xareba
 
  • ნაყროვანება
  • სიძვა
  • ვერცხლისმოყვარეობა
  • მრისხანება
  • მწუხარება
  • ჭმუნვა
  • ცუდმედიდობა
  • ამპარტავნება
  • თავშეკავება
  • უბიწოება
  • უპოვარება
  • სიმშვიდე
  • ნეტარი გლოვა
  • მღვიძარება
  • სიმდაბლე
  • სიყვარული
  • მარხვა
  • თავისუფლება
  • სიმდიდრე
  • სიძუნწე
  • სინდისი
  • სიკვდილი
  • მემთვრალეობა
  • ნარკომანია
  • სინანული
  • შური
  • ანტიმოდერნიზმი
  • მოდერნიზმი
  • ადოგმატიზმი
  • ეკუმენიზმი
  • პაპიზმი
  • პროტესტანტიზმი
  • ლიბერალიზმი
  • გლობალიზმი
  • იუდაიზმი
  • სექტანტიზმი
  • ორიგენიზმი
  • სრულიად მართლმადიდებელთა კრება
Xareba.net » რუბრიკები » მხილებითი ღვთისმეტყველება » ჭეშმარიტი VS ეკუმენისტური სიყვარული - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე
ჭეშმარიტი VS ეკუმენისტური სიყვარული - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე
გუშინ, 14:17  / ამოსაბეჭდი ვერსია

ჭეშმარიტი VS ეკუმენისტური სიყვარული - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე

 

   სიყვარული — ყველაზე აღმატებული მცნებაა: „შეიყვარო უფალი ყოვლითა გულითა, ყოვლითა სულითა, ყოვლითა გონებითა, ყოვლითა ძალითა შენითა და შეიყვარო მოყვასი, ვითარცა თავი თვისი". სიყვარულის მცნება ყოვლის მომცველია, შესაბამისად, მისი აღსრულებისათვის ქრისტიანს ქრისტეს ჭეშმარიტებაში სიყვარული მოეთხოვება. ამრიგად, მისი თაყვანისცემა იმგვარი უნდა იყოს, როგორადაც თავად განგვიცხადა თავი — როგორც ჭეშმარიტი ღმერთი და ჭეშმარიტი კაცი. ამიტომ ქრისტიანი სცოდავს, როდესაც სრულფასოვნად არ აღასრულებს ამ მცნებას, ე.ი. სცოდავს, როდესაც ქრისტეს ჭეშმარიტ სიყვარულში მთელი სისავსით არ მოიაზრებს მის სწავლებას და მის (ქრისტეში) ცხოვრებას. ამიტომაც სისავსეს მოკლებული, სხვაგვარი სიყვარული, სინამდვილეში ანტისიყვარულია, ანტისიყვარული კი ანტიქრისტეს სიყვარულს ნიშნავს.

   ეკუმენისტები გაიძახიან: „გვიყვარდეს ერთმანეთი", „მთავარია სიყვარული და არა დოგმატური განსხვავება კონფესიებს შორის". მაგრამ, ნუთუ არსებობს სიყვარული ჭეშმარიტების გარეშე ან ჭეშმარიტება სიყვარულის გარეშე? განა ქრისტეში ორივე ცნების აღიარებითა და გათავისებით არ ვხდებით ღვთისა ჭეშმარიტების თაყვანისმცემლები? დღეს მრავალი ერეტიკოსი და „მართლმადიდებელი ეკუმენისტი" საუბრობს სიყვარულზე, ეს ადვილია. აუცილებელი კი არის პირობა, ერთმანეთისაგან გაარჩიო ერთმანეთისაგან სიყვარული და პაროდია ქრისტესი. ეს კი მხოლოდ მართლმადიდებელ ეკლესიაშია შესაძლებელი. ისმის კითხვა: როგორ განვასხვავოთ სიყვარული და პაროდია ერთმანეთისაგან?

   პირველი: ქრისტეს სიყვარული სულიერი მოვლენაა და არა მშვინვიერი, ხორციელი. ის სამშვინველისა და ხორცის კატეგორიაზე აღმატებულია. სწორედ ამ მიზეზით განეშორებოდა მრავალი წმინდა მამა და დედა ამასოფელს და იძენდნენ ქრისტეს ჭეშმარიტ სიყვარულს.

   მეორე: ქრისტეს სიყვარული არ შემოიფარგლება მისი ნაწილობრივი წარმოჩენით. ჭეშმარიტი სიყვარული ქრისტიანისაგან მოითხოვს შეიყვაროს ყოველივე, რაც უყვარს ქრისტეს. პირველ რიგში ეს ჭეშმარიტების სიყვარულია, რომელიც არ უყვართ მოდერნისტ-ეკუმენისტებს. ჭეშმარიტების სიყვარული ხშირად სცილდება „ტოლერანტობის", „ჰუმანიზმის" და, თუნდაც, ოჯახის წევრების სიყვარულს, თუკი ის ღვთის სიყვარულზე მაღლაა დაყენებული. მაცხოვარი ბრძანებს: „რომელსა უყვარდეს მამა ანუ დედა უფროს ჩემსა, არა არს იგი ჩემდა ღირს; და რომელსა უყვარდეს ძე ანუ ასული უფროს ჩემსა, იგი არა არს ჩემდა ღირს" (მათ. 10. 37). ოჯახის წევრების სიყვარული ბუნებრივია ადამიანისათვის. ბუნებრივში ვგულისხმობთ დაცემული ადამიანის ბუნებას. ამიტომაც ეს სიყვარული ყველა რჯულის ადამიანისთვისაა ბოძებული, აქ არა მაცხოვნებელი (спасающая), მხსნელი მადლი, არამედ წინარე, მოსამზადებელი (предверяющая) მოქმედებს.

   ქრისტეს სიყვარული გაცილებით მეტს მოითხოვს ქრისტიანისაგან — ჭეშმარიტებაში სულიერ სიყვარულს.

   ამრიგად: ვინაიდან ქრისტეს სიყვარული ადამიანის ბუნებით სიყვარულზე აღმატებულია, შესაბამისად, დაცემულ ბუნებას (მადლის გარეშე) არ ძალუძს ქრისტეს ჭეშმარიტი სიყვარული. ეს კი ნიშნავს, რომ ჯერ უნდა მივიღოთ სულიწმინდის მადლი ღვთისაგან და მხოლოდ ამის შემდეგ ვისაუბროთ ქრისტეს სიყვარულის შესახებ. მაგრამ ერეტიკოსები სულაც არ ეძებენ ღვთის მადლს, მეტიც: შეურაცხყოფენ მას. სხვაგვარად რომ იყოს საქმე, ისინი აღიარებდნენ თავიანთ ცდომილებებს და დაუბრუნდებოდნენ დედაეკლესიას. „მართლმადიდებელი ეკუმენისტებიც" ერეტიკოსების „საგანძურის" მაძიებლებად იქცნენ — ე.ი. მათთვის არა ჭეშმარიტება, არამედ „პატივი", „ვოიაჟები", „ფუფუნება", „ურთიერთობებია" პრიორიტეტული. ამას ვეძახით ჩვენ სამშვინველისა და ხორცის ამარა დარჩენილ საზოგადოებას. ესაა მათი „სულიერება" და „სიყვარული", რაც, არსებითად, იუდას სიყვარულია.

   მაცხოვარი კვლავ შეგვაგონებს: „მაშინ დაბრკოლდებიან მრავალნი და ურთიერთას შინა-განსცემდენ და სძულობდენ ურთიერთას. და მრავალნი ცრუ-წინასწარმეტყველნი აღდგენ და აცთუნებდნენ მრავალთა. და განმრავლებითა უსჯულოებისათა განხმეს სიყვარული მრავალთა. ხოლო რომელმან დაითმინოს სრულიად, იგი ცხონდეს" (მათ. 24. 10-13).

   უფალი ბრძანებს: „განმრავლებითა უსჯულოებისათა განხმეს სიყვარული მრავალთა". მაგრამ რაგვარი სიყვარული „განხმება"? უსჯულოების (იგივე განდგომილების) პერიოდში ჭეშმარიტების ერთგულ ქრისტიანებს არა ბუნებითი რჯულის, არამედ ქრისტეს მადლმოსილი სიყვარული უნდა ჰქონდეთ. ამიტომაც დაამატა უფალმა: „რომელმან დაითმინოს სრულიად", ე.ი. ვინც ბოლომდე უერთგულებს ქრისტეს სიყვარულს, „იგი ცხონდება". მაგრამ თანამედროვე მოდერნისტ-ეკუმენისტებს, როგორც გითხარით, არ ადარდებთ ჭეშმარიტება. ისინი პილატეს მსგავსად კითხულობენ: „რა არის ჭეშმარიტება?" არ ეძებენ ღვთის მადლს, შესაბამისად — არც ქრისტეს სიყვარულს. ეს მკაფიოდ ჩანს, თუკი შევადარებთ დოგმატური ცდომილებების მიმართ წმ. მამათა და ეკუმენისტი „მამების" დამოკიდებულებას. წმ. მამების ანათემას გადასცემდნენ ყოველგვარ ერეტიკულ სწავლებას მსოფლიო კრებებზე. „მართლმადიდებელი ეკუმენისტების კრებებზე" (კრეტა 2016 წ.) კი ერეტიკოსები (პაპისტები, პროტესტანტები, მონოფიზიტები) საპატიო ადგილებზე ჰყავთ დასკუპებული. ცხადია, სიტყვებზე „ერესი", „ანათემა" და მისთანანი, საყოველთაო მორატორიუმია გამოცხადებული.

   აი, ამას ეძახიან ეკუმენისტები სიყვარულს! ჩვენ კი ამას სარწმუნოების ღალატს ვეძახით!







დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე 

www.xareba.net - ის რედაქცია 


  • მთავარი
  • -- ახალი ამბები
  • -- მნიშვნელოვანი თემები
  • -- კალენდარი
  • -- ქრისტიანული ოჯახი
  • -- მართმადიდებელი ეკლესია
  • -- მართმადიდებლული კატეხიზმო
  • -- ლოცვა
  • -- წმ. მამათა საგანძურიდან
  • -- წერილები სულიერ შვილებს
  • -- წმიდათა ცხოვრება
  • -- რელიგიური ცდომილებანი
  • -- მხილებითი ღვთისმეტყველება
  • -- იდეოლოგიური ცდომილებანი
  • -- თანამედროვე მამები
  • -- ძველი აღთქმის ისტორიიდან
  • -- უახლესი ისტორიიდან
  • -- საეკლესიო სამართალი
  • -- ჭეშმარიტი სასწაულები
  • -- საცდურები
  • -- შეიცანი ჟამი
  • -- კითხვა-პასუხი
  • -- სხვადასხვა
  • -- რუსულენოვანი გვერდი
  • -- ინგლისურენოვანი გვერდი
  • კონტაქტი
  • წმ. ნინო
  • წმ. გიორგი
  • წმ. ვახტანგ გორგასალი
  • წმ. დავით აღმაშენებელი
  • წმ. თამარ მეფე
  • წმ. აცამეტი ასურელი მამა
  • წმ. გრიგოლ ხანძთელი
  • წმ. აბო თბილელი
  • წმ. ქეთევან წამებული
  • წმ. შუშანიკი
  • წმ. არგვეთის მთავარნი დავითი და კონსტანტინე
  • წმ. შალვა, ბიძინა, ელისბარი
  • წმ. ნიკოლოზი
  • წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელი
  • წმ. მაქსიმე აღმსარებელი
  • წმ. მარკოზ ეფესელი
  • წმ. დავით გარეჯელი
  • წმ. შიო მღვიმელი
  • წმ. იოანე ზედაზნელი
  • წმ. ანტონ მარტმყოფელი
  • წმ. ისე წილკნელი
  • წმ. აბიბოს ნეკრესელი
  • წმ. ზენონ იყალთოელი
  • წმ. ისიდორე სამთავრელი
  • წმ. ამბა იოსებ ალავერდელი
  • წმ. ნეოფიტე ურბნელი
  • წმ. პიროს ბრეთელი
  • აბსურდიზმი
  • ჰუმანიზმი
  • ნიჰილიზმი
  • დარვინიზმი
  • მარქსიზმი
  • ევოლუციონიზმი
  • ახალი ადამიანი
  • მასობრივი კულტურა
  • რევოლუციის სახეობები
  • სპირიტიზმი
  • მაგია, მისნობა, ჯადოქრობა
  • უნია
  • ანტიქრისტე
 
მობ: 591 97 04 90
2012 Xareba.net

Сайт работает под управлением DataLife Engine