xareba
 
  • ნაყროვანება
  • სიძვა
  • ვერცხლისმოყვარეობა
  • მრისხანება
  • მწუხარება
  • ჭმუნვა
  • ცუდმედიდობა
  • ამპარტავნება
  • თავშეკავება
  • უბიწოება
  • უპოვარება
  • სიმშვიდე
  • ნეტარი გლოვა
  • მღვიძარება
  • სიმდაბლე
  • სიყვარული
  • მარხვა
  • თავისუფლება
  • სიმდიდრე
  • სიძუნწე
  • სინდისი
  • სიკვდილი
  • მემთვრალეობა
  • ნარკომანია
  • სინანული
  • შური
  • ანტიმოდერნიზმი
  • მოდერნიზმი
  • ადოგმატიზმი
  • ეკუმენიზმი
  • პაპიზმი
  • პროტესტანტიზმი
  • ლიბერალიზმი
  • გლობალიზმი
  • იუდაიზმი
  • სექტანტიზმი
  • ორიგენიზმი
  • სრულიად მართლმადიდებელთა კრება
Xareba.net » რუბრიკები » წმ. მამათა საგანძურიდან » სიმდაბლის შესახებ
სიმდაბლის შესახებ
16-02-2014, 00:05  / ამოსაბეჭდი ვერსია
სიმდაბლის შესახებ

   ამბა ანტონიმ უთხრა ამბა პიმენს: კაცის ღვაწლი იმაში მდგომარეობს, რომ ღვთის წინაშე თავს იდოს საკუთარი ცოდვა და უკანასკნელ ამოსუნთქვამდე განსაცდელს ელოდოს.

 

 

* * *


ამბა ანტონიმ კვლავ თქვა: მე სატანის ყველა მახე ვიხილე, მთელს დედამიწაზე გაშლილი და ოხვრით ვთქვი: ვინ დააღწევს მათ თავს? და მომესმა ხმა: მდაბალნი.

 

 

* * *


ამბა არსენის შესახებ ამბობდნენ: როგორც მეფის კარზე ყოფნისას მასზე უკეთეს სამოსს არავინ ატარებდა, ასევე ტაძარში მასზე უარესი სამოსი არავის ეცვა.

 

 

* * *


ბერმა თქვა: ცხონების საწყისი საკუთარი თავის შეცნობაა.

 

 

* * *


ამბა ისაიამ თქვა: საკუთარი თავის შეგნებულად ღვთის წინაშე განრთხმა და მცნებებისადმი სიმდაბლით დამორჩილება შობს სიყვარულს, სიყვარული - უვნებობას.

 

 

* * *


იოანე კოლოვმა თქვა: სიმდაბლე კარია ღვთისკენ; ჩვენი მამები უამრავი მწუხარებებით, გახარებულნი შევიდნენ ღვთის ქალაქში.

 

 

* * *


კიდევ თქვა: სიმდაბლე და ღვთის შიში ყველა სათნოებაზე უმაღლესია.

 

 

* * *


ამბა მოსემ თქვა: ვისაც სიმდაბლე აქვს, დემონებს ამდაბლებს, ხოლო ვისაც სიმდაბლე არა აქვს, მათი დასაცინი ხდება.

 

 

* * *


კიდევ თქვა: მხოლოდ მდაბლად კი ნუ ილაპარაკებ, არამედ სიმდაბლით იცხოვრე, რადგან სიმდაბლის გარეშე საღვთო ღვაწლში ვერ წარემატები.

 

 

* * *


ამბა პიმენმა თქვა: კაცისთვის ყოველთვის აუცილებელია სიმდაბლე და ღვთის შიში, როგორც სუნთქვა, მისი ნესტოებიდან გამომავალი.

 

 

* * *


კიდევ თქვა: ღვთის წინაშე განრთხმა არ არის ფასეული. საკუთარი ნების დატევება - აი, სულიერი ღვაწლი.

 

 

* * *


კიდევ თქვა: თავად ნუ შეაფასებ საკუთარ თავს, არამედ მას მიეწებე, ვინც კარგად ცხოვრობს.

 

 

* * *


კიდევ თქვა: თუ კაცი თავის წოდებას დაიცავს, არ შეშფოთდება.

 

 

* * *


ამბა პიმენის შესახებ ამბობდნენ: მას არასოდეს სურდა სხვა ბერის სიტყვაზე მეტი ეთქვა, უფრო ხშირად სხვის ნათქვამს იწონებდა.

 

 

* * *


ამბა იპერექიმ თქვა: სიმდაბლე არის ხე სიცოცხლისა, სიმაღლეში მზარდი.

 

 

* * *


ბერმა თქვა: განსაცდელისას ნურასოდეს გაკიცხავ სხვას, მხოოდ საკუთარი თავი გაკიცხე და თქვი: ეს ჩემი ცოდვების გამო მომეგო.

 

 

* * *


ბერს ჰკითხეს: რა არის სიმდაბლე? მან თქვა: როდესაც ძმა შენს წინააღმდეგ შესცოდავს და მანამ აპატიებ, სანამ შენს წინაშე შეინანებდეს.

 

 

* * *


ბერმა თქვა: მსურს სიმდაბლით დამცირება, ვიდრე ქედმაღლობით გამარჯვება.

 

 

* * *


ბერმა თქვა: თუ ვინმე სიმდაბლით ამბობს: შემინდე! - დემონებს წვავს.

 

 

* * *


ბერმა თქვა: მიჯობს განვისწავლო, ვიდრე განვსწავლო.

 

 

* * *


კიდევ თქვა: ნუ ასწავლი დროზე ადრე, წინააღმდეგ შემთხვევაში, მთელი ცხოვრება გონებამწირი იქნები.

 

 

* * *


ერთი მონაზონი შეურაცხყვეს. შეურაცხყოფილმა ქედი მოიდრიკა შეურაცხმყოფელის წინაშე.

 

 

* * *


ბერმა თქვა: ის, ვისაც აქებენ, უნდა ფიქრობდეს საკუთარ ცოდვებზე, და იმაზე, რომ უღირსია იმ სიტყვებისა, რასაც მასზე ამბობენ.

 

წიგნიდან  „ძველი პატერიკი"


  • მთავარი
  • -- ახალი ამბები
  • -- მნიშვნელოვანი თემები
  • -- კალენდარი
  • -- ქრისტიანული ოჯახი
  • -- მართმადიდებელი ეკლესია
  • -- მართმადიდებლული კატეხიზმო
  • -- ლოცვა
  • -- წმ. მამათა საგანძურიდან
  • -- წერილები სულიერ შვილებს
  • -- წმიდათა ცხოვრება
  • -- რელიგიური ცდომილებანი
  • -- მხილებითი ღვთისმეტყველება
  • -- იდეოლოგიური ცდომილებანი
  • -- თანამედროვე მამები
  • -- ძველი აღთქმის ისტორიიდან
  • -- უახლესი ისტორიიდან
  • -- საეკლესიო სამართალი
  • -- ჭეშმარიტი სასწაულები
  • -- საცდურები
  • -- შეიცანი ჟამი
  • -- კითხვა-პასუხი
  • -- სხვადასხვა
  • -- რუსულენოვანი გვერდი
  • -- ინგლისურენოვანი გვერდი
  • კონტაქტი
  • წმ. ნინო
  • წმ. გიორგი
  • წმ. ვახტანგ გორგასალი
  • წმ. დავით აღმაშენებელი
  • წმ. თამარ მეფე
  • წმ. აცამეტი ასურელი მამა
  • წმ. გრიგოლ ხანძთელი
  • წმ. აბო თბილელი
  • წმ. ქეთევან წამებული
  • წმ. შუშანიკი
  • წმ. არგვეთის მთავარნი დავითი და კონსტანტინე
  • წმ. შალვა, ბიძინა, ელისბარი
  • წმ. ნიკოლოზი
  • წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელი
  • წმ. მაქსიმე აღმსარებელი
  • წმ. მარკოზ ეფესელი
  • წმ. დავით გარეჯელი
  • წმ. შიო მღვიმელი
  • წმ. იოანე ზედაზნელი
  • წმ. ანტონ მარტმყოფელი
  • წმ. ისე წილკნელი
  • წმ. აბიბოს ნეკრესელი
  • წმ. ზენონ იყალთოელი
  • წმ. ისიდორე სამთავრელი
  • წმ. ამბა იოსებ ალავერდელი
  • წმ. ნეოფიტე ურბნელი
  • წმ. პიროს ბრეთელი
  • აბსურდიზმი
  • ჰუმანიზმი
  • ნიჰილიზმი
  • დარვინიზმი
  • მარქსიზმი
  • ევოლუციონიზმი
  • ახალი ადამიანი
  • მასობრივი კულტურა
  • რევოლუციის სახეობები
  • სპირიტიზმი
  • მაგია, მისნობა, ჯადოქრობა
  • უნია
  • ანტიქრისტე
 
მობ: 591 97 04 90
2012 Xareba.net

Сайт работает под управлением DataLife Engine