტონ მარტმყოფელი
  • წმ. ისე წილკნელი
  • წმ. აბიბოს ნეკრესელი
  • წმ. ზენონ იყალთოელი
  • წმ. ისიდორე სამთავრელი
  • წმ. ამბა იოსებ ალავერდელი
  • წმ. ნეოფიტე ურბნელი
  • წმ. პიროს ბრეთელი
  • აბსურდიზმი
  • ჰუმანიზმი
  • ნიჰილიზმი
  • დარვინიზმი
  • მარქსიზმი
  • ევოლუციონიზმი
  • ახალი ადამიანი
  • მასობრივი კულტურა
  • რევოლუციის სახეობები
  • სპირიტიზმი
  • მაგია, მისნობა, ჯადოქრობა
  • უნია
  • ანტიქრისტე
 
მობ: 591 97 04 90
2012 Xareba.net

Сайт работает под управлением DataLife Engine