xareba
 
  • ნაყროვანება
  • სიძვა
  • ვერცხლისმოყვარეობა
  • მრისხანება
  • მწუხარება
  • ჭმუნვა
  • ცუდმედიდობა
  • ამპარტავნება
  • თავშეკავება
  • უბიწოება
  • უპოვარება
  • სიმშვიდე
  • ნეტარი გლოვა
  • მღვიძარება
  • სიმდაბლე
  • სიყვარული
  • მარხვა
  • თავისუფლება
  • სიმდიდრე
  • სიძუნწე
  • სინდისი
  • სიკვდილი
  • მემთვრალეობა
  • ნარკომანია
  • სინანული
  • შური
  • ანტიმოდერნიზმი
  • მოდერნიზმი
  • ადოგმატიზმი
  • ეკუმენიზმი
  • პაპიზმი
  • პროტესტანტიზმი
  • ლიბერალიზმი
  • გლობალიზმი
  • იუდაიზმი
  • სექტანტიზმი
  • ორიგენიზმი
  • სრულიად მართლმადიდებელთა კრება
Xareba.net » რუბრიკები » მხილებითი ღვთისმეტყველება » წმ. ეგნატე (ბრიანჩანინოვი) და წმ. თეოფანეს (გოვოროვი) პოლემიკის თაობაზე - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე
წმ. ეგნატე (ბრიანჩანინოვი) და წმ. თეოფანეს (გოვოროვი) პოლემიკის თაობაზე - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე
გუშინ, 09:21  / ამოსაბეჭდი ვერსია

წმ. ეგნატე (ბრიანჩანინოვი) და წმ. თეოფანეს (გოვოროვი) პოლემიკის თაობაზე - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე

 

 

   სულის წარმომავლობის საკითხის ძირითადი წინააღმდეგობის მართებული გადაწყვეტილება, როგორც აღვნიშნეთ წინა თავებში, წმ. ავგუსტინემ იპოვა. იმ პერიოდისა და თანამედროვე კრეაციონისტების (სულების ღვთის მიერ არაფრისგან შექმნა) ცდომილება არ გახლავთ მცირე დეტალი საღვთისმეტყველო თვალსაზრისით. ერთია უმნიშვნელო გადაცდომა და მეორე, როცა საფუძველშივე არამართებული პოზიცია გაგაჩნია. ნეტ. ავგუსტინემ კი სწორედ ეს ჯებირი გადალახა, თუკი თავიდან პრინციპულად ირწმუნებოდა, რომ „სამშვინველი (Душа) არ არის სხეული, არამედ სულია",1 მოგვიანებით მან შეძლო შეცდომის აღიარება და წმ. წერილის პოზიციიდან შეუდგა საკითხის განხილვას.

   საკმარისია გადავხედოთ წმ. წერილის იმ ეპიზოდებს, სადაც ანგელოზები ეცხადებიან ადამიანებს, რომ შევნიშნოთ: ღვთის გონიერ ქმნილებათა (ანგელოზები, ადამიანები) სამშვინველებს (Душа) არათუ გააჩნია ფორმა, არამედ ის ადამიანის სხეულის მსგავსია. ამასთან, ეს არ გახლავთ მეტაფორა ან მხატვრული ხერხი, ვით მიიჩნევენ კრეაციონიზმის წარმომადგენლები. თუკი სამშვინველს არა აქვს ფორმა, მაშინ ის არ ექნებოდა არც ანგელოზებს, არც ეშმაკებს. შედეგად გაუგებარი დარჩებოდა საზვერეებისა და ჯოჯოხეთის ტანჯვის არსებობაც, რაკი სამშვინველი მოკლებულია ყოველგვარ სხეულს. ლუკა მახარებელთან „ლაზარესა და მდიდარის" იგავში ვკითხულობთ: „მიიყვანა ლაზარე წიაღთა აბრაამისათა"... „მოკვდა მდიდარიცა იგი და დაეფლა და ჯოჯოჯეთს აღიხილნა თვალნი თვისნი", ... „იხილა აბრაამი"... „დააწოს (ლაზარემ) მწურვალი თითისა მისისა წყალსა და განმიგრილოს ენა ჩემი, რამეთუ ვიტანჯები მე ალითა ამით ცეცხლისათა" (ლუკ. 16. 19-31).

   როგორც ვხედავთ, „მდიდარი მოკვდა და დაეფლა" ე.ი. ხორცი მიწაშია, ხოლო ჯოჯოხეთში სამშვინველის (ენა, თითი, თვალი) და საიქიოდ ქმნილი სტიქიების (წყალი, ცეცეხლი) არსებობა დასტურია იმისა, რომ სამშვინველს ისეთივე ორგანოები აქვს (ოღონდ თხელი), როგორიც სხეულს. ამიტომ სწავლება სამშვინველის, ვით ერთგვარი ხორციელი სხეულის (რომელიც ასევე ფიზიკური სხეულის ფორმისაა) შესახებ, საშუალებას გვაძლევს დამაჯერებლად განვმარტოთ პირველქმნილი ცოდვის გადასვლის მექანიზმი. ვინაიდან სამშვინველში არსებული შემადგენელი და ფორმა სრულებით გასაგებს ხდის მშობლებისაგან შვილებზე (არა მხოლოდ სხეულის, არამედ სამშვინველის დონეზეც) პირველქმნილი ცოდვის გადასვლის საკითხს. არსებითად, ადამში დაეცა არა მხოლოდ კაცობრივი ბუნება, არამედ მთელი ქმნილი სამყაროც; რაკი ფიზიკური სამყარო შედგება გარკვეული რაოდენობის ელემენტებისა და სტიქიებისაგან (მიწა, წყალი, მზე, ჰაერი), ასევე უნდა იყოს შექმნილი ადამიანის სამშვინველიც და (ჩვენთვის) უხილავი სამყაროც, თავისი ატომებითა და მოლეკულებით, აგრეთვე სულიერი სამყაროს სტრუქტურაც. მხოლოდ ამგვარად არის შესაძლებელი ანგელოზთა ბუნების ინვოლუცია ეშმაკის ბუნებად და პირველქმნილი ადამიანის ბუნების გარდაქმნა დაცემული ადამიანის ბუნებად. იმავე მიზეზით ხორციელდება მშობლებისაგან გენეტიკური ინფორმაციის შთამომავლობაზე გადასვლაც, კერძოდ, დ.ნ.კ.-ს ცოდვისმიერი აზრებისა და ნების გადაცემაც.

   აღნიშნული სწავლების შესანიშნავი ნიმუში შემოგვთავაზა წმ. ეგნატემ (ბრიანჩანინოვი) წმ. თეოფანესთან (გოვოროვი) პოლემიკაში.

   ჩვენი პოზიცია მთლიანად თანხვედრაშია წმ. ეგნატეს „თხელი სხეულის" (სამშვინველის) კონცეფციასთან, ხოლო წმ. თეოფანესი — „სამშვინველისა ვით სულისა" — აშკარად კრეაციონისტული კონცეფციაა.

   წმ. ეგნატე წერდა: „სამშვინველი (Душа) — ეთერულია, ერთობ თხელი, მფრინავი სხეული, რომელსაც ჩვენი უხეში სხეულის სახე გააჩნია. ყველა მისი ნაწილი: თმაც კი, სახის ხასიათი — ერთი სიტყვით, სრული მსგავსებაა..." ანგელოზების სულის (სამშვინველის) მსგავსად გააჩნია: თავი, თვალები, ბაგეები, ხელები, ფეხები, თმები — სრული მსგავსება ხილული ადამიანისა".2

   თავის მხრივ თეოფანე დაყუდებული ირწმუნებოდა: „თუკი ღვთის ხატება უზენაესი სულიერი მისწრაფებისაა, მაშინ სულიერი მოვლენები და მოქმედებები არა სხეულებრივი არსებისაგან, არამედ სულიერისაგან უნდა წარმოიშვას. სამშვინველი უნდა ვაღიაროთ სულად, რათა მისგან იწარმოოს სულიერი მოქმედება".3

   ამდაგვარი ნეოპლატონური სილოგიზმებით ხასიათდება ზოგადად კრეაციონისტული კონცეფცია: სულიერი თითქმის სრული ერთარსია სამშვინველისა. ამ დროს მოციქულებთან, ავგუსტინესთან, მაკარისთან, პალამასთან, ეგნატესთან... სულიერება ეკუთვნის მსგავსებას და არა ხატებას. სულიერი მხოლოდ მაშინ შეგვიძლია ვუწოდოთ სამშვინველს (ასევე სხეულსაც), როდესაც ღვთაებრივი მადლი დაივანებს მასში. „სულისაგან შობილი სულია" (იონ. 3. 6), ე.ი. მხოლოდ ქრისტეში მყოფი განახლებული ადამიანის სამშვინველი არის (ხდება) სულიერი, ვინაიდან ღვთის მადლით არის „ჰიპოსტასირებული" (პალამას ტერმინი), ხოლო ბუნებრივი სულიერება (მსგავსება) სამშვინველისა უფრო პელაგიური (ბუნებრივი მადლის) შერბილებული ვარიანტია.

   წმ. ეგნატე კი წმ. წერილის, წმ. კრებებისა და წმ. მამათა საფუძველზე ადასტურებდა: „მხოლოდ ღმერთი, ვით უსასრულო არსება, არ ექვემდებარება არანაირ ფორმას და არ შეიძლება ჰქონდეს გამოსახულება".4

   ამდენად, სამშვინველს არ გააჩნია საკუთარი, ბუნებრივად კუთვნილი სულიერება (სული), შედეგად ის ხდება ავხორცული არა მხოლოდ სხეულის დამღუპველი ზეგავლენის გამო, როგორც მიაჩნიათ კრეაციონისტებს, ორიგენისტებს, პელაგიანელებს... მოდერნისტებს, არამედ სამშვინველითაც (გონების, გრძნობების, ნების დაზიანებით), ვინაიდან ასეთია მისი, ადამის ცოდვით დამძიმებული ბუნება. „ხორციელად შობილი ხორცია" (იონ. 3. 6). ე.ი. როგორც სხეული, ისე სამშვინველიც. ამიტომ, კრეაციონიზმი ოპოზიციაშია (სურს თუ არ სურს) არა ნეტ. ავგუსტინესთან, წმ. ეგნატესთან და სხვა მამებთან, არამედ თავად წმ. წერილთან, მოციქულებთან.

   ამრიგად, ყოველი სამშვინველი (Душа) მძიმე ცოდვილის სიკვდილის შემთხვევაში უბრუნდება თავის სუბსტანციურ „ფესვებს", სხეული — მიწას, ხოლო სამშვინველი — ქმნილ სულიერ, ფიზიკური თვალით უხილავ სამყაროს — ქვესკნელს, ე.ი. სულიერად მკვდარი ჯოჯოხეთში იმკვიდრებს ადგილს.

   სხვაგვარად რომ ვთქვათ: ღმერთმა შექმნა ადამიანები უკვე არსებული — მთლიანი (სხეული, სამშვინველი) ადამის სუბსტანციისაგან და არა მხოლოდ სხეულისაგან. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს გარემოება ამომწურავ პასუხს იძლევა: პირველქმნილი ცოდვა ვით გონებისა და ნების ხრწნადობა ანუ სულიერი სიკვდილი, რაგვარად გადაეცემა გენეტიკურად სამშვინველიდან სამშვინველს ისევე, როგორც სხვადასხვაგვარი მემკვიდრეობითი სნეულებები სხეულიდან სხეულს. კრეაციონიზმის კონცეფციის თანახმად კი ეს არსებითად წარმოუდგენელია, ამიტომაც იბლანდება ვარაუდებსა და წარმოდგენებში.

   ამრიგად: როცა წმ. წერილში (ძველი, ახალი აღთქმა) სამშვინველი (Душа) იწოდება „სულად" (Дух), ვით „ხორცის" საპირისპირო ცნება, ეს ნიშნავს ქრისტეს მადლთან (სულთან) სამშვინველის თანამყოფობას. ასეა ძველი აღთქმის მართალთა და წინასწარმეტყველთა შემთხვევაშიც, ვინაიდან ისინი მესიის მოლოდინის აღთქმით ცხოვრობდნენ; არა საკუთრივ თავიანთი ღირსებით, არამედ ღვთის მადლით უნდა გადარჩენილიყვნენ, ე.ი. ქრისტეს ჯოჯოხეთში შთასვლითა და მათი აღმოყვანით.

   შემდეგ წმ. ეგნატე ღირს იოანე დამასკელს იმოწმებს: „უსხეულო და არანივთიერია ანგელოზები ჩვენთან შედარებით. ხოლო ღმერთთან შედარებით ისინი უხეში და ნივთიერი არიან. მხოლოდ ღვთაებაა არანივთიერი (невешественно) ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. ანგელოზები უხილავია, მაგრამ ეს თვისება შეზღუდულია  — თუმც არ გააჩნიათ უხეში სხეული, ისინი მაინც შეზღუდულები არიან. ეს მათი ბუნების მახასიათებელია. ისინი შეზღუდულებია, ვინაიდან როდესაც იმყოფებიან ზეცაში, არ არიან დედამიწაზე, ხოლო როდესაც ღმერთი აგზავნის მათ დედამიწაზე, აღარ არიან ცაში — შეუძლებელია იყონ იქაც და აქაც".5

   თავის მხრივ, სუსტი არგუმენტი გაჟღერდა წმ. თეოფანე დაყუდებულის მხრიდან, როცა ის შეეცადა დაეცვა კრეაციონისტული პნევმატოლოგიის „სიმართლე", სინამდვილეში კი კიდევ ერთი კომპრომატი შესძინა მას:

   დამასკელი ამბობს: „შედარებისას, ე.ი. როდესაც შეხედავ ანგელოზთა ბუნებას და შეადარებ არაფერთან შესადარ ღვთაებრივ არსებას, ის (ანგელოზი) აღმოჩნდება უხეში და ნივთიერი — დავამატებდი (თეოფანე), როგორც კაშკაშად მოციმციმე მზე არც თუ ისე განათებულ ოთახში შემოჭრილი".6

   მსგავსი მეტაფორა სინათლისა და მისი საწყისისა ხშირად გამოიყენებოდა პლოტინის მიერ „ენეადებში" („эннеады"), ემანაციის (სამშვინველის ღვთაებასთან შერწყმის) პროცესის აღწერისას.

   საქმე ისაა, რომ ქმნილ და ხელთუქმნელ ბუნებებს შორის განსხვავება შემდეგშია: პლატონიზმში ღვთაება სულია, ხოლო ადამიანის სამშვინველი ნაკლები კონცენტრაციის სულია. მართლმადიდებლობაში სამშვინველი — ქმნილებაა, საერთოდაც არაა სული, არამედ სწორედ რომ, თხელი სხეულია.

   სამართლიანად შენიშნა წმ. მაკარი დიდმა: „არ არსებობს არანაირი მსგავსება ღვთის ბუნებასა და ჩვენს ბუნებას შორის". რაკი წმ. ეგნატე ეტალონად სწორედ ამ ჭეშმარიტ სწავლებას ღაღადებს, ქება და დიდება მას!

   წმ. თეოფანე წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველს იშველიებს:

   „ის (წმ. გრიგოლი) ამბობს ანგელოზებზე: ვიფიქროთ ღვთის გარშემო მყოფ პირველ არსებებზე, ე.ი. ანგელოზებსა და ზეციურ ძალებზე, რომლებიც პირველი სინათლისაგან პირველები იკვებებიან, განათლებულნი ჭეშმარიტი სიტყვით, თავად არიან სინათლენი და ნათლის ანარეკლნი (отблеск) სრულყოფილი სინათლისა. თუკი ანგელოზები — განაგრძობს წმ. თეოფანე, არსით ანარეკლნი არიან სრულყოფილი სინათლისა და თავად სინათლე, მაშინ როგორ ვუწოდოთ მათ ნივთიერი? სრულყოფილი ნათელი, ე.ი. ღმერთი არის უწმინდესი სული. შესაბამისად, მისი ანარეკლნიც უნდა იყვნენ წმინდა სულები".7

   აქ წმ. თეოფანე დაყუდებული ანგელოზთა ბუნებას ემანაციის პარადიგმაში განიხილავს, რაც საფუძველშივე მცდარია. ორთოდოქსულ ქრისტიანობაში ქმნილ ბუნებას თავისთავად არაფერი საერთო არ აქვს ხელთუქმნელთან. ამდენად, გონიერი ქმნილებების (ანგელოზები, ადამიანები) განღმრთობა აბსოლუტურად ზებუნებრივი, მადლისმიერი მოვლენაა.

   წმ. გრიგოლ პალამა წერს: „განღმრთობის მადლი, შენ (ვარლაამ) ბუნებრივ მდგომარეობად მიგაჩნია, ისწავლე მცოდნეთაგან და მათგან, ვინც სწავლობდა მათთან, რომ განღმრთობის მადლი აბსოლუტურად შეუკავებელია (неудержимо), ბუნებით არ გააჩნია არანაირი უნარი ამის მიღებისა (Прп. Максим Исповедник. Вопросы к Фалассию). სხვაგვარად ის არც იქნება მადლი, არამედ ბუნებრივი უნარების მიერ გამოვლენილი ენერგია. ხოლო თუკი განღმრთობა ბუნებრივი უნარების მოქმედებით აღესრულება, ამაში არაფერია მოულოდნელი და ზებუნებრივი. განღმრთობა მაშინ წარმოჩინდება ბუნების საქმედ და არა ღვთაებრივ ნიჭად".8

   აქ შესანიშნავად ჩანს, რომ პალამა ვარლაამ კალამბრიელს, ვით მორიგ ნეოპლატონურ მაგალითს, ნიმუშს უპირისპირებს ქმნილი და ხელთუქმნელი მადლის განსაზღვრებას.

   წმ. თეოფანე დაყუდებულის შემდეგი პასაჟი აშკარად „ელინისტური ქრისტიანობის" კატეგორიიდანაა:

   „ხილულ ქმნილებაში გამოვლენილი ყოველგვარი წყალობა ღმერთში არსებული სრული წყალობის ნაწილია, რაც ღმერთში უსასრულოდ სრულყოფილია და სისავსისაა, ის ქმნილებაში მრავალჯერ შეზღუდულია".9

   აქ საუბარი სულაც არ არის მადლზე, არამედ სწორედ რომ „ხილულ ქმნილებაზე", რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს საზრისის ნეოელინისტურ შინაარსს.

   დასკვნის სახით, წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვი მეშვიდე მსოფლიო კრების განჩინებით ამყარებს თავის პოზიციას:

   კონსტანცის ეპისკოპოსი კონსტანტინე ამბობს: „ქერუბუმებს, როგორც ვკითხულობთ, ადამიანის სახე ჰქონდათ. როგორ ამბობს ზოგიერთი, ვის უხილავსო ქერუბიმების სახე! თუნდ ლითონისაგან ყოფილიყო ის წარმოჩენილი". პატრიარქი ტარასი ამბობს: „ყველა წმინდანი, ვისაც ანგელოზების ხილვა არგუნა ღმერთმა, ხედავდნენ მათ, ადამიანების სახის მქონეთ, ასე ვკითხულობთ წმ. წერილის სხვადასხვა ეპიზოდში. როდესაც ღმერთი ესაუბრება მოსეს (გამოსვლ. 25. 9), იქ გულისხმობს ქერუბიმებსაც. ამიტომ ღვთის მონამ, მოსემ შექმნა ისეთი ხატები და ქერუბიმები, როგორებიც იხილა".10

   ეს ნიშნავს: ღმერთმა მოსეს უჩვენა ანგელოზები არა ისეთებად, რომ ფიზიკური თვალით შეძლებოდა მათი ხილვა; ე.ი. კი არ მოარგო მის შეზღუდულობას, არამედ ისეთებად აჩვენა, როგორებიც სინამდვილეში არიან თავიანთი ბუნებით.

   კრეაციონიზმში კი ანგელოზები არიან წმინდა სულები, არ გააჩნიათ არანაირი ფორმა, სახე და ადგილი სივრცეში, ხოლო მათი ხატებზე გამოსახვა მეტაფორის კატეგორიიდანაა.

   მართლმადიდებელი ეკლესიის კრებსითი გადაწყვეტილების თანახმად: „ანგელოზები გონიერი არსებებია, მაგრამ არ არიან სრულებით უსხეულონი, არამედ გააჩნიათ თხელი სხეული (ებრ. 2. 7).  წმ. მამები ბასილი, ათანასე, მეთოდი და სხვები ადასტურებენ: ჭეშმარიტად უსხეულო და აუწერელი მხოლოდ ღვთაებრივი არსებაა, ხოლო გონიერი ქმნილება არა სრულად უსხეულო და უხილავი. ამიტომ იმყოფებიან ისინი განსაზღვრულ ადგილზე და მათი აღწერაც შესაძლებელია. ზოგიერთი გამონათქვამის მიხედვით ანგელოზები, დემონები, უსხეულოებად იმიტომ იწოდებიან, რომ არ შედგებიან ოთხი ნივთიერი სტიქიისაგან და მათი სხეულები არაა ისეთივე უხეში, როგორც ჩვენი. ჩვენთან შედარებით კი ნამდვილად უსხეულონი არიან, მაგრამ ვინაიდან ისინი მრავალმა ადამიანმა, ვისაც ღმერთმა აუხილა თვალი, იხილა საკუთარ სხეულებში, ამიტომაც გახდა მათი აღწერა შესაძლებელი".11

   წმ. თეოფანე მიიჩნევს, რომ ანგელოზები შესაძლოა იღებენ სხეულის ფორმას (Душа и ангелы. С. 116), მაგრამ იღებენ სახეს საიმისოდ, რომ გაემოცხადონ ადამიანებს მათთვის ადაპტირებულ პირობებში. წმ. ეგნატე კი მკაფიოდ ამბობს, რომ ანგელოზების სხეულები არა მეტაფორა, არამედ რეალობაა, ზუსტად ისეთი, როგორიც ეცხადებიან ხოლმე ადამიანებს. ამით დასტურდება წმ. ეგნატეს საზრისის ჭეშმარიტება და წმ. თეოფანეს სიმცდარე (ამ საკითხში).

   სამშვინველი (თხელი სხეული), ადამიანისა თუ ანგელოზისა, თვითუფლებრივად ვერ მიეკვრება (ემანაციურად) ღმერთს, ვით „ერთი სულის მქონენი"; მხოლოდ ღვთის ნებით, ე.ი. ზებუნებრივი მადლმოსილი საშუალებების (ნათლისღების) ზემოქმედებითაა შესაძლებელი სამშვინველისა და სულის ერთობა, სადაც ერთი (სამშვინველი) — სხეულია, მეორე (სული) — ღვთის მადლი.




1 Блж. Августин. О душе и происхождении. Преамбула.

2 Св. Игнатий Брианчанинов. Слово о смерти. Т. III.

3 Св. Феофан Затворник. Душа и ангелы не тело, а дух. М. 2014. Благовесть. С. 106.

4 Св. Игнатий Брианчанинов. Слово о смерти. СПБ. Т. III. С. 595.

5 Прибавление к слову о смерти. Св. Игнатий Брианчанинов.

6 Св. Феофан Затворник. Душа и ангелы. С. 22.

7 იქვე. წმ. თეოფანესთან. გვ. 50.

8 Св. Григории Палама. Триады. III. 1. 26.

9 Св. Феофан Затворник. Душа и ангелы. С. 140.

10 VII მს. კრება. Деяние 4-е. 7 ტ. გვ. 111.

11 იქვე. VII მს. კრება. Деяние 5-е.




დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე 

www.xareba.net - ის რედაქცია 


  • მთავარი
  • -- ახალი ამბები
  • -- მნიშვნელოვანი თემები
  • -- კალენდარი
  • -- ქრისტიანული ოჯახი
  • -- მართმადიდებელი ეკლესია
  • -- მართმადიდებლული კატეხიზმო
  • -- ლოცვა
  • -- წმ. მამათა საგანძურიდან
  • -- წერილები სულიერ შვილებს
  • -- წმიდათა ცხოვრება
  • -- რელიგიური ცდომილებანი
  • -- მხილებითი ღვთისმეტყველება
  • -- იდეოლოგიური ცდომილებანი
  • -- თანამედროვე მამები
  • -- ძველი აღთქმის ისტორიიდან
  • -- უახლესი ისტორიიდან
  • -- საეკლესიო სამართალი
  • -- ჭეშმარიტი სასწაულები
  • -- საცდურები
  • -- შეიცანი ჟამი
  • -- კითხვა-პასუხი
  • -- სხვადასხვა
  • -- რუსულენოვანი გვერდი
  • -- ინგლისურენოვანი გვერდი
  • კონტაქტი
  • წმ. ნინო
  • წმ. გიორგი
  • წმ. ვახტანგ გორგასალი
  • წმ. დავით აღმაშენებელი
  • წმ. თამარ მეფე
  • წმ. აცამეტი ასურელი მამა
  • წმ. გრიგოლ ხანძთელი
  • წმ. აბო თბილელი
  • წმ. ქეთევან წამებული
  • წმ. შუშანიკი
  • წმ. არგვეთის მთავარნი დავითი და კონსტანტინე
  • წმ. შალვა, ბიძინა, ელისბარი
  • წმ. ნიკოლოზი
  • წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელი
  • წმ. მაქსიმე აღმსარებელი
  • წმ. მარკოზ ეფესელი
  • წმ. დავით გარეჯელი
  • წმ. შიო მღვიმელი
  • წმ. იოანე ზედაზნელი
  • წმ. ანტონ მარტმყოფელი
  • წმ. ისე წილკნელი
  • წმ. აბიბოს ნეკრესელი
  • წმ. ზენონ იყალთოელი
  • წმ. ისიდორე სამთავრელი
  • წმ. ამბა იოსებ ალავერდელი
  • წმ. ნეოფიტე ურბნელი
  • წმ. პიროს ბრეთელი
  • აბსურდიზმი
  • ჰუმანიზმი
  • ნიჰილიზმი
  • დარვინიზმი
  • მარქსიზმი
  • ევოლუციონიზმი
  • ახალი ადამიანი
  • მასობრივი კულტურა
  • რევოლუციის სახეობები
  • სპირიტიზმი
  • მაგია, მისნობა, ჯადოქრობა
  • უნია
  • ანტიქრისტე
 
მობ: 591 97 04 90
2012 Xareba.net

Сайт работает под управлением DataLife Engine