xareba
 
  • ნაყროვანება
  • სიძვა
  • ვერცხლისმოყვარეობა
  • მრისხანება
  • მწუხარება
  • ჭმუნვა
  • ცუდმედიდობა
  • ამპარტავნება
  • თავშეკავება
  • უბიწოება
  • უპოვარება
  • სიმშვიდე
  • ნეტარი გლოვა
  • მღვიძარება
  • სიმდაბლე
  • სიყვარული
  • მარხვა
  • თავისუფლება
  • სიმდიდრე
  • სიძუნწე
  • სინდისი
  • სიკვდილი
  • მემთვრალეობა
  • ნარკომანია
  • სინანული
  • შური
  • ანტიმოდერნიზმი
  • მოდერნიზმი
  • ადოგმატიზმი
  • ეკუმენიზმი
  • პაპიზმი
  • პროტესტანტიზმი
  • ლიბერალიზმი
  • გლობალიზმი
  • იუდაიზმი
  • სექტანტიზმი
  • ორიგენიზმი
  • სრულიად მართლმადიდებელთა კრება
Xareba.net » რუბრიკები » მხილებითი ღვთისმეტყველება » მოციქულისეული VS ორიგენისტული-ევაგრესეული - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე
მოციქულისეული VS ორიგენისტული-ევაგრესეული - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე
2-10-2025, 20:06  / ამოსაბეჭდი ვერსია

 

 

   „ელინისტური ქრისტიანობის" თანახმად ადამიანის ცხონებისათვის საკმარისია „ბუნებრივი სათნოებები". იგი „სულის გონივრული ნაწილით" აკონტროლებს ვითარებას და მოიპოვებს, მიაღწევს საწადელს. მოციქულებრივ ქრისტიანობაში ძველი ადამიანის „სიკეთენი" შერეულია ბოროტებასთან (რომ. 2. 14-15). ამიტომ მათ შეუძლებელია ჰქონდეთ სოტერეოლოგიური (მაცხოვნებელი) მნიშვნელობა.

   საქმე ისაა, რომ ადამის დაცემის შემდეგ, სამყაროს საფუძველს, წმ. წერილის თანახმად, არა იმთავითვე შექმნილი, არამედ პირველქმნილი ცოდვით მოწყლული ბუნება შემორჩა. ამიტომ ძველი სამყარო პირველქმნილ მდგომარეობაში ევოლუციურად ვერ „აღდგება", როგორც ეს ორიგენესა და ევაგრეს კონცეფციებშია. რატომ? იმიტომ რომ, ძველი სამყარო უკვე ბრალდებულია ეშმაკთან გარიგებაში „აწ არს სასჯელი ამის სოფლისა, აწ მთავარი იგი ამის სოფლისა განვარდეს გარე" (იონ. 12. 31). შედეგად, ცხონებისათვის არ კმარა „ბუნებრივი სათნოებები", „არამედ რაი-იგი არს ქრისტეს მიერ ახალი დაბადებული; პირველი იგი წარხდა, აჰა ესერა იქმნა ყოველივე ახალ" (2 კორ. 5. 17). ქრისტეში „ახალ დაბადებულს" ელის „ცაი ახალი და ქუეყანა ახალი, რამეთუ პირველი იგი ცაი და პირველი ქუეყანა წარხდეს" (გამოცხ. 21, 1).

   „ელინისტურ ქრისტიანობაში" კი ყველაფერი „აღდგენადია", მოციქულებრივში კი — უნდა მოკვდე ამა სოფლისათვის და დაიბადო ქრისტეში: „შობილი იგი ხორცთაგან ხორცი არს, და შობილი იგი სულისაგან სული არს" (იონ. 3. 6). სწორედ ამიტომაა მნიშვნელოვანი ნათლისღება, ვინაიდან „უკუეთუ ვინმე არა იშვეს მეორედ, ვერ ხელ-ეწიფების ხილვად სასუფეველი ცათა" (იონ. 3. 3).

   თუკი ელინისტური ღვთისმეტყველების თანახმად „სულის გონივრული ნაწილი" პირველქმნილი დაცემისაგან დაცულად ნარჩუნდება (რაც მოციქულების სწავლების საპირისპიროა), მაშინ ნათლისღებაც, ვით ცხონებისათვის აუცილებელი პირობა, აღარაა საჭირო: ყველა „ატრიბუტი" საამისოდ (ცხონებისთვის) ისედაც გააჩნია ადამიანის ბუნებას „გონივრულ" ნაწილში.

   აქ იწყება მართლმადიდებლური ღვთისმეტყველების ელინისტურით (ორიგენისტულ-ევაგრესეული) „გამდიდრება": „ვინც საკუთარი სიწმინდისა და კეთილი საქმეების შედეგად დაუახლოვდა ღმერთს, ის არ საჭიროებს წერილობით ნიშნებს, რათა მათი მეშვეობით ჩაწვდეს შემოქმედის ნებას, ძალასა და სიბრძნეს".1

   როგორც ვხედავთ, სახარებისეული ქრისტე, მისი სწავლება, სულაც არ არის საჭირო ცხონებისათვის - ადამიანი თურმე თავისუფლად გაუმკლავდება ცოდვებს საკუთარი შინაგანი ლოგოსით („გონით"), „ღირსებით", „ღვაწლით", „შემოქმედებით" და ა.შ. არადა მოციქულებრივი ქრისტიანობა გვასწავლის: „არა შეურაცხვყოფ მადლსა მას ღმრთისასა. რამეთუ უკუეთუ შჯულისაგან არს სიმართლე, ქრისტე სამე ცუდად მოკუდა?" (გალ. 2. 21).

   მოციქულებრივმა სწავლებამ ასახვა ჰპოვა მართლმადიდებელი ეკლესიის კრებსით ცნობიერებაში. კართაგენის 418 წ. ავტორიტეტულმა კრებამ დაამხო პლატონურ-პელაგიურ-ორიგენისტულ-ევაგრისტული კონცეფციები „სულის გონიერი ნაწილის" ცოდვით დაუზიანებლობის შესახებ. ეს მიუღებელი აღმოჩნდა ნეოპელაგიანობითა და ნეოორიგენიზმით შენიღბული „მართლმადიდებლობისთვის".

   ორიგენესა და ევაგრეს სწავლებანი V მსოფლიო კრებამ ანათემას გადასცა. და მიუხედავად ამისა, მაინც ორივეს თხზულებებს ფართო გასაქანი მიეცა სხვადასხვა საეკლესიო ავტორთა სახელებით.2

   შედეგად, განსაკუთრებით ბერძნულ (ელინისტურ) ღვთისმეტყველებასა და ასკეტურ ცხოვრებაზე ორიგენისტულ-ევაგრისტული ზეგავლენა (მისგან კრებსითი გამიჯვნის მიუხედავად), საგრძნობი იყო, მეტიც: ის წმ. მამათა ტექსტების გაყალბების (ჩამატება-ჩანაცვლების), ხან მათეულ ცრუ შეხედულებათა პირდაპირ, გადაუმოწმებლად გადმოღების გამო, გარკვეულწილად პატრისტიკაშიც შემოიჭრა. სწორედ ესაა სათავე თანამედროვე ღვთისმეტყველებასა და მისტიციზმზე მისი ზემოქმედების ნიშნებისა, რასაც მოდერნისტულ მსოფლმხედველობას ვუწოდებთ. მოდერნისტების „ოსტატობა" იმაში გამოიხატება, რომ საკუთარი კონცეფციების გამყარების მიზნით ისინი არა პირველწყაროს (პლატონს, ორიგენეს, ევაგრეს...) ასახელებენ, არამედ წმ. მამათა იმ სწავლებებს, ეკლესიამ კერძო აზრებად რომ მიიჩნია. მათ თხზულებებში, რომლებიც „ძველი მასწავლებლებისაგან" (ორიგენე, ევაგრე) „გადაუმოწმებლად" შემოიტანეს ღვთისმეტყველებაში (წმ. ბარსანუფი დიდი და წმ. იოანე).3

   თუკი კაბადოკიელმა წმ. მამებმა (მცირე ხარვეზების გარდა), შეძლეს ელინისტური ფილოსოფიის დაძლევა და იყვნენ მართლმადიდებლური გარდამოცემის საზღვრებში, ევაგრე (წმ. ბასილი დიდის და წმ. გრიგოლ ნაზიანზელის მოწაფე) თანმიმდევრულ ორიგენისტად მოგვევლინა კოსმოლოგიაში, ქრისტოლოგიაში, ანთროპოლოგიასა და ესქატოლოგიაშიც. ევაგრე და ორიგენე ალექსანდრიელი საღვთისმეტყველო სკოლის თვალსაჩინო წარმომადგენლები იყვნენ. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ცხადყოფს მათი ერეტიკული სწავლებების მართლმადიდებლურ ღვთისმეტყველებაში „სინთეზურად" შემოპარვის მიზეზს. ევაგრემ, ვით სულით ხორცამდე ელინმა შესაძლებლად მიიჩნია ქრისტიანული სწავლებისა და ბერძნული ფილოსოფიის (პირველყოვლისა პლატონური ტრადიციის) შერწყმა მართლმადიდებლურ სწავლებასთან. შედეგად შეიქმნა გნოსტიკური სწავლება, რომლის ელემენტები შემოიჭრა მართლმადიდებლურ ღვთისმეტყველებაში (მაგ. სულის „დაზიანების", „თვითუფლებრივად აღორძინების" და სხვა თეზები). სამწუხაროდ, მსგავსი სწავლებები დაპატენტდა ევაგრესა და ორიგენესაგან (პლატონის „წყალობით") და „მომხიბვლელი" ადგილი დაიკავა მოდერნისტულ ღვთისმეტყველებაში.

   „აკადემიურ წრეებშიც" კი დიდი ხანია ბატონობს აზრი, რომ ევაგრეს (ისევე როგორც ორიგენეს) ანათემირება V მსოფლიო კრებაზე „ისტორიული გაუგებრობაა". ამიტომ მოდერნისტ ღვთისმეტყველთა (მაგ. მეინდორფი და სხვა) კვლევები ორიგენესა და ევაგრეს ხსენების დროს „ერეტიკოსობა" ბრჭყალებშია ჩასმული (იხ. სიდოროვი, არჟანოვი თუ სხვა). ნიშნად იმისა, რომ ისინი სულაც არ მიიჩნევენ მათ ანათემირებულებად.

   VI საუკუნის გამოჩენილი ღაზელი წმინდანები ღირსი ბარსანუფი დიდი და იოანე თავის მოწაფეებს უკრძალავდნენ ევაგრესა და ორიგენეს თხზულებათა კითხვას. ურჩევდნენ უარყოფითად შეეფასებინათ მათი „გნოსტიკური" სწავლებები. წმინდანები ამბობდნენ, რომ ეს იყო „წარმართული დოგმატები", „ხიბლის გამოვლინება", მიუღებელი სწავლებები".4

   დავუბრუნდეთ მოციქულებრივი და ელინისტური ღვთისმეტყველების შედარების საკითხს.

   პავლე მოციქულის სიტყვები „ვითარცა-იგი ერთისა მის შეცოდებისაგან ყოველთა კაცთა ზედა დასასჯელად..." (რომ. 5. 18-19). მართებულად მხოლოდ კართაგენის კრებამ და ნეტ. ავგუსტინემ განმარტა. ერთიანი ბუნების პრინციპით, შთამომავლობაზე სწორედ პირველქმნილი ცოდვა გადმოდის არა პოტენციურად, არამედ აქტუალურად (რეალურად), ადამიანის ჩასახვისთანავე და არა მხოლოდ „დაზიანება", ვინაიდან „ერთისა მის კაცისათვის ცოდვა სოფლად შემოხდა და ცოდვის ძლით სიკვდილი, და ესრეთ ყოველთა კაცთა ზედა სიკუდილი მოიწია, რომლითა ყოველთა შესცოდეს" (რომ. 5. 12) — შეუძლებელია გაგებულ იქნეს სხვაგვარი ინტერპრეტაციებით.

   მამებისეულ სწავლებად შემოთავაზებული მარტოოდენ „ბუნების დაზიანების" თეზა (და არა მთლიანად ცოდვისმიერობა), სიანმდვილეში ორიგენისტული სწავლების ანალოგია. ის ორიგენეს „გონებათა გაგრილების" („охлаждение умов") კონცეფციიდან წარმოიშვა, ხოლო „სულის გონივრული ნაწილის" ცოდვით დაუზიანებლობა — ევაგრესაგან, ორივე ერთად პლატონიზმიდან იღებს სათავეს. თანამედროვე ელინისტურ ღვთისმეტყველებაში, ეს ნეოპელაგიანობა და ნეოორიგენიზმი მართლმადიდებლობადაა შემოთავაზებული.

   ორიგენესთან ცოდვის შედეგად „გონებათა გაგრილება" მოხდა, შემდეგ ეტაპობრივი „აღორძინება", და ბოლო — საწყის „გრადუსამდე", ღვთაებრივ „ცეცხლამდე" სულის აყვანა.5 ევაგრეს ორიგენეს აპოკატასტატისის (საყოველთაო აღდგომის) კალკაა.

   მართლაც: თუკი საქმე მარტოოდენ „დაზიანებასთან" გვაქვს, ეს არაა ძნელი და უსაშველო — „მართლმადიდებლური ფსიქოთერაპიაც" გაუმკლავდება. მაგრამ ავიწყდებათ, რომ შეუძლებელია იმის კურნება, რაც მოკვდა! მას ქრისტეში გაცოცხლება სჭირდება და არა „კურნება".

   ამიტომ: „არა არს ესე სიბრძნე ზეგარდამოსული, არამედ ქუეყანისაი, მშვინვიერი და საეშმაკო" (იაკობ. 3. 15), კვალად: „ანუ არა განაცოფა ღმერთმან სიბრძნე იგი ამის სოფლისა" (1 კორ. 1. 20).

   ამრიგად, „ელინისტური ღვთისმეტყველება" ნაკლულოვანი და მცდარია, ვინაიდან ვნების ცოდვის კატეგორიებიდან ამოღებულია წარმართული ფილოსოფია, მეტიც: ის თავშია მოქცეული. მოციქულების, მს. კრებების, ნეტ. ავგუსტინეს სწავლება კატეგორიულად მიუღებელია, ხოლო „ადამანტი ორიგენესა" და „ამბა ევაგრეს" სწავლება და მისტიკა მართლმადიდებლურად წარმოჩენილი. სწორედ ამ „სულისკვეთებითაა" გამსჭვალული თანამედროვე ღვთისმეტყველების დიდი ნაწილი. მან „აკადემიურ" წრეებშიც საპატიო ადგილი დაიკავა. ის ხომ „ბერძნული ღვთისმეტყველებაა", ელინისტური ფილოსოფიით „გამდიდრებული", ე.ი. ისინი უკეთ ხედავენ. სად მივალთ ჩვენ (გაუნათლებელი ბარბაროსები) და სად ისინი! „ჩვენი ისმინეთ" — ერთი მეორის მიყოლებით გაიძახიან საქართველოში „ჭკუის სასწავლებლად" ჩამოსული ღვთისმეტყველები, დაე, უარყავით ეს „რუსული", „სქოლასტური" და „დასავლური" სწავლებები და შემოგვიდექით ჩვენ". ამას ქვეტექსტად გასდევს: „იმიტომ რომ ჩვენ უკეთ ვიცით". ჩვენ კი ვუპასუხებთ: ნუ — თუ!

   






1 Евагрий Понтийский. Послание к Мелании. § 8. გვ. 479.

2 Беневич. Г. И. Антология восточнохристианской богословский мысли. 2003. Т.1. გვ. 465.

3 Прп. Варсануфий и прп. Иоанн. Вопрос-ответы.

4 Прп. Варсануфий и прп. Иоанн. Вопрос 606. 607.

5 Ориген. О нчалах.

 

 

 

დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე 

www.xareba.net - ის რედაქცია 


  • მთავარი
  • -- ახალი ამბები
  • -- მნიშვნელოვანი თემები
  • -- კალენდარი
  • -- ქრისტიანული ოჯახი
  • -- მართმადიდებელი ეკლესია
  • -- მართმადიდებლული კატეხიზმო
  • -- ლოცვა
  • -- წმ. მამათა საგანძურიდან
  • -- წერილები სულიერ შვილებს
  • -- წმიდათა ცხოვრება
  • -- რელიგიური ცდომილებანი
  • -- მხილებითი ღვთისმეტყველება
  • -- იდეოლოგიური ცდომილებანი
  • -- თანამედროვე მამები
  • -- ძველი აღთქმის ისტორიიდან
  • -- უახლესი ისტორიიდან
  • -- საეკლესიო სამართალი
  • -- ჭეშმარიტი სასწაულები
  • -- საცდურები
  • -- შეიცანი ჟამი
  • -- კითხვა-პასუხი
  • -- სხვადასხვა
  • -- რუსულენოვანი გვერდი
  • -- ინგლისურენოვანი გვერდი
  • კონტაქტი
  • წმ. ნინო
  • წმ. გიორგი
  • წმ. ვახტანგ გორგასალი
  • წმ. დავით აღმაშენებელი
  • წმ. თამარ მეფე
  • წმ. აცამეტი ასურელი მამა
  • წმ. გრიგოლ ხანძთელი
  • წმ. აბო თბილელი
  • წმ. ქეთევან წამებული
  • წმ. შუშანიკი
  • წმ. არგვეთის მთავარნი დავითი და კონსტანტინე
  • წმ. შალვა, ბიძინა, ელისბარი
  • წმ. ნიკოლოზი
  • წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელი
  • წმ. მაქსიმე აღმსარებელი
  • წმ. მარკოზ ეფესელი
  • წმ. დავით გარეჯელი
  • წმ. შიო მღვიმელი
  • წმ. იოანე ზედაზნელი
  • წმ. ანტონ მარტმყოფელი
  • წმ. ისე წილკნელი
  • წმ. აბიბოს ნეკრესელი
  • წმ. ზენონ იყალთოელი
  • წმ. ისიდორე სამთავრელი
  • წმ. ამბა იოსებ ალავერდელი
  • წმ. ნეოფიტე ურბნელი
  • წმ. პიროს ბრეთელი
  • აბსურდიზმი
  • ჰუმანიზმი
  • ნიჰილიზმი
  • დარვინიზმი
  • მარქსიზმი
  • ევოლუციონიზმი
  • ახალი ადამიანი
  • მასობრივი კულტურა
  • რევოლუციის სახეობები
  • სპირიტიზმი
  • მაგია, მისნობა, ჯადოქრობა
  • უნია
  • ანტიქრისტე
 
მობ: 591 97 04 90
2012 Xareba.net

Сайт работает под управлением DataLife Engine