xareba
 
  • ნაყროვანება
  • სიძვა
  • ვერცხლისმოყვარეობა
  • მრისხანება
  • მწუხარება
  • ჭმუნვა
  • ცუდმედიდობა
  • ამპარტავნება
  • თავშეკავება
  • უბიწოება
  • უპოვარება
  • სიმშვიდე
  • ნეტარი გლოვა
  • მღვიძარება
  • სიმდაბლე
  • სიყვარული
  • მარხვა
  • თავისუფლება
  • სიმდიდრე
  • სიძუნწე
  • სინდისი
  • სიკვდილი
  • მემთვრალეობა
  • ნარკომანია
  • სინანული
  • შური
  • ანტიმოდერნიზმი
  • მოდერნიზმი
  • ადოგმატიზმი
  • ეკუმენიზმი
  • პაპიზმი
  • პროტესტანტიზმი
  • ლიბერალიზმი
  • გლობალიზმი
  • იუდაიზმი
  • სექტანტიზმი
  • ორიგენიზმი
  • სრულიად მართლმადიდებელთა კრება
Xareba.net » რუბრიკები » მხილებითი ღვთისმეტყველება » „პაპის უცდომელობის დოგმატის“ რაობისათვის — დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე
„პაპის უცდომელობის დოგმატის“ რაობისათვის — დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე
დღეს, 15:48  / ამოსაბეჭდი ვერსია

„პაპის უცდომელობის დოგმატის“ რაობისათვის — დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე

 

   აღმოსავლეთის მართლმადიდებლურ ეკლესიას მსოფლიო ეკლესიის, ვით ღმერთკაცობრივი სხეულის, მსოფლიო მნიშვნელობის უცდომელობა სწამს. სხვაგვარად რომ ვთქვათ: სულიწმინდის მადლი გვასწავლის და ყოველგვარი ცდომილებისაგან იცავს ეკლესიას, ე.ი. მთელი ეკლესიის სისავსის დოგმატურ განსაზღვრებებს აღიარებს და არა ცალკეული ეკლესიის წევრის (პაპის, პატრიარქის, გნებავთ წმ. მამის) უცდომელობას. ეს საკითხი, უფრო ზუსტად — საცთური, ოდითგანვე აწუხებდა დედაეკლესიას — გარკვეულ პიროვნებებს სურთ სხვებზე პირველობა და ბატონობა. შესაძლოა, საკუთარი საღვთისმეტყველო საზრისის გასამართლებლად თვით მსოფლიო და ავტორიტეტულ კრებებზე მაღლა დააყენონ მაგალითად, პაპის სწავლება. მეტიც: თავად წმინდა მამებს იყენებენ საკუთარი კონცეფციის ჩამოყალიბებაში და ადოგმატურებენ ცალკეული წმინდანის კერძო სწავლებას, კრებსით ცნობიერებაზე მაღლა აყენებენ მას. ეს იმდენად მოხშირებული შემთხვევაა, რომ არა თუ პაპისტები და მოდერნისტები, არამედ მიამიტი მართლმადიდებელი სასულიერო პირები და ერისკაცებიც მიმართავს. მიზეზი უთუოდ „ელინისტური სინდრომის" საყოველთაო გავრცელებაა. თუმცა, ამჯერად რომის პაპების „უცდომელობაზე" ვისაუბროთ — რამდენად არსებობს ამის დასაყრდენი წმინდა წერილსა და წმინდა გარდამოცემაში?

   პაპისტების აზრით, რომის ეკლესია (პაპები) უფლებამოსილებით პირველობას წმ. პეტრე მოციქულს უკავშირებს: ლათინი თეოლოგები იშველიებენ პეტრე მოციქულისთვის ქრისტეს მიერ თქმულ სიტყვებს: „ხოლო ვევედრე მამასა ჩემსა შენთვის, რაითა არა მოგაკლდეს სარწმუნოება შენი, და შენ ოდესმე მოიქეც და განამტკიცენ ძმანი შენნი" (ლუკ. 22. 23).

   მაგრამ ქრისტეს სიტყვები პეტრე მოციქულისადმი არ შეიძლება მიესადაგოს რომის ეპისკოპოსთ. ეს სიტყვები პირადად პეტრე მოციქულისთვის ითქვა და არა სხვისთვის. ამას ადასტურებენ წმ. ბასილი დიდი1, წმ. იოანე ოქროპირი2, წმ. კირილე ალექსანდრიელი3 და სხვა მამები. მართლაც: ძმების განმტკიცება სარწმუნოებაში მართებდა სწორედ პეტრე მოციქულს — მან შეარყია (სამგზის ქრისტეს უარყოფით) და მასვე უნდა განემტკიცებინა. „ძმებში" კი სულაც არ იგულისხმებიან სახელდობრ მოციქულები, ადრე ქრისტეს ყველა მოწაფეს ეწოდებოდა ძმები. წმ. წერილში ცხადადაა თქმული რომ „თვით თქუენგან აღდგენ კაცნი, რომელნი იტყვიან გულარძნილსა, რაითა განადგინნენ მოწაფენი შემდგომად მათდა" (საქმე 20. 30).

   უდავო ფაქტია: პირველ ათასწლეულში ეკლესიის არც ერთი დოგმატური საკითხი არ გადაწყვეტილა მხოლოდ რომის ეპისკოპოსის განაჩენით. ცამეტი საუკუნე ეკლესია ღრმა მდუმარებას აგებებდა პაპის უცდომელობის თეზას. მხოლოდ პაპის პრიმატის დოგმატის აღიარებით იკითხებოდა რომის პაპების მიერ „უცდომელობის" შემოღება.

   პაპების უცდომელობის იდეა პაპიზმში ტრიდენტის კრების (1545-1562 წ.წ.) შემდეგ იკვეთება. ამ კრებაზე განაცხადეს, რომ უცდომელობა პაპის კუთვნილებაა. მაგრამ მეცხრამეტე საუკუნემდე ეს სწავლება კერძო აზრად რჩებოდა, ე.ი. არ ჰქონდა მას საყოველთაო სარწმუნოებრივი დოგმის სტატუსი.

   1869 წლის 29 ივნისს პიუს IX-მ გამოსცა ბულა — Aeterni Partis, რომლითაც პაპისტები 8 დეკემბრისთვის „მსოფლიო კრებაზე" მოიხმო. ბულაში კრების მიზნები ზოგადად და ბუნდოვნად იყო წარმოდგენილი. კათოლიკეთა შორის გაჟონა ინფორმაციამ იმის შესახებ, რომ აპირებდნენ პაპის უცდომელობის დოგმატის დამტკიცებას.

   1869 წ. 8 დეკემბერს გაიხსნა ვატიკანის I კრება. მას 746 კაცი ესწრებოდა. დამსწრეთა უმრავლესობა თავიდანვე ახალი დოგმატის მხარდასაჭერად იყო განწყობილი. საამისოდ ჯერ კიდევ კრების კრების დაწყებამდე დაიჭირეს თადარიგი. პაპმა კრებამდე ცოტა ხნით ადრე ბევრ უეპარქიო ეპისკოპოსს გამოუძებნა ადგილი და ამგვარად თავის ერთგულთა ბანაკში მოაქცია. აგრეთვე: რაკი იტალიელ და ესპანელ ეპისკოპოსთან შორის პაპს მრავალი მხარდამჭერი ეგულებოდა, მათი რიცხვი ბევრად აღემატებოდა კრებაზე მოწვეულ გერმანელ, ფრანგ და პორტუგალიელ ეპისკოპოსთა რაოდენობას — მათგან პროტესტი იყო მოულოდნელი. ამასთან გადაწყდა, რომ შეკრებები მხოლოდ ლათინურ ენაზე ჩაეტარებინათ. არადა ბევრ ეპისკოპოსს უჭირდა ამ ენაზე საუბარი. ამიტომ საწინააღმდეგო აზრის გამოთქმის მსურველიც ნაკლები იქნებოდა; ბოლოს: კრების მსვლელობის მართვა დაევალათ პაპის უერთგულეს ეპისკოპოსებს.

   ფორმალური თათბირების შემდეგ პაპის რამდენიმე ეპისკოპოსმა შეადგინა პეტიცია კრების მიმართ, რომლითაც ისინი პაპის უცდომელობის დამტკიცებას მოითხოვდნენ. შემდეგ დაიწყეს პეტიციაზე ხელმოწერების შეგროვება. უმრავლესობამ მოაწერა ხელი პეტიციას, ხოლო მოწინააღმდეგეებმა პაპს თხოვნა-მუდარით მიმართეს, არ დაეშვა ამ დოგმატის კრებაზე დამტკიცების განხილვა; უკიდურეს შემთხვევაში, ახალი დოგმატის შერბილებული ფორმულირება ჩამოეყალიბებინათ. მაგრამ არაფერმა გაჭრა — ოპოზიციამ კრება დატოვა.

   1870 წ. 18 ივლისს კრებამ 533 ხმით 2-ის წინააღმდეგ მიიღო დეკრეტი პაპის უცდომელობის შესახებ. დეკრეტი გვამცნობდა:

   „წმინდა კრების თანხმობით ვასწავლით და ვადგენთ ღვთის მიერ ჩვენთვის განცხადებულ დოგმატს: როდესაც რომის პაპი ქადაგებს ex catedra (ექს კათედრა), ანუ როგორც ყოველი ქრისტიანის მწყემსი და მოძღვარი აღასრულებს თავის მოვალეობას და ზეგარდამო მონიჭებული სამოციქულო ძალაუფლების საფუძველზე განაჩინებს სწავლებას სარწმუნოებისა და ზეგარდამო მონიჭებული სამოქალაქო ძალაუფლების საფუძველზე განაჩინებს სწავლებას სარწმუნოებისა და ზნეობის შესახებ, რომელიც სავალდებულოა მთელი ეკლესიისათვის, ამ დროს იგი ღვთაებრივი მსხნელის მიერ თავისი ეკლესიისთვის მინიჭებული უცდომელობის მფლობელია იმ ღვთაებრივი შეწევნის ძალით, რომლითაც ღმერთმა აღუთქვა მას წმიდა პეტრეს სახით. აქედან გამომდინარე, რომის პაპის დადგენილებები თავისთავად, ეკლესიის თანხმობისაგან დამოუკიდებლად, ისეთი ძალის მქონეა, რომ არანაირ ცვლილებას არ ექვემდებარება. ღმერთმა ნუ ქნას და თუ ვინმე გაკადნიერდება და წინააღმდეგობას გაუწევს ჩვენს დადგენილებას, წყეულიმც იყოს და განიკვეთოს ეკლესიისაგან".4

   ამრიგად, პაპის „უცდომელობა" საშინელი ერესია, მართლმადიდებლური კრებსითი ცნობიერებისთვის კატეგორიულად მიუღებელი, ვინაიდან: დედაეკლესიის უცდომელ კრიტერიუმებს წარმოადგენს წმ. წერილი, მსოფლიო კრებათა გადაწყვეტილებანი (სარწმუნოების განსაზღვრებანი, დოგმატები და კანონები), რომელთა უცდომელობა ასევე მსოფლიო და ავტორიტეტულმა კრებებმა დაადასტურა და არა ცალკეულმა პაპებმა, გნებავთ ცალკეულად რომელიმე წმინდანმა!


   





1 Творения святых отцов. Том. VIII. გვ. 315. ციტ.

2 იქვე. Прот. Тарасий Серединский. Непогрешимость римского.

3 იქვე. Папы в учении веры…

4 „პაპის უცდომელობის დომატის" შესახებ. შედგენილია წიგნიდან Н. Талберг "История Христианской Церкви”. M. 1991. https// martlmadidebloba.ge

 

 

 

დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე 

www.xareba.net - ის რედაქცია 


  • მთავარი
  • -- ახალი ამბები
  • -- მნიშვნელოვანი თემები
  • -- კალენდარი
  • -- ქრისტიანული ოჯახი
  • -- მართმადიდებელი ეკლესია
  • -- მართმადიდებლული კატეხიზმო
  • -- ლოცვა
  • -- წმ. მამათა საგანძურიდან
  • -- წერილები სულიერ შვილებს
  • -- წმიდათა ცხოვრება
  • -- რელიგიური ცდომილებანი
  • -- მხილებითი ღვთისმეტყველება
  • -- იდეოლოგიური ცდომილებანი
  • -- თანამედროვე მამები
  • -- ძველი აღთქმის ისტორიიდან
  • -- უახლესი ისტორიიდან
  • -- საეკლესიო სამართალი
  • -- ჭეშმარიტი სასწაულები
  • -- საცდურები
  • -- შეიცანი ჟამი
  • -- კითხვა-პასუხი
  • -- სხვადასხვა
  • -- რუსულენოვანი გვერდი
  • -- ინგლისურენოვანი გვერდი
  • კონტაქტი
  • წმ. ნინო
  • წმ. გიორგი
  • წმ. ვახტანგ გორგასალი
  • წმ. დავით აღმაშენებელი
  • წმ. თამარ მეფე
  • წმ. აცამეტი ასურელი მამა
  • წმ. გრიგოლ ხანძთელი
  • წმ. აბო თბილელი
  • წმ. ქეთევან წამებული
  • წმ. შუშანიკი
  • წმ. არგვეთის მთავარნი დავითი და კონსტანტინე
  • წმ. შალვა, ბიძინა, ელისბარი
  • წმ. ნიკოლოზი
  • წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელი
  • წმ. მაქსიმე აღმსარებელი
  • წმ. მარკოზ ეფესელი
  • წმ. დავით გარეჯელი
  • წმ. შიო მღვიმელი
  • წმ. იოანე ზედაზნელი
  • წმ. ანტონ მარტმყოფელი
  • წმ. ისე წილკნელი
  • წმ. აბიბოს ნეკრესელი
  • წმ. ზენონ იყალთოელი
  • წმ. ისიდორე სამთავრელი
  • წმ. ამბა იოსებ ალავერდელი
  • წმ. ნეოფიტე ურბნელი
  • წმ. პიროს ბრეთელი
  • აბსურდიზმი
  • ჰუმანიზმი
  • ნიჰილიზმი
  • დარვინიზმი
  • მარქსიზმი
  • ევოლუციონიზმი
  • ახალი ადამიანი
  • მასობრივი კულტურა
  • რევოლუციის სახეობები
  • სპირიტიზმი
  • მაგია, მისნობა, ჯადოქრობა
  • უნია
  • ანტიქრისტე
 
მობ: 591 97 04 90
2012 Xareba.net

Сайт работает под управлением DataLife Engine