xareba
 
  • ნაყროვანება
  • სიძვა
  • ვერცხლისმოყვარეობა
  • მრისხანება
  • მწუხარება
  • ჭმუნვა
  • ცუდმედიდობა
  • ამპარტავნება
  • თავშეკავება
  • უბიწოება
  • უპოვარება
  • სიმშვიდე
  • ნეტარი გლოვა
  • მღვიძარება
  • სიმდაბლე
  • სიყვარული
  • მარხვა
  • თავისუფლება
  • სიმდიდრე
  • სიძუნწე
  • სინდისი
  • სიკვდილი
  • მემთვრალეობა
  • ნარკომანია
  • სინანული
  • შური
  • ანტიმოდერნიზმი
  • მოდერნიზმი
  • ადოგმატიზმი
  • ეკუმენიზმი
  • პაპიზმი
  • პროტესტანტიზმი
  • ლიბერალიზმი
  • გლობალიზმი
  • იუდაიზმი
  • სექტანტიზმი
  • ორიგენიზმი
  • სრულიად მართლმადიდებელთა კრება
Xareba.net » რუბრიკები » რელიგიური ცდომილებანი » ვისთვის იქნება სამსჯავრო საშინელი — დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე
ვისთვის იქნება სამსჯავრო საშინელი — დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე
გუშინ, 22:00  / ამოსაბეჭდი ვერსია

ვისთვის იქნება სამსჯავრო საშინელი — დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე

 

   მკითხველის ყურადღება არაერთგზის გავამახვილეთ პავლე მოციქულის სწავლებაზე, რომ ცხონებისათვის ყველა კეთილ საქმეს ადამიანი აღასრულებს ღმერთით და ღმერთში. თავისი საღმრთო მადლით მოქმედებს ღმერთი ქრისტიანში. ზოგიერთისთვის ეს სწავლება გაუგებარია, რადგან მიიჩნევენ, რომ ამ შემთხვევაში პიროვნულ ძალისხმევას არსი ეკარგება. არგუმენტებად მოჰყავთ წმ. წერილის სიტყვები: „...მაშინ ჰრქუას მეუფემან მარჯვენითთა მათ მისთა: მოვედით კურთხეულნო მამისა ჩემისანო, და დაიმკვიდრეთ განმზადებული თქუენთვის სასუფეველი..." (მათ. 24. 34). მიზეზად კი სახელდება მათი კეთილი საქმეები: „რამეთუ მშიოდა, და მეცით მე ჭამადი, მწყუროდა და მასუთ მე, უცხო ვიყავ და შემიწყნარეთ მე..." (მათ. 24. 35) და ა.შ.

   საკითხის მართებული გააზრებისათვის უნდა გვესმოდეს, რომ სამყაროში ღვთის მადლი სხვადასხვაგვარად მოქმედებს. არსებობს საყოველთაო მადლი, რომელიც პირველი ადამიანის ბუნებას ებოძა და დაცემის შემდეგაც მოქმედებს ადამიანებში განურჩევლად აღმსარებლობისა. ამ მადლით ადამიანები არსებობენ, მუშაკობენ, ოჯახდებიან, აკეთებენ კეთილ საქმეებს და ა.შ. ასევე არსებობს მაცხოვნებელი მადლი, რომელიც მართლმადიდებელი ეკლესიის წიაღში მოქმედებს, ე.ი. ნათელღებული ადამიანი ამ მაცხოვნებელი მადლის მატარებელია; თუ იგი გაამრავლებს ამ მადლს საკუთარ თავში, ისევე და ისევ ღვთის მადლითა და შეწევნით — „მადლი მადლისა წილ" (იონ. 1. 16), სწორედ ასეთ შემთხვევაში (როდესაც სიკეთე ქრისტეში და ქრისტესთვისაა გაკეთებეული) კეთილი (სარწმუნოებრივი) საქმეები საწინდარია სასუფეველისა.

   უკეთ რომ გავიაზროთ საკითხი, მივმართოთ სახარებისეულ მაგალითს, კერძოდ, იგავს მათე მახარებელიდან (მათ. 25. 14-30). აქ საუბარია იმაზე, რომ მადლი ყველას ერთნაირად არ მიეცემა: ზოგს ხუთი ქანქარი მიეცა, ზოგს ორი და ზოგს ერთი. ხუთის მფლობელმა სხვა ხუთი შესძინა, ორის მფლობელმა — ორი, ხოლო ერთი ქანქარის მფლობელმა არ გაამრავლა ის — „მადლი მადლისა წილ", არამედ დაუბრუნა ბატონს. შედეგად ისიც წაერთვა, რაც ჰქონდა. ამ იგავში ბრალდებულია ის, ვინც ფიქრობდა, რომ ბოძებული ტალანტი (ქანქარი, ნიჭი) არის მისი დამსახურებული კუთვნილება და არა ნიჭი (მადლი) ღვთისა. ხუთისა და ორი ქანქარის მფლობელი ვერ გაამრავლებდა ბოძებულს, ერთის მფლობელივით რომ ეაზროვნათ და ემოქმედათ: „აჰა ესერა შენი შენ თანა არს", რაც ნიშნავს, რომ თუკი ის შეიძენდა კიდევ ერთ ქანქარს (ნიჭს), ეს იქნებოდა მის მიერ „სამართლიანად, დამსახურებულად" გამომუშავებული ტალანტი და არა ნიჭი, ბოძებული ღვთისაგან. ე.ი. ხუთისა და ორის მფლობელიც ვერ გაამრავლებდა ნაბოძებს მანამ, სანამ იმავე მბოძებელი არ მიანიჭებდა. ამას ადასტურებს პავლე მოციქულის სიტყვები: „რამეთუ მადლითა ხართ გამოხსნილ სარწმუნოებისა მიერ, და ესე არა თქუენგან, არამედ ღმრთისა ნიჭი არს: არა საქმეთაგან, რაითა არავინ იქადოს, რამეთუ მისნი შექმნილნი ვართ და დაბადებულნი ქრისტე იესოს მიერ საქმეთაგან კეთილთა, რომელთათვის წინასწარ განმზადა ღმერთმან, რათა მათ შინა ვიდოდით" (ეფ. 2. 8-10). ე.ი. ჩვენი კეთილი საქმეებიც ღმერთმა გვიბოძა „წინასწარ განმზადა ღმერთმან".

   და აი კიდევ რას ბრძანებს მოციქული:

   „არა საქმეთაგან, არამედ მისგან, რომელმან-იგი უწოდა" (რომ. 9. 12).

   „არა საქმეთაგან სიმართლისათა, რომელნი-იგი ვქმენით ჩუენ, არამედ წყალობითა თვისითა მიხსნა ჩუენ, ბანითა მით მეორედ შობისათა და განახლებითა სულისა წმიდისაითა... რათა განვმართლდეთ მადლითა მით მისითა" (ტიტ. 3. 5-7).

   აქაც იგივე აზრია მოცემული: „რათა განვმართლდეთ მადლით", სავალდებულოა ნათლისღება „ბანითა მით მეორედ შობისათა" ე.ი. საჭიროა მაცხოვნებელი მადლი ღვთისა.

   იმას, რომ არა საკუთარი „ღვაწლისა და დამსახურების" მიხედვით ეძლევა მადლი ადამიანს, როგორც ამას სინერგისტები (მადლია და ადამიანის ნების თანამუშაკნი) ამბობენ, ადასტურებს მორიგი იგავი (ლუკ. 19. 12-28) (მათ. 20. 7-16): აქ აქცენტი არა მადლის რაოდენობაზე, არამედ ღვთის განგებულებაზე კეთდება — ე.ი. თავად ღმერთი განაგებს, ვის რამდენი ნიჭი და ჯილდო მისცეს.

   „მოვიდნენ მეათერთმეტისა ჟამისა მოსულნი და მიიღეს თითო დრაჰკანი, მოვიდნენ პირველისანიცა იგი და ჰგონებდნენ, ვითარმედ უფროსი მიიღონ, და მიიღეს მათცა თითო დრაჰკანი".

   როგორც ვხედავთ, უფალი არ ითვალისწინებს მათ პრეტენზიას, ვინც პირველივე ჟამიდან იღვაწა. საკვანძო სიტყვები აქ შემდეგია: „ხოლო მე მნებავს უკანასკნელსა ამას მიცემად, ვითარცა შენ, ანუ არა ჯერ-არს ჩემდა რაიცა მინდეს. ყოფად ჩემსა ზედა?" (მათ. 20. 14-15). აქაც ნათლად ჩანს: არა დამსახურებისთვისაა ჯილდოდ ბოძებული მადლი, არამედ მადლია ბოძებული, რათა ღვთივსათნოდ იმუშაკო.



* * *

   

   დავუბრუნდეთ „საშინელი სამსჯავროს" საკითხს. უნდა ითქვას, რომ სინერგისტულ კონცეფციაში საშინელი სამსჯავრო ერთგვარ სასამართლო პროცესის მსგავსად მოიაზრება: აქაა „მხარეების დავა", „ადვოკატებისა და პროკურორების" სიტყვით გამოსვლა, ექსპერტების შეფასება, შემდეგ კი ბრალდება ან გამართლება. სინამდვილეში, მოციქულებრივი სწავლების თანახმად, მსგავსი არაფერია, იმიტომ, რომ გამართლებულნი და ცხონებულნი საერთოდ არ იქნებიან საშინელ სამსჯავროზე. შესაბამისად, ვისაც მოუწევს საშინელ სამსჯავროზე გასვლა, ისინი იქნებიან მსჯავრდებულნი.

   იოანე მახარებელთან ვკითხულობთ: „რომელსა ჰრწმენეს მისი, არა დაისაჯოს, ხოლო რომელსა არა ჰრწმენეს, აწვე დასჯილ არს..." (იონ. 3. 18). ვინ და რისთვის ისჯება?

   „ესე არს სასჯელი, რამეთუ ნათელი მოვიდა სოფლად, და შეიყვარეს კაცთა ბნელი, ვიდრე ნათელი, რამეთუ იყვნეს საქმენი მათნი ბოროტ" (იონ. 3. 19). ე.ი. ადამიანი დაისჯება „ნათელის" (ღვთის მადლი) უარყოფის გამო. სამსჯავროსაც იმიტომ ჰქვია საშინელი, რომ მასზე ვერ იმართლებ თავს. კიდევ უფრო მკაფიოდ ამის შესახებ ნათქვამია: 

   „რომელმან სიტყვანი ჩემნი ისმინნეს და ჰრწმენეს მომავლინებელი ჩემი, აქუნდეს ცხორებაი საუკუნო, და სასჯელსა იგი არა შევიდეს, არამედ გარდაიცვალოს იგი სიკუდილისაგან ცხორებად" (იონ. 5. 24). აქაც, „ღვთის სიტყვის მსმენელი", ე.ი. ქრისტეში მცხოვრები „სასჯელსა იგი არა შევიდეს".

   „და გამოვიდოდიან კეთილის-მოქმედნი აღდგომასა ცხოვრებისასა, ხოლო ბოროტის-მოქმედნი აღდგომასა სასჯელისასა" (იონ. 5. 29).

   ეს კი იმას ნიშნავს, რომ მადლით აღდგენილნი და გამართლებულნი ამქვეყნიური ცხოვრების დროს ცხონების ღირს საქმეებს აღასრულებენ. მათი გამართლება და ცხონება ღმერთით ხორციელდება. ამიტომაც ისინი უკვე აღარ მიდიან საბოლოო სამსჯავროზე, ვინაიდან ღვთაებრივ ძალას დამორჩილებულებმა შეასრულეს ღვთივსათნო საქმეები. სხვაა, თუკი საკუთარი საქმეებისთვის მისაგებელი ყოველთვის ბრალდება იქნება; რატომ? იმიტომ, რომ კეთილი საქმეების თვითუფლებრივად მოქმედს მოუწევს სამსჯავროზე გასვლა და ამ „საქმეებით" იქნება ბრალდებული.

   ნეტარი ავგუსტინე ამბობს: „ცდომილებაშია ის, ვინც მიიჩნევს, რომ საშინელ სამსჯავროზე ადამიანი არ განისჯება თავისი საქმეების გამო. ცოდვილნი ბრალეულნი იქნებიან არა მხოლოდ პირველქმნილი ცოდვის გამო, არამედ იმ საკუთარი (ბოროტი) ნებისა თუ დამსახურებების გამოც. კეთილნი მოიპოვებენ ჯილდოს თავიანთი კეთილი ნების გამო, მაგრამ თავად ამ კეთილ ნებას ისინი ღვთის მადლით მოიპოვებენ და სწორედ ამგვარად აღასრულებენ წმ. წერილის სიტყვებს: „მოთმინეთა მათ საქმისა კეთილისათა — დიდებაი და პატივი და უხრწნელება, რომელნი ეძიებენ ცხორებასა საუკუნესა, ხოლო ხდომისაგანთა მათ და ურჩთა ჭეშმარიტებისათა და მორჩილთა ბოროტისათა — რისხვაი და გულის წყრომაი".1 (რომ. 2. 7-8).

   აქედან მომდინარეობს სინერგიული კონცეფციის ცდომილება: თითქოს ერთნაირად აუცილებელია ცხონებისათვის ორი ბუნებრივი მოქმედება: კაცობრივიცა და ღვთაებრივიც. სინამდვილეში, ამ ორი ბუნებრივი მოქმედებიდან მხოლოდ ერთი — ღვთაებრივია მაცხოვნებელი. სწორედ ღვთაებრივი მადლი აღასრულებს მოქმედებას ადამიანში (სხეულისა და სამშვინველის მეშვეობით); შესაბამისად, ცხონებასაც მიიღებს სრული ადამიანი (ე.ი. სული, სამშვინველითა და განახლებული სხეულით). არსებითი ისაა, რომ სასუფეველს იმკვიდრებს მადლმოსილი: „შობილი იგი ხორცთაგან ხორცი არს, და შობილი იგი სულისაგან სული არს" (იონ. 3. 6). ეს მადლი „ჰიპოსტასირდება" (პალამას ტერმინი) ადამიანში (რჩეულნი, წმინდანში), ვით ზებუნებრივი თვისება, რომელიც, ამავდროულად, მისი განუყრელი ბუნება ხდება.

   დავასრულებთ ჩვენ სათქმელს პავლე მოციქულის სიტყვებით: „ხოლო გუაქუს ჩუენ საფასე ესე კეცის ჭურებითა, რაითა გარდარეული იგი ძლიერებისა იყოს ღმრთისა და არა ჩუენგან" (2 კორ. 4. 7).





1 Блж. Августин. Письмо 215. С. 141.







დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე 

www.xareba.net - ის რედაქცია 


  • მთავარი
  • -- ახალი ამბები
  • -- მნიშვნელოვანი თემები
  • -- კალენდარი
  • -- ქრისტიანული ოჯახი
  • -- მართმადიდებელი ეკლესია
  • -- მართმადიდებლული კატეხიზმო
  • -- ლოცვა
  • -- წმ. მამათა საგანძურიდან
  • -- წერილები სულიერ შვილებს
  • -- წმიდათა ცხოვრება
  • -- რელიგიური ცდომილებანი
  • -- მხილებითი ღვთისმეტყველება
  • -- იდეოლოგიური ცდომილებანი
  • -- თანამედროვე მამები
  • -- ძველი აღთქმის ისტორიიდან
  • -- უახლესი ისტორიიდან
  • -- საეკლესიო სამართალი
  • -- ჭეშმარიტი სასწაულები
  • -- საცდურები
  • -- შეიცანი ჟამი
  • -- კითხვა-პასუხი
  • -- სხვადასხვა
  • -- რუსულენოვანი გვერდი
  • -- ინგლისურენოვანი გვერდი
  • კონტაქტი
  • წმ. ნინო
  • წმ. გიორგი
  • წმ. ვახტანგ გორგასალი
  • წმ. დავით აღმაშენებელი
  • წმ. თამარ მეფე
  • წმ. აცამეტი ასურელი მამა
  • წმ. გრიგოლ ხანძთელი
  • წმ. აბო თბილელი
  • წმ. ქეთევან წამებული
  • წმ. შუშანიკი
  • წმ. არგვეთის მთავარნი დავითი და კონსტანტინე
  • წმ. შალვა, ბიძინა, ელისბარი
  • წმ. ნიკოლოზი
  • წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელი
  • წმ. მაქსიმე აღმსარებელი
  • წმ. მარკოზ ეფესელი
  • წმ. დავით გარეჯელი
  • წმ. შიო მღვიმელი
  • წმ. იოანე ზედაზნელი
  • წმ. ანტონ მარტმყოფელი
  • წმ. ისე წილკნელი
  • წმ. აბიბოს ნეკრესელი
  • წმ. ზენონ იყალთოელი
  • წმ. ისიდორე სამთავრელი
  • წმ. ამბა იოსებ ალავერდელი
  • წმ. ნეოფიტე ურბნელი
  • წმ. პიროს ბრეთელი
  • აბსურდიზმი
  • ჰუმანიზმი
  • ნიჰილიზმი
  • დარვინიზმი
  • მარქსიზმი
  • ევოლუციონიზმი
  • ახალი ადამიანი
  • მასობრივი კულტურა
  • რევოლუციის სახეობები
  • სპირიტიზმი
  • მაგია, მისნობა, ჯადოქრობა
  • უნია
  • ანტიქრისტე
 
მობ: 591 97 04 90
2012 Xareba.net

Сайт работает под управлением DataLife Engine