პასუხი:
1. ჩვენ ვერ დავინახავთ განმაახლებლობას სათანადოდ, თუკი ვერ დავინახავთ განმაახლებლურ გამოვლინებებს საკუთარ თავში, ვინაიდან საზოგადოება (მეტ-ნაკლებად) განმაახლებლური (მოდერნისტული) ქადაგებებისადმი სიმპატიითაა გამსჭვალული.
2. როდესაც ტექსტი არაჯანსაღია, ესეიგი გაყალბებულია ან კონტექსტიდან ამოჭრილია ჭეშმარიტი აზრი, ის არაერთხელ იჩენს თავს განმაახლებული ქადაგებასა თუ საღვთისმეტყველო კონცეფციაში, როგორც მიზანმიმართულად შემოტანილი შეხედულება, თეზა და არა მართლმადიდებლური სწავლება.
3. სიყალბეს თავისი სახელი უნდა დაერქვას, სწორედ ისე, როგორც არის გამოთქმული და მასში არ უნდა ვიგულისხმოთ ის აზრი, რომელიც იქ სინამდვილეში არ თქმულა (ეს იგულისხმა და ის იგულისხმა, ესეც ერთ-ერთი მეთოდია).
4. განმაახლებელისათვის დამახასიათებელია ტერმინებით მანიპულირება, მაგალითად: დოგმატური შინაარსის ტექსტი ლინგვისტური ინტერპრეტაციებით გაუკეთოს, ე.ი საღვთისმეტყველო თეზა ონტოლოგიურ (ბუნებით) ჭრილში განიხილოს, სულიერი სამშვინველის კატეგორიაში გადაიტანოს, ხელთუქმნელი ქმნილ ბუნებად წარმოაჩინოს და ა.შ.
5. ცდილობს დაეყრდნოს ისეთ „ავტორიტეტს" (გნებავთ რომელიმე წმ. მამის კერძო აზრს), რომელიც ეკლესიის სისავსეს ჭეშმარიტ სწავლებად არ მიუღია.
6. განმაახლებლები სცნობენ „თავისიანებს", ისინი არასდროს მოვლენ რჩევისთვის ორთოდოქს მოძღვართან. მათი ფარული მიზანია: გაავრცელონ მოდერნისტული სწავლება, ამავე დროს წარმოაჩინონ თავი მოშურნე მართლმადიდებლებად.
ვიფხიზლოთ!
დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე
www.xareba.net - ის რედაქცია