xareba
 
  • ნაყროვანება
  • სიძვა
  • ვერცხლისმოყვარეობა
  • მრისხანება
  • მწუხარება
  • ჭმუნვა
  • ცუდმედიდობა
  • ამპარტავნება
  • თავშეკავება
  • უბიწოება
  • უპოვარება
  • სიმშვიდე
  • ნეტარი გლოვა
  • მღვიძარება
  • სიმდაბლე
  • სიყვარული
  • მარხვა
  • თავისუფლება
  • სიმდიდრე
  • სიძუნწე
  • სინდისი
  • სიკვდილი
  • მემთვრალეობა
  • ნარკომანია
  • სინანული
  • შური
  • ანტიმოდერნიზმი
  • მოდერნიზმი
  • ადოგმატიზმი
  • ეკუმენიზმი
  • პაპიზმი
  • პროტესტანტიზმი
  • ლიბერალიზმი
  • გლობალიზმი
  • იუდაიზმი
  • სექტანტიზმი
  • ორიგენიზმი
  • სრულიად მართლმადიდებელთა კრება
Xareba.net » რუბრიკები » მხილებითი ღვთისმეტყველება » მაკარისეული VS ევაგრისეული ანთროპოლოგია - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე
მაკარისეული VS ევაგრისეული ანთროპოლოგია - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე
გუშინ, 08:58  / ამოსაბეჭდი ვერსია

მაკარისეული VS ევაგრისეული ანთროპოლოგია - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე

 

   წინა საუბრებში ყურადღება გავამახვილეთ ერთ უმნიშვნელოვანეს საკითხზე: ორი, ბიბლიური და პლატონური ანთროპოლოგიის არსებობის შესახებ. პრობლემის არსი გახლავთ ის, რომ პლატონურს (ელინისტურს) სულაც არ სურდა (არც დღეს სურს) სახარებისეული — მამებისეულისაგან განყენებულად მოაზრებულიყო. ამიტომ ელინისტებს სურდათ რამენირად შერწყმოდა ეს ორი ტრადიცია ერთმანეთს. ძირითადად საუბარია „მაკარის კორპუსისა" („Макариевскиий корпус", „Corpus tacalapit") და ევაგრისეულ (იგივე ორიგენისტულ-პლატონური) მისტიციზმისა და ღვთისმეტყველების შესახებ.

   პირველი (მაკარისეული), მკაფიოდორთოდოქსულია, წმ. წერილსა და მსოფლიო კრებების სწავლებას წარმოადგენს, მეორე — მამებისეულისა და წარმართულ-ფილოსოფიურის ნაზავია. საიმისოდ, რომ ამ მეორეს (ელინისტურს) მოეპოვებინა უპირატესობა მართლმადიდებლურ ტრადიციაში საჭირო იყო პირველის ავტორიტეტის შელახვა. მავანი შეუდგა კიდეც ღირსი მაკარი დიდის სწავლების სხვადასხვა ავტორთა ნაწერებად წარმოჩენას (მიუხედავად იმისა, რომ მკაფიოდ განსხვავდებოდა მათი საღვთისმეტყველო მიმართულებები ერთმანეთისაგან). ჯერ აბრალებდნენ მესალიანურ ერესს, შემდეგ შემოაგდეს ფსევდო-მაკარის (ისევე როგორც ფსევდო-დიონისესა და სხვა „ფსევდო-მამების") თეზა — პელაგიურ-ორიგენისტული შინაარსი იკვეთება. ამ დროის „ფსევდოში" ევაგრე, ან იმ ეპოქის რომელიმე გამოჩენილი ალექსანდრიელი ორიგენისტი უნდა მოვიაზროთ.

   ამრიგად, ჭეშმარიტი „მაკარის კორპუსის" მიხედვით ადამიანის შესახებ სწავლება (ანთროპოლოგია) წმ. წერილს ეფუძნება, სადაც ადამიანის სამშვინველი (ქმნილებაა), თხელი ეთერული სხეულია. ამით პრინციპულად განსხვავდება ხელთუქმნელი ღვთაებრივი სულისაგან, რომელიც ყოველგვარ ნივთიერს მოკლებული არსებაა: „ის არის ღმერთი, ხოლო ეს არა; ის უფალია, ხოლო ეს — მონა; ის შემოქმედია, ეს ქმნილება; ის შემქმნელია, ეს შექმნილი; არ არსებობს არანაირი მსგავსება ღვთისა და ქმნილების ბუნებას შორის".1

   ჭეშმარიტად: ღვთის მსგავსება გონიერი ქმნილებისთვის მხოლოდ მადლითაა შესაძლებელი და არა ბუნებით, ვინაიდან მეორე არსებითად წარმართობაა. ამიტომ განაგრძობს წმ. მამა: „ყოველი ქმნილება — ანგელოზი, სამშვინველი (Душа), დემონები თავისი ბუნებით სხეულები არიან, თუმც მკაფიოდ თხელი, მაგრამ არსით სხეულები".2

   ამდენად, პირველი და ძირითადი განსხვავება მაკარისეულსა და ელინისტურს შორის არის ის, რომ პირველი სამშვინველსა და სხეულს ქმნილებად აღიარებს, ხოლო ღვთაებრივი სული ნათლისღების მეშვეობით „მიეწებება" „прилепится" (მაკარის ტერმინი), „ჰიპოსტასირდება" (პალამას ტერმინი) ადამიანში. სულიწმინდის ძალებით, ენერგიით განიმსჭვალება სამშვინველი.

   როგორაა ელინისტურში? აქ ღვთაებრივი ბუნების შეხება ფიზიკურ ბუნებასთან გონებით (ум) ხორციელდება, გონებით, რომელიც იმთავითვე განღმრთობილია ღმერთთან ურთიერთობით, ის დაუზიანებელია პირველქმნილი ცოდვით და თავის განღმრთობას გადასცემს მის განკარგულებაში მყოფ სხეულსაც.

   მარტო ეს დეტალი მკაფიოდ ცხადყოფს, რამდენად განსხვავდება ეს ორი ტრადიცია ერთმანეთისაგან.

   ასე რომ, მაკარის სწავლებას შემთხვევით არ ეწოდა „კორპუსი" (Corpus, Корпус). სინამდვილეში მას გარდამტეხი ფუნქცია აკისრია იმის გასაგებად, რომელია ჭეშმარიტად სულიერი ტრადიცია, რამდენად მნიშვნელოვანია გაემიჯნო მეორე — ევაგრისეულ (ელინისტურ) მსოფლმხედველობას.

   ჭეშმარიტად — მხოლოდ ღმერთია სული (იოან. 4. 24). ამიტომ, წმ. წერილის როგორც ძველი, ისე ახალი აღთქმის წიგნების სწავლებით, სადაც „სამშვინველს" ეწოდება „სული, ვით „ხორცისაგან" განსხვავებულობა, საუბარია ქრისტეს მადლის თანაზიარ სამშვინველზე. ასეა ძველი აღთქმის მართლებისა და წინასწარმეტყველების შემთხვევაშიც, ვინაიდან მათ ჰქონდათ აღთქმა და რწმენა მაცხოვრისა! ე.ი. ვით ახალი აღთქმის წმინდანები იყვნენ არა საკუთარი „სიმართლით", „ღვაწლით", „ღირსებით", არამედ ღვთის მადლით გამორჩეულნი, ასევე ძველი აღთქმის მართლები არა საკუთარი „სულის გონივრული ნაწილის" წყალობით გამართლდნენ ღვთის წინაშე, არამედ მესიის მოლოდინის აღთქმით, რაც ქრისტეს განკაცების, ჯვარცმის, აღდგომის, ამაღლების, სულიწმინდის გარდამოსვლის, ნათლისღების გარეშე არის შეუძლებელი.

   ჭეშმარიტად: მხოლოდ ისაა წმინდა და სულიერი, ვინც ქრისტეშია — „შობილი იგი სულისაგან სული არს" (იონ. 3. 6). „სული არს განმაცხოველებელ, ხოლო ხორცი არად სარგებელ არიან" (იონ. 6. 63). იგივე შინაარსია სხვა ფრაგმენტებში: (იაკ. 2. 26); (1 პეტრ. 4. 6); (რომ. 8. 10) და ა.შ.

   აღნიშნული კატეგორიებით ორივე სკოლა ინარჩუნებს მისთვის დამახასიათებელ ნიშან-თვისებებს.

   მაგალითად, წმ. წერილისეულ ტერმინში „გული" მოიაზრება ადამიანის ცხოვრების მთლიანი ფსევდოფიზიკური ცენტრი, ხოლო ელინისტურ ღვთისეტყველებაში (ორიგენე, ევაგრე, გრიგოლ ნოსელის კერძო აზრი) ცენტრალური ადგილი გონებას (გონს, vοϋς, ум) უკავია.

   ღირსი მაკარი დიდი და მისი სკოლა (იგივე ჭეშმარიტი მამებისეული სწავლება) ცდილობს სრული სისავსით გადმოსცეს ბიბლიური სწავლება და პრაქტიკა: გონებას (vοϋς) ათავსებს გულში, ხოლო ელინისტისთვის გონება უკვე მონადაა, ისედაც ღვთაებრივია. თუკი მაკარისთან დაცემული ადამიანი ცოდვებისაგან (მათ შორის პირველქმნილი ცოდვისაგან) ნათლისღების ემბაზში სრულად განიწმინდება და იღებს სულიწმინდის მადლს, ელინისტურში (ევაგრისეულ-ვლახოსისეულში) გონება არ საჭიროებს ნათლისღებით განწმენდას, ის ისედაც „ღვთაებრივია", ამიტომ თვითუფლებრივად, ავტომატურად შეუძლია ღვთის მადლის გარეშე ცხონება.

   ამიტომ ელინისტურისთვის ჩვილების ნათლობას არ აქვს მნიშვნელობა (მათ ისედაც უმწიკვლო გონებისეული მდგომარეობა გააჩნიათ), ის ავტომატურად ცხონებულია ნათლისღების გარეშეც. ხოლო მაკარისეულის თანახმად სამშვინველი სულთან თანაზიარების გარეშე ჯოჯოხეთის გარდა სხვაგან ვერსად წავა, ვინაიდან „უკუეთუ ვინმე არა იშვეს წყლისაგან და სულისა, ვერ ხელ-ეწიფების შესვლად სასუფეველსა ღმრთისასა" (იონ. 3. 5). სხვაგვარდ რომ ვთქვათ, გონება — სამშვინველის ერთ-ერთი შემადგენელია, ვით მგრძნობელობა და ნება და ყველა მათგანი თანაბრადაა ჩაფლული ადამის შთამომავლობით ცოდვაში (რომ. 5. 2). ამიტომ ადამიანი მთლიანად (გონება, გული, ნება) საჭიროებს ნათლისღების მადლით შემოსვას, რათა „ქრისტე შევიმოსოთ".

   ევაგრე პონტოელი წერს: „როგორც ვამბობდი, სხეულის დამორჩილებით სამშვინველს შეუძლია ქმნას ყოველივეს ისე, როგორც ღმერთს, ვინაიდან ის მისი ხატებაა. ასე რომ, ჯერ კიდევ სხეულში ცხოვრების დროს უკვე ვხდებით გამიჯნული იმისაგან, რაც სხეულში ყოფნითაა განპირობებული".3

   ევაგრეს ანთროპოლოგიის საკვანძო თეზაა: „სამშვინველს ვით გონს (ум) და ღმერთს ვით „პირველ გონს" (первый ум) — „ერთი ბუნება" გააჩნია. მისი (მათი) დოქტრინის თანახმად, ადამიანი „იმსახურებს" მადლით გაბრწყინებას". მას თავისი ბუნებრივი, ზნეობრივი „ღვაწლით" (ვით განკაცებული ლოგოსის იმთავითვე თანაზიარი მცირე ლოგოსის მქონე ბუნება) გააჩნია შინაგანი პოტენციურად „ბუნებრივი მაღალღირსება". მას ვერანაირი პირველქმნილი ცოდვა „ვერ დააკლებს ღირსებას", მაშინ როდესაც წმ. მაკარისთან ადამიანი მთლიანად ცოდვისმიერია, დაცემულია და გარდაუვალად მიდრეკილია ცოდვისაკენ, არც შეუძლია არ სცოდოს (პავლე მოც.) და აღდგენის ძალა მხოლოდ ნათლისღების შედეგად ენიჭება, ე.ი. ხორციელდება მსგავსების აღდგენა და განღმრთობა.

   ამიტომ წმ. მაკარი ეგვიპტლის საღვთისმეტყველო კონცეფციაში მუდმივი მინიშნებაა მსგავსების ცოდვის შედეგად დაკარგვისა და ნათლისღების დროს აღდგენის შესახებ.4

   რომ სამშვინველი არის დიადი და საოცარი ქმნილება ღვთისა (II. 46. 5; III. 19); რომ არის ერთგვარი „თხელი სხეული", ანგელოზებისა და ეშმაკების „თხელი სხეულის" მსგავსი (II. 4. 9); რომ სამშვინველმა უნდა მიიღოს ღვთისაგან "სული” ნათელი, სულიერი საკვები, ზეციური შესამოსელი ნათლისღების გზით” (II. 1. 10); რომ ცოდვის შედეგად გონება (ум) დაუძლურდა, აღარ ძალუძს აზრების დამორჩილება (II. 5. 21); სამშვინველსა და გონებასთან ერთად შეიცვალა სხეულიც, ისიც მიეცა სნეულებას, ხრწნასა და სიკვდილს (II. 48. 5); რომ ჯერ მოკვდა სამშვინველი, ხოლო ამის შემდეგ სხეულიც" (I. 28. 2-4).

   ნათლისღების წყალობით ადამიანი იძენს სულიწმინდის მადლს. ეძლევა ძალა (მირონცხებით) ვნებებთან გამკლავების (III. 1. 2), დაცემული გონების, ნების, აღდგენა. სამშვინველი მთლიანად უნდა მიეწებოს (მიეკრას, прилепится) სულს, ვინაიდან მხოლოდ უფლის განკაცებით გახდა შესაძლებელი ადამიანის პირველყოფილი მდგომარეობის აღდგენა, ღვთაებრივი სულით შემოსვა (III. 25. 3-5).

   ღირსი მაკარი დიდის სწავლება სრულ თანხვედრაშია წმ. წერილის, მსოფლიო კრებებისა და მამებისეულ სწავლებასთან. ხოლო თუკი წმ. მაკარის სახელით (ან ფსევდო-მაკარის) ვრცელდება რაიმე საპირისპირო: ორიგენისტულ-პელაგიური სწავლებები, უნდა ვიცოდეთ: ეს ერეტიკოსების ბინძური ნახელავია (ჩანაცვლება-ჩამატება-გაყალბების შედეგია).

   ამით აიხსნება წმ. მამათა ხშირად თავისივე სწავლების საპირისპიროს, ან ეკლესიის საპირისპირო აზრის არსებობა.






1 Макарий Великий. Прп. Духовные беседы. Беседа 4. Гл. 9. ТСЛ. გვ. 27.

2 იქვე 4. Гл. 9. გვ. 28.

3 Евагрий Понтийский. Послание к Мелании. § 46. გვ. 491.

4 Прп. Макарий Великий. Беседы. II. 12. 1.







www.xareba.net - ის რედაქცია 

დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე 


  • მთავარი
  • -- ახალი ამბები
  • -- მნიშვნელოვანი თემები
  • -- კალენდარი
  • -- ქრისტიანული ოჯახი
  • -- მართმადიდებელი ეკლესია
  • -- მართმადიდებლული კატეხიზმო
  • -- ლოცვა
  • -- წმ. მამათა საგანძურიდან
  • -- წერილები სულიერ შვილებს
  • -- წმიდათა ცხოვრება
  • -- რელიგიური ცდომილებანი
  • -- მხილებითი ღვთისმეტყველება
  • -- იდეოლოგიური ცდომილებანი
  • -- თანამედროვე მამები
  • -- ძველი აღთქმის ისტორიიდან
  • -- უახლესი ისტორიიდან
  • -- საეკლესიო სამართალი
  • -- ჭეშმარიტი სასწაულები
  • -- საცდურები
  • -- შეიცანი ჟამი
  • -- კითხვა-პასუხი
  • -- სხვადასხვა
  • -- რუსულენოვანი გვერდი
  • -- ინგლისურენოვანი გვერდი
  • კონტაქტი
  • წმ. ნინო
  • წმ. გიორგი
  • წმ. ვახტანგ გორგასალი
  • წმ. დავით აღმაშენებელი
  • წმ. თამარ მეფე
  • წმ. აცამეტი ასურელი მამა
  • წმ. გრიგოლ ხანძთელი
  • წმ. აბო თბილელი
  • წმ. ქეთევან წამებული
  • წმ. შუშანიკი
  • წმ. არგვეთის მთავარნი დავითი და კონსტანტინე
  • წმ. შალვა, ბიძინა, ელისბარი
  • წმ. ნიკოლოზი
  • წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელი
  • წმ. მაქსიმე აღმსარებელი
  • წმ. მარკოზ ეფესელი
  • წმ. დავით გარეჯელი
  • წმ. შიო მღვიმელი
  • წმ. იოანე ზედაზნელი
  • წმ. ანტონ მარტმყოფელი
  • წმ. ისე წილკნელი
  • წმ. აბიბოს ნეკრესელი
  • წმ. ზენონ იყალთოელი
  • წმ. ისიდორე სამთავრელი
  • წმ. ამბა იოსებ ალავერდელი
  • წმ. ნეოფიტე ურბნელი
  • წმ. პიროს ბრეთელი
  • აბსურდიზმი
  • ჰუმანიზმი
  • ნიჰილიზმი
  • დარვინიზმი
  • მარქსიზმი
  • ევოლუციონიზმი
  • ახალი ადამიანი
  • მასობრივი კულტურა
  • რევოლუციის სახეობები
  • სპირიტიზმი
  • მაგია, მისნობა, ჯადოქრობა
  • უნია
  • ანტიქრისტე
 
მობ: 591 97 04 90
2012 Xareba.net

Сайт работает под управлением DataLife Engine