xareba
 
  • ნაყროვანება
  • სიძვა
  • ვერცხლისმოყვარეობა
  • მრისხანება
  • მწუხარება
  • ჭმუნვა
  • ცუდმედიდობა
  • ამპარტავნება
  • თავშეკავება
  • უბიწოება
  • უპოვარება
  • სიმშვიდე
  • ნეტარი გლოვა
  • მღვიძარება
  • სიმდაბლე
  • სიყვარული
  • მარხვა
  • თავისუფლება
  • სიმდიდრე
  • სიძუნწე
  • სინდისი
  • სიკვდილი
  • მემთვრალეობა
  • ნარკომანია
  • სინანული
  • შური
  • ანტიმოდერნიზმი
  • მოდერნიზმი
  • ადოგმატიზმი
  • ეკუმენიზმი
  • პაპიზმი
  • პროტესტანტიზმი
  • ლიბერალიზმი
  • გლობალიზმი
  • იუდაიზმი
  • სექტანტიზმი
  • ორიგენიზმი
  • სრულიად მართლმადიდებელთა კრება
Xareba.net » რუბრიკები » მხილებითი ღვთისმეტყველება » დესტრუქციული პოლემიკის ნიშნები — დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე
დესტრუქციული პოლემიკის ნიშნები — დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე
20-04-2026, 18:58  / ამოსაბეჭდი ვერსია

დესტრუქციული პოლემიკის ნიშნები — დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე

 

   თანამედროვე  საღვთისმეტყველო მეცნიერება თავისი განვითარების, ალბათ, ყველაზე მძიმე პერიოდშია. ამის თქმის უფლებას გვაძლევს ამჟამინდელი მოცემულობა: ობიექტურ მკითხველს, შესწავლის მსურველს უჭირს გაერკვეს, რომელია შემოთავაზებულ ვერსიებს შორის ჭეშმარიტი სწავლება. ვითარებას ართულებს ისიც, რომ „აკადემიური წრეები" შთაგვაგონებენ: „ყველა მათგანს აქვს არსებობის უფლება". ამას მოსდევს ის „საღვთისმეტყველო ქაოსიც", რომლითაც გამოირჩევა თანამედროვე ღვთისმეტყველება.

   საქმე ისაა, რომ მავანი დაეჩვია საღვთისმეტყველო საკითხის თვითნებურ განმარტებას — ე.ი. „ინდივიდუალურ", „შემოქმედებით" მისწრაფებებს აყალიბებს პატრისტიკის ზღვაში არსებულ ერთ-ერთ შეხედულებაზე (კერძო აზრზე) დაყრდნობით. შემდეგ იწყებს ამ კერძო აზრის გადოგმატურებას. არადა, ყველაფერი მარტივად ლაგდება, თუკი საღვთისმეტყველო საზრისს ჩამოვაყალიბებთ წმ. წერილისა და მსოფლიო კრებების განსაზღვრებათა კვალდაკვალ. საღვთისმეტყველო პოლემიკასაც მაშინ აქვს აზრი, როდესაც ეს ძირეული მიდგომაა ძალაში: ოპონენტი არ იწყებს ცალკეული (ან რამდენიმე) წმინდანის შეხედულებაზე „დოგმატური კონცეფციის" აგებას, არამედ მართლმადიდებელი ეკლესიის სისავსის (ე.ი. მსოფლიო და ავტორიტეტული კრებების) საფუძველზე აყალიბებს იგი თავის პოზიციას.

   ჩვენი ნაშრომის სათაურში შეგნებულად მოვიხმეთ სიტყვა „საპოლემიკო". ამით ყურადღებას ვამახვილებთ შემდეგ გარემოებაზე: საღვთისმეტყველო საკითხი „საპოლემიკო" მაშინ ხდება, როდესაც ერთი მხარე არღვევს ზემოთ მითითებულ საკვანძო პრინციპით განიხილავს. ჩნდება კითხვა: როდის ღირს პოლემიკა და როდის კარგავს ის აზრს? როგორ წარვმართოთ ჯანსაღი პოლემიკა იმგვარად, რომ ოპონენტს არ მივცეთ თავისი ამბიციით რეალიზების საშუალება? ე.ი. თუკი ოპონენტის „პოლემიკა" სულაც არ ისახავს მიზნად ჭეშმარიტების გამოვლენას, არამედ უბრალოდ „კვებავს" მის „ინტელექტუალურ" შესაძლებლობას, თუკი ოპონენტი არაფრად აგდებს საკითხზე არსებულ მსოფლიო კრების განსაზღვრებას.

   ჯანსაღი პოლემიკის მიზანი ყოველთვის იყო, არის და იქნება ჭეშმარიტების წვდომა, გამოვლენა. საამისოდ კი ოპონენტებმა რიგი ფაქტორები უნდა გაითვალისწინონ. ხოლო თუკი ქვემოთ მითითებული ფაქტორები უხეშად ირღვევა, შესაბამისად, „პოლემიკას პოლემიკისთვის" ყველანაირი აზრი ეკარგება. ეს ფაქტორებია:

   * განისაზღვროს, რაში მდგომარეობს, რა არის უთანხმოების მიზეზი?

   * წარმოადგინონ თავიანთი არგუმენტები, ვისიც მეტად სარწმუნოა ის იქნას აღიარებული ოპონენტის მიერ.

   * მითითებული არგუმენტი უნდა იყოს სარწმუნო, ავთენტური, არ უნდა იძლეოდეს ორაზროვანი განმარტების საშუალებას. ჰიპოთეზა, მოსაზრება, კერძო აზრი არგუმენტად არ მიიჩნევა.

   * დაუშვებელია სოფიზმების (ფილოსოფიური ცრუსიბრძნის) გამოყენება, დემაგოგია, სიტყვებით მანიპულირება და ა.შ.

   * დაუშვებელია ფსიქოლოგიური ზეწოლა (პიროვნულ თვისებებზე აქცენტის გადატანა, სარკაზმი, შეურაცხყოფა, არაკორექტული საუბრები).

   * უნდა განიხილებოდეს მხოლოდ ის საკითხები, რომლებზეც არის დავა, დაუშვებელია სხვა საკითხებზე გადახტომა, ე.ი. ზუსტად განისაზღვროს განხილვის საგანი.

   * მნიშვნელოვანია პრინციპულობა და არა სიჯიუტე, ე.ი. საჭიროების შემთხვევაში ვაღიაროთ უნდა საკუთარი შეცდომა და ოპონენტის სიმართლე.

   * დაცული უნდა იყოს ეთიკური ნორმები: სიმშვიდე, თავშეკავება, კეთილგანწყობა.

   * დაუშვებელია ცრუბრალდება, მით უფრო ერესში ბრალდება, თუკი არ არსებობს საამისო უტყუარი მტკიცებულება. ეს კი დროში გამოცდასა და ავტორიტეტულ (ამაში დარწმუნებული უნდა ვიყოთ, რათა კრეტის 2016 წ. კრების მსგავსი არ მივიჩნიოთ ავტორიტეტულად) კრებსით გადაწყვეტილებას საჭიროებს.

   * დაუშვებელია მითითებული წყაროს კონტექსტის დამახინჯება (ამოჭრა, ჩამატება, საკუთარი ინტერპრეტაცია და ა.შ.) საკუთარი ვიწრო ინტერესების გამო. ამას ხშირად ვაწყდებით თანამედროვე პრაქტიკაში.

   * დაუშვებელია მოწინააღმდეგის ბანაკში დაპირისპირების გაჩაღების მიზნით შფოთის ჩამოგდების მცდელობა. თუკი მავანი ცდილობს თანამოაზრეებში განსხვავებულ ხედვებზე აპელირებას, მით უფრო მაშინ, როცა ეს განსხვავება ან არ არსებობს, ან არარსებითია.

   * რაც ყველაზე მნიშვნელოვანია: პრიორიტეტული არგუმენტის გამოვლენა; ე.ი. უნდა განისაზღვროს, რომელ არგუმენტს ენიჭება საბოლოო სიტყვის ძალა. მართლმადიდებლური ღვთისმეტყველების თვალსაზრისით, ასეთია წმ. წერილი და მსოფლიო მნიშვნელობის კრებები, რომლებსაც ეკლესიამ უცდომელი კრიტერიუმის სტატუსი მიანიჭა.

   სამწუხაროდ, ოპონენტების უმრავლესობა არაფრად მიიჩნევს აღნიშნულ ფაქტორებს. საკუთარი „შემოქმედებითი" უნარები უფრო ავტორიტეტულია მისთვის. ასეთ ოპონენტებთან პოლემიკას აზრი არა აქვს. ამბიციური მიდგომა იოლად „იშიფრება": ის არა ჭეშმარიტებას, არამედ საკუთარი ეგოს დაკმაყოფილებას ემსახურება. ასეთ ოპონენტთან პოლემიკა ყოვლად დაუშვებელია — ის ყოველთვის შეეცდება დემაგოგიის მორევში ჩაითრიოს მოკამათე და მასაც, სხვასაც თავს მოახვიოს თავისი დემაგოგია. აი, რატომ დაკარგა პოლემიკამ აზრი. დესტრუქცია ვერასდროს გახდება კონსტრუქცია იმიტომ, რომ რადიკალურად განსხვავებულია მათი საფუძვლები.

 

 

 

დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე 

www.xareba.net - ის რედაქცია 


  • მთავარი
  • -- ახალი ამბები
  • -- მნიშვნელოვანი თემები
  • -- კალენდარი
  • -- ქრისტიანული ოჯახი
  • -- მართმადიდებელი ეკლესია
  • -- მართმადიდებლული კატეხიზმო
  • -- ლოცვა
  • -- წმ. მამათა საგანძურიდან
  • -- წერილები სულიერ შვილებს
  • -- წმიდათა ცხოვრება
  • -- რელიგიური ცდომილებანი
  • -- მხილებითი ღვთისმეტყველება
  • -- იდეოლოგიური ცდომილებანი
  • -- თანამედროვე მამები
  • -- ძველი აღთქმის ისტორიიდან
  • -- უახლესი ისტორიიდან
  • -- საეკლესიო სამართალი
  • -- ჭეშმარიტი სასწაულები
  • -- საცდურები
  • -- შეიცანი ჟამი
  • -- კითხვა-პასუხი
  • -- სხვადასხვა
  • -- რუსულენოვანი გვერდი
  • -- ინგლისურენოვანი გვერდი
  • კონტაქტი
  • წმ. ნინო
  • წმ. გიორგი
  • წმ. ვახტანგ გორგასალი
  • წმ. დავით აღმაშენებელი
  • წმ. თამარ მეფე
  • წმ. აცამეტი ასურელი მამა
  • წმ. გრიგოლ ხანძთელი
  • წმ. აბო თბილელი
  • წმ. ქეთევან წამებული
  • წმ. შუშანიკი
  • წმ. არგვეთის მთავარნი დავითი და კონსტანტინე
  • წმ. შალვა, ბიძინა, ელისბარი
  • წმ. ნიკოლოზი
  • წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელი
  • წმ. მაქსიმე აღმსარებელი
  • წმ. მარკოზ ეფესელი
  • წმ. დავით გარეჯელი
  • წმ. შიო მღვიმელი
  • წმ. იოანე ზედაზნელი
  • წმ. ანტონ მარტმყოფელი
  • წმ. ისე წილკნელი
  • წმ. აბიბოს ნეკრესელი
  • წმ. ზენონ იყალთოელი
  • წმ. ისიდორე სამთავრელი
  • წმ. ამბა იოსებ ალავერდელი
  • წმ. ნეოფიტე ურბნელი
  • წმ. პიროს ბრეთელი
  • აბსურდიზმი
  • ჰუმანიზმი
  • ნიჰილიზმი
  • დარვინიზმი
  • მარქსიზმი
  • ევოლუციონიზმი
  • ახალი ადამიანი
  • მასობრივი კულტურა
  • რევოლუციის სახეობები
  • სპირიტიზმი
  • მაგია, მისნობა, ჯადოქრობა
  • უნია
  • ანტიქრისტე
 
მობ: 591 97 04 90
2012 Xareba.net

Сайт работает под управлением DataLife Engine