xareba
 
  • ნაყროვანება
  • სიძვა
  • ვერცხლისმოყვარეობა
  • მრისხანება
  • მწუხარება
  • ჭმუნვა
  • ცუდმედიდობა
  • ამპარტავნება
  • თავშეკავება
  • უბიწოება
  • უპოვარება
  • სიმშვიდე
  • ნეტარი გლოვა
  • მღვიძარება
  • სიმდაბლე
  • სიყვარული
  • მარხვა
  • თავისუფლება
  • სიმდიდრე
  • სიძუნწე
  • სინდისი
  • სიკვდილი
  • მემთვრალეობა
  • ნარკომანია
  • სინანული
  • შური
  • ანტიმოდერნიზმი
  • მოდერნიზმი
  • ადოგმატიზმი
  • ეკუმენიზმი
  • პაპიზმი
  • პროტესტანტიზმი
  • ლიბერალიზმი
  • გლობალიზმი
  • იუდაიზმი
  • სექტანტიზმი
  • ორიგენიზმი
  • სრულიად მართლმადიდებელთა კრება
Xareba.net » რუბრიკები » წმ. მამათა საგანძურიდან » მორჩილების შესახებ
მორჩილების შესახებ
15-02-2014, 00:04  / ამოსაბეჭდი ვერსია
მორჩილების შესახებ

   ამბა ანტონიმ თქვა: მორჩილება თავშეკავებასთან ერთად მხეცებს ათვინიერებს.

 

 

* * *


ამბა მოსემ თქვა: მორჩილება მორჩილების წილაა. თუ ადამიანი უსმენს ღმერთს, ღმერთიც შეისმენს მისას.

 

 

* * *


ნეტარმა სინკლიტიკიამ თქვა: ზოგადცხოვრებულთა მონასტერში ყოფნისას მორჩილება უნდა ვამჯობინოთ მოსაგრეობას, რადგან უკანასკნელი ქედმაღლობას გვასწავლის, პირველი კი სიმდაბლის მაჩვენებელია.

 

 

* * *


ბერები ამბობდნენ: ღმერთი ისე არაფერს ითხოვს ახალბედა სამონაზვნისაგან, როგორც მორჩილებას.

 

 

* * *


ბერმა თქვა: თავისი სწავლების საწყისად უფალმა მწუხარება და იწროება დაადგინა. ასე რომ, ვინც ამგვარ დასაწყისს გაურბის, ის ღვთის შესახებ ცოდნას გაურბის. რადგან როგორც ბავშვებს სწავლის დაწყებისას აძლევენ სიგელს, რათა მათ ნახონ, თუ რის ცოდნაა საჭირო, ასევე უნდა განსაჯოს მონაზონმაც. ის, ვისი მორჩილებაც შრომითა და სიძნელებითაა აღსავსე, ქრისტეს თანამემკვიდრე და ღვთის შვილია.

 

 

* * *


ამბა იპერექიმ თქვა, რომ მონაზვნის სიმდიდრე მორჩილებაა. ვინც მორჩილებას მოიხვეჭს, მისას შეისმენენ, და იგი კადნიერებით წარდგება ჯვარცმულის წინაშე, რადგან ჯვარცმული უფალი იქმნა მორჩილ ვიდრე სიკუდიდმდე (ფილ. 2, 8).

 

 

* * *


ბერები ამბობდნენ: თუ ვინმეს სწამს სხვისი და თავის თავს მას დაუმორჩილებს, ასეთს არ სჭირდება უფლის მცნებების შესმენა. მან თავისი ნება მოძღვარს უნდა დაუმორჩილოს, და არ იქნება დამნაშავე ღვთის წინაშე.

 

 

* * *


ბერები ამბობდნენ: ღმერთს ის სურს ქრისტიანთაგან, რომ თითოეული წმიდა წერილის მორჩილი იყოს, ამაში იგულისხმება ყველაფერი, რაც უნდა ითქვას და რაც უნდა გაკეთდეს. დაემორჩილენით წინამძღუართა თქუენთა (ებრ. 13, 17) და მართლმადიდებელ მამებს.

 

 

* * *


ნეტარმა სინკლიტიკიამ თქვა: ჯერ არს განსჯით ვმართოთ სული. ზოგადცხოვრებულთა მონასტერში ყოფნისას არ არის საჭირო საკუთრების შეძენა, არ უნდა ვემსახუროთ საკუთარ ნებას, არამედ რწმენით დავემორჩილოთ მოძღვარს. ჩვენ განდგომილებისთვის გავწირეთ თავი - ანუ სოფლის საზრუნავისადმი უცხონი გავხდით. ნუ დავუშვებთ, რომ კვლავ სოფელი ვეძიოთ: იქ ჩვენ დიდება გვქონდა, აქ კი - შეურაცხება, იქ - სიუხვე, აქ კი - პურის სიმწარე.

 

 

* * *


ამბა მოსემ ერთ ძმას უთხრა: ვითხოვოთ მორჩილება, რომელიც შობს სიმდაბლესა და მოთმინებას, დიდსულოვნებასა და შემუსვრილებას, ძმათმოყვარებასა და სიყვარულს, რადგან ეს ჩვენი საომარი იარაღია.

 

 

* * *


კიდევ თქვა: ძმაო! ჭეშმარიტების მორჩილი იყავი: აქ არის სიმდაბლეც, ძლიერებაც, სიხარულიც, აქ არის მოთმინება, ძმათმოყვარება, შემუსვრილება, სიყვარული. რადგან ის, ვისაც კეთილი მორჩილება აქვს, ყველა საღვთო მცნებითაა აღსავსე.

 

 

* * *


კიდევ თქვა: მმარხველი მონაზონი, რომელიც სულიერი მამის ხელმძრვანელობის ქვეშაა, მაგრამ მორჩილება და სიმდაბლე არა აქვს, ვერანაირ სათნოებას ვერ მოიპოვებს, რადგან არ იცის, თუ ვინ არის მონაზონი.

 

 

* * *


ამბა მეგეფის შესახებ ამბობდნენ, რომ ის ორ დღეში ერთხელ ერთ პურს ჭამდა. ამბა სისოსთან და ამბა პიმენთან შეხვედრისას ამის შესახებ ჰკითხა მათ და ასე უპასუხეს: შვილო, თუ გსურს ჩვენი ისმინო, ყოველდღე ნახევარი პური იხმიე. მეგეფი ასე მოიქცა და სიმშვიდე ჰპოვა.

 

წიგნიდან  „ძველი პატერიკი"


  • მთავარი
  • -- ახალი ამბები
  • -- მნიშვნელოვანი თემები
  • -- კალენდარი
  • -- ქრისტიანული ოჯახი
  • -- მართმადიდებელი ეკლესია
  • -- მართმადიდებლული კატეხიზმო
  • -- ლოცვა
  • -- წმ. მამათა საგანძურიდან
  • -- წერილები სულიერ შვილებს
  • -- წმიდათა ცხოვრება
  • -- რელიგიური ცდომილებანი
  • -- მხილებითი ღვთისმეტყველება
  • -- იდეოლოგიური ცდომილებანი
  • -- თანამედროვე მამები
  • -- ძველი აღთქმის ისტორიიდან
  • -- უახლესი ისტორიიდან
  • -- საეკლესიო სამართალი
  • -- ჭეშმარიტი სასწაულები
  • -- საცდურები
  • -- შეიცანი ჟამი
  • -- კითხვა-პასუხი
  • -- სხვადასხვა
  • -- რუსულენოვანი გვერდი
  • -- ინგლისურენოვანი გვერდი
  • კონტაქტი
  • წმ. ნინო
  • წმ. გიორგი
  • წმ. ვახტანგ გორგასალი
  • წმ. დავით აღმაშენებელი
  • წმ. თამარ მეფე
  • წმ. აცამეტი ასურელი მამა
  • წმ. გრიგოლ ხანძთელი
  • წმ. აბო თბილელი
  • წმ. ქეთევან წამებული
  • წმ. შუშანიკი
  • წმ. არგვეთის მთავარნი დავითი და კონსტანტინე
  • წმ. შალვა, ბიძინა, ელისბარი
  • წმ. ნიკოლოზი
  • წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელი
  • წმ. მაქსიმე აღმსარებელი
  • წმ. მარკოზ ეფესელი
  • წმ. დავით გარეჯელი
  • წმ. შიო მღვიმელი
  • წმ. იოანე ზედაზნელი
  • წმ. ანტონ მარტმყოფელი
  • წმ. ისე წილკნელი
  • წმ. აბიბოს ნეკრესელი
  • წმ. ზენონ იყალთოელი
  • წმ. ისიდორე სამთავრელი
  • წმ. ამბა იოსებ ალავერდელი
  • წმ. ნეოფიტე ურბნელი
  • წმ. პიროს ბრეთელი
  • აბსურდიზმი
  • ჰუმანიზმი
  • ნიჰილიზმი
  • დარვინიზმი
  • მარქსიზმი
  • ევოლუციონიზმი
  • ახალი ადამიანი
  • მასობრივი კულტურა
  • რევოლუციის სახეობები
  • სპირიტიზმი
  • მაგია, მისნობა, ჯადოქრობა
  • უნია
  • ანტიქრისტე
 
მობ: 591 97 04 90
2012 Xareba.net

Сайт работает под управлением DataLife Engine