ტვინი არ აფასებს, არის თუ არა აზრი ჭეშმარიტი ან სასარგებლო. ტვინი არ ირჩევს მხარეს. ის უბრალოდ ეგუება იმას, რასაც ყველაზე ხშირად ესმის.
ამ მექანიზმის გაგება ადამიანებს აძლევს ძლიერ შესაძლებლობას, დადებითი გავლენა მოახდინონ საკუთარ შინაგან სამყაროზე. უხეში საუბრების ჩანაცვლება უფრო კეთილი რიტორიკით, მადლიერების გამოხატვით, კეთილ აზრებზე შეჩერებით, სათნოებებში ვარჯიშით - ეს ყოველივე თანდათანობით ცვლის ტვინის რეაქციას და აზროვნების მიმართულებას. მცირე, განმეორებადი ცვლილებები ქმნიან ხანგრძლივ ცვლილებებს დროთა განმავლობაში.
ტვინს უამრავი აზრი ეწოდება გამუდმებით. მრავალ აზრთა და მოსაზრებათა შორის ადამიანს სჭირდება სწორი აზრის შერჩევა, ერთის უარყოფა მეორეს კი მიღება. მას არჩევანი აქვს, თავისუფალი ნება აქვს. ის ხშირად არამართებულ გადაწყვეტილებას იღებს. პავლე მოციქულის თქმით: „რამეთუ რომელსა-იგი ვიქმ არა ვიცი; რამეთუ არა რომელი-იგი მე მნებავს, მას ვიქმ, არამედ რომელი-იგი მძულს, მას ვყოფ" (რომ. 7. 15). ეს არის დაცემული ბუნების შედეგი!
ამასთანავე, ადამიანი ხედავს, რომ მრავალგვარი აზრები და სურვილები მხოლოდ ქაოსს და არასტაბილურ განცდას ქმნიან. მას ერთი, ჭეშმარიტი აზრის ფლობა და მასში თავის კომფორტულად გრძნობა სურს. ეჭვი მას შიშსა და დისკომფორტში აგდებს. ამიტომაც ის ბოლომდე იბრძვის უკვე შერჩეული და გზა გაკვალული აზრის თუ იდეოლოგიის დასაცავად.
მის გვერდით განცხადებული ჭეშმარიტება ქრისტეს სწავლების სახით უკვე არსებობს, მას აქვს საშუალება შეადაროს თავისი აზრები ამ ჭეშმარიტებას და გამოიტანოს სწორი დასკვნა. თუმცა უმეტესობას ამის გაკეთება არ სურს. სიკეთის, ანუ ჭეშმარიტების არჩევანი არ არის ბუნებრივი მისი გონებისა და გულისთვის. ის დაზიანებულია, მიდრეკილია ცდომილებისკენ, მიწიერისკენ, ცოდვისკენ. ჭეშმარიტება კი ძალისხმევას მოითხოვს: ‘სასუფევილი ღვთისა იიძულების”. ვინც ძალისხმევას გამოიჩენს, თავის დაცემულ ბუნებას შეეწინააღმდეგება -ის მიიტაცებს ზეცას!
დავით ჯინჭარაძე
www.xareba.net - ის რედაქცია