xareba
 
  • ნაყროვანება
  • სიძვა
  • ვერცხლისმოყვარეობა
  • მრისხანება
  • მწუხარება
  • ჭმუნვა
  • ცუდმედიდობა
  • ამპარტავნება
  • თავშეკავება
  • უბიწოება
  • უპოვარება
  • სიმშვიდე
  • ნეტარი გლოვა
  • მღვიძარება
  • სიმდაბლე
  • სიყვარული
  • მარხვა
  • თავისუფლება
  • სიმდიდრე
  • სიძუნწე
  • სინდისი
  • სიკვდილი
  • მემთვრალეობა
  • ნარკომანია
  • სინანული
  • შური
  • ანტიმოდერნიზმი
  • მოდერნიზმი
  • ადოგმატიზმი
  • ეკუმენიზმი
  • პაპიზმი
  • პროტესტანტიზმი
  • ლიბერალიზმი
  • გლობალიზმი
  • იუდაიზმი
  • სექტანტიზმი
  • ორიგენიზმი
  • სრულიად მართლმადიდებელთა კრება
Xareba.net » რუბრიკები » მხილებითი ღვთისმეტყველება » სულის წარმომავლობისათვის ნეტ. ავგუსტინეს სწავლების მიხედვით - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე
სულის წარმომავლობისათვის ნეტ. ავგუსტინეს სწავლების მიხედვით - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე
გუშინ, 09:46  / ამოსაბეჭდი ვერსია

 

   ეკლესიის წიაღში საღვთისმეტყველო ტრაქტატების წესის ეპოქა ემთხვევა იმ ისტორიულ პერიოდს, როცა ნეოპლატონიზმი საყოველთაო ზეგავლენას ახდენდა განათლებულ საზოგადოებაზე. ნეტარი ავგუსტინე ერთ-ერთია იმ მცირერიცხოვანთაგან, ვინც საფუძვლიანად გაისიგრძეგანა აღნიშნული განათლების სისტემის დამღუპველობა ღვთისმეტყველებისათვის. სწორედ ამის გამო თქვა მან უარი თქმა ადრეული ნაშრომების გარკვეულ კონცეფციებზე და ახლებურად გადააფასა ანთროპოლოგიური საკითხი ადამიანის „სულის წარმომავლობის" შესახებ.

   1. აღნიშნული სწავლება მართლაც ერთ-ერთი ყველაზე რთულია და ამავდროულად სხვადასხვანაირად განმარტებული თავად ეკლესიის წიაღშიც. მამებისეულ სწავლებაში არსებობდა ორი ძირითადი მიმართულება — კრეაციონიზმი (ღვთის მიერ ყველა სულის არაფრისაგან შექმნა) და ტრადუციონიზმი (შვილთა  სულების შექმნა მშობლებისაგან, ისევე როგორც ეს ხდება სხეულის ჩამოყალიბების დროს).

   ნეტარმა ავგუსტინემ, როგორც კრეაციონიზმში, ისე ტრადუციონიზმში მრავალი ნაკლოვანება აღმოაჩინა. მას გაუჩნდა შეკითხვები, პასუხის ძიებამ კი საფუძვლიანად შეცვალა მისეული ძველი ხედვა და მეტიც: ეჭვის ქვეშ დააყენა ეკლესიაში მანამდე გაორებულ ვითარებაში არსებულ ანთროპოლოგიურ სწავლებას. აღნიშნული საკითხი წმ. ავგუსტინემ ძირითადად ორ ნაშრომში ჩამოაყალიბა („Письмо 166. К Иорониму Стридонскому" 415 წ.; „О душе и ее происхождении" 416 წ.).

   სწორედ, წმ. ავგუსტინეს სწავლების წყალობით მოგვეცა შესაძლებლობა ზუსტად გაგვეაზრებინა შთამომავლობაზე პირველქმნილი ცოდვის გადაცემის მექანიზმი. ეს გახლდათ ერთადერთი სწორი და მართებული პოზიცია, რომელსაც თავად წმინდანმა მოგვიანებით მიაგნო. თუკი კრეაციონიზმის თანახმად, გაუგებარია როგორ გადადის შთამომავლობაზე ადამის ცოდვა, თუკი ტრადუციონიზმი არ ნათელყოფდა სულიდან სულზე ცოდვის გადასვლის საკითხს, წმ. ავგუსტინემ ორივე კონცეფცია შეაჯერა და სადაც გასაგები გახადა არსი გამოთქმისა „ერთი მის კაცისათვის ცოდვა სოფლად შემოხდა და ცოდვისა ძლით სიკვდილი" (რომ. 5. 12). არსი ამავე დროს გასაგები გახადა ტრადუციონიზმის ძირითადი თეზა: „განისვენა შექმნის შემდეგ" (შექმნ. 2. 2), შესაბამისად გაუგებარი და თითქოს ურთიერთგამომრიცხავი კრეაციონიზმის თეზა: „მამაი ჩემი მოაქამომდე იქმს, და მეცა ვიქმ" (იონ. 5. 17).   

   ნეტ. ავგუსტინე წერს:

   „ვინაიდან ღმერთმა ყოველივე შექმნა, რაც მისი განგებულებით უნდა ყოფილიყო შექმნილი, ვიდრე შექმნილი სამყარო დაიწყებდა არსებობას. მომავალში, რაც უნდა შეექმნა (სხვა ადამიანები) უნდა შექმნილიყო იმისაგან, რაც უკვე იყო შექმნილი. ამრიგად, ორივე პასაჟის (შექმნ. 2. 2) და (იონ. 5. 17) აზრი გასაგები იქნება, ვინაიდან დაუშვებელია შექმნათა წიგნი ეწინააღმდეგებოდეს სახარებას".1

   დიდებული სილოგიზმის თანახმად გამოდის: თუკი პირველი ადამიანი შექმნა ხატად და მსგავსად თვისსა, მისი ცოდვით დაცემის შემდეგ ძველი ადამის ხატად, ე.ი. ადამის ხრწნადობის შესაბამისად, თანახმად შექმნა. ამის შესახებ პირდაპირ საუბრობს პავლე მოციქული: „და ვითარცა იგი შევიმოსეთ ხატი იგი მიწისაგანისა" (1 კორ. 15. 49). ამიტომაც მომდევნო სულების შექმნა პრინციპულად განსხვავდება პირველისაგან, ისევე როგორც სხეული, რომელიც მშობლების სხეულისაგან იქმნება და არა „მტვერისაგან" მიწისა. ამრიგად, წმ. ავგუსტინემ ამ ორივე კონცეფციის გენიალური სინთეზი შემოგვთავაზა.

   მართლაც, ნეტარ ავგუსტინეს ებადება კითხვა და უზიარებს მას ნეტარ იერონიმეს: „სამშვინველი (Душа) რატომ იყო იძულებული მიეღო ეს ცოდვისმიერი მდგომარეობა, თუკი არ შექმნილა თავდაპირველისაგან, რომელმაც პირველმა შესცოდა კაცობრივ მოდგმაში?"2

   ვინაიდან დამაჯერებელი პასუხი ამ კითხვაზე კრეაციონიზმს არ გააჩნია, ბუნებრივია შემდეგი კითხვაც — შემოქმედი კონკრეტულად რაგვარად ქმნის სულებს — მინიმუმ ღია რჩებოდა (კრეაციონიზმშიც და ტრადუციონიზმშიც).

   მოციქულის სწავლებაში მკაფიოდ განსხვავდება „ღმერთი-შემოქმედის" დამოკიდებულება ძველი ბუნების ადამიანისადმი და ღმერთი-მამისაგან" — ქრისტეში ახალი ადამიანისადმი. მნიშვნელოვანია ძველი და ახალი კაცობრივი სუბსტანციის პრინციპული განსხვავება ერთმანეთისაგან. წმ. წერილში, მოციქულთა სწავლებაში ცოდვით დაცემული მდგომარეობიდან აბსოლუტურად წარმოუდგენელია საპირისპირო (ახალში) სუბსტანციაში გადასვლა ქმნილი სამშვინველისათვის, ვინაიდან ქრისტეში ახალი ადამიანის სული „სულისაგან იშვება" (იონ. 3. 6). ე.ი. პირველქმნილი სიკვდილის მდგომარეობიდან სულიერი აღორძინება მხოლოდ ღვთის მადლის (ნათლისღების...) მეშვეობით არის შესაძლებელი, რაც სრულიად ზებუნებრივი პროცესი გახლავთ. წმ. ირინეოს ლიონელი დასძენს: „სხეულისა და სამშვინველის შეერთებისა და ღვთის სულის მიღებისაგან შედგება ადამიანი".3

   2. ამიტომაც ნეტ. ავგუსტინეს კონცეფცია ადამიანის სამშემადგენელიანი სუბსტანციის შესახებ მთლიანად, სავსებით ესადაგება სახარებისეულ და მამებისეულ სწავლებას. ნეტარის ღვთივგანბრძნობილ სწავლებაში ვკითხულობთ:

   „თავდაპირველად ღმერთმა შექმნა ცა და მიწა, ხოლო შემდეგ (მომდევნო „დღეებში", ანუ შექმნის ეტაპზე) მათი სუბსტანციისაგან შექმნა ამ ორივე სამყაროს გონიერი არსებები. ამიტომ კაცობრივი მოდგმის სულები სხვაგვარად ვერ შეიქმნებოდა, გარდა საკუთარ უახლეს წინაპართა სულების ნივთიერებისაგან. როგორც პირველი ადამიანის (ადამის) ნეკნისაგან შექმნა ღმერთმა მეორეს (ევას) სხეული, იმავენაირად მას ადამის სულის „ნეკნისაგან" უნდა შეექმნა ევა. ამ შემთხვევაში, შექმნათა წიგნის ნიშანდობლივი სიტყვები „შეჰბერა სული" (შექმნ. 2. 7), რის შედეგადაც მისი სული „ცოცხალი" ხდება უნდა მივაწეროთ, მივაკუთვნოთ ზებუნებრივი მადლის მინიჭებას, მოქმედებას — ცოდვის ჩადენით ის „ცოცხალი" დაკარგა, სული სულიერად მკვდარი, „ხორციელი" (პავლე მოციქულის ტერმინი) შეიქნა, ვინაიდან „შეჰბერა" - ში რომ არ მოიაზრებოდეს სულიწმინდა, არც მოციქულებისადმი „შეჰბერვით" იტყოდა: „შეჰბერა მათ და ჰრქუა: მიიღეთ სული წმიდაი" (იონ. 20. 22).

   იგივე არ ითქმოდა საქმე მოციქულთაშიც: „და იყო მეყსეულად ზეცით ოხრაი, ვითარცა მოწევნაი ქარისა სასტიკისა, და აღივსო ყოველი იგი სახლი, სადა-იგი იყვნეს მსხდომარე" (საქმე. 2. 2).4

   ნეტარი ავგუსტინე ასწავლიდა, რომ „შეჰბერვა" (вдуновение, insufflation) თავად ღვთის მოქმედებას ნიშნავს, რომლითაც ადამიანს თავისი სულის ძალი შეჰბერა. აქ იკვეთება მსგავსება, პარალელი წმ. გრიგოლ პალამას ტერმინთან — ენერგია, რაც არსებითად სინონიმური დატვირთვისაა: ორივე შემთხვევაში საუბარია ზებუნებრივი ღვთის სულის, ენერგიის ადამიანში „ჰიპოსტასირებაზე". ამ დროს ძველი ბუნების ადამიანი პრინციპულად სხვა ვითარებაშია: „და იცოცხლა ადამმა ორას ოცდაათი წელი და შვა თვისი სახისაებრ და თვისი ხატისამებრ და დაარქვა მისი სახელი სეითი" (შექმნ. 5. 3).

   ჭეშმარიტად, „ვისგანაც ადამიანი იღებს თავისი ბუნების საწყისს, მისგანაა მთელი პასუხისმგებლობაც. უნდა ვაღიაროთ, ასევე ის მომდევნო შთამომავალი იღებს იმავე (ადამის) სახის (ხატის) ბუნებას".5 მართლაც, შეუპოვარია წმ. ავგუსტინე: „თუკი ღმერთი არ გვაძლევს სხეულს იმ საფუძველზე, რომ ჩვენი სხეული იღებს სათავეს ჩვენი მშობლებისაგან, მაშინ უარყოს, თუკი გაბედავს, რომ მარცვალი არ აღმოცენდება მარცვალისაგან, ხოლო ბალახი ბალახის თესლისაგან, ყოველივე თავისი ჯიშისა და მოდგმის მიხედვით. ხოლო თუკი ვერ ბედავს ამის უარყოფას" — ეკამათება რა ნეტ. ავგუსტინე ვინმე კრეაციონისტს ვიქტორ ვინსენთენს, ესაიას (42. 5) მუხლის სიტყვებზე „მისცა სუნთქვა ხალხს" — საიდან იცის, რა შინაარსია ჩადებული მშობლებისაგანა წარმოშობილი, თუ ყოველ ადამიანში ახალი სუნთქვის მეშვეობით?... რატომ არის ასე დარწმუნებული რომ ამ მუხლით გამოიხატება აზრი თითქოს შთანერგილი „სული" არის სახელდობრ ის „ცხოვრება", რომლითაც ცხოვრობს ადამიანის ბუნება, და არა მადლი სულიწმინდისა? ვინაიდან თუკი „სუნთქვაში" არ მოიაზრება სულიწმინდის მადლი, მაშინ მაცხოვარი არ იტყოდა „შეჰბერა მოწაფეებს" (იონ. 20. 22) და (საქმე. 2. 21). ეჭვგარეშეა, ამ წინასწარმეტყველებაში მოიაზრება მადლი სულიწმინდისა, როდესაც მრავალი (ახალ ადამში) გახდა მორწმუნე და ერთად აღივსნენ სულიწმინდის მადლით, მაგრამ არა ყველანი ერთდროულად, არამედ თავის დროზე, ვიდრე არ აღესრულება სრული რიცხვი „ღვთის ხალხისა".6

   ელინისტური ჰუმანიზმის მიმდევრები ვერ ანსხვავებენ ძველი და ახალი ადამიანის ბუნებებს, მიაჩნიათ, რომ „სულიერება" აპრიორი სამშვინველის თვისებაა, „ცხოვრებაა", ბოძებული ერთხელ და სამუდამოდ ყოველი ადამიანის შექმნისთანავე. თითქოს არანაირი პირველქმნილი ცოდვა არ არსებობდეს, არ ზემოქმედებდეს დაცემული ადამიანის ბუნებაზე. ამიტომ ვამბობთ: ძველი ბუნების ადამიანი, არსებითად „მშვინვიერი ადამიანია", ხოლო ნათელღებული, ქრისტეს შემოსვით ხდება „სულიერი" (ე.ი. სულიწმინდის მადლის მიმღები). მშვინვიერი ადამიანი არ (ვერ) იღებს, რაც სულისაგანია, უგუნურებად მიაჩნია ის, არადა სულიერი განსჯაა საჭირო.

   მათ მიაჩნიათ, რომ „სულის გონებისმიერი ნაწილის წყალობით" ფლობენ რაღაც საკუთარ „ბუნებრივ სულიერებას". ამიტომ აცდენილნი არიან როგორც წმ. წერილის, ისე წმ. მამათა მართებულ სწავლებას, რომ სამშვინველი, როგორც სხეული ქმნილებაა, ის ცვალებადი და მერყევია, ხოლო „შთაბერილი" სული — ღვთის სულია, ზებუნებრივია.

   ნეტ. იერონიმესთან საუბარში ნეტ. ავგუსტინე სწორედ ამ გარემოებაზე ამახვილებს ყურადღებას: „ვით ღმერთმა აიღო ერთი ნეკნი ადამისა და შექმნა ევა, ასევე საწყის მასალად სხეულისა და სამშვინველის შესაქმნელად, პირველქმნილი ცოდვის შემდეგ უნდა ყოფილიყო ადამის დაცემული ბუნება. სხვაგვარად პირველი ცოდვა არ გადავა გენეტიკურად. ის, რომ ეს სწორედ ასე ხდება, ამაზე სამშვინველის აპრიორი ვნებულობაც მეტყველებს, სამშვინველი და არა სხეულია ცოდვის (ვნებულობის) სათავე".7

   დასკვნის სახით ვიტყვით: თუკი პირველი ადამიანის სხეული იქმნება თიხისაგან, ხოლო სამშვინველი „არაფრისაგან", ხოლო თუკი ყველა მომდევნო ადამიანის სხეულები იქმნება უკვე არა თიხისაგან, არამედ პირველი ადამიანის სხეულის სუბსტანციისაგან, მის აქტუალურ მდგომარეობაში, მაშინ მისი (ადამის) შთამომავლობის სამშვინველიც უნდა შექმნილიყო „არა არაფრისაგან", არამედ მისი (ადამის) სამშვინველის სუბსტანციისაგან, მის აქტუალურ მდგომარეობაში. ხოლო თუკი პირველქმნილი ცოდვის შედეგად ზიანდება სხეულის ბუნება, მაშინ ანალოგიურად უნდა დაზიანებულიყო სამშვინველის ბუნებაც, ვინაიდან ერთიც და მეორეც ქმნილი და ცვალებადია.

   ამრიგად, ინდივიდუალური სულები უთუოდ იქმნება ღვთისაგან, როგორც ყველაფერი ქმნილ სამყაროში, მაგრამ „არა არაფრისაგან", არამედ პირველი ადამიანის სამშვინველის სუბსტანციისაგან.

   მხოლოდ ამგვარად ხდება გასაგები პავლე მოციქულის სიტყვები „ადამში ყველამ შევცოდეთ" (რომ. 5. 4). ასევე გაუგებარია ჩვილების მონათვლის საკითხი, თითქოს მათი სამშვინველის „გონივრული ნაწილი" დაუზიანებელია პირველქმნილი ცოდვით (ვლახოსი, რომანიდისი...). შესანიშნავად ჩამოაყალიბა ეს ნეტ. ავგუსტინემ: „ნუთუ თავიანთი ჩვილების მოსანათლად შემართული ადამიანები ფიქრობენ, რომ ისინი ამას არა ჩვილთა სულებისთვის, არამედ სხეულისთვის აკეთებენ?"7

   მავანს მიაჩნია, რომ კრეაციონიზმი (სულების არაფრისგან შექმნა) არის მამებისეული სწავლება. სინამდვილეში არანაირი „კონსესუსი" მამებში ამ საკითხზე არა არსებობს. სამწუხაროდ, ნეტ. ავგუსტინეს მიერ მიგნებული და შემოთავაზებული შესანიშნავი გამოსავალი, ვერ იქნა კრებსით დონეზე აყვანილი (როგორც ეს კართაგენის კრების დროს მოხდა უნათლავ ჩვილებთან დაკავშირებით). შესაძლოა, ამის მიზეზი ასაკი იყო, ან სამღვდელმთავრო მსახურება.

   თუმცა ძირითადი კონტურები მოხაზულია, გამგები გაიგებს. წინააღმდეგ შემთხვევაში ირიბად ეძლევა გასაქანი ორიგენისტულ და პელაგიურ მოსაზრებებს, რომლებიც რევანშისტულად უტევენ ეკლესიის ორთოდოქსულ სწავლებას.

   





1 Письмо 166. К Иорониму Стридонскому.

2 იქვე. Письмо 166. 1. 16.

3 Св. Ириней Лионский. Против ересей. 5,8. / PG. T2.

4 Блж. Августин. О душе и ее происхождении. 1. 18.

5 იქვე. 1. 32.

6 იქვე. 1. 18.

7 Письмо 166. С. 188.

 

 

დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე 

www.xareba.net - ის რედაქცია 


  • მთავარი
  • -- ახალი ამბები
  • -- მნიშვნელოვანი თემები
  • -- კალენდარი
  • -- ქრისტიანული ოჯახი
  • -- მართმადიდებელი ეკლესია
  • -- მართმადიდებლული კატეხიზმო
  • -- ლოცვა
  • -- წმ. მამათა საგანძურიდან
  • -- წერილები სულიერ შვილებს
  • -- წმიდათა ცხოვრება
  • -- რელიგიური ცდომილებანი
  • -- მხილებითი ღვთისმეტყველება
  • -- იდეოლოგიური ცდომილებანი
  • -- თანამედროვე მამები
  • -- ძველი აღთქმის ისტორიიდან
  • -- უახლესი ისტორიიდან
  • -- საეკლესიო სამართალი
  • -- ჭეშმარიტი სასწაულები
  • -- საცდურები
  • -- შეიცანი ჟამი
  • -- კითხვა-პასუხი
  • -- სხვადასხვა
  • -- რუსულენოვანი გვერდი
  • -- ინგლისურენოვანი გვერდი
  • კონტაქტი
  • წმ. ნინო
  • წმ. გიორგი
  • წმ. ვახტანგ გორგასალი
  • წმ. დავით აღმაშენებელი
  • წმ. თამარ მეფე
  • წმ. აცამეტი ასურელი მამა
  • წმ. გრიგოლ ხანძთელი
  • წმ. აბო თბილელი
  • წმ. ქეთევან წამებული
  • წმ. შუშანიკი
  • წმ. არგვეთის მთავარნი დავითი და კონსტანტინე
  • წმ. შალვა, ბიძინა, ელისბარი
  • წმ. ნიკოლოზი
  • წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელი
  • წმ. მაქსიმე აღმსარებელი
  • წმ. მარკოზ ეფესელი
  • წმ. დავით გარეჯელი
  • წმ. შიო მღვიმელი
  • წმ. იოანე ზედაზნელი
  • წმ. ანტონ მარტმყოფელი
  • წმ. ისე წილკნელი
  • წმ. აბიბოს ნეკრესელი
  • წმ. ზენონ იყალთოელი
  • წმ. ისიდორე სამთავრელი
  • წმ. ამბა იოსებ ალავერდელი
  • წმ. ნეოფიტე ურბნელი
  • წმ. პიროს ბრეთელი
  • აბსურდიზმი
  • ჰუმანიზმი
  • ნიჰილიზმი
  • დარვინიზმი
  • მარქსიზმი
  • ევოლუციონიზმი
  • ახალი ადამიანი
  • მასობრივი კულტურა
  • რევოლუციის სახეობები
  • სპირიტიზმი
  • მაგია, მისნობა, ჯადოქრობა
  • უნია
  • ანტიქრისტე
 
მობ: 591 97 04 90
2012 Xareba.net

Сайт работает под управлением DataLife Engine