xareba
 
  • ნაყროვანება
  • სიძვა
  • ვერცხლისმოყვარეობა
  • მრისხანება
  • მწუხარება
  • ჭმუნვა
  • ცუდმედიდობა
  • ამპარტავნება
  • თავშეკავება
  • უბიწოება
  • უპოვარება
  • სიმშვიდე
  • ნეტარი გლოვა
  • მღვიძარება
  • სიმდაბლე
  • სიყვარული
  • მარხვა
  • თავისუფლება
  • სიმდიდრე
  • სიძუნწე
  • სინდისი
  • სიკვდილი
  • მემთვრალეობა
  • ნარკომანია
  • სინანული
  • შური
  • ანტიმოდერნიზმი
  • მოდერნიზმი
  • ადოგმატიზმი
  • ეკუმენიზმი
  • პაპიზმი
  • პროტესტანტიზმი
  • ლიბერალიზმი
  • გლობალიზმი
  • იუდაიზმი
  • სექტანტიზმი
  • ორიგენიზმი
  • სრულიად მართლმადიდებელთა კრება
Xareba.net » რუბრიკები » მხილებითი ღვთისმეტყველება » ეკლესია—ხომალდი მტრული ხომალდების გარემოცვაში — დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე
ეკლესია—ხომალდი მტრული ხომალდების გარემოცვაში — დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე
გუშინ, 00:47  / ამოსაბეჭდი ვერსია

ეკლესია—ხომალდი მტრული ხომალდების გარემოცვაში — დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე

 

   თანამედროვე სამყაროს ქაოსსა და პირფერობაში იოლი როდია ჭეშმარიტი ეკლესიის პოვნა და მასთან მისტიური კავშირის დამყარება. ამისთვის არ არის საკმარისი მარტოოდენ გარეგნულად იწოდებოდე „მართლმადიდებლად", ვინაიდან განდგომილება ფასადური ფონის მიღმა „მართლმადიდებლურ სამოსში" შენიღბულ ადამიანებშიც არსებობს. ჩვენ უნდა განვასხვაოთ ეკლესია მისი ანტიპოდებისაგან: ე.ი. ერთია ეკლესია—ხომალდი, რომელსაც მიჰყავს ადამიანები სამშვიდობოს (მარადიული ნეტარი ცხოვრებისკენ) და მეორეა ანტიეკლესია — ხომალდი, რომელიც უდავო წარსაწყმენდელისაკენ მიექანება. ასეთ მოცემულობაში, ამ ქაოსში, ვეებერთელა ტალღებ-ზვირთებში შეუძლებელია „კომპასის" (წმ. წერილისა და წმ. გარდამოცემის) გარეშე სამშვიდობოს, „აღთქმულ მიწაზე" გასვლა.

   დღეს მრავალი სარეველა აღმოცენდა და შეერია ხორბალს. ეს „სარეველები" (ერეტიკულად მოაზროვნე სასულიერო თუ საერო პირები) ეკლესია—ხომალდშიც შემოიჭრნენ და ეკლესიაში ამასოფლის სეკულარული სული შემოიტანეს. შედეგად, აბობოქრებულ ზღვაში მყოფი ეკლესია—ხომალდი ძლიერ დაზიანდა. მართალია, ეკლესია—ხომალდს თავად უფალი ჩვენი იესო ქრისტე მართავს და უთუოდ გაიყვანს „აღთქმულ მიწაზე", მაგრამ ხომალდზე შემოპარებულები ყველა ღონეს ხმარობენ საიმისოდ, რომ ეკლესია—ხომალდმა საპირისპირო მიმართულებით იცუროს და ვერ იპოვოს აღთქმული ნავსაყუდელი.

   ჩვენი ხომალდის გვერდით სხვადასხვა ვეებერთელა ხომალდები (რელიგიები თუ იდეოლოგიები) დაცურავენ. ეს ის ხომალდებია, ამა სოფლის ქაოსში (აბობოქრებულ ზღვაში) რომ იძირება. რატომ? იმიტომ, რომ მათი ხომალდების კონსტრუქცია მყიფეა და იოლად ინგრევა ტალღების დარტყმის გამო.

   ახალი ნოეს კიდობანი — ქრისტეს ეკლესია—ხომალდიც შორიახლოსაა. ვისაც გადარჩენა სურს, უნდა გადავიდეს ამ მაცხოვნებელ ხომალდში (ე.ი. შეინანოს თავისი ერეტიკულ-იდეოლოგიური სწავლებანი), როგორც ბრძანებს პავლე მოციქული: „ამისთვის გამოვედით შორის მათსა და გამოეშურენით, იტყვის უფალი, და არა-წმიდასა ნუ შეეხებით, და მე შეგიწყნარნე თქუენ" (2კორ. 6. 17).

   ანტიქრისტეს ეპოქაში ეკლესია—ხომალდი ძნელად გასარჩევი იქნება ანტიეკლესია—ხომალდებისაგან. მრავალი იტყვის იმ დროს: „შეხედეთ, აქ არის ქრისტე" ან „იქ არის", მაგრამ ეს ცრუხომალდებია, ცრუწინასწარმეტყველები და ცრუქრისტეებია. რატომ იქნება მსგავსება მათ შორის? იმიტომ რომ თავად ჭეშმარიტ ხომალდში იქნება მრავალი მოღალატე ჭეშმარიტი სარწმუნოებისა და მხოლოდ „მცირე სამწყსოს" მტკიცე დგომით საღმრთო მადლსა და ჭეშმარიტებაში ცოცხალი, ჭეშმარიტი, მაცხოვნებელი სარწმუნოება.

   ერთხელაც, ადრე თუ გვიან, არავინ უწყის ზუსტად როდის, „ეკლესიები" და რელიგიები, („მცირე სამწყსოს" გარდა) გაერთიანდება. ამ ქაოსში (ღალატში) რჩეულნიც კი დიდი საფრთხის ქვეშ აღმოჩნდებიან. ეს იქნება ანტიქრისტეს ეპოქაში. ვიდრე ეს ეს ეპოქა სრულად დადგება, ჩვენ მხოლოდ იმის თქმა ძალგვიძს, რომ ცხადია, აშკარაა ერებისა და „ეკლესიების" გაერთიანების ტენდენცია, კომპრომისი სარწმუნოებრივ საკითხებში, კაცობრიობის უნიფიკაცია, ტექნო-ფეოდალური (ციფრული) სისტემების თავსმოხვევა და მისთანანი. ყოველივე ეს უმზადებს გამეფებისათვის გზას ანტიქრისტეს. ძე კაცისას მეორედ მოსვლას კაცობრიობის უმრავლესობა სატანური შეპყრობილობის მდგომარეობაში შეხვდება.

   მაგრამ ეს არ აშინებს მართლმორწმუნე ქრისტიანებს — ისინი არ ეთაყვანებიან ამასოფლის სულს, თანამედროვე ბაბილონს, რომელმაც განიზრახა „სამოთხის" მოწყობა დედამიწაზე. ვისაც ქრისტეში ცხოვრება სურს, შეეძლება შეიძინოს სულიერი განსჯის უნარი, რაც შეაძლებინებს ცრუწინასწარმეტყველთა და ცრუქრისტეთა გამოააშკარავებას. დაე, შევიმოსოთ სარწმუნოებრივი აღჭურვილობით (ჭეშმარიტებით, მადლით, სიყვარულით, ლოცვით, თავმდაბლობით, მოთმინებით და ა.შ.), რათა შევძლოთ საკუთარი თავის დაცვა.

   ჩვენ ცბიერებისა და ფარისევლობის ეპოქაში ვცხოვრობთ. ეს დრო შენიღბულია ლამაზი ფერებითა და სიტყვებით. ის, ვინც მოტყუვდება გარეგნულით, ეიფორიული „ბრწყინვალებით", დაიღუპება.

   ჩვენ გვმართებს ერთმანეთისაგან გავარჩიოთ ეკლესია—ხომალდი და ანტი—ხომალდები. რატომ? იმიტომ რომ, მათი საბოლოო ხვედრი განსხვავებულია. ჩვენ უნდობლობა უნდა გამოვუცხადოთ ამასოფლის ხომალდს და სრულად მივენდოთ ეკლესია—ხომალდს, ვინაიდან „სიყვარული ამასოფლისა მტრობაა უფლისა".

   ამასოფლის მოტრფიალე ადამიანები ირჩევენ დროებით „გუგუნს" ხომალდზე (ტიტანიკზე), რომელიც უთუოდ ჩაიძირება. მათ ნებაყოფლობით აირჩიეს სიკვდილი, თანხმობა გამოუცხადეს ბოროტს ღმერთთან ჭიდილში.

   სამყარო ადამიანებს ორ ბანაკად, ორ ტიპად ყოფს: ღვთის მეგობრებად და ღვთის მტრებად. როგორც გითხარით, თავად ეკლესია—ხომალდზეც მრავალი მოღალატე დაემგზავრა. ვინც საუბრობს „ეკლესიების" გაერთიანებაზე, ყველას ცხონებაზე და მსგავს „საკითხებზე", ისინი ყველაზე სახიფათო მტრებია ეკლესიისა. რატომ? მათ სურთ შიგნიდან დააზიანონ, გამოიყვანონ მწყობრიდან ხომალდი. ისინი ვერ გულისხმაჰყოფენ, რომ ამ ხომალდის საჭეთმპყრობელი არა ადამიანი (პაპი, მსოფლიო პატრიარქი), არამედ თავად ქრისტე ღმერთია!

 

 

 

დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე 

www.xareba.net - ის რედაქცია 


  • მთავარი
  • -- ახალი ამბები
  • -- მნიშვნელოვანი თემები
  • -- კალენდარი
  • -- ქრისტიანული ოჯახი
  • -- მართმადიდებელი ეკლესია
  • -- მართმადიდებლული კატეხიზმო
  • -- ლოცვა
  • -- წმ. მამათა საგანძურიდან
  • -- წერილები სულიერ შვილებს
  • -- წმიდათა ცხოვრება
  • -- რელიგიური ცდომილებანი
  • -- მხილებითი ღვთისმეტყველება
  • -- იდეოლოგიური ცდომილებანი
  • -- თანამედროვე მამები
  • -- ძველი აღთქმის ისტორიიდან
  • -- უახლესი ისტორიიდან
  • -- საეკლესიო სამართალი
  • -- ჭეშმარიტი სასწაულები
  • -- საცდურები
  • -- შეიცანი ჟამი
  • -- კითხვა-პასუხი
  • -- სხვადასხვა
  • -- რუსულენოვანი გვერდი
  • -- ინგლისურენოვანი გვერდი
  • კონტაქტი
  • წმ. ნინო
  • წმ. გიორგი
  • წმ. ვახტანგ გორგასალი
  • წმ. დავით აღმაშენებელი
  • წმ. თამარ მეფე
  • წმ. აცამეტი ასურელი მამა
  • წმ. გრიგოლ ხანძთელი
  • წმ. აბო თბილელი
  • წმ. ქეთევან წამებული
  • წმ. შუშანიკი
  • წმ. არგვეთის მთავარნი დავითი და კონსტანტინე
  • წმ. შალვა, ბიძინა, ელისბარი
  • წმ. ნიკოლოზი
  • წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელი
  • წმ. მაქსიმე აღმსარებელი
  • წმ. მარკოზ ეფესელი
  • წმ. დავით გარეჯელი
  • წმ. შიო მღვიმელი
  • წმ. იოანე ზედაზნელი
  • წმ. ანტონ მარტმყოფელი
  • წმ. ისე წილკნელი
  • წმ. აბიბოს ნეკრესელი
  • წმ. ზენონ იყალთოელი
  • წმ. ისიდორე სამთავრელი
  • წმ. ამბა იოსებ ალავერდელი
  • წმ. ნეოფიტე ურბნელი
  • წმ. პიროს ბრეთელი
  • აბსურდიზმი
  • ჰუმანიზმი
  • ნიჰილიზმი
  • დარვინიზმი
  • მარქსიზმი
  • ევოლუციონიზმი
  • ახალი ადამიანი
  • მასობრივი კულტურა
  • რევოლუციის სახეობები
  • სპირიტიზმი
  • მაგია, მისნობა, ჯადოქრობა
  • უნია
  • ანტიქრისტე
 
მობ: 591 97 04 90
2012 Xareba.net

Сайт работает под управлением DataLife Engine