xareba
 
  • ნაყროვანება
  • სიძვა
  • ვერცხლისმოყვარეობა
  • მრისხანება
  • მწუხარება
  • ჭმუნვა
  • ცუდმედიდობა
  • ამპარტავნება
  • თავშეკავება
  • უბიწოება
  • უპოვარება
  • სიმშვიდე
  • ნეტარი გლოვა
  • მღვიძარება
  • სიმდაბლე
  • სიყვარული
  • მარხვა
  • თავისუფლება
  • სიმდიდრე
  • სიძუნწე
  • სინდისი
  • სიკვდილი
  • მემთვრალეობა
  • ნარკომანია
  • სინანული
  • შური
  • ანტიმოდერნიზმი
  • მოდერნიზმი
  • ადოგმატიზმი
  • ეკუმენიზმი
  • პაპიზმი
  • პროტესტანტიზმი
  • ლიბერალიზმი
  • გლობალიზმი
  • იუდაიზმი
  • სექტანტიზმი
  • ორიგენიზმი
  • სრულიად მართლმადიდებელთა კრება
Xareba.net » რუბრიკები » საცდურები » სიყალბის შემჩნევის დილემა - დავით ჯინჭარაძე
სიყალბის შემჩნევის დილემა - დავით ჯინჭარაძე
გუშინ, 12:17  / ამოსაბეჭდი ვერსია

სიყალბის შემჩნევის დილემა - დავით ჯინჭარაძე

 

   ადამიანებს უჭირთ სიყალბის შემჩნევა ეკლესიაში და ამის ხელშემწყობი მიზეზი არსებობს. მღვდელმონაზონი სერაფიმე როუზი ამბობს:„ჩვენ ვართ სიყალბისა და ყოველივე ხელოვნურის, მათ შორის, ყალბი ქრისტიანობის და ყალბი მართლმადიდებლობის ნაყოფი. მოდით, გამოვიჩინოთ საკმარისი თავმდაბლობა და ვაღიაროთ ეს. ჩვენ დროს კი  ეს მდგომარეობა გამძაფრდა, სიყალბემ მოიცვა ადამიანის ყველა ძირითადი ფასეულობა და ღირებულება; დაქვეითდა კეთილისა და ბოროტის ცნების გარჩევის უნარი, ყველგან და ყველაფერში ვლინდება ადამიანის ღირსების შეფასების ყალბი მიდგომა, ხდება შემწყნარებლობა უღირსი ქმედებებისა და მათი „პოზიტივად შეფუთვა".

   რატომ დაკარგა ადამიანმა სიყალბის გარჩევის უნარი? მამები ამ კითხვაზე შემდეგნაირად პასუხობენ: - ადამიანმა დაკარგა რწმენა და სიყვარული ჭესმარიტების მიმართ და შედეგად, ღვთის დაშვებით, მან დაკარგა მადლი და სიმართლისა და სიცრუის გარჩევის უნარი.

   უფრო დეტალურად რომ განვიხილოთ ეს მოვლენა დავინახავთ, რომ საქმე გვაქვს ჭესმარიტი ორიენტირის ხელოვნურ შეცვლასთან. ანუ, ადამიანების ყურადღება შეგნებულად  გადატანილია „მოხერხებულ" და „აღიარებულ" მტერზე, საფრთხეზე, ხოლო ის მზაკვრული სიყალბე და სიმახინჯე, რომელიც ხშირად მოდერნიზმის სახით ვლინდება ეკლესიაში, დაფარული რჩება.

   მაგალითად, ხშირად გვესმის ჰომოსექსუალიზმთან, ფაშიზმთან, კომუნიზმთან,ნარკომანიასთან და სხვადასხვა აღიარებულ დანაშაულებთან თუ საფრთხეებთან ბრძოლის და წინააღმდეგობის შესახებ (რაც თავისთავად დადებითი მოვლენაა), მაშინ როდესაც ქრისტიანისთვის ეს ბოროტება დიდი ხანია გასაგებია და განმარტებას არ საჭიროებს. სხვათაშორის, ეს პრაქტიკა ძალიან ახასიატებთ თანამედროვ "ცრუ-სტარცებს". მათი სტილი სწორედ ეს არის - „აღიარებულ" ბოროტებასთან ბრძოლა ეკლესიაში შენიღბული განახლებების იგნორირებით და ხშირად მათი შემოტანით. ხოლო სათანადო ყურადღების მიღმა რჩება: პროტესტანტული, კათოლიკური, ორიგენისტული და სხვა სულისკვეთება, რომელიც შიგნიდან ღრნის ეკლესიას.

   ამრიგად, როდესაც ადამიანები კითხულობენ: რას ამბობს მოდერნისტი არასწორს? პასუხი გახლავთ შემდეგი: - ის დუმს მთავარზე, არსებითზე, აქტუალურზე! სწორედ ამ დუმილში მჟღავნდება ცბიერება, სიყალბე და ღალატი! ამ რეალობაში ვართ ჩვენ დიდწილად დღეს.

    რა არის მართლმადიდებლური სწავლების რჩევა? ეს არის რწმენაში განმტკიცება, სიფრთხილის სათნოების შეძენა, შეგნებულად იგნორირებულ თემებზე კითხვების დასმა და ა.შ.

   რამეთუ ჩვენ ვცხოვრობთ იმ დროში, როდესაც მსგავს შენიღბბებს სულისთვის ზიანი მოაქვს, კერძოდ, ცოდვა შეუმჩნეველი ხდება, იგი ჩვენს სულს აზიანებს და დაღუპვას იწვევს. წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვი ამბობს: "ერთ არასწორ აზრს შეუძლია სული დაღუპოს".

   ჩვენ უნდა ვისწავლოთ, განსხვავება - ღთის ქალაქსა და კაცობრივ (ამქვეყნიურ) ქალაქს შორის. ღვთის ადამიანსა და ამქვეყნიურ ადამიანს შორის. უნდა განვასხვავოთ ეკლესია, რომელიც არაამსოფლისაგანია, მოდერნიზმისაგან, რომელიც ამსოფლიურია. ეს ორი მიმართულებაა დღეს ეკლესიაში შემოჭრილი. ერთი სულის ცხონებას ემსახურება, მეორე - მის დაღუპვას.  ამის გარჩევა კი არა უსიყვარულობა, არამედ სიყვარულის უდიდესი გამოვლინებაა.

   ეკლესია ერთია და საყოველთაო. ცრუობს ყველა, ვინც მართლმადიდებლური ეკლესიის სხვა „ეკლესიებთან" გაერთიანებაზე საუბრობს.  მართლმადიდებლობას არ სჭირდება „გამდიდრება"- ის მისტიური სხეულია ქრისტესი და სრულყოფილია. ვისაც ერთიანობა სურს, უნდა დაუბრუნდეს მართლმადიდებლურ ეკლესიას.

   ამრიგად, ეკლესიაში არიან ღვთის მეგობრები და ღვთის მტრები, რომლებიც მეგობრებად გვაჩვენებენ თავს. ზოგიერთისთვის ეს სიტყვები მკაცრია, თუმცა მართლმორწმუნესთვის სწორედ ეს სიტყვებია მანუგეშებელი და არა სიცრუით შენიღბული სიტყვა, რომელი ხრწნის და ღუპავს ადამიანს.

 


დავით ჯინჭარაძე 

www.xareba.net - ის რედაქცია 


  • მთავარი
  • -- ახალი ამბები
  • -- მნიშვნელოვანი თემები
  • -- კალენდარი
  • -- ქრისტიანული ოჯახი
  • -- მართმადიდებელი ეკლესია
  • -- მართმადიდებლული კატეხიზმო
  • -- ლოცვა
  • -- წმ. მამათა საგანძურიდან
  • -- წერილები სულიერ შვილებს
  • -- წმიდათა ცხოვრება
  • -- რელიგიური ცდომილებანი
  • -- მხილებითი ღვთისმეტყველება
  • -- იდეოლოგიური ცდომილებანი
  • -- თანამედროვე მამები
  • -- ძველი აღთქმის ისტორიიდან
  • -- უახლესი ისტორიიდან
  • -- საეკლესიო სამართალი
  • -- ჭეშმარიტი სასწაულები
  • -- საცდურები
  • -- შეიცანი ჟამი
  • -- კითხვა-პასუხი
  • -- სხვადასხვა
  • -- რუსულენოვანი გვერდი
  • -- ინგლისურენოვანი გვერდი
  • კონტაქტი
  • წმ. ნინო
  • წმ. გიორგი
  • წმ. ვახტანგ გორგასალი
  • წმ. დავით აღმაშენებელი
  • წმ. თამარ მეფე
  • წმ. აცამეტი ასურელი მამა
  • წმ. გრიგოლ ხანძთელი
  • წმ. აბო თბილელი
  • წმ. ქეთევან წამებული
  • წმ. შუშანიკი
  • წმ. არგვეთის მთავარნი დავითი და კონსტანტინე
  • წმ. შალვა, ბიძინა, ელისბარი
  • წმ. ნიკოლოზი
  • წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელი
  • წმ. მაქსიმე აღმსარებელი
  • წმ. მარკოზ ეფესელი
  • წმ. დავით გარეჯელი
  • წმ. შიო მღვიმელი
  • წმ. იოანე ზედაზნელი
  • წმ. ანტონ მარტმყოფელი
  • წმ. ისე წილკნელი
  • წმ. აბიბოს ნეკრესელი
  • წმ. ზენონ იყალთოელი
  • წმ. ისიდორე სამთავრელი
  • წმ. ამბა იოსებ ალავერდელი
  • წმ. ნეოფიტე ურბნელი
  • წმ. პიროს ბრეთელი
  • აბსურდიზმი
  • ჰუმანიზმი
  • ნიჰილიზმი
  • დარვინიზმი
  • მარქსიზმი
  • ევოლუციონიზმი
  • ახალი ადამიანი
  • მასობრივი კულტურა
  • რევოლუციის სახეობები
  • სპირიტიზმი
  • მაგია, მისნობა, ჯადოქრობა
  • უნია
  • ანტიქრისტე
 
მობ: 591 97 04 90
2012 Xareba.net

Сайт работает под управлением DataLife Engine