xareba
 
  • ნაყროვანება
  • სიძვა
  • ვერცხლისმოყვარეობა
  • მრისხანება
  • მწუხარება
  • ჭმუნვა
  • ცუდმედიდობა
  • ამპარტავნება
  • თავშეკავება
  • უბიწოება
  • უპოვარება
  • სიმშვიდე
  • ნეტარი გლოვა
  • მღვიძარება
  • სიმდაბლე
  • სიყვარული
  • მარხვა
  • თავისუფლება
  • სიმდიდრე
  • სიძუნწე
  • სინდისი
  • სიკვდილი
  • მემთვრალეობა
  • ნარკომანია
  • სინანული
  • შური
  • ანტიმოდერნიზმი
  • მოდერნიზმი
  • ადოგმატიზმი
  • ეკუმენიზმი
  • პაპიზმი
  • პროტესტანტიზმი
  • ლიბერალიზმი
  • გლობალიზმი
  • იუდაიზმი
  • სექტანტიზმი
  • ორიგენიზმი
  • სრულიად მართლმადიდებელთა კრება
Xareba.net » რუბრიკები » მხილებითი ღვთისმეტყველება » პავლე მოციქულის სწავლება „ბუნებითი შჯულის“ მნიშვნელობის შესახებ - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე
პავლე მოციქულის სწავლება „ბუნებითი შჯულის“ მნიშვნელობის შესახებ - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე
გუშინ, 19:11  / ამოსაბეჭდი ვერსია

პავლე მოციქულის სწავლება „ბუნებითი შჯულის“ მნიშვნელობის შესახებ - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე

 

   პავლე მოციქულის ეპისტოლეების შინაარსს მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავს საუბარი „ბუნებითი სჯულის" რაობაზე. ამ საკითხის გარკვევამდე მიზანშეწონილია გავიაზროთ, თუ როგორი შეიძლება იყოს მადლის გამოვლენა ადამიანებში. 

   საქმე ისაა, რომ წმ. მამები ერთმანეთისაგან განარჩევდნენ „მაცხოვნებელ" მადლს („спасающая") „მოსამზადებელი" („предворяющая") მადლისაგან. პირველი რჩეულთა ხვედრია, მეორე — საყოველთაო, რადგან სხვაგვარადმადიდებლებშიც (ე.ი. წარმართებში, იუდეველებში და ა.შ.) მოქმედებს. „მოსამზადებელი" (იგივე „გარეგნული", „საყოველთაო") მადლი რომ არამართლმადიდებლებშიც მოქმედებს, რომ ის ყველა ადამიანს მოიცავს, ამას მოდერნისტ-ეკუმენისტები ვერ იაზრებენ, არადა ეს განსხვავება, გარეგნული რომ ყველა ადამიანის (ვით ღვთის ქმნილების) კუთვნილებაა, ხოლო შინაგანი (მაცხოვნებელი, განმწმენდელი) კი — მარტოოდენ ღვთის რჩეულთა (ე.ი. მათი, ვისაც ღმერთი აცხონებს მართლმადიდებელი ეკლესიის წიაღში), არის სწორედ მნიშვნელოვანი.

   აღმოსავლეთის პატრიარქთა კრებსით განსაზღვრებაში ვკითხულობთ:

   „წმ. წერილი გვასწავლის, რომ ყოველი მორწმუნე ცხონდება სარწმუნოებითა და თავისი ღვაწლით. ამასთან, ჩვენი ცხონების ერთადერთ მიზეზად მხოლოდ ღმერთი სახელდება. ვინაიდან ის წინასწარ გვაძლევს განმწმენდელ მადლს, რომელიც ანიჭებს ადამიანს ღვთაებრივი ჭეშმარიტების შემეცნების უნარს და ასწავლის, თუ როგორ აკეთოს სიკეთე ღვთივსათნოდ, რათა მოიპოვოს ცხონება. ის (ღმერთი) არ უარყოფს ადამიანის თავისუფალ ნებას, არამედ აძლევს საშუალებას დაემორჩილოს, ან არ დაემორჩილოს მისი (მადლის) მოქმედებას".1

   ასე რომ, „მაცხოვნებელი" (იგივე „განმწმენდელი") მადლის მოქმედება ნათელია — მხოლოდ ამ მადლით არის შესაძლებელი ღვთაებრივი ჭეშმარიტების შემეცნება.

   ახლა გასარკვევია, რა ფაქტორებმა განაპირობა „მაცხოვნებელი" მადლის განზოგადება, უფრო სწორად, ვინ შემოაპარა ეკლესიის წიაღში კონცეფცია, რომ მადლი ყველა ადამიანზე ერთნაირად მოქმედებს. ამის ავტორი ორიგენეა. მან (პლატონიზმსა და არისტოტელიზმზე დაყრდნობით) განაცხადა, რომ „მადლი მსგავსია წვიმისა, რის შემდეგაც დამუშავებულ მიწას მოაქვს კეთილი ნაყოფი, ხოლო დაუმუშავებელს — ხენეში ნაყოფი".2

   როგორც ვხედავთ, ორიგენეს აზრით, მადლი ყველა ადამიანზე ერთნაირად მოქმედებს და თავად ის (ადამიანი) „ღვაწლის" (და არა ღვთის მადლის მიხედვით) განაპირობებს მის მიერ „დამუშავებული მიწის" (იგივე „მოღვაწეობის") ნაყოფიერებას. აქედან მომდინარეობს ეკუმენისტების დასკვნაც: არსებითი მნიშვნელობა არა აქვს ჭეშმარიტების შემეცნებას, ნებისმიერი რჯულის ადამიანი, თავისი „მოღვაწეობის", „სიკეთის", „დამსახურების" ფასად მიიღებს იმ „წვიმას" („მადლს"), რაც საკმარისია ცხონებისათვის.

   აქედან იღებს სათავეს პავლე მოციქულის ზემოთ მითითებული საკითხის („ბუნებითი სჯულის რაობა") ორგვარი განმარტება, ერთი — მართლმადიდებლური, მეორე — ორიგენისტული. სწორედ ამ მიზეზით გახდა მიუღებელი მადლის ხარისხებად კლასიფიცირება მოდერნისტ-ეკუმენისტებში („აკადემიურ" წრეებში).

   პავლე მოციქული ტიტეს მიმართ ეპისტოლეში ამბობს:

   „რამეთუ გამოჩნდა მადლი იგი ღმრთისა მაცხოვრად ყოველთა კაცთა" (ტიტ. 2. 11). მანამდე მოციქული ბრძანებს: „რათა მოძღვრება იგი მაცხოვრისა ჩუენისა ღმრთისა შეიმკონ ყოველთა" (ტიტ. 2. 10), ხოლო მომდევნო პუნქტში ვკითხულობთ: „რაითა უარვყოთ უღმრთოებაი და სოფლის გულის თქუმაი, სიწმინდით და სიმართლით და ღვთის მსახურობით ვცხოვრობდეთ ამას სოფელსა" (ტიტ. 2. 12).

   რა თქმა უნდა, სიტყვები „მადლი იგი ღმრთისა მაცხოვრად ყოველთა კაცთა" ორიგენისტულ ჭრილში კი არ უნდა განვიხილოთ — თითქოს „ღვთის მადლი განურჩევლად ყველას აცხოვნებს", არა! ღვთის მადლი აცხოვნებს მხოლოდ მათ, ვინც „სიწმინდით, სიმართლით, ღვთის მსახურებით" ცხოვრობს ამ წუთისოფელში. ამას ადასტურებს პავლე მოციქული სხვა ეპისტოლეებშიც: „უკუეთუ ვისმე სული ქრისტესი არა აქუს, იგი არა არს მისი" (რომ. 8. 9). ე.ი. ვინც „მისია" (ქრისტეს სული, მადლი აქვს), განსაკუთრებულ მადლში იმყოფება. ხოლო წარმართებსა და იუდეველებს ქრისტესადმი როგორი დამოკიდებულება აქვთ კარგად მოგვეხსენება. მოციქული საუბრობს ქრისტეში (ახალ ადამში) — განახლებული ადამიანების მადლმოსილებაზე, რომელიც მიეცა „ყველას", ვინც „წინასწარ გვიჩინა ჩუენ შვილებად იესო ქრისტეს მიერ მისა მიმართ სათნოებისამებრ ნებისა მისისა" (ეფ. 1. 5). კორინთელთა მიმართ ეპისტოლეში დაკონკრეტებულია: „არამედ რაი-იგი არს ქრისტეს მიერ ახალი დაბადებული; პირველი იგი წარხდა, აჰა ესერა იქმნა ყოველივე ახალ" (2 კორ. 5. 17). როგორც ეპისტოლის მონაკვეთიდან ვხედავთ, „ახალ ადამში" დაბადებული ცხონების გზაზეა, ხოლო „ძველ ადამში" (ე.ი. წარმართობაში) დაბადებული — „წარხდა".

   მოდერნისტ-ეკუმენისტები ცდილობენ „ბუნებითი სჯული" იმდენად „ღირებულ" მოვლენად წარმოაჩინონ, რომ მისით ხელმძღვანელობა საკმარისი იყოს ცხონებისათვის. სულ სხვაგვარად ფიქრობს პავლე მოციქული: „გარდასტყდეს რტონი იგი („ბუნებითნი") რაითამე დავიმყნა, კეთილ! იგინი ურწმუნოებითა მათითა გარდასტყდეს, ხოლო შენ სარწმუნოებითა სდგა" (რომ. II. 19-20), მაგრამ „ნუ ჰმადლოი, არამედ გეშინოდენ" — განაგრძობს მოციქული — „უკუეთუ ღმერთმან ბუნებითთა მათ რტოთა არა ჰრიდა, ნუუკუე შენცა არა გრიდოს" (რომ. 11. 21). აქ ვხედავთ მინიშნებას, რომ ახალ ადამში მყოფნიც (თუკი ღვთისმოშიშებითა და ჭეშმარიტებით არ ვიცხოვრებთ) მოკვეთის კანდიდატები ვხდებით. ეს ხომ დადასტურებულია ერესების არსებობით, რომლებიც „მოიკვეთა" ქრისტეს ჭეშმარიტი (მართლმადიდებელი) ეკლესიისაგან.

   კვლავ ღვთაებრივ პავლეს მოვუსმინოთ: „რამეთუ საქმეთაგან შჯულისათა არა განმართლდეს ყოველი ხორციელი წინაშე მისსა, რამეთუ შჯულისაგან არს გამოცნობა ცოდვისა" (რომ. 3. 20). მკაფიოდ ითქვა: „შჯულით ვერ ცხონდები", ეკუმენისტები კი გვიკიჟინებენ: „ყველა ცხონდება", „ყველა თავისი გზებით მიდის ჭეშმარიტებისაკენ" და მისთ.

   მოციქული იუდაურ შჯულსაც ცოდვილ კატეგორიაში მოიხსენიებს: „ვხედავ სხუასა შჯულსა ასოთა შინა ჩემთა, რომელი-იგი წინა განუწყვების შჯულსა მას გონებისა ჩემისასა და წარმტყვენავს მე შჯულითა მით ცოდვისათა, რომელი-იგი არს ასოთა შინ ჩემთა" (რომ. 7. 23). მეტიც: ქრისტეს მოციქული იუდაურ და წარმართულ შჯულს შორის ტოლობის ნიშანს სვამს, ვინაიდან არც ერთი და არც მეორე არ ფლობს „მაცხოვნებელ" მადლს, არამედ მხოლოდ „მოსამზადებელს" („საყოველთაოს"), რომელსაც კონკრეტული მიზანი აქვს — შეაკავოს ცოდვის შედეგად სამყაროში შემოჭრილ ვნებათა გამანადგურებელი ქაოსი. ამ „საყოველთაო მადლმა" უნდა დაიცვას სამყარო თვითგანადგურებისაგან, ცხონებულთა რიცხვის გადასარჩენად. მაგრამ ვინც არაფრად აგდებს მოციქულის ამ დეფინიციას — ვერ (არ) განასხვავებს „ბუნებით შჯულს" ახალადამისეულისაგან, ის უთუოდ ორიგენიზმისა და პელგიანობის მახეში აღმოჩნდება.

   ამრიგად: ახალი ადამის (ქრისტეს) მაცხოვნებელი მადლი ონტოლოგიურად არ ახასიათებს ძველ ადამში მყოფ საზოგადოებას. წმ. წერილის ადეკვატური წაკითხვა გვარწმუნებს, რომ „ბუნებითი შჯულის" მქონე ადამიანების მარტოოდენ საკუთარი „ძალისხმევით" და „ღვაწლით" „კურნება", „რეინკარნაცია ახალ ბუნებად" არ (ვერ) მოხდება ავტომატურად. საამისოდ ახალი ადამის (ქრისტეს) მადლის მოქმედებაა აუცილებელი. როგორც „შევიმოსეთ ხატი იგი მიწისაგანისა, შევიმოსოთ ხატიცა იგი ზეცისაგანისა" (1 კორ. 15. 49).

   განსაკუთრებულ განხილვას საჭიროებს პავლე მოციქულის რომაელთა ეპისტოლის მეორე თავი, სახელდობრ ეს მონაკვეთი:

   „რამეთუ წარმართთა, რომელთა შჯული არა აქუნ, და ბუნებითსა მას შჯულსა ჰყოფენ, ამათ რამეთუ შჯულ არა აქუს, თავისა თვისისათვის შჯულ არიან, რომელნი გამოაჩინებენ საქმესა შჯულისასა, დაწერილსა გულთა შინა მათთა" (რომ. 2. 14-15).

   მოდერნისტ-ეკუმენისტები ამ მონაკვეთით სპეკულირებენ, თითქოს იპოვეს თავიანთი ერეტიკული შეხედულებების „გასამართლებელი საბუთი". მათ (ელინისტურ-ორიგენისტულ) კონცეფციაში ის წარმართული „სიბრძნის" „გაპრავებად" მიიჩნევა. სინამდვილეში აქ სწორედ რომ „საყოველთაო" მადლის არსებობაზეა საუბარი, რაც „ბუნებითი შჯულის" აღმასრულებლებსაც ცხადია გააჩნიათ, ვინაიდან „შჯულში" თუ მის მიღმა მყოფნი ერთნაირად „ისაჯნენ": „რამეთუ რომელთა-იგი უშჯულოდ შესცოდეს, უშჯულოდცა წარწყმდენ, და რომელთა შჯულსა შინა შესცოდეს, შჯულითაცა ისაჯნენ" (რომ. 2. 12), ე.ი. ჯამში ორივე (წარმართიც და იუდეველიც) ბრალდებულია.

   ამრიგად, ეკუმენისტური ჰუმანიზმი მცდარად ასკვნის, თითქოს ადამიანის ბუნებამ პირველქმნილი ცოდვის შემდეგაც შეინარჩუნა საკმარისი მადლი, რათა აკეთოს „სჯულისმიერი". მაგრამ ჩვენი სიხარული იმას ეფუძნება, რომ „სიწრფოებითა და ჭეშმარიტებითა ღმრთისათა და არა სიბრძნითა ხორციელითა" (2 კორ. 1. 12) ვართ განათლებულნი. მართალია, საყოველთაო მადლი ძველ ადამში მყოფთაც აძლევს ბუნებით სათნოებათა ქმნის საშუალებას — „ბუნებათსა მას შჯულსა ჰყოფენ" (რომ. 2. 14), მაგრამ „საქმეთაგან შჯულისათა არა განმართლდეს ყოველი ხორციელი წინაშე მისისა" (რომ. 3. 20).

   ამიტომ ვამბობთ ყველას გასაგონად, მხოლოდ მართლმადიდებელი ეკლესიის წიაღშია შესაძლებელი ცხონება!

   






1 Послание восточных патриархов о православной вере. 1723.

2 Origen. De princip. III. 1. 10. Иванов А. Благодать. Православная Энциклопедиия. Т5. С. 303.





 

დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე 

www.xareba.net - ის რედაქცია 


  • მთავარი
  • -- ახალი ამბები
  • -- მნიშვნელოვანი თემები
  • -- კალენდარი
  • -- ქრისტიანული ოჯახი
  • -- მართმადიდებელი ეკლესია
  • -- მართმადიდებლული კატეხიზმო
  • -- ლოცვა
  • -- წმ. მამათა საგანძურიდან
  • -- წერილები სულიერ შვილებს
  • -- წმიდათა ცხოვრება
  • -- რელიგიური ცდომილებანი
  • -- მხილებითი ღვთისმეტყველება
  • -- იდეოლოგიური ცდომილებანი
  • -- თანამედროვე მამები
  • -- ძველი აღთქმის ისტორიიდან
  • -- უახლესი ისტორიიდან
  • -- საეკლესიო სამართალი
  • -- ჭეშმარიტი სასწაულები
  • -- საცდურები
  • -- შეიცანი ჟამი
  • -- კითხვა-პასუხი
  • -- სხვადასხვა
  • -- რუსულენოვანი გვერდი
  • -- ინგლისურენოვანი გვერდი
  • კონტაქტი
  • წმ. ნინო
  • წმ. გიორგი
  • წმ. ვახტანგ გორგასალი
  • წმ. დავით აღმაშენებელი
  • წმ. თამარ მეფე
  • წმ. აცამეტი ასურელი მამა
  • წმ. გრიგოლ ხანძთელი
  • წმ. აბო თბილელი
  • წმ. ქეთევან წამებული
  • წმ. შუშანიკი
  • წმ. არგვეთის მთავარნი დავითი და კონსტანტინე
  • წმ. შალვა, ბიძინა, ელისბარი
  • წმ. ნიკოლოზი
  • წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელი
  • წმ. მაქსიმე აღმსარებელი
  • წმ. მარკოზ ეფესელი
  • წმ. დავით გარეჯელი
  • წმ. შიო მღვიმელი
  • წმ. იოანე ზედაზნელი
  • წმ. ანტონ მარტმყოფელი
  • წმ. ისე წილკნელი
  • წმ. აბიბოს ნეკრესელი
  • წმ. ზენონ იყალთოელი
  • წმ. ისიდორე სამთავრელი
  • წმ. ამბა იოსებ ალავერდელი
  • წმ. ნეოფიტე ურბნელი
  • წმ. პიროს ბრეთელი
  • აბსურდიზმი
  • ჰუმანიზმი
  • ნიჰილიზმი
  • დარვინიზმი
  • მარქსიზმი
  • ევოლუციონიზმი
  • ახალი ადამიანი
  • მასობრივი კულტურა
  • რევოლუციის სახეობები
  • სპირიტიზმი
  • მაგია, მისნობა, ჯადოქრობა
  • უნია
  • ანტიქრისტე
 
მობ: 591 97 04 90
2012 Xareba.net

Сайт работает под управлением DataLife Engine