xareba
 
  • ნაყროვანება
  • სიძვა
  • ვერცხლისმოყვარეობა
  • მრისხანება
  • მწუხარება
  • ჭმუნვა
  • ცუდმედიდობა
  • ამპარტავნება
  • თავშეკავება
  • უბიწოება
  • უპოვარება
  • სიმშვიდე
  • ნეტარი გლოვა
  • მღვიძარება
  • სიმდაბლე
  • სიყვარული
  • მარხვა
  • თავისუფლება
  • სიმდიდრე
  • სიძუნწე
  • სინდისი
  • სიკვდილი
  • მემთვრალეობა
  • ნარკომანია
  • სინანული
  • შური
  • ანტიმოდერნიზმი
  • მოდერნიზმი
  • ადოგმატიზმი
  • ეკუმენიზმი
  • პაპიზმი
  • პროტესტანტიზმი
  • ლიბერალიზმი
  • გლობალიზმი
  • იუდაიზმი
  • სექტანტიზმი
  • ორიგენიზმი
  • სრულიად მართლმადიდებელთა კრება
Xareba.net » რუბრიკები » საცდურები » ამ სოფელში თუ გადარჩენა გსურს - "არაამსოფლისაგანი" უნდა იყო! - დავით ჯინჭარაძე
ამ სოფელში თუ გადარჩენა გსურს - "არაამსოფლისაგანი" უნდა იყო! - დავით ჯინჭარაძე
დღეს, 08:04  / ამოსაბეჭდი ვერსია

ამ სოფელში თუ გადარჩენა გსურს - "არაამსოფლისაგანი" უნდა იყო! - დავით ჯინჭარაძე

 

   სოციოლოგების გამოკითხვით სიკვდილის შიში, რომელიც ყოველთვის პირველ ადგილს იკავებდა, ჩანაცვლდა ცხოვრების საზრისის დაკარგვის შიშით. ასევე საგულისხმოა, რომ ხელოვნურ ინტელექტის აპლიკაციებში საგრძნობლად მოიმატა თვითმკვლელობის აზრების განხილვის  თემატიკამ.

   ეს უდაოდ ნიჰილიზმის გამოვლინებაა. მღვდელმონაზონი სერაფიმე როუზი ნიჰილიზმის განმარტებისას ნიცშეს სიტყვებს იყენებს: „ნიჰილიზმია, როდესაც უმაღლესი ფასეულობები კარგავენ თავის ფასეულობას". მართლაც, უმაღლესი ფასეულობა, რომელიც ადამიანმა დაკარგა - არის ღმერთი. უფრო სწორად, ისევ ნიცშეს სიტყვები რომ გამოვიყენოთ: „ ადამიანებმა ღმერთი მოკლა!".

   უმაღლესი, ღვთაებრივი  ღირებულების უგულებლჰოფით ადამიანმა აირჩია მიწიერი „უმაღლესი" ღირებულებები: ლიბერალიზმი, რეალიზმი, ჰუმანიზმი, რელატივიზმი, სხვადასხვა რელიგიური მიმდინარეობები..., რაშიც  ცხოვრების საზრისი დაინახა, თავისუფლება გააღმერთა, ადამიანის სიამოვნება და კომფორტი უმაღლეს ღირებულებაზე დააყენა. ადამიანმა აბსურდი აირჩია და მას გამოუცხადა რწმენა და ნდობა!

   თუმცა, ეს ილუზირებული „საზრისი" მის თვალწინ ინგრევა და თავად ადამიანსაც ანგრევს. "თავისუფლების და სამართლიანობის" ნაცვლად ის კონტროლს და შეზრუდვებს დაეჯახა. ადამიანი სასოწარკვეთილებაში ჩავარდა.

   მართლაც, კაცობრიობა რომ  კონტროლის მომატების მუდმივ წნეხს განიცდის, სულ უფრო თვალსაჩინო ხდება და შეიგრძნობა ადამიანების მიერ. ყალბი თავისუფლებისა და ადამიანებზე „ზრუნვის" ეგიდით უამრავ უსამართლობას ვაწყდებით. აუღიარებელი „მონობა": ტექნოლოგიური, ციფრული, მორალური თუ სულიერი სულ უფრო მეტად ხდება საუბრის საგანი. ბუნებრივია, უსამართლობა და ფუნდამენტური უფლებების შელახვა  პროტესტის განცდა გამოიწვია. ადამიანი ჩიხიდან გამოსავალს ეძებს.

   ჩვენ ვხედავთ, რომ ადამაინებს ებადებათ კითხვები, მიმართავენ სხვადასხვა უკიდურეს საპროტესტო ღონისძიებებს: სტრესის, დეპრესიის და უიმედობის დასაძლევად  ფსიქოლოგებს და ფსიქიატრებს სტუმრობენ; გამოსავლს პოლიტიკურ მიმართულებებში და იდეოლოგიებში ეძებენ. პრობლემებმა მოიცვა თითქმის ყველა ოჯახი. გამოსავალს კი ვერ პოულობენ. სწორი სარწმუნოებრივი მიდგომა, დამოკიდებულება და ერთადერთი სწორი არჩევანის გაკეთება ადამიანს სულ უფრო უჭირს.

   მორწმუნე მართლმადიდებელმა ადამიანმა ცხოვრების საზრისი უკვე იპოვა მაცხოვრის სიტყვებში: „მე ვარ გზა და ჭეშმარიტება", „სცანთ ჭეშმარიტება და ჭეშმარიტებამ განგანთავისუფლოთ თქვენ". ჩვენგან მხოლოდ რწმენა და ნდობაა საჭირო. ნეტარი ავგუსტინეს თქმით: „გწამდეს - სხვა არაფერია, თუ არა თანხმობის განცხადება შემოთავაზებულ ჭეშმარიტებაზე", და არა რწმენა ნებისმიერი შემოთავაზებული ფანტაზიის ნაყოფისა.

   განკაცებული ღმერთი ამასოფელში ცხოვრების საზრისს "არაამსოფლისაგანობაში" გვთავაზობს. მართლმადიდებელი ქრისტიანი ვალდებულია იყოს "არაამსოფლისაგანი", რადგან ეს მაცხოვრის პირდაპირი მცნებაა. სხვა საკითხია: რას ნიშნავს იყო "არაამსოფლისაგანი" ამ ცხოვრებაში და პრაქტიკულად რა იგულისხმება ამაში?

   პირველყოვლის მყარად უნდა ვიცოდეთ, რომ: „სოფელი ესე ბოროტებასა ზედა დევს", ასევე, უნდა ვიცოდეთ, რომ ყოველი ადამიანის ბუნება პირველქმნილი ცოდვის შემდეგ დაზიანებულია, დაცემულია და მიდრეკილია შეცდომისა და ცოდვისკენ. ამრიგად, ვიცით რა ეს ჭეშმარიტება, როგორც მინიმუმ ბოროტება არ უნდა გვიკვირდეს ამ ქვეყნად. მყარად უნდა ვიცოდეთ, რომ ამქვეყნიური სიკეთე შერეულია ბოროტებასთან.

   ამრიგად, უმთავრესია გვქონდეს მტკიცე რწმენა და სწორი დამოკიდებულება. ნებისმიერ მოვლენაზე, საკითხზე ან მოსაზრებაზე, რაც ჩვენს ცხოვრებაში ხდება უნდა დაისვას მთავარი კითხვები: არის კი ეს ქმედება თუ მოსაზრება ღვთისათვის სათნო? ხომ არ ეწინააღმდეგება ღვთის მცნებებს? ამ სოფელში ყოფნისას, თითქოს აქ არ ხარ, არამედ "არაამსოფლისკენ" გაქვს სულიერი მზერა.

   "არაამსოფლისაგანია" დამოკიდებულება როდესაც: პირველ რიგში ლოცვით ღმერთს მიმართავ და მას შევედრებ ცხოვრებას, და არა ამქვეყნიურ სიამეებზე დაამრყარებ იმედს.

   "არამსოფლისაგანია" დამოკიდებულება როდესაც: ემორჩილები ადამიანს ღვთის სიყვარულის გამო და არა მლიქვნელობით და პირფერობით, უსამართლო სარგებლის მიღების მოლოდინით.

   "არაამსოფლისაგანია" დამოკიდებულება როდესაც: იხდი სახდელს „კეისარს მიეცით კეისრისას" პრინციპით, რითაც მონობის განცდას არიდებ თავს.

   "არაამსოფლისაგანია" დამოკიდებულება როდესაც: ღვთის და არა ადამიანის შიშით ცხოვრობ, როდესაც მყარად გჯერა, რაც უნდა დაგმართოს ადამიანმა ღმერთი არ მიგატოვებს. ყველაფერი შენი სულის სასარგებლოდ ხდება.

   "არაამსოფლისაგანია" დამოკიდებულება როდესაც: უსამართლობას ითმენ ღვთისა და მოყვასის სიყვარულით. არ წუწუნებ. სადაც აუცილებელია თავმდაბლობით ხმას იმაღლებ, კითხვას სვამ, შედეგს კი ღმერთს მიანდობ.

   "არაამსოფლისაგანია" დამოკიდებულება როდესაც: მართლმადიდებლური ღირებულებებისთვის მზად ხარ ივნო, დაითმინო შეურაცხყოფა, დევნა და სიკვდილი.

   ამ დამოკიდებულების გამო,  მ. სერაფიმე როუზის თქმით: „როგორც მინიმუმ, უცნაურად მიგიჩნევენ, თუმცა ეს აუცილებელი პირობაა".

   ამ სოფელში თუ გადარჩენა გსურს - "არაამსოფლისაგანი" უნდა იყო!

 

 


დავით ჯინჭარაძე 

www.xareba.net-ის რედაქცია 


  • მთავარი
  • -- ახალი ამბები
  • -- მნიშვნელოვანი თემები
  • -- კალენდარი
  • -- ქრისტიანული ოჯახი
  • -- მართმადიდებელი ეკლესია
  • -- მართმადიდებლული კატეხიზმო
  • -- ლოცვა
  • -- წმ. მამათა საგანძურიდან
  • -- წერილები სულიერ შვილებს
  • -- წმიდათა ცხოვრება
  • -- რელიგიური ცდომილებანი
  • -- მხილებითი ღვთისმეტყველება
  • -- იდეოლოგიური ცდომილებანი
  • -- თანამედროვე მამები
  • -- ძველი აღთქმის ისტორიიდან
  • -- უახლესი ისტორიიდან
  • -- საეკლესიო სამართალი
  • -- ჭეშმარიტი სასწაულები
  • -- საცდურები
  • -- შეიცანი ჟამი
  • -- კითხვა-პასუხი
  • -- სხვადასხვა
  • -- რუსულენოვანი გვერდი
  • -- ინგლისურენოვანი გვერდი
  • კონტაქტი
  • წმ. ნინო
  • წმ. გიორგი
  • წმ. ვახტანგ გორგასალი
  • წმ. დავით აღმაშენებელი
  • წმ. თამარ მეფე
  • წმ. აცამეტი ასურელი მამა
  • წმ. გრიგოლ ხანძთელი
  • წმ. აბო თბილელი
  • წმ. ქეთევან წამებული
  • წმ. შუშანიკი
  • წმ. არგვეთის მთავარნი დავითი და კონსტანტინე
  • წმ. შალვა, ბიძინა, ელისბარი
  • წმ. ნიკოლოზი
  • წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელი
  • წმ. მაქსიმე აღმსარებელი
  • წმ. მარკოზ ეფესელი
  • წმ. დავით გარეჯელი
  • წმ. შიო მღვიმელი
  • წმ. იოანე ზედაზნელი
  • წმ. ანტონ მარტმყოფელი
  • წმ. ისე წილკნელი
  • წმ. აბიბოს ნეკრესელი
  • წმ. ზენონ იყალთოელი
  • წმ. ისიდორე სამთავრელი
  • წმ. ამბა იოსებ ალავერდელი
  • წმ. ნეოფიტე ურბნელი
  • წმ. პიროს ბრეთელი
  • აბსურდიზმი
  • ჰუმანიზმი
  • ნიჰილიზმი
  • დარვინიზმი
  • მარქსიზმი
  • ევოლუციონიზმი
  • ახალი ადამიანი
  • მასობრივი კულტურა
  • რევოლუციის სახეობები
  • სპირიტიზმი
  • მაგია, მისნობა, ჯადოქრობა
  • უნია
  • ანტიქრისტე
 
მობ: 591 97 04 90
2012 Xareba.net

Сайт работает под управлением DataLife Engine