xareba
 
  • ნაყროვანება
  • სიძვა
  • ვერცხლისმოყვარეობა
  • მრისხანება
  • მწუხარება
  • ჭმუნვა
  • ცუდმედიდობა
  • ამპარტავნება
  • თავშეკავება
  • უბიწოება
  • უპოვარება
  • სიმშვიდე
  • ნეტარი გლოვა
  • მღვიძარება
  • სიმდაბლე
  • სიყვარული
  • მარხვა
  • თავისუფლება
  • სიმდიდრე
  • სიძუნწე
  • სინდისი
  • სიკვდილი
  • მემთვრალეობა
  • ნარკომანია
  • სინანული
  • შური
  • ანტიმოდერნიზმი
  • მოდერნიზმი
  • ადოგმატიზმი
  • ეკუმენიზმი
  • პაპიზმი
  • პროტესტანტიზმი
  • ლიბერალიზმი
  • გლობალიზმი
  • იუდაიზმი
  • სექტანტიზმი
  • ორიგენიზმი
  • სრულიად მართლმადიდებელთა კრება
Xareba.net » რუბრიკები » საცდურები » "ახალი ადამიანი" - "ახალ მღვდელს" ითხოვს - დავით ჯინჭარაძე
"ახალი ადამიანი" - "ახალ მღვდელს" ითხოვს - დავით ჯინჭარაძე
დღეს, 14:50  / ამოსაბეჭდი ვერსია

"ახალი ადამიანი" - "ახალ მღვდელს" ითხოვს - დავით ჯინჭარაძე

 

   ვინ არის ეს "ახალი მღვდელი"? ბუნებრივია, ის მოდერნისტია, მაგრამ ეს სიტყვა, როგორც ეკლესიის სწავლების ანტოგონიზმი, ადამიანებისთვის გაუგებარია. არა იმიტომ, რომ რაიმე არ არის განმარტებული, არამედ იმიტომ, რომ მოდერნისტული სული დიდმა ნაწილმა შეითავისა საკუთარ "ეკლესიურ" ცხოვრებაში. 

   რა არის "ახალი მღვდელის" მთავარი თვისება? იგი არის იქ, სადაც "ახალი ადამიანია". მაგალითად ლიბერალური "პოდკასტები", სადაც ის ხშირად მიწვეულია "ღვთის სიტყვის" საქადაგებლად. სინამდვილეში მისგან მხოლოდ ერთს მოელიან - ეკლესიის საპირისპირო, განახლებული და გამიწიერებული სწავლების გაჟღერებას. 

   რა არის "ახალი მღვდლის" მთავარი ნარატივი? მაგალითად, ის სიტყვა "რელიგია" - ს იყენებს გაუგებარ, დამაბნეველ კონტექსტში. მისთვის "რელიგიური" ასოცირდება ეკლესიურ ადამიანთან, რომელმაც თითქოს დაკარგა მთავარი - ღმერთთან და ადამიანთან კავშირი. 

   "ახალ მღვდელს" აშინებს მორწმუნე ადამიანი, ის ამას თავად აღიარებს. მას ეშინია, რადგან მხილებულია. მორწმუნე მართლმადიდებელმა "ახალი მღვდლის" ქმედება ღვთის სამართლიანი სამსჯავროს წინაშე დადო. ამ სამსჯავროზე კი "ახალი მღვდლის" სიტყვა ეწინააღმდეგება სახარებისეულ სწავლებას, თუნდ სახარება მას ჯიბეში ედოს. 

   "ახალი მღვდელი" თვლის, რომ დავიწყებულია ადამიანი: რომ მისთვის არასაკმარისი კეთდება, რომ იგი მიტოვებულია და მას არ უსმენენ. სინამდვილეში, "ახალ მღვდელს" ეს არ ადარდებს. მან კარგად იცის, რომ ეკლესია ყველასთვის ღია და ხელმისაწვდომია, რომ ეკლესია ყოველთვის მიიღებს ღვთის სიტყვის მოწოდებაზე ადამიანის მოპასუხე სულს. "ახალ მღვდელს" სხვა რამე აწუხებს - ურწმუნო როგორ გახადოს მისნაერ "მორწმუნედ"! 

   "ახალი მღვდელი" საუბრის დროს სულ ერთ რამეს ცდილობს - როგორმე ნეგატიურად მოიხსენოს ეკლესიში არსებული ტრადიცია. ის თითქოს ცდილობს სამართლიანად გააკრიტიკოს ფარისევლური დამოკიდებულება. ერთეულ, კერძო შემთხვევებს აიგივებს მასიურ პრაქტიკასთან, რითაც შეურაცხყოფს როგორც ეკლესიის ტრადიციებს, ასევე მორწმუნეებს. 

   სინამდვილეში ეს მღვდელი უკვე მხილებულია. ის მართლმადიდებლებთან იმართლებს თავს, რომ ცუდი არაფერი უგულისხმია. მაგრამ მისი გზავნილი ზუსტად გაიგეს იქ, სადაც საჭიროა. ის სწორედ ამიტომ მიიწვიეს ლიბერალურ ტელევიზიაში პოდკასტებზე, რომ პასუხობს "ახალი ადამიანის" მოთხოვნას. 

   "ახალი მღვდელი" როგორც წესი ორიგენისტია, პროტესტანტული სულისკვეთების თანხლებით. ის ცოდვის მონანიებას და სინანულს უმნიშვნელოდ მიიჩნევს, რადგან მისი რწმენით, ეს ზედმეტობაა, რამეთუ ყველანი უკვე გადარჩენილი არიან.

   ამრიგად "ახალი მღვდელი" უბრალოდ "ახალი ადამიანის" ნაშიერია. ორივენი ერთმანეთს ეძიებს. ორივეს ერთმანეთი სჭირდება. ორივე ერთმანეთს ამართლებს. ორივეს მხოლოდ ამქეყნიური ინტერესი აქვს და ორივე ღალატობს ეკლესიას.

   ამ გულსატკენ რეალობას კი ნაკლებად ამჩნევს მორწმუნე საზოგადოება და ნორმად ღებულობს. 


დავით ჯინჭარაძე

www.xareba.net - ის რედაქცია

 


  • მთავარი
  • -- ახალი ამბები
  • -- მნიშვნელოვანი თემები
  • -- კალენდარი
  • -- ქრისტიანული ოჯახი
  • -- მართმადიდებელი ეკლესია
  • -- მართმადიდებლული კატეხიზმო
  • -- ლოცვა
  • -- წმ. მამათა საგანძურიდან
  • -- წერილები სულიერ შვილებს
  • -- წმიდათა ცხოვრება
  • -- რელიგიური ცდომილებანი
  • -- მხილებითი ღვთისმეტყველება
  • -- იდეოლოგიური ცდომილებანი
  • -- თანამედროვე მამები
  • -- ძველი აღთქმის ისტორიიდან
  • -- უახლესი ისტორიიდან
  • -- საეკლესიო სამართალი
  • -- ჭეშმარიტი სასწაულები
  • -- საცდურები
  • -- შეიცანი ჟამი
  • -- კითხვა-პასუხი
  • -- სხვადასხვა
  • -- რუსულენოვანი გვერდი
  • -- ინგლისურენოვანი გვერდი
  • კონტაქტი
  • წმ. ნინო
  • წმ. გიორგი
  • წმ. ვახტანგ გორგასალი
  • წმ. დავით აღმაშენებელი
  • წმ. თამარ მეფე
  • წმ. აცამეტი ასურელი მამა
  • წმ. გრიგოლ ხანძთელი
  • წმ. აბო თბილელი
  • წმ. ქეთევან წამებული
  • წმ. შუშანიკი
  • წმ. არგვეთის მთავარნი დავითი და კონსტანტინე
  • წმ. შალვა, ბიძინა, ელისბარი
  • წმ. ნიკოლოზი
  • წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელი
  • წმ. მაქსიმე აღმსარებელი
  • წმ. მარკოზ ეფესელი
  • წმ. დავით გარეჯელი
  • წმ. შიო მღვიმელი
  • წმ. იოანე ზედაზნელი
  • წმ. ანტონ მარტმყოფელი
  • წმ. ისე წილკნელი
  • წმ. აბიბოს ნეკრესელი
  • წმ. ზენონ იყალთოელი
  • წმ. ისიდორე სამთავრელი
  • წმ. ამბა იოსებ ალავერდელი
  • წმ. ნეოფიტე ურბნელი
  • წმ. პიროს ბრეთელი
  • აბსურდიზმი
  • ჰუმანიზმი
  • ნიჰილიზმი
  • დარვინიზმი
  • მარქსიზმი
  • ევოლუციონიზმი
  • ახალი ადამიანი
  • მასობრივი კულტურა
  • რევოლუციის სახეობები
  • სპირიტიზმი
  • მაგია, მისნობა, ჯადოქრობა
  • უნია
  • ანტიქრისტე
 
მობ: 591 97 04 90
2012 Xareba.net

Сайт работает под управлением DataLife Engine