xareba
 
  • ნაყროვანება
  • სიძვა
  • ვერცხლისმოყვარეობა
  • მრისხანება
  • მწუხარება
  • ჭმუნვა
  • ცუდმედიდობა
  • ამპარტავნება
  • თავშეკავება
  • უბიწოება
  • უპოვარება
  • სიმშვიდე
  • ნეტარი გლოვა
  • მღვიძარება
  • სიმდაბლე
  • სიყვარული
  • მარხვა
  • თავისუფლება
  • სიმდიდრე
  • სიძუნწე
  • სინდისი
  • სიკვდილი
  • მემთვრალეობა
  • ნარკომანია
  • სინანული
  • შური
  • ანტიმოდერნიზმი
  • მოდერნიზმი
  • ადოგმატიზმი
  • ეკუმენიზმი
  • პაპიზმი
  • პროტესტანტიზმი
  • ლიბერალიზმი
  • გლობალიზმი
  • იუდაიზმი
  • სექტანტიზმი
  • ორიგენიზმი
  • სრულიად მართლმადიდებელთა კრება
Xareba.net » რუბრიკები » მნიშვნელოვანი თემები » მარადისობით მხედველი ადამიანი - დავით ჯინჭარაძე
მარადისობით მხედველი ადამიანი - დავით ჯინჭარაძე
დღეს, 08:50  / ამოსაბეჭდი ვერსია

მარადისობით მხედველი ადამიანი - დავით ჯინჭარაძე

 

   მართლმადიდებელის წინაშე სამყაროს ხედვის ორი არჩევანი დგას: მარადიული ან ამსოფლიური; რეალური ან ილუზიური. რეალური ხედვა - იგივე მარადისობით ხედვაა. რეალურმა ხედვამ იცის, რომ იმყოფება ქრისტეს მოძულე, დაცემულ ადამიანთა ბობოქრობის სამყაროში; რომ იმყოფება სიცრუის, ცბიერების, ორაზროვნების და სიყალბის რეალობაში; იმყოფება წუთისოფელში, სასტუმროში, სადაც მისი ყოფნის ხანგრძლივობა გაურკვეველია, უფრო სწორად, შესაძლოა ნებისმიერ დროს მოხდეს ამ სასტუმროდან მისი "გაძევება". მან იცის, რომ იმყოფება რეალობაში, რომელიც დროებითია. რეალობაში, რომელშიც სინამდვილეში ვერაფერს აკონტროლებს. და ის ხვდება, რომ უძლურია მარადისობის წინაშე.

   მარადისობით მხედველის წინაშე ასევე ამსოფლიური მშვენიერების სურათი იშლება. მშვენიერების, რომელიც კაცობრიობისთვის ღვთის საჩუქარია, ერთგვარი შეხსენებაა, თუ რაოდენ მეტად ბრწყინვალე შესაძლოა იყოს მისთვის მარადისობა - სასუფეველი. მაგრამ მარადისობის ჭრილში მხედველი ასევე ხვდება, რომ ეს მშვენიერება ილუზიურია. ის მომხიბვლელია და ამავე დროს მაცდურია, არასრულყოფილია, მკრთალია მარადიული, სიტყვითაღუწერელი ზეციური სილამაზის წინაშე.

   მარადისობით მხედველი გონება ხვდება, რომ მფარველობის გარეშე ის ვერ გაძლებს წუთისოფელში. მის ხედვას შესაფერისი აღჭურვილობა, იარაღი სჭირდება. ასკეტური ტერმინოლოგიით რომ ვთქვათ - ღვთის წინაშე მუდმივი ლოცვითი კავშირი სჭირდება.

   მარადისობით ხედვა - ეკლესიის ხედვაა, არაამსოფლისაგანი ხედვაა, სახარებისეული ხედვაა. არ შეიძლება ადამიანი იყოს მრევლი და არ ქონდეს მარადისობით ხედვა. ეს ხედვა - აბსოლუტური ჭეშმარიტების ხედვაა. ამ დროს ცრუ-მასწავლებელთა მიერ შემოთავაზებული ამსოფლიური ილუზიები ქარწყლდება. ბურუსი იფანტება, ყველაფერს თავისი სახელი ერქმევა.

   მარადისობის ჭრილში მხედველი არ უყვართ ადამიანებს, რადგან მარადისობის ჭრილში სიცრუე ვერ იმალება, იგი სახარების სწავლების შუქში ნათდება და დეტალურად მჟღავნდება.

   მათ, ვისაც ამსოფლიური ხედვა იზიდავს, გონება ხშირად დაბნელებული აქვს. აქ მარადისობის შეხსენება, დროდადრო, სინდისის მხილების ფონზე ხდება. მარადისობით მოაზროვნე ადამიანის სინათლის ფონზე, რომელიც მხოლოდ ღვთის დამსახურებაა, ამასოფლის მოყვარულთა "საქმენი" რენდგენივით მჟღავნდება, ეს კი სინათლისა და სიბნელეს, ჭეშმარიტებისა და სიცრუეს შორის დაპირისპირების მუდმივი საბაბია.

   მარადისობით მხედველი კომპრომისების გზას ვერ ეგუება. ის ვერ თმობს იმას, რისი დათმობის უფლება არა აქვს. ის არ ეძებს მუდმივ გამართლებას. არ პირფერობს, არ მლიქვნელობს და არ თამაშობს ადამიანთა წინაშე. მისი საზრისი ღვთის ნების მოყვარულია და არა ადამიანის ეგოისტური ზრახვების აღმსრულებელი. ის არ არის სამართავად მოსახერხებელი, ამიტომ აუცილებლად მიუღებელი და დევნილია.

   მარადისობით მხედველი აუცილებლად დევნილია - ეს აუცილებელი პირობაა! იგი დროებითისთვის არ ცვლის მარადისობას. იგი არასდროს დაუშვებს აზრს, რომ მართლმადიდებლობა მოძველდა და "ევოლუციას" საჭიროებს. ისე, როგორც ამას მოდერნისტები აკეთებენ.

   მარადისობით მხედველი ზოგს ფანატიკოსად, რეალობას მოწყვეტილად შეიძლება მოეჩვენოს. სინამდვილეში, ის არის სულიერი რეალისტი, რომელიც მყარად დგას მიწაზე, მზერა კი ზეცად უპყრია. მისი ზეცისადმი ნდობა რაციონალისტურად მოაზროვნე ადამიანისთვის გაუგებარია, რადგან ალოგიკურია. სამაგიეროდ ღვთისთვის აბსოლუტურად გასაგები და კურთხეულია.


დავით ჯინჭარაძე

www.xareba.net - ის რედაქცია

 


  • მთავარი
  • -- ახალი ამბები
  • -- მნიშვნელოვანი თემები
  • -- კალენდარი
  • -- ქრისტიანული ოჯახი
  • -- მართმადიდებელი ეკლესია
  • -- მართმადიდებლული კატეხიზმო
  • -- ლოცვა
  • -- წმ. მამათა საგანძურიდან
  • -- წერილები სულიერ შვილებს
  • -- წმიდათა ცხოვრება
  • -- რელიგიური ცდომილებანი
  • -- მხილებითი ღვთისმეტყველება
  • -- იდეოლოგიური ცდომილებანი
  • -- თანამედროვე მამები
  • -- ძველი აღთქმის ისტორიიდან
  • -- უახლესი ისტორიიდან
  • -- საეკლესიო სამართალი
  • -- ჭეშმარიტი სასწაულები
  • -- საცდურები
  • -- შეიცანი ჟამი
  • -- კითხვა-პასუხი
  • -- სხვადასხვა
  • -- რუსულენოვანი გვერდი
  • -- ინგლისურენოვანი გვერდი
  • კონტაქტი
  • წმ. ნინო
  • წმ. გიორგი
  • წმ. ვახტანგ გორგასალი
  • წმ. დავით აღმაშენებელი
  • წმ. თამარ მეფე
  • წმ. აცამეტი ასურელი მამა
  • წმ. გრიგოლ ხანძთელი
  • წმ. აბო თბილელი
  • წმ. ქეთევან წამებული
  • წმ. შუშანიკი
  • წმ. არგვეთის მთავარნი დავითი და კონსტანტინე
  • წმ. შალვა, ბიძინა, ელისბარი
  • წმ. ნიკოლოზი
  • წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელი
  • წმ. მაქსიმე აღმსარებელი
  • წმ. მარკოზ ეფესელი
  • წმ. დავით გარეჯელი
  • წმ. შიო მღვიმელი
  • წმ. იოანე ზედაზნელი
  • წმ. ანტონ მარტმყოფელი
  • წმ. ისე წილკნელი
  • წმ. აბიბოს ნეკრესელი
  • წმ. ზენონ იყალთოელი
  • წმ. ისიდორე სამთავრელი
  • წმ. ამბა იოსებ ალავერდელი
  • წმ. ნეოფიტე ურბნელი
  • წმ. პიროს ბრეთელი
  • აბსურდიზმი
  • ჰუმანიზმი
  • ნიჰილიზმი
  • დარვინიზმი
  • მარქსიზმი
  • ევოლუციონიზმი
  • ახალი ადამიანი
  • მასობრივი კულტურა
  • რევოლუციის სახეობები
  • სპირიტიზმი
  • მაგია, მისნობა, ჯადოქრობა
  • უნია
  • ანტიქრისტე
 
მობ: 591 97 04 90
2012 Xareba.net

Сайт работает под управлением DataLife Engine