წმინდა ფოტი დიდი ამბობს: „არაფერი, რაც ჩვენთვის არსებობს, არ არის უფრო ძვირფასი, ვიდრე ჭეშმარიტება. ხოლო ჭეშმარიტება არის თავად უფალი. ნამდვილად აუცილებელია, ვაკვირდებოდეთ ყველაფერს ჩვენს ირგვლივ, ხოლო უპირველეს ყოვლისა რწმენის საკითხებს, რომლისგანაც ნებისმიერი, მცირედი გადახრაც კი წარმოადგენს მომაკვდინებელ ცოდვას." ხედავთ, დოგმატიდან მცირე გადახრა მომაკვდინებელი ცოდვაა.
წმინდა იოანე ოქროპირი ამბობს: „არ შეშინდეთ და დაიცავით ჭეშმარიტება, თუნდაც მარტონი იყოთ. ჩვენ არ უნდა გვადარდებდეს ადამიანის გაბრაზება, თუ ჩვენი ქცევით შეურაცხვყოფთ ღმერთს. არაფერი არ აშორებს ადამიანს ეკლესიისაგან, როგორც ძალაუფლების სიყვარული. ამიტომ დღეს ძალიან ბევრი ადამიანი, მათ შორის ეკლესიის წევრნი, არა ღვთის სიყვარულით, არამედ ძალაუფლების სიყვარულით ხელმძღვანელობენ. მათ ძალაუფლება სურთ და არა ღმერთში ერთობა. მათ თავიანთი სავარძლების, ძალაუფლების შენარჩუნება სურთ. ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ მთავრობის ნათქვამს დაემორჩილონ, იმიტომ რომ მათ არ აინტერესებთ ღვთის ძალაუფლება - მათ ამსოფლიური ძალაუფლება აინტერესებთ.”
ჩვენ უნდა დავიცვათ ჭეშმარიტება არა აღშფოთებით, არამედ გაბედულად. ამიტომ, ამბობს წმ. იოანე ოქროპირი : „ჩვენ უნდა გქონდეს გაბედულება, უნდა შევინარცუნოთ წმინდა მრისხანება, რათა არავინ მიიჩნიოს ჩვენი სიტყვები როგორც რისხვა, რადგან როგორ განკურნავს შენი სიტყვები, თუ მრისხანებით საუბრობ, მაშინ ყველაფერს აზრი ეკარგება.”
წმინდა მეტროპოლიტმა ფილარეტმა მიუხედავად საშიშროებისა, კატეგორიულად არ ღებულობდა საბჭოთა პასპორტს. როდესაც საბჭოთა ძალოვნები მიეახლნენ მას, მან განაცხადა: „მე არ მივიჩნევ, რომ საბჭოთა მოქალაქეობის მიღება მსურს, ვიდრე არ დავრწმუნდები, რომ რელიგიის შევიწროვება, ანტიეკლესიური პროპაგანდა და თავდასხმები ეკლესიის მსახურებზე დასრულდა; მე არ მივიღებ თქვენს პასპორტს, სანამ არ შეწყვეტთ ეკლესიის დევნას."
მან ასევე თქვა: „შეუნდეთ ყველას, იცოდეთ როგორ მოქცეთ რწმენაში სუსტებს. იმოქმედეთ ბრძნულად ერეტიკოსებთან , მაგრამ არასდროს არ დაეთანხმოთ მათ.”
დღეს ეკუმენისტები ამბობენ, რომ ერეტიკოსებს აქვთ მადლი. როგორ? არანაირი მადლი? არანაირი ეკლესიური საიდუმლოებები და ქრისტიანული ღვაწლი. რომაელ კათოლიკეები, მუჰამედის მიმდევრები... ეს სახელწოდება უფრო სწორია, ვიდრე მუსლიმები - ერეტიკოსები არიან, რომელთაც არავითარი მადლი არ აქვთ. მადლი მხოლოდ მართლმადიდებლურ ეკლესიაშია, არა ერესებში.
წმინდა მაქსიმე აღმსარებელს არ მოეწონა იმპერატორ კონსტანტინე მეორეს მიერ გამოცემული განკარგულება, რომელიც 1648 წელს გამოაცხადა, და რომელიც კრძალავდა ქრისტეს ორი ბუნების შესახებ დისკუსს. ამის გამო წმინდანი დაისაჯა. მოგვიანებით მან თქვა: "აღმსარებლობის ჩახშობა ნიშნავს სარწმუნოებაზე უარის თქმას. ვინც უარყოფს სარწმუნოების აღმსრულებას, ის უარს ამბობს რწმენაზე, და მას არ უნდა დავემორჩილოთ.”
ჩვენ უნდა ვემორჩილებოდეთ ღმერთს. მან თქვა, რომ იქადაგეთ მაცხოვნებელი სიტყვა, მისი სიტყვა; და არ დავემორჩილოთ ყველას, ვინც დუმილისკენ მოგვიწოდებს.
წმინდა ვიქტორ გლაზოვი, რომლის უხრწნელი ნაწილები 1997 წელს აღმოაჩინეს, ამბობდა: „ჩემო მეგობრებო, ჩვენ უნდა გვწამდეს, რომ მართლმადიდებელი ეკლესიის გარეთ ადამიანი ვერ ცხონდება, ვერ გადარჩება. ეს კარგად უნდა ვიცოდეთ. მაშინ, როდესაც ჭეშმარიტებას შეურაცხყოფენ და არასწორედ წარმართავენ, ჩვენ არ შეგვიძლია დავრჩეთ ინდიეფერენტულები, ჩვენ თაყვანს უნდა ვცემდეთ ჩვენს უფალს.”
ჩვენ არ უნდა ვიყოთ ინდიეფერენტულები იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც უკვე ეკლესიის გარეთ არიან, ეს ნიშნავს, რომ მათი ცხონება კითხვის ნიშნის ქვეშაა. სად არის ჩვენი სიყვარული ქრისტეში? არ უნდა ვიყოთ ინდიეფერენტულები ამ ყველაფრის მიმართ. ჩვენ უნდა გამოვაცხადოთ ყველასთან სიმართლე. – ამბობს წმინდა ვიქტორი – ეკლესიური ჭეშმარიტება, და თუ სხვები, თუნდაც უდიდესი უმრავლესობა, თუნდაც უმაღლესი იერარქები დარჩებიან ინდიეფერენტულები და შესცქერიან მათ, რომლებიც ამბობენ, ჩვენ უნდა თანავცხოვრებდეთ ყველასთან, რომ ყველა რელიგიის წარმომადგენელი მშვიდობასა და ჭეშმარიტებაში ვთანხმდებით – ამ მოსაზრებას უნდა ვუთხრათ არა. ჩვენ უნდა ვაღიაროთ მხოლოდ ჭეშმარიტება"
რა თქმა უნდა, ჩვენ არა იარაღის ძალით მოვუხმობთ მათ მართლმადიდებლობისკენ, მაგრამ ჩვენ უნდა ვუთხრათ მათ, რომ არ იმყოფებიან ჭეშმარიტებაში, რომ ვერ გადარჩებით, თქვენი ღმერთი არ არსებობს. თქვენს რელიგიაში არის სიცრუე. ყველა სხვა რელიგია მცდარია.
მოციქულებს რომ ეთქვათ ჩვენ მშვიდობიანად უნდა ვითანაცხოვროთ კერპთთაყვანისმცემლებთან, მაშინ მისიონერობა რა საჭირო იყო? რატომ იყო მოწამეობა საჭირო? მხოლოდ იმისთვის, რომ არ შეგაწუხონ, რომ არ მოგკლან? ეს არ არის მართლმადიდებლური სული.
მრავალი მღვდელი განიცდიდა დევნას და მტრულ დამოკიდებულებას თავიანთი ეპისკოპოსის მხრიდან. იერარქები გეუბნებიან: „არ იმსახურებთ", „შეგიჩერებთ მღვდლობას”, „გაგიშვებთ ეპარქიიდან” - ეს კარგია მათთვის, ვინც განიცდის ამგვარ დევნას. ჩვენ ყველაფერზე ხელი არ უნდა მოვაწეროთ. არ შეიძლება დავრჩეთ ინდიეფერენტულები, თუნდაც იერარქები იყვნენ ასეთები და იყენებენ თავიანთ ძალაუფლებას ჩვენს წინააღმდეგ. ამაში არაფერია გასაკვირი. ჩვენ მზად უნდა ვიყოთ ამისთვის.
მთავერეპისკოპოსმა ამბერკიმ თქვა: „ჭეშმარიტ ეკლესიაში არ უნდა იყონ ცრუ მწყემსები. არ უნდა დავინახოთ უპატივცემულობა ეკლესიის მიმართ და არ დავხუჭოთ თვალები ეკლესიაში არსებულ რომელიმე ნეგატიურ ფენომენზე, რომელიც ამცირებს მის ღირსებას, არამედ უნდა ამოვძირკვოთ ისინი მთელი ძალისხმევით."
მღვდელმონაზონი სერაფიმი როუზი, წმინდა კაცი, ამბობს: „როდესაც ეკლესიას შეურაცხყოფენ და მორწმუნეები გზააბნეულნი არიან მიტოვებულნი, მაშინ არ არის დრო კომპლიმენტებისთვის და ზრდილობიანი საუბრისთვის, არც მორჩილი დიალოგისთვის, არც თანაგრძნობის ჭეშმარიტებაზე მაღლა დაყენების. რადგან ბევრი საუბრობს სიყვარულზე და თავმდაბლობაზე, მაგრამ ჭეშმარიტების წინააღმდეგ. უპირველეს ყოვლისა ჭეშმარიტება უნდა ვიცავდეთ, ამის შემდეგ გვაქვს უფლება ქრისტეს სიყვარულზე საუბრის."
და რა არის ჭეშმარიტი სიყვარული? სიყვარული არის ის, რაც ყველას გვეხმარება ცხონების გზაზე. ეს არის ჭეშმარიტი სიყვარული, არა ის, რომ აამო სხვები თავიანთ საქმეებში და ფიქრებში; მივიღოთ მათი ერესები და სიცრუე. ეს არ არის ჭეშმარიტი სიყვარული. "ყველა, ვისაც შეუძლია თქვას სიმართლე, მაგრამ დუმს, - ამბობს წმინდა ბასილი, - „ღმერთი მძიმე განაჩენს გამოუტანს, რადგან როდესაც რწმენა და მთლიანად მართლმადიდებელი ეკლესია საფრთხეშია. ასეთ ვითარებაში დუმილი ღალატს ნიშნავს.”
არქიმანდრიტი საბა აგიორიტისი (ათონელი)
საუბარი ჯორდანვილში, წმინდა სამების სახელობის მონასტერში, 2025 თებერვალი, ნაწილი X