xareba
 
  • ნაყროვანება
  • სიძვა
  • ვერცხლისმოყვარეობა
  • მრისხანება
  • მწუხარება
  • ჭმუნვა
  • ცუდმედიდობა
  • ამპარტავნება
  • თავშეკავება
  • უბიწოება
  • უპოვარება
  • სიმშვიდე
  • ნეტარი გლოვა
  • მღვიძარება
  • სიმდაბლე
  • სიყვარული
  • მარხვა
  • თავისუფლება
  • სიმდიდრე
  • სიძუნწე
  • სინდისი
  • სიკვდილი
  • მემთვრალეობა
  • ნარკომანია
  • სინანული
  • შური
  • ანტიმოდერნიზმი
  • მოდერნიზმი
  • ადოგმატიზმი
  • ეკუმენიზმი
  • პაპიზმი
  • პროტესტანტიზმი
  • ლიბერალიზმი
  • გლობალიზმი
  • იუდაიზმი
  • სექტანტიზმი
  • ორიგენიზმი
  • სრულიად მართლმადიდებელთა კრება
Xareba.net » რუბრიკები » მხილებითი ღვთისმეტყველება » წმ. გრიგოლ პალამა ნათლისღების საიდუმლოს მნიშვნელობის შესახებ - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე
წმ. გრიგოლ პალამა ნათლისღების საიდუმლოს მნიშვნელობის შესახებ - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე
18-10-2025, 00:41  / ამოსაბეჭდი ვერსია

 

 

   მკვლევართა აზრით, წმ. გრიგოლ პალამას ღვთისმეტყველება მრავალი ასპექტით ჰგავს ნეტარი ავგუსტინეს კონცეფციას. როგორც ნეტ. ავგუსტინე, ისე წმ. გრიგოლ პალამა, ირწმუნებიან, რომ ადამიანს არ გააჩნია უნარი მივიდეს ღმერთთან საკუთარი ძალებით.

   წმ. გრიგოლ პალამაც ადამიანში ორ მდგომარეობას აღწერს:

   1) ბუნებრივი, დაცემული მდგომარეობა;

   2) ღვთის მადლთან შეერთებული მდგომარეობა.

   მდუმარების მასწავლებელი საუბრობს ორ წინაღობაზე: 1) ქმნილ მდგომარეობასა და 2) ცოდვაზე.

   ღვთის შემეცნების საკითხში ადამიანი მთლიანად ღვთის მადლზეა დამოკიდებული. ამით წმ. გრიგოლი ყველაზე ახლოსაა ნეტ. ავგუსტინეს მადლის კონცეფციასთან.

   წმ. გრიგოლ პალამა, მამებისეული სწავლების კვალდაკვალ, ადამიანის „ხატებას" განარჩევს „მსგავსებისაგან": პირველი ეძლევა ერთხელ და სამუდამოდ, მეორე მადლის „შეჰბერვის" შედეგია:

   „ადამის ხატად და მსგავსად შექმნის შედეგად ღმერთს არ შეუტანია მასში არანაირი ცუდი განწყობა, არამედ სამშვინველთან ერთად შთაბერა ღვთაებრივი სულის მადლი. მადლი მას განახლებულ მდგომარეობაში ამყოფებდა, ადამში ღვთის მსგავსებას უზრუნველყოფდა".1

   ამრიგად, ეს იყო განსაკუთრებული მადლი, რომელიც აძლევდა ადამს ღვთის მადლში ცხოვრების საშუალებას. აღსანიშნავია, რომ ეს პრივილეგია შინაგანად, თვისობრივად არ ახასიათებდა მის ქმნილ მდგომარეობას, ბუნებას:

   თავდაპირველად ადამიანი იყო არა მხოლოდ ღვთის ქმნილება, არამედ „ძე სულისკვეთებით, სულით (по духу), რომელიც შექმნისთანავე შთაბერვით მიენიჭა".2

   ცოდვით დაცემის შემდეგ ადამმა შეინარჩუნა ღვთის ხატება, მაგრამ დაკარგა მსგავსება. ცოდვის შედეგად სამშვინველი კვდება (1 ტიმ. 5. 6). ეს წმ. გრიგოლ პალამას ანთროპოლოგიის ცენტრალური თემაა. არსებითად, ესაა ნამდვილი სიკვდილი — ღმერთის მადლი (სული) ტოვებს სამშვინველს, სამშვინველი კვდება:

   „სხეულით სიკვდილამდე სამშვინველი (Душа) კვდება, თუმც მეორე გაგებით, ის რჩება „უკვდავი". ამას ნიშნავს მადლის არმქონე სულის (სამშვინველის) მარადიული სიკვდილი. ამ მდგომარეობიდან დაცემული ადამიანის სული (სამშვინველი — Душа) მხოლოდ ნათლისღების მეშვეობით თავისუფლდება".3

   ამიტომ მდუმარების მასწავლებელი აკინდინთან საუბარში ყურადღებას ამახვილებს „მომდევნო" მადლზე, რომელმაც აღადგინა „ნეტარი ყოფა" (благобытие), ის, რაც იყო მანამდე დაცემული.4

   ამრიგად, კაცობრივი ბუნების აღდგენა ქრისტეს მიერ, ერთხელ და სამუდამოდ, ნათლისღების საიდუმლოთი აღესრულება. მასთანაა დაკავშირებული ჩვენი ცხონება.

   წმ. გრიგოლ პალამას სწავლებაში (ქადაგებებში) ყველაზე ხშირად, ყველაზე მეტად სწორედ ამ საკითხზეა საუბარი. თავად ეს ფაქტი უკვე იმაზე მეტყველებს, რომ ღვთაებრივი ცხოვრება ნათლისღების გარეშე არ არსებობს: ეკლესიაში ბოძებულ საიდუმლოებებში მადლის მოქმედების გარეშე არც ღვთაებრივი ცხოვრება, არც ქრისტეს გამოცდილება, არც ქრისტიანული ცხოვრება არ არსებობს. ქრისტე განკაცდა, რათა ჩვენც გარდაგვქმნას (пересоздать) და განგვაახლოს ღვთაებრივი ნათლისღებით".5

   „მან ჯვარზე აღხოცა ჩვენი ცოდვები (კოლ. 2. 14) და დაგვიბრუნა უმწიკვლოება მათ, ვინც შთაიფლო მასთან ნათლისღებით (რომ. 6. 4); (კოლ. 2. 12). ნათლისღება ანთავისუფლებს პირველქმნილი ხრწნისაგან, რითაც ჩვენი ბუნების აღდგენა ხორციელდება (ფილ. 3. 21)".6

   „ჭეშმარიტად, სამგზის შთაფვლა ნიშნავს ქრისტეს სამდღიან ყოფნას სულით ჯოჯოხეთში, რასაც მოჰყვა იქიდან გამოსვლა და სხეულით აღდგენა".7

   მაგრამ ნათლისღების მიმღები, არ იქცევა ამ წოდების (ქრისტიანის) შესატყვისად, არ აღასრულებს ნათლისღების დროს დადებულ აღთქმას. ამ შემთხვევაში ის მოწოდებულია და არა რჩეული.8

   ღვთაებრივი ცხოვრება, მადლი ყველა ნათელრებულისთვის მისაწვდომი და დაუმსახურებელი ნიჭია. არავინაა მეტის ან ნაკლების მიმღები (1 კორ. 12. 27).

   ნათლისღებით ადამიანს ეძლევა ძალა ეწოდოს „შობილი იგი სულისაგან სული არს" (იონ. 3. 6). მაგრამ მადლის მიღება სერიოზულ პასუხისმგებლობას აკისრებს ნათელღებულს.

   გარდა ამისა: ნათლისღებით ადამიანის შინაგან აღორძინებას წმ. გრიგოლ პალამა აიგივებს აღდგენასთან სამშვინველისა (Душа), რომელიც თავისუფლდება ეშმაკისაგან.

   წმ. გრიგოლ პალამა წერს: „მაცხოვარმა აღგვადგინა ღვთაებრივი ნათლისღებით და დაგვადო ბეჭედი სულიწმინდისა; მან დაუშვა, რომ გვქონდეს სხეული მოკვდავი და ხრწნადი, თუმც მან განდევნა ბოროტების საწყისი" „რამეთუ ქრისტე იესოს მიერ... ახალი დაბადებული" (გალ. 6. 15).9

   ამრიგად, წმ. გრიგოლ პალამას ანთროპოლოგიის თანახმად: ღვთის „ხატად" და „მსგავსად" შექმნილმა ადამიანმა ადამის ცოდვის შედეგად დაკარგა „მსგავსება", ე.ი. შთაბერილი „სული" — მადლი სულიწმინდისა.

   „ძველი ადამიანი" დარჩა დაცემული (მკვდარი) სხეულისა და სამშვინველის ამარა. ამ მადგომარეობიდან აღდგენა მხოლოდ და მხოლოდ ნათლისღებითაა შესაძლებელი. ნათლისღებით ქრისტეში განათლებული „ახალი ადამიანი" იბრუნებს „მსგავსებას", ე.ი. სულიწმინდის მადლს. მაგრამ, მადლის ბოძების მიუხედავად, იგი მთლიანად არ განთავისუფლებულა ცოდვისმიერი მიდრეკილებებისაგან. შედეგად: ვინც სათანადოდ არ უფრთხილდება თავის მოწოდებას (ქრისტიანად წოდებას), ის „მოწოდებულია და არა რჩეული", ხოლო შემართული ქრისტიანი ნათლისღებით ბოძებული მადლით განიღმრთობა და ღვთაებრივი ცხოვრების თანაზიარი ხდება.

   მრავალს მიაჩნია, რომ წმ. გრიგოლ პალამა განღმრთობაში მხოლოდ ისიხაზმს, მდუმარების ლოცვის ღვაწლს მოიაზრებს. სინამდვილეში, წმინდანის სწავლებით, ღვთაებრივი ცხოვრების საწინდარი ნათლისღებაა: როდესაც ღვთის მადლი (სული) „ჰიპოსტასირდება"10 ადამიანში, ის იბრუნებს „მსგავსებას", ე.ი. ადამიანის სამშვინველი ხორცთან ერთად მდიდრდება „სულით", იბრუნებს სამშემადგენლიანობას (სული, სამშვინველი, სხეული). ამასთან, სულისმიერი, ღვთაებრივი ბუნების თვისებას ინარჩუნებს და არ მოჰყვება ბუნებათა აღრევა. ასე ხდება ღვთაებრივი ენერგიების მიღება ლოცვის შემთხვევაშიც.








1 Св. Григорий Палама. Беседа 54//185. Руск. Перевод. III. 142.

2 Беседа 57//213.

3 Беседа 34//424 D. PG. C1 1048 A. იმავე შინაარსია Главы физические. Гл. 39//126.

4 Св. Григорий Палама. Против Акиндина VI.1//III 379/ 12/ Первое Письмо к Акиндину.

5 Беседа 56//166; Беседа 3//36. D. Беседа 16//200.

6 Беседа 16//217. A. D.

7 Беседа 62//250.

8 Беседа 41//516. D/ ; Беседа 60//245.

9 Беседа 16//263.

10 Триады. III. 1. § 9. / 622.






დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე 

www.xareba.net - ის რედაქცია 


  • მთავარი
  • -- ახალი ამბები
  • -- მნიშვნელოვანი თემები
  • -- კალენდარი
  • -- ქრისტიანული ოჯახი
  • -- მართმადიდებელი ეკლესია
  • -- მართმადიდებლული კატეხიზმო
  • -- ლოცვა
  • -- წმ. მამათა საგანძურიდან
  • -- წერილები სულიერ შვილებს
  • -- წმიდათა ცხოვრება
  • -- რელიგიური ცდომილებანი
  • -- მხილებითი ღვთისმეტყველება
  • -- იდეოლოგიური ცდომილებანი
  • -- თანამედროვე მამები
  • -- ძველი აღთქმის ისტორიიდან
  • -- უახლესი ისტორიიდან
  • -- საეკლესიო სამართალი
  • -- ჭეშმარიტი სასწაულები
  • -- საცდურები
  • -- შეიცანი ჟამი
  • -- კითხვა-პასუხი
  • -- სხვადასხვა
  • -- რუსულენოვანი გვერდი
  • -- ინგლისურენოვანი გვერდი
  • კონტაქტი
  • წმ. ნინო
  • წმ. გიორგი
  • წმ. ვახტანგ გორგასალი
  • წმ. დავით აღმაშენებელი
  • წმ. თამარ მეფე
  • წმ. აცამეტი ასურელი მამა
  • წმ. გრიგოლ ხანძთელი
  • წმ. აბო თბილელი
  • წმ. ქეთევან წამებული
  • წმ. შუშანიკი
  • წმ. არგვეთის მთავარნი დავითი და კონსტანტინე
  • წმ. შალვა, ბიძინა, ელისბარი
  • წმ. ნიკოლოზი
  • წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელი
  • წმ. მაქსიმე აღმსარებელი
  • წმ. მარკოზ ეფესელი
  • წმ. დავით გარეჯელი
  • წმ. შიო მღვიმელი
  • წმ. იოანე ზედაზნელი
  • წმ. ანტონ მარტმყოფელი
  • წმ. ისე წილკნელი
  • წმ. აბიბოს ნეკრესელი
  • წმ. ზენონ იყალთოელი
  • წმ. ისიდორე სამთავრელი
  • წმ. ამბა იოსებ ალავერდელი
  • წმ. ნეოფიტე ურბნელი
  • წმ. პიროს ბრეთელი
  • აბსურდიზმი
  • ჰუმანიზმი
  • ნიჰილიზმი
  • დარვინიზმი
  • მარქსიზმი
  • ევოლუციონიზმი
  • ახალი ადამიანი
  • მასობრივი კულტურა
  • რევოლუციის სახეობები
  • სპირიტიზმი
  • მაგია, მისნობა, ჯადოქრობა
  • უნია
  • ანტიქრისტე
 
მობ: 591 97 04 90
2012 Xareba.net

Сайт работает под управлением DataLife Engine