პასუხი: დეკანოზი გიორგი ფლოროვსკი ე.წ. "პარიზის სკოლის" (პარიზის წმ. სერგი რადონეჟელის საღვთისმეტყველო ინსტიტუტი) გამოჩენილი წარმომადგენელია. მის სახელთან ასოცირდება რამოდენიმე მოდერნისტული თეზისის დამკვიდრება:
1. "ნეოპატრისტიკული სინთეზი" (საკუთარი მოდერნისტული მიმართულების სახელწოდება);
2. "ქარიზმატული საზღვრების" იურიდიულ საზღვრებთან (დოგმატებთან) შეუთავსებლობა;
3. "დასავლური ტყვეობის" თეზისის შემოღება.
1. ტერმინი "ნეოპატრისტიკული სინთეზი" ორი ურთიერთსაპირისპირო ცნების - მართლმადიდებლური ტრადიციისა და მოდერნიზმის დაკავშირებას მოიაზრებს. "ნეო" - ინოვაცია, სიახლე, "პატრისტიკა" - ტრადიცია, წმ. მამების მემკვიდრეობა.
ამრიგად, ის განიმარტება ვით "ახალი მამების სწავლება, ღვთისმეტყველება". ე.ი. თანამედროვე ღვთისმეტყველება უნდა გახდეს მოდერნიზმთან ნაჯვარი სწავლება, რომლის თანახმადაც პატრისტიკა არასაკმარის ცნებად მოიაზრება.
2. მის კონცეფციებში, მართლმადიდებელი ეკლესიის "იურიდიული საზღვრები" (კრებსითი გადაწყვეტილებები) და "ქარიზმატული საზღვრები" ერთმანეთს არ ემთხვევა. ე. ი. მისთვის ეკლესიის დოგმატური ცნობიერება "ვიწრო" გაგების ცნებაა, თურმე ეკლესიის საზღვრები "ქარიზმატულ საზღვრებში" არ უნდა მოიაზრებოდეს, რაც არსებითად ნიშნავს დოგატური სწავლები რელატივაციას - (ფარდობით კატეგოტიაში) გადატანას, ეკლესიის უცდომელი კრიტერიუმის გაბათილებას. ამიტომაც მისი სახელი ეკუმენისტური შეხვედრების საწყის ეტაპთან ასოცირდება.
3. რევოლუციამდელი (1917წ) მართლმადიდებლური ღვთისმეტყველება "დასავლურ ტყვეობაში" მყოფად ცხადდება (მისი და სხვა მოდერნისტების ტერმინია). თავად იმყოფებოდა (იმყოფებოდნენ) რა დასავლური აკადემიური კატეგორიების ტყვეობაში, იქით შედავების პრინციპით, ორთოდოქსულ ღვთისმეტყველებას ადანაშაულებდნენ "სქოლასტიკაში" (სინამდვილეში თანმიმდევრულობაში). შედეგად, "დასავლური ტყვეობის" თეზა პოლემიკურ იარაღად იქცა ძველი მამებისეული ღვთისმეტყველების წინააღმდეგ.
დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე
www.xareba.net - ის რედაქცია