xareba
 
  • ნაყროვანება
  • სიძვა
  • ვერცხლისმოყვარეობა
  • მრისხანება
  • მწუხარება
  • ჭმუნვა
  • ცუდმედიდობა
  • ამპარტავნება
  • თავშეკავება
  • უბიწოება
  • უპოვარება
  • სიმშვიდე
  • ნეტარი გლოვა
  • მღვიძარება
  • სიმდაბლე
  • სიყვარული
  • მარხვა
  • თავისუფლება
  • სიმდიდრე
  • სიძუნწე
  • სინდისი
  • სიკვდილი
  • მემთვრალეობა
  • ნარკომანია
  • სინანული
  • შური
  • ანტიმოდერნიზმი
  • მოდერნიზმი
  • ადოგმატიზმი
  • ეკუმენიზმი
  • პაპიზმი
  • პროტესტანტიზმი
  • ლიბერალიზმი
  • გლობალიზმი
  • იუდაიზმი
  • სექტანტიზმი
  • ორიგენიზმი
  • სრულიად მართლმადიდებელთა კრება
Xareba.net » რუბრიკები » მხილებითი ღვთისმეტყველება » ჭეშმარიტების დაცვა გვჭირდება ჩვენ და არა ღმერთს - დავით ჯინჭარაძე
ჭეშმარიტების დაცვა გვჭირდება ჩვენ და არა ღმერთს - დავით ჯინჭარაძე
დღეს, 09:35  / ამოსაბეჭდი ვერსია

ჭეშმარიტების დაცვა გვჭირდება ჩვენ და არა ღმერთს - დავით ჯინჭარაძე

 

   ჩვენ კარგად ვიცით, რომ მოდერნისტები მზაკვრობით და სიცრუით შემოდიან ეკლესიაში და გარკვეულ გავლენებსაც აღწევენ. მაგრამ ეკლესიაში ჯერ კიდევ არიან ჭეშმარიტების დამცველი სასულიერო პირები და მრევლი, რომელთა სარწმუნოებისადმი ერთგულებით იძლევა ცრუ სწავლებები.

   დაინახეს რა ეს ერთგულება, მოდერნისტებმა, ახალ მზაკვრულ იდეებს მიმართეს. დღეს ისინი გაიძახიან: ‘ჭეშმარიტებას დაცვა არ სჭირდება”, "ჭეშმარიტება თავად ღმერთია და ვინ ხარ შენ რომ იცავ მას”, "იცხოვრე ქრისტიანულად და ყველა ცრუ სწავლება თავად განადგურდება” და მსგავსი ეპიტეტები.

   ერთი შეხედვით ეს სიტყვები ლოგიკურად ჟღერს და თითქოს მათში არაფერია ცუდი. მაგრამ ეს მხოლოდ ზედაპირული ხედვაა. სიმართლე კი ისაა, რომ  მათი შეხედულება არ არის სახარებისეული, კრებსითი და მამების სწავლებაზე დაფუძნებული.

   სახარება თავიდანვე  გვაფრთხილებს, რომ იქნება ცდუნებები ცრუ სწავლებების სახით: "რამეთუ აღდგენ ქრისტე-მტყუვარნი და ცრუ-წინაწარმეტყუელნი და ჰყოფდენ სასწაულებსა დიდ-დიდსა და ნიშებსა, ვიდრე ცთუნებადმდე, უკუეთუმცა ვითარ შეუძლეს, რჩეულთა მათცა” (მათ. 24:24).

   ამის საპირწონედ სახარება უქმობას კიარ გვასწავლის, არამედ პირდაპირ მოგვიწოდებს:"იღუწიდით ერთ გზის მოცემულისა მისთჳს წმიდათა სარწმუნოებისა.” (1. იუდ.1:3).  ტიმოთეს მიმართ ეპისტოლეში მოჩიქული ამბობს: ”გაუფრთხილდი, რაც მოგენდო, ერიდე უკეთურ ფუჭსიტყვაობას და ცრუმეცნიერების უკუღმართობას, რაც საქმედ გაიხადა ზოგიერთმა და კიდევაც განუდგა რწმენას. მადლი თქვენთან. ამინ.” (1. ტიმ.6:20)

   ეპისკოპოსის შესახებ პავლე ამბობს: ”იგი უნდა იყოს: სარწმუნო სიტყვის მიმდევარი, თანახმად სწავლებისა, რათა საღი მოძღვრებით შეეძლოს შეგონება და ურჩთა მხილება.” (ტიტე. 1:9). აქ პირდაპირ  ჩანს ორი მოვალეობა: ჭეშმარიტების შენარჩუნება და ცრუ სწავლების მხილება.

   აქვე გავიხსენოთ პავლე მოციქულის ცნობილი შეგონება: ”არამედ დაღათუ ჩუენ, გინა თუ ანგელოზი ზეცით გახარებდეს თქუენ გარეშე მისსა, რომელი-იგი გახარეთ თქუენ, შეჩუენებულ იყავნ!” (გალ. 1:8).

   სარწმუნოების დაცვის უამრავი მაგალითია წმინდა წერილში და წმინდა გადმოცემაში, რომლის უმთავრესი პრინციპი მარტივად ჟღერს - უცვლელად შეინარჩუნე მოცემული სარწმუნოება!

   ამ პრონციპით ხელმძღვანელობდნენ ქრისტიანები პირველივე საუკინიდან და როდესაც ცრუ სწავლებები, ერესების სახით მრავლდებოდა: წერდნენ ეპისტოლეებს, ამხელდნენ, იკრიბებოდნენ კრებებზე, მართავდნენ დისკუსიებს და შეგონებების წარუმატებლობის შემთხვევაში - გადასცემდნენ ანათემას!

   დღეს ამბობენ: - იცხოვრე სულიერად და ყველა ცრუ სწავლება თავისით გაქრება. კი მაგრამ, რას ვუწუნებთ პირველი საუკუნის წმინდანებს: მოციქულებს, პატრიარქებს, მონაზვნებს და ერის ადამიანებს?! ნუთუ დღეს ჩვენ მათზე უფრო ძლიერი რწმენა და სულიერი ცხოვრება გვაქვს, რომლებიც მიმართავდნენ მსოფლიო თუ ადგილობრივ კრებებს, მკაცრად ამხელდნენ და ებრძოდნენ უცხო სწავლებებს?!

   არა! მათ ქონდათ ქრისტეს სიტყვების მტკიცე რწმენა: ”უკუეთუ თქუენ დადგრეთ სიტყუათა ჩემთა, ჭეშმარიტად მოწაფენი ჩემნი ხართ”- ისინი ქმედებით ამტკიცებდნენ, რომ ქრისტეს მოწაფენი არიან, ხშირად სიცოცხლის ფასადაც კი.

   წმინდა ნიკოლოზ სერბი  შეაგონებდა მორწმუნეებს: "ქრისტიანებს მკაცრად გვევალება მოწყალე ვიყოთ ყველა ადამიანის მიმართ, განურჩევლად მათი რელიგიური აღმსარებლობისა, მაგრამ ამავე დროს ქრისტიანული ჭეშმარიტების მკაცრი დაცვა."

   ყველა წმინდანი მართლმადიდებლობას აღიარებდა კაცთა წინაშე და იცავდა მას, რადგან ახსოვდათ მაცხოვრის სიტყვები:"ყოველმან რომელმან აღიაროს ჩემდამო წინაშე კაცთა, მეცა აღვიარო იგი წინაშე მამისა ჩემისა ზეცათაჲსა”. (მათე 10:32).

   იგივე პრინციპის შენარჩუნება ევალება დღევანდელ ქრისტიანებსაც და არა დღეს გავრცელებული ნაწილობრივი მართლმადიდებლობა. ეკლესია ყოველთვის ასწავლიდა ქრისტეს სრულ სწავლებას, რომელიც მოიცავდა როგორც სულიერ, შინაგან ღვაწლს, ასევე უცდომელი სწავლების უცვლელად დაცვას, კაცთა და ღვთის  წინაშე აღიარებით.

   ამრიგად, მოდერნისტებს ვუპასუხებთ: ღმერთს კი არ სჭირდება დაცვა - ეს ხომ ცხადზე უცხადესია, არამედ ჭეშმარიტების დაცვა გვჭირდება ჩვენ: რომ გვაღიაროს "წინაშე მამისა ზეცათაისა!”

 


დავით ჯინჭარაძე 

www.xareba.net - ის რედაქცია 


  • მთავარი
  • -- ახალი ამბები
  • -- მნიშვნელოვანი თემები
  • -- კალენდარი
  • -- ქრისტიანული ოჯახი
  • -- მართმადიდებელი ეკლესია
  • -- მართმადიდებლული კატეხიზმო
  • -- ლოცვა
  • -- წმ. მამათა საგანძურიდან
  • -- წერილები სულიერ შვილებს
  • -- წმიდათა ცხოვრება
  • -- რელიგიური ცდომილებანი
  • -- მხილებითი ღვთისმეტყველება
  • -- იდეოლოგიური ცდომილებანი
  • -- თანამედროვე მამები
  • -- ძველი აღთქმის ისტორიიდან
  • -- უახლესი ისტორიიდან
  • -- საეკლესიო სამართალი
  • -- ჭეშმარიტი სასწაულები
  • -- საცდურები
  • -- შეიცანი ჟამი
  • -- კითხვა-პასუხი
  • -- სხვადასხვა
  • -- რუსულენოვანი გვერდი
  • -- ინგლისურენოვანი გვერდი
  • კონტაქტი
  • წმ. ნინო
  • წმ. გიორგი
  • წმ. ვახტანგ გორგასალი
  • წმ. დავით აღმაშენებელი
  • წმ. თამარ მეფე
  • წმ. აცამეტი ასურელი მამა
  • წმ. გრიგოლ ხანძთელი
  • წმ. აბო თბილელი
  • წმ. ქეთევან წამებული
  • წმ. შუშანიკი
  • წმ. არგვეთის მთავარნი დავითი და კონსტანტინე
  • წმ. შალვა, ბიძინა, ელისბარი
  • წმ. ნიკოლოზი
  • წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელი
  • წმ. მაქსიმე აღმსარებელი
  • წმ. მარკოზ ეფესელი
  • წმ. დავით გარეჯელი
  • წმ. შიო მღვიმელი
  • წმ. იოანე ზედაზნელი
  • წმ. ანტონ მარტმყოფელი
  • წმ. ისე წილკნელი
  • წმ. აბიბოს ნეკრესელი
  • წმ. ზენონ იყალთოელი
  • წმ. ისიდორე სამთავრელი
  • წმ. ამბა იოსებ ალავერდელი
  • წმ. ნეოფიტე ურბნელი
  • წმ. პიროს ბრეთელი
  • აბსურდიზმი
  • ჰუმანიზმი
  • ნიჰილიზმი
  • დარვინიზმი
  • მარქსიზმი
  • ევოლუციონიზმი
  • ახალი ადამიანი
  • მასობრივი კულტურა
  • რევოლუციის სახეობები
  • სპირიტიზმი
  • მაგია, მისნობა, ჯადოქრობა
  • უნია
  • ანტიქრისტე
 
მობ: 591 97 04 90
2012 Xareba.net

Сайт работает под управлением DataLife Engine