xareba
 
  • ნაყროვანება
  • სიძვა
  • ვერცხლისმოყვარეობა
  • მრისხანება
  • მწუხარება
  • ჭმუნვა
  • ცუდმედიდობა
  • ამპარტავნება
  • თავშეკავება
  • უბიწოება
  • უპოვარება
  • სიმშვიდე
  • ნეტარი გლოვა
  • მღვიძარება
  • სიმდაბლე
  • სიყვარული
  • მარხვა
  • თავისუფლება
  • სიმდიდრე
  • სიძუნწე
  • სინდისი
  • სიკვდილი
  • მემთვრალეობა
  • ნარკომანია
  • სინანული
  • შური
  • ანტიმოდერნიზმი
  • მოდერნიზმი
  • ადოგმატიზმი
  • ეკუმენიზმი
  • პაპიზმი
  • პროტესტანტიზმი
  • ლიბერალიზმი
  • გლობალიზმი
  • იუდაიზმი
  • სექტანტიზმი
  • ორიგენიზმი
  • სრულიად მართლმადიდებელთა კრება
Xareba.net » რუბრიკები » მხილებითი ღვთისმეტყველება » წმ. წერილისა და მსოფლიო კრებების კვალდაკვალ - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე
წმ. წერილისა და მსოფლიო კრებების კვალდაკვალ - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე
23-11-2025, 14:42  / ამოსაბეჭდი ვერსია

 

   ჩვენ მიერ მიმოხილული საპოლემიკო, საღვთისმეტყველო საკითხების გასაღები უთუოდ წმ. წერილსა და მსოფლიო მნიშვნელობის კრებებში უნდა ვეძიოთ. თუკი აღნიშნულ საკითხებზე პატრისტიკაში სხვადასხვაგვარი შეხედულებები და სწავლებებია, უცდომელ კრიტერიუმად სახელდებულ წყაროებში (წმ. წერილი, წმ. კრებები) ყველაფერი მკაფიოდ, სიცხადითაა ჩამოყალიბებული. თანმიმდევრულად მივყვეთ საკითხებს.

   1. პირველქმნილი ცოდვა და მისი შედეგები

   „ამისთვის, ვითარ-იგი ერთი მის კაცისათვის ცოდვა სოფლად შემოხდა და ცოდვისა ძლით სიკუდილი, და ესრეთ ყოველთა კაცთა ზედა სიკუდილი მოიწია, რომლითა ყოველთა შესცოდეს" (რომ. 5. 12).

   „ვითარცა ერთისა მის შეცოდებისაგან ყოველთა კაცთა ზედა დასასჯელად, ეგრეცა ერთისა მის სიმართლისათვის ყოველთა კაცთა ზედა განსამართლებლად ცხორებისა" (რომ. 5. 18).

   „რამეთუ ყოველთავე შესცოდეს და დაკლებულ არიან დიდებისაგან ღვთისა, ხოლო განმართლდებიან უსასყიდლოდ მადლითა მისითა და გამოხსნითა მით იესო ქრისტესითა" (რომ. 3. 23-24).

   „რამეთუ, რომელსა იგი ვიქმ არა ვიცი; რამეთუ არა რომელი-იგი მე მნებავს, მას ვიქმ, არამედ რომელი-იგი მძულს, მას ვყოფ" (რომ. 7. 15).

   „...არღარა დამკვიდრებულ არს ჩემ თანა, ესე იგი არს, ხორცთა შინა ჩემთა კეთილი, რამეთუ ნებაი იგი წინ მიც მე, ხოლო საქმედ კეთილისა მის არა ვჰპოებ" (რომ. 7. 18).

   2. ნათლისღება სავალდებულოა

   „უკუეთუ ვინმე არა იშვეს წყლისაგან და სულისა, ვერ ხელ-ეწიფების შესვლად სასუფეველსა ღმრთისასა" (იონ. 3. 5).

   კართაგენის 258 წ. კრება (წმ. კვიპრიანეს ეპოქა).

   „ჩვენ ვადასტურებთ: „კათოლიკე ეკლესიის მიღმა ნათლისღება შეუძლებელია, ვინაიდან ის ერთი და ერთადერთია და მხოლოდ კათოლიკე (საყოველთაო) ეკლესიაში აღესრულება"... „ცოდვები არ მიეტევება ერეტიკოსებს, ვინაიდან არ გააჩნიათ ეკლესია"... „თავდაპირველად აუცილებელია მღვდლის მიერ წყლის კურთხევა, რათა შეძლოს სანათლავად გამზადებულს ნათლისღებით ჩამოწმინდოს ცოდვები"... „ნათლისღებისას როგორ მიიღებს ცოდვათა მიტევებას ის, ვინც ეკლესიის მიღმაა"... „გვწამს, რომ მხოლოდ კათოლიკე (საყოველთაო) ეკლესიაში ვიღებთ მარადიულ ცხოვრებას და ცოდვათა მიტევებას".

   კართაგენის 418 წ. კრება (წმ. ავგუსტინეს ეპოქა).

   „ჩვილებიც ნათელს იღებენ ცოდვათა მისატევებლად. ასევე განსაზღვრულ იქნა, რომ ვინც უარყოფს და არ აღიარებს ცოდვათა მისატევებლად მონათლულ ჩვილთა და დედის მუცლიდან ახლად შობილთა ნათლობას და ამბობს, რომ ისინი არ საჭიროებენ მეორე შობის საბანელით ადამისმიერი ცოდვისა და იქიდან წარმომავალი ჭუჭყისაგან განწმენდას, რომ მათი ნათლისღება სახე არის არა ჭეშმარიტი, არამედ — მოჩვენებითი, შეჩვენებულ უნდა იყოს, ვინაიდან სხვანაირად არ შეიძლება გავიგოთ მოციქულთა ნათქვამი „როგორც ერთი ადამიანის მიერ ცოდვა შემოვიდა ქვეყნიერებაზე, ხოლო ცოდვის მიერ სიკვდილი, ასევე სიკვდილი გადავიდა ყველა ადამიანში, იმიტომ რომ ამით ყველამ შესცოდა" (რომ. 5. 12). (ეს უნდა გავიგოთ ასე), როგორც ესმის ყოველ მხარეს გავრცელებულ და ყველგან, ქვეყნის ყველა ნაწილში განფენილ კათოლიკე (საყოველთაო) ეკლესიას. სარწმუნოების ამ კანონით ცოდვათა მისატევებლად ჭეშმარიტად ნათელს იღებენ ჩვილნიც, თუმცა, მათ არ შეუძლიათ თვითონ ცოდვის ჩადენა, რათა განიწმინდონ ისინი მეორე შობით იმ შეცოდებისაგან, რომელიც მიიღეს პირველი მამისაგან (ადამისაგან)".

   მეექვსე მსოფლიო კრება. 2 კანონი

   „ვამტკიცებთ აგრეთვე ჩვენს წმინდა ნეტარ მამათა მიერ დადგენილ სხვა სამღვდელო კანონებს: ნიკეას შეკრებილ..., ასევე სარდიაკიასა და კართაგენში...

   ხოლო ზემოთ მოხსენებულ კანონთა დამახინჯების ან უარყოფის ნება არავის აქვს. აკრძალულია სხვა სიმართლის მტრებისა და ჭეშმარიტების ვაჭრებისაგან ცრუ სახელით წარწერილი კანონების შეწყნარება".

   3. სული და სამშვინველი

   „სული თქუენი, სამშვინველი და გუამი უბიწოდ მოსვლასა მას უფლისა ჩუენისა იესო ქრისტესსა დაჰმარხენით" (1 თეს. 5. 23).

   ყურადსაღებია: „სამშვინველი და გუამი (სხეული) გამიჯნულია სულისაგან. სხვა ადგილასაც:

   „ვიდრე განსაყოფელამდე სამშვინველისა და სულისა" (ებრ. 4. 22).

   „ხოლო მშვინვიერი კაცი არა შეიწყნარებს სულისა ღმრთისასა" (1 კორ. 2. 14).

   „ხოლო თქუენ არა ხართ ხორცთა შინა, არამედ სულთა, უკუეთუ სული ღმრთისა დამკვიდრებულ არს თქუენ შორის, უკუეთუ ვისმე სული ქრისტესი არა აქუს, იგი არა არს მისი" (რომ. 8. 9).

   „რამეთუ ზრახვაი-იგი ხორცთაი მტრობა არს ღმრთისა; რამეთუ შჯულსა მას ღმრთისასა ვერ დაემორჩილების და ვერც ძალუძს, რამეთუ რომელნი-იგი ხორცთა შინა არიან ღმრთისა სათნო-ყოფად ვერ ძალუძს" (რომ. 8. 7-8).

   ცხადია, აქ საუბარია ავხორცულ ზრახვაზე, რომ ადამიანი ჯერ ცხოვრობს ხორცში, ე.ი. „სამშვინველსა და გუამში" (სხეულში), რაც დასტურდება მომდევნო მუხლში:

   „აწ უკუე, ძმანო, თანა-გუაც არა ხორცთა, რათა ხორციელ სცხონდებოდენ" (რომ. 8. 12).

   „უბადრუკი მე ესე კაცი! ვინმე მიხსნეს ხორცთა ამათგან ამის სიკუდილისათა" (რომ. 7. 24).

   V მსოფლიო კრების განჩინება:

   „საღმრთო წერილით განსწავლული ეკლესია ადასტურებს, რომ სამშვინველი სხეულთან (და არა სულთან) ერთად წარმოიშვა, და არა ისე, თითქოს ერთი მანამდე და მეორე შემდეგ, როგორც ეს ორიგენეს ბოდვებშია მოაზრებული".

   მეორე არავსიონის კრება (529 წ.). (IV. VII კანონები)

   „თუკი ვინმე ამბობს, რომ ცოდვებისაგან განსათავისუფლებლად ღმერთი ელოდება ჩვენ ნებას და არ აღიარებს, რომ თავად ნებელობის (ე.ი. სამშვინველის) განწმენდა ჩვენში სულიწმინდის მადლითა და შეწევნით ხორციელდება, ის ეწინააღმდეგება სულიწმინდას".

   „თუკი ვინმე ამბობს, რომ ადამიანს საკუთარი ბუნებრივი ძალებით (სამშვინველით, ე.ი. ნებით, გონებით) შეუძლია იმსჯელოს სათანადოდ, ან აირჩიოს რაიმე კეთილი, რაც ცხონების საქმეს ეხება და დაეთანხმო მის მაცხოვნებლობას, ე.ი. სახარების შემეცნებისა და სულიწმინდის შთაგონების გარეშე, ის მოხიბლულია ერეტიკული სულით".

   „ხოლო სულიერთა მათთვის ძმანო, არა მნებავს უმეცრებაი თქუენი". ...რამეთუ ერთითა სულითა ჩუენ ყოველთა ერთისა მიმართ გუამისა ნათელ-ვიღეთ" (1 კორ. 12. 1. 13).

   ამრიგად, ადამიანის სამშვინველისა („უმეცრება") და „გუამის" (სხეული) — არსებითად, თხელი და მატერიალური სხეულების განღმრთობა ნათლისღების, ე.ი. სულიწმინდის მეშვეობით ხორციელდება.

   „რამეთუ ყოველთავე შესცოდეს და დაკლებულ არიან დიდებისაგან ღმრთისა. ხოლო განმართლდებიან უსასყიდლოდ მადლითა მისითა და გამოხსნითა მით იესუ ქრისტესითა" (რომ. 3. 23-24).

   კართაგენის (418 წ.). 112 კანონი

   „ასევე ვამბობთ, რომ ჩვენი უფლის იესო ქრისტეს ღვთის მადლი ჩვენ მოგვენიჭა მხოლოდ დამხმარედ, რომ არ შევცოდოთ, და მის მიერ განგვიცხადდება და გვეუწყება ჩვენ ჩვენი ცოდვების შეცნობა, რათა ვიცოდეთ, რისი თხოვნა არის საჭირო და რას უნდა ავუქციოთ გვერდი, და ვინც არ აღიარებს, რომ მისი (ქრისტეს მადლის, ე.ი. ნათლისღებით...) მეშვეობით გვეძლევა შეძლება და სიყვარული იმისა, რომ რაც გავიგეთ, ის შევასრულოთ საქმით, შეჩვენებულ იყოს".

   „თქუენ ხართ ხორცნი ქრისტესნი და ასონი ასოთა მისთაგანნი" (1 კორ. 12. 27).

   „ხოლო რომელ-ესე აწ ცხოველ (ცოცხალ) ვარ ხორცითა, სარწმუნოებითა ცხოველ ვარ ძისა ღმრთისაითა, რომელმან შემიყვარა მე და მისცა თავი თვისი ჩემთვის" (გალ. 2. 20).

   4. ანგელოზებსაც სამშვინველის თხელი სხეული გააჩნიათ. სულიწმინდისაგან განძარცვული ანგელოზების ბუნება, დაზიანებული სამშვინველის ამარა დარჩენილი დემონი ხდება.

   „და თუესა მეექვსესა მოუვლინა გაბრიელ ანგელოზი ღმრთისა მიერ ქადაგად გალილეისა, რომლისა სახელი ნაზარეთ" (ლუკ. 1. 26).

   „და პეტრე მოეგო გონებასა თვისსა და თქუა: აწ უწყი ჭეშმარიტად, რამეთუ მოავლინა ღმერთმან ანგელოზი თვისი და განმარინა მე ხელთაგან ჰეროდესთა..." (საქმე. 12. 11).

   „მოვიდა ორი ანგელოზი სოდომში საღამო ხანს, როცა სოდომის კარიბჭესთან იჯდა ლოტი. დაინახა ისინი ლოტმა, წამოუდგა მისაგებებლად და მდაბლად თაყვანისცა" (დაბ. 19. 1).

   მსგავსი ადგილები ძველ აღთქმაში: რიცხვ. 22. 22-35; მსაჯ. 6. 1,3; დან. 9. 21; 4 მეფ. 6:15-17; ტობ. 12. 6-21; დაბად. 24. 7; გამოს. 14. 19;

   წმ. წერილიდან მკაფიოდ ჩანს, რომ ანგელოზები იგზავნებიან ადამიანებთან თავიანთი თხელი სხეულებით.

   ანგელოზებით ქმნილი ბუნებისანი არიან, როგორც ადამიანები:

   „რამეთუ მის მიერ დაებადა ყოველივე ცათა შინა და ქუეყანასა ზედა, ხილულნი და არა-ხილულნი, ანუ თუ საყდარნი, ანუ თუ უფლებანი, გინა თუ მთავრობანი, გინა თუ ხელმწიფებანი, ყოველივე მის მიერ და მისა მიმართ დაებადა (შეიქმნა)" (კოლ. 1. 16).

   ანგელოზები ჩვენთან მიმართებით მიიჩნევიან „არა-ხილულად". ამის მიზეზი ადამიანის დაცემული მდგომარეობაა. მათი ხილვისათვის საჭიროა ადამიანის ცვლილება:

   „რამეთუ აღდგომასა მას, ვითარცა ანგელოზნი ღმრთისანი, იყვნენ ცათა შინა" (მათ. 22. 30).

   „არცაღა მერმე სიკუდილად ხელ-ეწიფების, რამეთუ სწორ ანგელოზთა არიან და ძენი ღმრთისანი და აღდგომისანი არიან" (ლუკ. 20. 36).

   VII მსოფლიო კრება. მე-4, მე-5 საქმე

   „ანგელოზები გონიერი არსებებია, მაგრამ არ არიან სრულებით უსხეულონი, არამედ გააჩნიათ თხელი სხეული" (ებრ. 2. 7). წმ. მამები ბასილი, ათანასე, მეთოდი და სხვები ადასტურებენ: „ჭეშმარიტად უსხეულო და აუწერელი მხოლოდ ღვთაებრივი არსებაა, ხოლო გონიერი ქმნილება არაა სრულად უსხეულო და უხილავი. ამიტომ იმყოფებიან ისინი განსაზღვრულ ადგილზე და მათი აღწერაც შესაძლებელია. ზოგიერთი გამონათქვამის მიხედვით ანგელოზები, დემონები, უსხეულოებად იმიტომ იწოდებიან, რომ არ შედგებიან ოთხი ნივთიერი სტიქიისაგან და მათი სხეულები არაა ისეთივე უხეში, როგორც ჩვენი. ჩვენთან შედარებით კი ნამდვილად უსხეულონი არიან, მაგრამ ვინაიდან ისინი მრავალმა ადამიანმა, ვისაც ღმერთმა აუხილა თვალი იხილა საკუთარ სხეულებში, ამიტომაც გახდა მათი აღწერა შესაძლებელი".





დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე 

www.xareba.net - ის რედაქცია 

 


  • მთავარი
  • -- ახალი ამბები
  • -- მნიშვნელოვანი თემები
  • -- კალენდარი
  • -- ქრისტიანული ოჯახი
  • -- მართმადიდებელი ეკლესია
  • -- მართმადიდებლული კატეხიზმო
  • -- ლოცვა
  • -- წმ. მამათა საგანძურიდან
  • -- წერილები სულიერ შვილებს
  • -- წმიდათა ცხოვრება
  • -- რელიგიური ცდომილებანი
  • -- მხილებითი ღვთისმეტყველება
  • -- იდეოლოგიური ცდომილებანი
  • -- თანამედროვე მამები
  • -- ძველი აღთქმის ისტორიიდან
  • -- უახლესი ისტორიიდან
  • -- საეკლესიო სამართალი
  • -- ჭეშმარიტი სასწაულები
  • -- საცდურები
  • -- შეიცანი ჟამი
  • -- კითხვა-პასუხი
  • -- სხვადასხვა
  • -- რუსულენოვანი გვერდი
  • -- ინგლისურენოვანი გვერდი
  • კონტაქტი
  • წმ. ნინო
  • წმ. გიორგი
  • წმ. ვახტანგ გორგასალი
  • წმ. დავით აღმაშენებელი
  • წმ. თამარ მეფე
  • წმ. აცამეტი ასურელი მამა
  • წმ. გრიგოლ ხანძთელი
  • წმ. აბო თბილელი
  • წმ. ქეთევან წამებული
  • წმ. შუშანიკი
  • წმ. არგვეთის მთავარნი დავითი და კონსტანტინე
  • წმ. შალვა, ბიძინა, ელისბარი
  • წმ. ნიკოლოზი
  • წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელი
  • წმ. მაქსიმე აღმსარებელი
  • წმ. მარკოზ ეფესელი
  • წმ. დავით გარეჯელი
  • წმ. შიო მღვიმელი
  • წმ. იოანე ზედაზნელი
  • წმ. ანტონ მარტმყოფელი
  • წმ. ისე წილკნელი
  • წმ. აბიბოს ნეკრესელი
  • წმ. ზენონ იყალთოელი
  • წმ. ისიდორე სამთავრელი
  • წმ. ამბა იოსებ ალავერდელი
  • წმ. ნეოფიტე ურბნელი
  • წმ. პიროს ბრეთელი
  • აბსურდიზმი
  • ჰუმანიზმი
  • ნიჰილიზმი
  • დარვინიზმი
  • მარქსიზმი
  • ევოლუციონიზმი
  • ახალი ადამიანი
  • მასობრივი კულტურა
  • რევოლუციის სახეობები
  • სპირიტიზმი
  • მაგია, მისნობა, ჯადოქრობა
  • უნია
  • ანტიქრისტე
 
მობ: 591 97 04 90
2012 Xareba.net

Сайт работает под управлением DataLife Engine