xareba
 
  • ნაყროვანება
  • სიძვა
  • ვერცხლისმოყვარეობა
  • მრისხანება
  • მწუხარება
  • ჭმუნვა
  • ცუდმედიდობა
  • ამპარტავნება
  • თავშეკავება
  • უბიწოება
  • უპოვარება
  • სიმშვიდე
  • ნეტარი გლოვა
  • მღვიძარება
  • სიმდაბლე
  • სიყვარული
  • მარხვა
  • თავისუფლება
  • სიმდიდრე
  • სიძუნწე
  • სინდისი
  • სიკვდილი
  • მემთვრალეობა
  • ნარკომანია
  • სინანული
  • შური
  • ანტიმოდერნიზმი
  • მოდერნიზმი
  • ადოგმატიზმი
  • ეკუმენიზმი
  • პაპიზმი
  • პროტესტანტიზმი
  • ლიბერალიზმი
  • გლობალიზმი
  • იუდაიზმი
  • სექტანტიზმი
  • ორიგენიზმი
  • სრულიად მართლმადიდებელთა კრება
Xareba.net » რუბრიკები » საცდურები » ჭეშმარიტება "ლაიკებით" არ იზომება - დავით ჯონჭარაძე
ჭეშმარიტება "ლაიკებით" არ იზომება - დავით ჯონჭარაძე
დღეს, 09:40  / ამოსაბეჭდი ვერსია

ჭეშმარიტება "ლაიკებით" არ იზომება - დავით ჯონჭარაძე

 

   დღეს მართლმადიდებლობის ქადაგება ფაქტობრივად წარმოუდგენელია სოც-ქსელების გარეშე. თუ ქსურს, რომ ქადაგება ან ვიდეო გადაცემა ბევრმა ადამიანმა ნახოს, აუცილებლად სოც-ქსელებს უნდა მიმართო.
   ჩვენ გვსურს განვიხილოთ ადამიანის, როგორც მომხმარებლის და სოც-ქსელის, როგორც ინსტრუმენტის ფაქტორები მართლმადიდებლური სიტყვის ქადაგებისას. უპირველესად, უნდა ითქვას, რომ ქრისტიანობა ოდითგანვე იქადაგება და მისი გავრცელების ეფექტი დამოკიდებული იყო ერთ მთავარ ფაქტორზე - სუფთა მართლმადიდებლობის ქადაგებაზე. ღვთის სიტყვის მოსმენით და გულში დანერგვით ადამიანი ხდებოდა მორწმუნე და იმტკიცებდა რწმენას.
   დღეს, ღვთის სიტყვის გავრცელების ეფექტს პირდაპირ უკავშირებენ სოც-ქსელში ან ტელევიზიით განხორციელებულ აქტივობას, მისი საშუალებით მოზიდულ აუდიტორიას და წარმატება განისაზღვრება „ლაიკების" და „გულების" რაოდენობით. თურმე, რაც უფრო მეტი მოწონება აქვს გაზიარებულ მასალას, მით უფრო კარგია იგი.
   აქ არის საინტერესო ასპექტი, რასაც აუცილებლად უნდა მივაქციოთ ყურადღება. სოც-ქსელებს თავისი ალგორითმი და წესები აქვს. რეკლამის, კომენტარების, აკრძალვების პოლიტიკით, თუ გარკვეული კონტენტის წახალისებით, სოც-ქსელები ქმნიან პოპულარობის საკუთარ სტანდარტს და სისტემას. ეს სისტემა ხშირ შემთხვევაში ეწინააღმდეგება მართლმადიდებლურ მიდგომას, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც იგი უკომპრომისო და მხილებითი ხასიათისაა. ეს ბევრმა მორწმუნემ საკუთარი გამოცდილებით იცის.
   ამრიგად, ადამიანი, რომელიც ამ სისტემას წარმატების და სიმართლის დადგენის მთავარ კრიტერიუმად მიიჩნევს, ხდება ამ სტანდარტის ერთგვარი ტყვე. ის ცდილობს მთლიანად მოერგოს ამ სისტემას და შეასრულოს ყველა მისი მოთხოვნა, რადგან სხვა გზა წარმატების მისთვის არ არსებობს. 
   ამ დამოკიდებულებამ მიგვიყვანა ძირეული ღირებულებების გაყალბებამდე. იკარგება მთავარი არსი, კერძოდ - კარგის და ცუდის, ჭეშმარიტების და სიცრუის განსაზღვრების კრიტერიუმები, რომელნიც ბევრ „ლაიკებთან" კავშირში არ არის. კარგია თუ ბევრია - არ გახლავთ მართლმადიდებლური განსაზღვრება. ჭეშმარიტება „ლაიკებით" არ იზომება!
   მეორე საკითხი თავად აუდიტორიას, ადამიანებს ეხება. აქაც სამართლიანი შეფასებისაგან ნამდვილად შორს ვართ. ადამიანები სოც-ქსელების სტანდარტით მსჯელობას შეეჩვივნენ. კარგი ის არის, რასაც სოც-ქსელი ამბობს რომ კარგია! ადამიანმა დაკარგა განსჯის და ანალიზის უნარი. არცთუ იშვიათია შურის და ღვარძლის გამო რაიმე კონტენტის იგნორირება. რაოდენ ხშირად გაიგონებ დღეს: „კარგია, მაგრამ რადგინდა, ნახვები არა აქვს". ზოგს უიმედობა ემართება, სხვას კი კარგი საქმის კეთების სურვილი ეკარგება.
   ჩვენ კარგად უნდა გავიაზროთ, რომ მართლმადიდებლობა, თუ მართლა მართლმადიდებლურ სიტყვას აზიარებ, არაამსოფლისაგანია. ის არც სოც-ქსელის სისტემას მოსწონს და არც ადამიანთა უმრავლესობას. ეს ეჭვგარეშეა! ამიტომ, წმინდა პაისის სიტყვებს შეგახსენებთ: "ჩვენი ყველა საქმე ნულის ტოლია, ერთიანს წინ მხოლოდ ღმერთი სვამს". ამიტომ მართლმადიდებლური სიტყვის გავრცელებისას არ უნდა მივაქციოთ ყურადღება ამ სოც-ქსელის მიერ შექმნილ ღირებულებით სიმახინჯეს.
   მართლმადიდებელი დგას არა სისტემის და შურიან ადამიანთა წინაშე, არამედ ღვთის წინაშე. და მხოლოდ მასთან მოუწევს პასუხისგება. ხოლო, შეფასებას არა ამქვეყნად, არამედ იმქვეყნად ელის.

დავით ჯინჭარაძე
www.xareba.net - ის რედაქცია

  • მთავარი
  • -- ახალი ამბები
  • -- მნიშვნელოვანი თემები
  • -- კალენდარი
  • -- ქრისტიანული ოჯახი
  • -- მართმადიდებელი ეკლესია
  • -- მართმადიდებლული კატეხიზმო
  • -- ლოცვა
  • -- წმ. მამათა საგანძურიდან
  • -- წერილები სულიერ შვილებს
  • -- წმიდათა ცხოვრება
  • -- რელიგიური ცდომილებანი
  • -- მხილებითი ღვთისმეტყველება
  • -- იდეოლოგიური ცდომილებანი
  • -- თანამედროვე მამები
  • -- ძველი აღთქმის ისტორიიდან
  • -- უახლესი ისტორიიდან
  • -- საეკლესიო სამართალი
  • -- ჭეშმარიტი სასწაულები
  • -- საცდურები
  • -- შეიცანი ჟამი
  • -- კითხვა-პასუხი
  • -- სხვადასხვა
  • -- რუსულენოვანი გვერდი
  • -- ინგლისურენოვანი გვერდი
  • კონტაქტი
  • წმ. ნინო
  • წმ. გიორგი
  • წმ. ვახტანგ გორგასალი
  • წმ. დავით აღმაშენებელი
  • წმ. თამარ მეფე
  • წმ. აცამეტი ასურელი მამა
  • წმ. გრიგოლ ხანძთელი
  • წმ. აბო თბილელი
  • წმ. ქეთევან წამებული
  • წმ. შუშანიკი
  • წმ. არგვეთის მთავარნი დავითი და კონსტანტინე
  • წმ. შალვა, ბიძინა, ელისბარი
  • წმ. ნიკოლოზი
  • წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელი
  • წმ. მაქსიმე აღმსარებელი
  • წმ. მარკოზ ეფესელი
  • წმ. დავით გარეჯელი
  • წმ. შიო მღვიმელი
  • წმ. იოანე ზედაზნელი
  • წმ. ანტონ მარტმყოფელი
  • წმ. ისე წილკნელი
  • წმ. აბიბოს ნეკრესელი
  • წმ. ზენონ იყალთოელი
  • წმ. ისიდორე სამთავრელი
  • წმ. ამბა იოსებ ალავერდელი
  • წმ. ნეოფიტე ურბნელი
  • წმ. პიროს ბრეთელი
  • აბსურდიზმი
  • ჰუმანიზმი
  • ნიჰილიზმი
  • დარვინიზმი
  • მარქსიზმი
  • ევოლუციონიზმი
  • ახალი ადამიანი
  • მასობრივი კულტურა
  • რევოლუციის სახეობები
  • სპირიტიზმი
  • მაგია, მისნობა, ჯადოქრობა
  • უნია
  • ანტიქრისტე
 
მობ: 591 97 04 90
2012 Xareba.net

Сайт работает под управлением DataLife Engine