xareba
 
  • ნაყროვანება
  • სიძვა
  • ვერცხლისმოყვარეობა
  • მრისხანება
  • მწუხარება
  • ჭმუნვა
  • ცუდმედიდობა
  • ამპარტავნება
  • თავშეკავება
  • უბიწოება
  • უპოვარება
  • სიმშვიდე
  • ნეტარი გლოვა
  • მღვიძარება
  • სიმდაბლე
  • სიყვარული
  • მარხვა
  • თავისუფლება
  • სიმდიდრე
  • სიძუნწე
  • სინდისი
  • სიკვდილი
  • მემთვრალეობა
  • ნარკომანია
  • სინანული
  • შური
  • ანტიმოდერნიზმი
  • მოდერნიზმი
  • ადოგმატიზმი
  • ეკუმენიზმი
  • პაპიზმი
  • პროტესტანტიზმი
  • ლიბერალიზმი
  • გლობალიზმი
  • იუდაიზმი
  • სექტანტიზმი
  • ორიგენიზმი
  • სრულიად მართლმადიდებელთა კრება
Xareba.net » რუბრიკები » მართმადიდებელი ეკლესია » ქრისტეს ერთგულება
ქრისტეს ერთგულება
25-01-2013, 00:05  / ამოსაბეჭდი ვერსია
ქრისტეს ერთგულება

   ლოცვაში - მაღალი, საღმრთო ზრახვაში - ღრმა, მოღვაწეობაში - სიხარულევანი, სიხარულში - წმინდა, ზნეობრივ სწავლებაში - სრულყოფილი, ღვთის დიდების საშუალებებში - მდიდარი: მართლმადიდებლობა, ამის მიუხედავად, არ არის მსოფლიოში ყველაზე ხალხმრავალი რელიგია და არ უჭირავს გაბატონებული ადგილი ჩვენი დროის ქრისტიანულ აღმსარებლობებს შორის. მართლმადიდებელ ქვეყნებთან ახლოს მდებარე ევროპული დასავლეთი მე - 19 საუკუნის შუა ხანებამდე არ იცნობდა და არც სურდა, რომ სცნობოდა მართლმადიდებლობა: ერთნი მას ამცირებდნენ და იგნორირებას უკეთებდნენ (კათოლიკურ გარემოში), სხვანი ნახევრად წარმართობად თვლიდნენ (პროტესტანტულ გარემოში). მართლმადიდებელ ეკლესიას გარეგნული დამცრობა უნდა გაევლო, რათა დასავლური სამყარის თვალწინ უეცრად გადაშლილიყო მართლმადიდებლობის ძალა და სულიერი მშვენიერება, როგორც ამას დღეს ვხედავთ.

   მართლმადიდებლობა არც მოელის თავისთვის ზეიმს და მსოფლიო ბატონობას. ქრისტეს ეკლესიის ხვედრი, წმ. იოანე ღვთისმეტყველის მიერ „გამოცხადებაში" მოხაზული, ამას არ გვაუწყებს. დაფარულთა მცნობელი მოციქული ეკლესიების წინამდგომ ანგელოზებს აფრთხილებს მოზეიმე თავდაჯერებისგან, გვიწინასწარმერტყველებს ტანჯვასა და განსაცდელებს, გვეუბნება, რომ სოფლის აღსასრულის მოახლოებისას ჯოჯოხეთის ძალები კიდევ უფრო გააფთრებით შეუტევენ ქრისტეს ეკლესიას, და მოგვიწოდებს მოთმინებისკენ, მოღვაწეობისკენ, ბოლომდე მტკიცედ დგომისა და სიმდაბლისკენ.

   „აქა არს მოთმინებაΩ  წმიდათაΩ" (გამოცხ. 14, 12). ჩვენს დროს განსაკუთრებული განსაცდელები ერგო, რომლებიც ეკლესიას გარედან და შიგნიდან დაატყდა. მართლმადიდებლობა გაპარტახებულია, ამ სახელით ინიღბებიან საზოგადოებები, რომლებიც აშკარად ემიჯნებიან ჭეშმარიტ მართლმადიდებლობას და მოძღვრები, რომლებიც ამახინჯებენ მას. ყოველივე ეს გვაძლევს საფუძველს წუხილისა და შეშფოთებისათვის: ხომ არ გვემუქრება მრავალრიცხოვან სექტებად დაყოფა, როგორც ეს პროტესტანტიზმში მოხდა?

   არა, რადგანაც ვიცით: თვით ქრისტეა ეკლესიასთან, „და აჰა ესერა მე თქუენ თანა ვარ ყოველთა დღეთა" (მთ. 28, 20). თუკი მდინარეს გზას გადაუღობავენ და იგი ისე ადიდდება, რომ კალაპოტს დაფარავს, წყალი კი ახლომახლო თხრილებსა და ორმოებს ამოავსებს, ეს იმას როდი ნიშნავს, რომ მდინარე თავის კალაპოტს აღარ დაუბრუნდება და საბოლოოდ დაკარგა იგი. ასეთივე ისტორიული ბედი ერგო მართლმადიდებლობასაც: მისი კალაპოტი ღრმაა, დინება კი - პირდაპირი. პროტესტანტიზმი იმიტომ დანაწევრდა, რომ არ ჰქონდა თავისი კალაპოტი - საეკლესიო ტრადიცია. მართლმადიდებლობის ერთიანობა არ დაირღვევა. მაგრამ საბრალონი არიან ისინი, ვინც მოსწყდება საეკლესიო ერთიანობას, რომელიც მშობლიურ ადგილობრივ ეკლესიებშია დაცული, და თავის განშტოებებში გაიხლართება.

   ჩვენს დროში ვალად გვადევს ერთგულება: არ ვუღალატოთ ქრისტეს, მსოფლიო ეკლესიას, ქრისტიანულ აღთქმებს, მამათა წმინდა მცნებებს, ტანჯულ ძმებს; სწორი მიმართულებით ვიაროთ და საჭე მტკიცედ გვეპყრას: ესაა უბრალო და ნათელი მართლმადიდებლური გზა.

  „ჰმონეთ უფალსა შიშით და უგალობდით მას ძრწოლით" (ფს. 2, 11). მართლმადიდებელი ქრისტიანის გულს არა ამპარტავნების, არამედ სიხარულთან შეერთებული შიშის გრძნობა ავსებს. თქვენ ძვირფასი სამკაული ჩაგაბარეს: ფრთხილად ატარებთ მას? ხართ კი მისი ღირსი? გრძნობთ თუ არა საკუთარ პასუხისმგებლობას?

   „რომელი - იგი შე - თუ - ვიმოსოთ, არღარა შიშუელ ვიპოვნეთ" (2 კორ. 5, 3), ამბობს მოციქული. ხომ არ გვემუქრება ჩვენ ასეთი საშიშროება - შიშვლად დარჩენა? იქნებ სწორედ ჩვენთვის დაიწერა ეს გაფრთხილება? იმის ცოდნა როდი გვაცხოვნებს, რომ მართლმადიდებლობას ვიმარხავთ: სულით უნდა შევიმოსოთ იგი მისი აღსრულების გზით.

   შემოსილები ვიყოთ და შიშვლები არ აღმოვჩნდეთ - ეს ნიშნავს, რომ არა მარტო უნდა ვეკუთვნოდეთ მართლმადიდებლობას, არამედ გვესმოდეს კიდეც სარწმუნოების, ჭეშმარიტების, სიყვარულის, სიწმინდისა და სიმდაბლის შესამოსელი, საღმრთო მადლის შესამოსელი. ამავე მოციქულის სიტყვებს თუ დავიმოწმებთ, ისე ნუ ვიცხოვრებთ, რომ სხვებს ვუქადაგებდეთ და ჩვენ თვითონ გამოუცდელნი ვიყოთ (იხ. 1 კორ. 9, 27).

   ასეთი შესამოსელი და ასეთი მართლმადიდებლობა მოგვმადლე ჩვენ, უფალო!

 

წიგნიდან  „საუბრები მართლმადიდებლობაზე"


  • მთავარი
  • -- ახალი ამბები
  • -- მნიშვნელოვანი თემები
  • -- კალენდარი
  • -- ქრისტიანული ოჯახი
  • -- მართმადიდებელი ეკლესია
  • -- მართმადიდებლული კატეხიზმო
  • -- ლოცვა
  • -- წმ. მამათა საგანძურიდან
  • -- წერილები სულიერ შვილებს
  • -- წმიდათა ცხოვრება
  • -- რელიგიური ცდომილებანი
  • -- მხილებითი ღვთისმეტყველება
  • -- იდეოლოგიური ცდომილებანი
  • -- თანამედროვე მამები
  • -- ძველი აღთქმის ისტორიიდან
  • -- უახლესი ისტორიიდან
  • -- საეკლესიო სამართალი
  • -- ჭეშმარიტი სასწაულები
  • -- საცდურები
  • -- შეიცანი ჟამი
  • -- კითხვა-პასუხი
  • -- სხვადასხვა
  • -- რუსულენოვანი გვერდი
  • -- ინგლისურენოვანი გვერდი
  • კონტაქტი
  • წმ. ნინო
  • წმ. გიორგი
  • წმ. ვახტანგ გორგასალი
  • წმ. დავით აღმაშენებელი
  • წმ. თამარ მეფე
  • წმ. აცამეტი ასურელი მამა
  • წმ. გრიგოლ ხანძთელი
  • წმ. აბო თბილელი
  • წმ. ქეთევან წამებული
  • წმ. შუშანიკი
  • წმ. არგვეთის მთავარნი დავითი და კონსტანტინე
  • წმ. შალვა, ბიძინა, ელისბარი
  • წმ. ნიკოლოზი
  • წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელი
  • წმ. მაქსიმე აღმსარებელი
  • წმ. მარკოზ ეფესელი
  • წმ. დავით გარეჯელი
  • წმ. შიო მღვიმელი
  • წმ. იოანე ზედაზნელი
  • წმ. ანტონ მარტმყოფელი
  • წმ. ისე წილკნელი
  • წმ. აბიბოს ნეკრესელი
  • წმ. ზენონ იყალთოელი
  • წმ. ისიდორე სამთავრელი
  • წმ. ამბა იოსებ ალავერდელი
  • წმ. ნეოფიტე ურბნელი
  • წმ. პიროს ბრეთელი
  • აბსურდიზმი
  • ჰუმანიზმი
  • ნიჰილიზმი
  • დარვინიზმი
  • მარქსიზმი
  • ევოლუციონიზმი
  • ახალი ადამიანი
  • მასობრივი კულტურა
  • რევოლუციის სახეობები
  • სპირიტიზმი
  • მაგია, მისნობა, ჯადოქრობა
  • უნია
  • ანტიქრისტე
 
მობ: 591 97 04 90
2012 Xareba.net

Сайт работает под управлением DataLife Engine