xareba
 
  • ნაყროვანება
  • სიძვა
  • ვერცხლისმოყვარეობა
  • მრისხანება
  • მწუხარება
  • ჭმუნვა
  • ცუდმედიდობა
  • ამპარტავნება
  • თავშეკავება
  • უბიწოება
  • უპოვარება
  • სიმშვიდე
  • ნეტარი გლოვა
  • მღვიძარება
  • სიმდაბლე
  • სიყვარული
  • მარხვა
  • თავისუფლება
  • სიმდიდრე
  • სიძუნწე
  • სინდისი
  • სიკვდილი
  • მემთვრალეობა
  • ნარკომანია
  • სინანული
  • შური
  • ანტიმოდერნიზმი
  • მოდერნიზმი
  • ადოგმატიზმი
  • ეკუმენიზმი
  • პაპიზმი
  • პროტესტანტიზმი
  • ლიბერალიზმი
  • გლობალიზმი
  • იუდაიზმი
  • სექტანტიზმი
  • ორიგენიზმი
  • სრულიად მართლმადიდებელთა კრება
Xareba.net » რუბრიკები » მხილებითი ღვთისმეტყველება » გაუთვალისწინებელი ისტორიული გაკვეთილები — დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე
გაუთვალისწინებელი ისტორიული გაკვეთილები — დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე
11-01-2026, 23:40  / ამოსაბეჭდი ვერსია

გაუთვალისწინებელი ისტორიული გაკვეთილები — დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე

 

   ეკლესიის ისტორია, ძველი და ახალი აღთქმის სწავლებები გვთავაზობს მრავალ მაგალითს იმისა, რა სავალალო შედეგებამდე შეიძლება მიგვიყვანოს „პირველობისა" და „რჩეულობის" ამბიციამ. მკითხველის ყურადღებას რამდენიმე ისტორიულ მოვლენაზე გავამახვილებთ.

   1. ოდესღაც ნამდვილად ღვთის რჩეულ და ძველი აღთქმის ეკლესიის მფლობელ ებრაელ ერს თავისი რჩეულობა სამარადჟამო მოცემულობა ეგონა. წინასწარმეტყველთა მრავალგზისი შეგონების მიუხედავად მათ არ შეასრულეს დაკისრებული პასუხისმგებლობა — სიღრმისეულად (და არა გარეგნულად. ფარისევლები — კ.ჯ.) დაეცვათ ბოძებული სარწმუნოება და აღთქმული მესიის მოლოდინი არ „გამოპარვოდათ" მხედველობიდან. ყველაფერი საპირისპიროდ მოხდა, რის შედეგადაც მიიღეს მაცხოვრის სიტყვა: „მიგეღოს თქუენგან სასუფეველი ღვთისა და მიეცეს ნათესავსა, რომელნი ჰყოფდნენ ნაყოფსა მისსა" (მათ. 21. 43). ე.ი. ქრისტე-ღმერთი უფლებამოსილია ჩამოართვას სავენახე „ძველ" მევენახეებს (იუდეველებს), და გადასცეს „ახლებს" („ახალ ისრაელს"), სხვა მეზვრეებს, რომლებიც სათანადო ნაყოფს გამოიღებენ ვენახისაგან. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ძველი აღთქმის ეკლესიამ დაასრულა თავისი არსებობა, იუდეველებმა ვერ გაართვეს თავი ბოძებულ წყალობას და ამიტომ ქრისტეშობის შემდეგ დაარსდა ახალი აღთქმის ეკლესია ღმერთკაცის — ქრისტეს მეთაურობით; მისი მემკვიდრე გახდა ყველა მართლმორწმუნე ქრისტიანი მთელ მსოფლიოში. სწორედ ეს ვერ გაისიგრძეგანეს, ვერ დაიტიეს ებრაელი ერის მეთაურებმა (მწიგნობრებმა და ფარისევლებმა) და წყალობით ნაცვლად მიიღეს რისხვა ღვთისა სიტყვისამებრ: „სისხლი მაგისი ჩუენ ზედა და შვილთა ჩუენთა ზედა" (მათ. 27. 25).

   წმ. იოანე ნათლისმცემელიც შეაგონებდა ებრაელთ: „ნუ ჰგონებთ და იტყვით თავით თვისით: მამაი გვივის ჩვენ აბრაამი, რამეთუ გეტყვით თქუენ, ვითარმედ: შემძლებელ არს ღმერთი აღდგინებად ქვათა ამათგან შვილად აბრაამისა" (მათ. 3. 8-9).

   მაცხოვრის წინაშეც ისმოდა ჯიუტი კიჟინა: „მამაი ჩვენი აბრაამი არს" (იონ. 8. 39), მიიღეს სამართლიანი პასუხი: „თქუენ მამისა ეშმაკისანი ხართ" (იონ. 8. 44).

   2. არანაკლებ მტკივნეულია „ახალი ისრაელის" (ქრისტიანების) „გაკვეთილები". პავლე მოციქულიც გვაფრთხილებდა: „უკუეთუ ღმერთმან ბუნებითთა მათ რტოთა არა ჰრიდა, ნუუკუე შენცა არა გრიდოს" (რომ. 11. 21). ძველი ისრაელის კვალდაკვალ „ახალიც" მთლიანად ვერ დარჩა დაცული „პირველობისა" და „რჩეულობის" ამბიციისაგან.

   დასავლეთში რომის დიდებისმოყვარებამ მისი ეკლესიის მმართველთა — რომის პაპების ამბიცია განავითარა. რომის ეკლესიამ პაპის პირველობა („პრიმატი" — ე.ი. სხვა ადგილობრივ ეკლესიებზე უფლებამოსილებით პირველობა) დოგმატურ ხარისხში აიყვანა. შემდეგ პაპების „უცდომელობაც" აღიარა, ერესებს ერესები მიუმატა და ოდესღაც დიადი რომის ეკლესია პაპისტურ ერესად გადაიქცა.

   3. სამწუხაროდ, არც ეს მწარე გაკვეთილი აღმოჩნდა საკმარისი პირველობის საცთურისაგან თავშესაკავებლად.

   ერთპიროვნული ბატონობისკენ ვნებიანი მისწრაფებით კონსტანტინოპოლის ეკლესიაც დასნეულდა. „პირველი რომის" დაცემის გაუთვალისწინებლობა „მეორე რომის" (ბიზანტიის) დაცემას მოასწავებდა. ბიზანტიის იმპერატორებისა თუ პატრიარქების გარკვეულ ნაწილს მიწიერი მეუფება უფრო ადარდებდა, ვიდრე ზეციური. პირველ რიგში ეს სარწმუნოებრივ ღალატში გამოვლინდა, რაც პაპისტებთან „უნიატურ" გაერთიანებას გულისხმობდა. ბიზანტიის იმპერატორი მიქაელ VIII (პალეოლოგი) ლეონის უნიის სულისჩამდგმელი გახლდათ და სიცოცხლის ბოლომდე უნიატად დარჩა. იოანე VIII პალეოლოგმა 1439 წ. პატრიარქთან, მღვდელმთავრებთან (წმ. მარკოზ ეფესელის გარდა) და ღვთისმეტყველებთან ერთად ხელი მოაწერა ფერარო-ფლორენციის უნიას. სამწუხაროდ, მათი ბოლო იმპერატორიც — კონსტანტინე XI სიკვდილამდე უნიის ერთგული დარჩა. ოსმალების მიერ კონსტანტინოპოლის აღებამდე ბოლო ლიტურგია „მართლმადიდებლებისა" და პაპისტების ერთობლივი ლოცვით წარიმართა.

   ერთი სიტყვით, ბიზანტიელთა (ბერძნების) სარწმუნოებრივი ღალატის, მომრავლებული უზნეობის შედეგი იყო ის, რითაც გამოირჩეოდა დაცემის პირას მისული ბიზანტია. ეს იუდაური საცდურის მსგავსი მოვლენა გახლდათ. მათაც ეგონათ, რომ „ეკლესია-ვენახი", იმპერია, პირველობა მუდამ მათი იქნებოდა. როგორც „პირველ რომს" მოჰყვა „მეორე", „მესამეს" გამოჩენაც ლოგიკურად ჟღერდა (თუმცა ვერც მან გაითვალისწინა წინამორბედთა შეცდომები). მაგრამ ისმის კითხვა: ოსმალების შემოსევის მოლოდინში მყოფმა ბიზანტიამ (კონსტანტინოპოლმა), დახმარებისთვის რატომ მიმართა პაპისტებს და არა მართლმადიდებელ ძმებს სხვადასხვა ქვეყნებიდან? ამის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი ის გახლდათ, რომ ლათინები დიდად აფასებდნენ ელინისტურ მემკვიდრეობას (ერთმორწმუნე ძმებისაგან განსხვავებით), თავს ბერძნებისაგან დავალებულად მიიჩნევდნენ — ისინი ხომ ორივენი „რომაელები არიან". აი, სწორედ ეს შეგნებაა სამწუხაროდ დაღად რომ ადევს „ორივე რომაელის" დიდებისმოყვარეობას. ამიტომ, ბერძნებსაც სურდათ, მათი მემკვიდრეობის დამცველი „დასავლელი რომაელები" ყოფილიყვნენ, მაგრამ ამაოდ. იეზუიტური სულისკვეთებისამებრ, ბერძნებს ხელი მოაწერინეს უნიაზე, ხოლო დაპირებული სამხედრო მხარდაჭერა დაპირებად დარჩა — კონსტანტინოპოლი სტამბული გახდა.

   ბიზანტიის იმპერია რომ თავის სულიერ სიმაღლეზე ყოფილიყო, ძმურ ურთიერთობაში დანარჩენ ადგილობრივ ეკლესიებთან, მათ სახელმწიფოებთან, ვინ იცის, იქნებ სულ სხვა რეალობა დამდგარიყო: კონსტანტინოპოლი სტამბულად არ გადაქცეულიყო, არ დაგვეკარგა ტაო-კლარჯეთის სულიერი საგანძური ქართველებს, კოსოვო — სერბებს, ოხრიდა — ბულგარელებს და ა.შ.

   ასე რომ, რომთან „ძმაკაცობამ" ბერძნებს კარგი არაფერი მოუტანა. სამწუხაროდ, თანამედროვე ბერძნების (ნეოლინები) გარკვეული ნაწილი მოღალატე წინაპრების გზას გაჰყვა.

   მართლმადიდებლური კრებსითობის პრინციპის ნაცვლად, აქცენტი კვლავ „გენეტიკურ უპირატესობასა და პირველობაზე" კეთდება.

   კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს ტიტულოვანი მიტროპოლიტი ელპიდიფორე (ლამბრინიადისი) თავის ცნობილ სტატიაში („Первый без раных") წერს: „ოდითგანვე და მარადჟამ მამა (ღმერთს) ვით პირველს აღიქვამდა ეკლესია... თუკი გვსურს საუბარი პრიმატის საწყისებზე ეკლესიაში მსოფლიო დონეზე, ეს საწყისი არის კონსტანტინოპოლის მთავარეპისკოპოსი, რომელიც არის პირველი „თანაბრებს შორის" და როგორც მსოფლიო პატრიარქი არის „პირველი თანასწორთა გარეშე" (primus sine paribus).1

   იკვეთება ძლიერი სურვილი, რაიმენაირად თავს მოგვახვიონ ჯერ კონსტანტინოპოლის პატრიარქის პრიმატი „პირველისა თანასწორთა გარეშე" და შემდეგ რომის პაპის, ვით ეკლესიის თავისა. თუმცა, ნუ დაგვავიწყდება დასავლეთის იმპერიისა (რომის) და აღმოსავლეთის იმპერიის (ბიზანტიის) ჭიდილი პირველობაზე. ამ ნიშნით კონსტანტინოპოლის ეკლესიის „საღვთისმეტყველო ფანტაზიები" რომსაც კი უსწრებს: თუკი პაპისტები თავიანთ პირველობას პეტრე მოციქულის უპირატესობაზე აგებდნენ, „მართლმადიდებელმა" პერგამელმა მიტროპოლიტმა იოანემ (ზიზიულასი) პირველობის თამასა კიდევ უფრო მაღალ საფეხურზე ასწია. თავის ახალ თეორიაში — „ეკლესია წმინდა სამების ხატი" ის წერს: „პირველობა თვით სამების ცხოვრებაშიც კი არსებობს, რაკი წმინდა სამების პირთა „მიზეზს" წარმოადგენს მამა, ვით საწყისი ყოველივე ღვთაებრივი ენერგიისა და მოქმედებისა... პირველობა ეკლესიაში წმინდა სამებისა და ქრისტეს შესახებ სწავლებიდან წარმოიშვა, პირველობას ღრმა საღვთისმეტყველო საფუძვლები აქვს... ეს პირველობა წმინდა სამებისა და ქრისტეს შესახებ ღვთისმეტყველებაშია ასახული და ცხადად ჩანს, როცა primus (ლათ. პირველი), ანუ ეპისკოპოსი ეკლესიაში მამა ღმერთის ადგილმონაცვლედ განიხილება".2

   ამრიგად, ი. ზიზიულასმა თავის თეზას მკრეხელურად დაუდო ტრიოდოლოგიური საფუძვლები და სწავლება. თურმე როგორც წმინდა სამებაში არსებობს პირველი — მამა „მონარქი", ასევე ეკლესიაშიც უნდა იყოს „პირველი მონარქი". აქ ი. ზიზიულასი ერთდროულად ორ ერესს ქადაგებს:

   1) წმინდა სამებაში სუბორდინაციით სამების პირთა ერთარსებობას (ტრიოდოლოგიური ერესი).

   2) პაპისტური პრიმატი (პირველობა) მართლმადიდებელ ეკლესიაში შემოაქვს (ეკლესიოლოგიური ერესი).

   ახლა კი თავად კონსტანტინოპოლის პატრიარქის ბართლომეს სიტყვა მოვისმინოთ:

   „ქალაქ კონსტანტინოპოლის რომაელობა (ромейство, romea) მსოფლიო რომაელობის ნაწილი გახლავთ, რომელშიც ჩვენც შევდივართ. მაგრამ, მე ვიტყოდი, ეს მსოფლიო რომაელობის გამორჩეული ნაწილია, ვინაიდან აქ ეთნოსის გული ძგერს, აქ ეთნოსის აკვანია, აქ მსოფლიო საპატრიარქოა. აქედანაა ჩვენი იდეალები, ჩვენი დიდება, ტანჯვა და მოწამეობა ჩვენი ეთნოსისა. ყოველივეს დასაბამი აქ არის. აქ ვემსახურებით მსოფლიო მართლმადიდებლობას, ვეხმარებით ქრისტიანების გაერთიანებას, ვეხმარებით მშვიდობის დამყარებას მთელ მსოფლიოში.

   ჩვენი ძმები — სლავები არ აღიარებენ იმ პირველობას, რომელიც გააჩნია მსოფლიო საპატრიარქოს, შესაბამისად ჩვენ ერს მსოფლიო მართლმადიდებლობაში. ჩვენ ვამაყობთ ამით, ვნუგეშობთ ამით, ვცდილობთ ყოველდღიური ბრძოლით შევინარჩუნოთ ის უპირატესობა, რომელიც ღვთის განგებამ მსოფლიო კრებების განსაზღვრებათა თანახმად არგუნა მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიის პირველ საყდარს".3

   ამრიგად: რამაც იუდეველები, რომაელები, თავიანთ „პირველობისა და გამორჩეულობის" შეგრძნებისა თუ შეგნებათა გამო ღვთისაგან განდგომამდე მიიყვანა, კონსტანტინოპოლისთვისაც „მომხიბვლელი" აღმოჩნდა. აქაც სხვა ადგილობრივ ეკლესიებზე და თავად ერებზე ბერძნებისა და კონსტანტინოპოლის უპირატესობის სული ბზრიალებს.

   როგორც ჩანს, დაგეგმილია ეკლესიის კრებსითი ცნობიერების ნგრევა. კერძოდ, შემოთავაზებულია ორი — დასავლური და აღმოსავლური პრიმატის თეორია ცენტრებით რომსა და კონსტანტინოპოლში. გეგმის თანახმად, კონსტანტინოპოლის პატრიარქს ყველა ადგილობრივი ეკლესიის მეთაურზე გაცილებით მეტი (უფლებამოსილება) პრივილეგია ენიჭება. გრძელვადიან პერსპექტივაში კი „დამორჩილებული" ადგილობრივი ეკლესიები (ნუ იყოფინ!) დაექვემდებარებიან რომის პაპს, როგორც ეკლესიის თავს.

   ასეთია მოკლე მონახაზი იმისა, რა შედეგებიც მოაქვს „პირველობისა" და „რჩეულობის" ამბიციას. მომდევნო თავებში უფრო ვრცლად განვიხილავთ აღნიშნულ საკითხებს. მანამდე კი გამოვარჩევდით სამ ფაქტორს, რომლებიც განაპირობებენ პირველობის (პრიმატის) დოგმატის ჩამოყალიბებას:

   1) შეთხზული ლეგენდები რომის პაპების უფლებამოსილებით პირველობაზე.

   2) წმ. წერილის საკუთარი ინტერესების კვალდაკვალ განმარტება.

   3) წმ. კანონების მცდარი საფუძვლებით განსაზღვრება.

   ყურადსაღები აქ ისაა, რომ რომსა და კონსტანტინოპოლს აღნიშნული ფაქტორები ერთნაირად მიესადაგება, შესაბამისად, მათთვისაც ერთნაირად მისაღებია.




1 Экуменизм: новие развитие событий от Кпитского "Собора” до сегодняшнего дня. Пирея 2019. П. Димитракопулос.

2 ციტ. „ტკივილიანი ღალატი — ათონელი მონაზვნების მიმართვა მართლმადიდებელ სამღვდელოებასა და ჩვენს ძმებს ერისკაცებს" (ნაწილი 2). ი. ზიზიულასი. საყოველთაობა და პრიმატი. 2015. გვ. 29.

3 Национал — мистицизм фанара. ციტ. წყარო. http: // rwmios. — f. liejournal.com.//25.

 

 

დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე 

www.xareba.net - ის რედაქცია 


  • მთავარი
  • -- ახალი ამბები
  • -- მნიშვნელოვანი თემები
  • -- კალენდარი
  • -- ქრისტიანული ოჯახი
  • -- მართმადიდებელი ეკლესია
  • -- მართმადიდებლული კატეხიზმო
  • -- ლოცვა
  • -- წმ. მამათა საგანძურიდან
  • -- წერილები სულიერ შვილებს
  • -- წმიდათა ცხოვრება
  • -- რელიგიური ცდომილებანი
  • -- მხილებითი ღვთისმეტყველება
  • -- იდეოლოგიური ცდომილებანი
  • -- თანამედროვე მამები
  • -- ძველი აღთქმის ისტორიიდან
  • -- უახლესი ისტორიიდან
  • -- საეკლესიო სამართალი
  • -- ჭეშმარიტი სასწაულები
  • -- საცდურები
  • -- შეიცანი ჟამი
  • -- კითხვა-პასუხი
  • -- სხვადასხვა
  • -- რუსულენოვანი გვერდი
  • -- ინგლისურენოვანი გვერდი
  • კონტაქტი
  • წმ. ნინო
  • წმ. გიორგი
  • წმ. ვახტანგ გორგასალი
  • წმ. დავით აღმაშენებელი
  • წმ. თამარ მეფე
  • წმ. აცამეტი ასურელი მამა
  • წმ. გრიგოლ ხანძთელი
  • წმ. აბო თბილელი
  • წმ. ქეთევან წამებული
  • წმ. შუშანიკი
  • წმ. არგვეთის მთავარნი დავითი და კონსტანტინე
  • წმ. შალვა, ბიძინა, ელისბარი
  • წმ. ნიკოლოზი
  • წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელი
  • წმ. მაქსიმე აღმსარებელი
  • წმ. მარკოზ ეფესელი
  • წმ. დავით გარეჯელი
  • წმ. შიო მღვიმელი
  • წმ. იოანე ზედაზნელი
  • წმ. ანტონ მარტმყოფელი
  • წმ. ისე წილკნელი
  • წმ. აბიბოს ნეკრესელი
  • წმ. ზენონ იყალთოელი
  • წმ. ისიდორე სამთავრელი
  • წმ. ამბა იოსებ ალავერდელი
  • წმ. ნეოფიტე ურბნელი
  • წმ. პიროს ბრეთელი
  • აბსურდიზმი
  • ჰუმანიზმი
  • ნიჰილიზმი
  • დარვინიზმი
  • მარქსიზმი
  • ევოლუციონიზმი
  • ახალი ადამიანი
  • მასობრივი კულტურა
  • რევოლუციის სახეობები
  • სპირიტიზმი
  • მაგია, მისნობა, ჯადოქრობა
  • უნია
  • ანტიქრისტე
 
მობ: 591 97 04 90
2012 Xareba.net

Сайт работает под управлением DataLife Engine