xareba
 
  • ნაყროვანება
  • სიძვა
  • ვერცხლისმოყვარეობა
  • მრისხანება
  • მწუხარება
  • ჭმუნვა
  • ცუდმედიდობა
  • ამპარტავნება
  • თავშეკავება
  • უბიწოება
  • უპოვარება
  • სიმშვიდე
  • ნეტარი გლოვა
  • მღვიძარება
  • სიმდაბლე
  • სიყვარული
  • მარხვა
  • თავისუფლება
  • სიმდიდრე
  • სიძუნწე
  • სინდისი
  • სიკვდილი
  • მემთვრალეობა
  • ნარკომანია
  • სინანული
  • შური
  • ანტიმოდერნიზმი
  • მოდერნიზმი
  • ადოგმატიზმი
  • ეკუმენიზმი
  • პაპიზმი
  • პროტესტანტიზმი
  • ლიბერალიზმი
  • გლობალიზმი
  • იუდაიზმი
  • სექტანტიზმი
  • ორიგენიზმი
  • სრულიად მართლმადიდებელთა კრება
Xareba.net » რუბრიკები » საცდურები » "სახიფათო დუმილი" (ნაწილი VIII) - არქიმანდრიტი საბა აგიორიტისი (ათონელი)
"სახიფათო დუმილი" (ნაწილი VIII) - არქიმანდრიტი საბა აგიორიტისი (ათონელი)
25-04-2025, 15:13  / ამოსაბეჭდი ვერსია

 

   წმინდა იერემია გვაფრთხილებს: „ის, ვინც უფლის საქმეს გულგრილად მოეკიდება,  კორუფციაზე ან ერესებზე დუმს, ის სულიერ დესტრუქციას უწყობს ხელს. დღეს ბოროტებისადმი წინააღმდეგობა უნდა ხდებოდეს მხოლოდ სულიერი  და არა ამქვეყნიური საშუალებებით.

   ჩვენ ასევე გვყავს ძალიან განსაკუთრებული წმინდანი, წმინდა მიტროპოლიტი ავგუსტინე ფლორიდელი. მის შესახებ პაპმა თქვა, რომ მან დიდი ზიანი მოგვაყენა. ის გახლდათ დიდი მებრძოლი და მართლმადიდებლობის დამცველი, და ასევე ამხელდა ყველას, ვინც ეკლესიას ებრძოდა. ეპისკოპოსი ამბობდა: "ჩვენ უპირველესად უნდა ვემორჩილებოდეთ სახარებას.  როდესაც ეპისკოპოსი ხელდასმულია, ის ხელდასმულია სახარების ქვეშ.”

   როგორც მამები ამბობენ, ეს ნიშნავს, რომ ხალხი ემორჩილება ეპისკოპოსს იმ პირობით, თუ ეპისკოპოსი ემორჩილება სახარებას. მაგრამ როდესაც ეპისკოპოსი არ ემორჩილება სახარებას, არ მოქმედებს წმინდა კანონების მიხედვით, მაშინ მღვდლები და ერი არ არიან ვალდებულნი დაემორჩილონ ეპისკოპოსს.ამას ეწოდება სულიერი განსჯა. ჩვენ უნდა გვქონდეს სულიერი განსჯა. განუსჯელად არ უნდა ვთქვათ: ვემორჩილები, კარგად ვარ, გადარჩები,- არა. ჩვენ  უფალ იესო ქრისტეს ვმორჩილებთ  და   ეპისკოპოსს ან სულიერ მოძღვარს, თუ ის იცავს ჩვენი უფლის სწავლებას. თუ არ იცავს, - არ ვემორჩილებით.

   ის ასევე ამბობს:  სახარებისეულ სწავლებასა და ეპისკოპოსის შეხედულებას შორის არის წინააღმდეგობა, ჩვენ უნდა დავემორჩილოთ ღმერთს (სახარებას) და არა ადამიანებს. ეს გახლავთ ის, რაც ვისწავლეთ წმინდა მოციქულებისაგან. თუ მღვდელმთავარი იტყვის: გაჩუმდი, ნუ იქადაგებ, მაშინ უნდა ითქვას, რომ უპირველესად ვემორჩილები  ღმერთს და არა ადამიანს.

   ყოველი მღვდელი ვალდებულია იქადაგოს უფლის სიტყვა და რა თქმა უნდა მიიღოს მონაწილეობა წმინდა ლიტურგიასა და ყველა საეკლესიო მსახურებაში. ვერავინ ვერ ეტყვის მას, რომ არ იქადაგოს. ეს არის ეკლესიის კანონიკა.

   როდესაც ეპისკოპოსები დუმან – ამბობს წმინდა მიტროპოლიტი ავგუსტინე, - და მქადაგებლები  დუმან, მაშინ თავდადებულ სასულიერო პირებს, მონაზვნებს, თუნდაც უბრალო მრევლს, აქვს უფლება და მოვალეობა თქვან ის, რასაც ეპისკოპოსები არ ამბობენ ინდეფერენტულობის, ამქვეყნიური სულის, ან მცდარი სარწმუნოების გამო.

   ეს მოხდა პანდემიის დროს საბერძნეთში. რამოდენიმე კარგმა ღვთისმსახურმა, თავდადებულმა მონაზონმა აღიმაღლა უსამართლობაზე ხმა მაშინ, როდესაც მართლმადიდებელი მქადაგებლები დუმდნენ. უბრალო ხალხი და თავმდაბალი მონაზვნები მხარს უჭერდნენ მართლმადიდებლობას. რას ამბობს წმინდა წერილი: "სიკვდილამდე იბრძოლე ჭეშმარიტებისთვის და უფალი იბრძოლებს შენთვის”. გესმით? გსურთ უფალი იბრძოდეს თქვენთვის? მაშინ იბრძოლე სიკვდილამდე ჭეშმარიტებისთვის.

   ღვთისმსახური არ არის იერარქის მონა. ეს არის პაპიზმის და  არა მართლმადიდებლური სული. მე ვემორჩილები ჩემს ეპისკოპოსს, რასაც  ის ამბობს, იმას ვაკეთებ. ეს არ არის მართლმადიდებლური სულისკვეთება. ეს გახლავთ პაპისტური სწავლება. როდესაც რასაც პაპი ამბობს, ეს არის დოგმა.

   წმინდა გრიგოლი პალამა ამბობს: ვინ არის ეკლესიაში? დღეს  ეპისკოპოსები  ამბობენ,  ჩვენ როგორც ეკლესია გეუბნებით ამას. ისმის კითხვა: ვინ არის ეკლესია? ან ვინ არის ეკლესიაში? წმინდა გრიგოლი პასუხობს – "ის, ვინც არის ჭეშმარიტებაში, ის არის ეკლესიაში. თუ თქვენ არ ხართ ჭეშმარიტებაში, თქვენ არ ხართ ეკლესიაში. თუნდაც თქვენ იყოთ პატრიარქი, თქვენ არ ხართ ეკლესიაში, თუ არ ხართ ჭეშმარიტებაში.”

   ეკლესია უპირველეს ყოვლისა არის წმინდა სამება, სამპიროვანი ღმერთი. ამ ეკლესიაში ჩვენმა უფალმა შეიყვანა  ანგელოზები და შემდეგ  ადამიანები. ამიტომ, ეკლესია, რასაკვირველია, არის  წმინდა სამება, წმინდა ანგელოზები, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი, ყველა წმინდანი და ასევე  ყველა, ვინც იღწვის და იმყოფება სინანულში და არიან  ქრისტეს სხეულის ცოცხალი წევრნი.

 

 

 

არქიმანდრიტი საბა აგიორიტისი (ათონელი) 

საუბარი ჯორდანვილში, წმინდა სამების სახელობის მონასტერში, 2025 თებერვალი, ნაწილი VIII 


  • მთავარი
  • -- ახალი ამბები
  • -- მნიშვნელოვანი თემები
  • -- კალენდარი
  • -- ქრისტიანული ოჯახი
  • -- მართმადიდებელი ეკლესია
  • -- მართმადიდებლული კატეხიზმო
  • -- ლოცვა
  • -- წმ. მამათა საგანძურიდან
  • -- წერილები სულიერ შვილებს
  • -- წმიდათა ცხოვრება
  • -- რელიგიური ცდომილებანი
  • -- მხილებითი ღვთისმეტყველება
  • -- იდეოლოგიური ცდომილებანი
  • -- თანამედროვე მამები
  • -- ძველი აღთქმის ისტორიიდან
  • -- უახლესი ისტორიიდან
  • -- საეკლესიო სამართალი
  • -- ჭეშმარიტი სასწაულები
  • -- საცდურები
  • -- შეიცანი ჟამი
  • -- კითხვა-პასუხი
  • -- სხვადასხვა
  • -- რუსულენოვანი გვერდი
  • -- ინგლისურენოვანი გვერდი
  • კონტაქტი
  • წმ. ნინო
  • წმ. გიორგი
  • წმ. ვახტანგ გორგასალი
  • წმ. დავით აღმაშენებელი
  • წმ. თამარ მეფე
  • წმ. აცამეტი ასურელი მამა
  • წმ. გრიგოლ ხანძთელი
  • წმ. აბო თბილელი
  • წმ. ქეთევან წამებული
  • წმ. შუშანიკი
  • წმ. არგვეთის მთავარნი დავითი და კონსტანტინე
  • წმ. შალვა, ბიძინა, ელისბარი
  • წმ. ნიკოლოზი
  • წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელი
  • წმ. მაქსიმე აღმსარებელი
  • წმ. მარკოზ ეფესელი
  • წმ. დავით გარეჯელი
  • წმ. შიო მღვიმელი
  • წმ. იოანე ზედაზნელი
  • წმ. ანტონ მარტმყოფელი
  • წმ. ისე წილკნელი
  • წმ. აბიბოს ნეკრესელი
  • წმ. ზენონ იყალთოელი
  • წმ. ისიდორე სამთავრელი
  • წმ. ამბა იოსებ ალავერდელი
  • წმ. ნეოფიტე ურბნელი
  • წმ. პიროს ბრეთელი
  • აბსურდიზმი
  • ჰუმანიზმი
  • ნიჰილიზმი
  • დარვინიზმი
  • მარქსიზმი
  • ევოლუციონიზმი
  • ახალი ადამიანი
  • მასობრივი კულტურა
  • რევოლუციის სახეობები
  • სპირიტიზმი
  • მაგია, მისნობა, ჯადოქრობა
  • უნია
  • ანტიქრისტე
 
მობ: 591 97 04 90
2012 Xareba.net

Сайт работает под управлением DataLife Engine