xareba
 
  • ნაყროვანება
  • სიძვა
  • ვერცხლისმოყვარეობა
  • მრისხანება
  • მწუხარება
  • ჭმუნვა
  • ცუდმედიდობა
  • ამპარტავნება
  • თავშეკავება
  • უბიწოება
  • უპოვარება
  • სიმშვიდე
  • ნეტარი გლოვა
  • მღვიძარება
  • სიმდაბლე
  • სიყვარული
  • მარხვა
  • თავისუფლება
  • სიმდიდრე
  • სიძუნწე
  • სინდისი
  • სიკვდილი
  • მემთვრალეობა
  • ნარკომანია
  • სინანული
  • შური
  • ანტიმოდერნიზმი
  • მოდერნიზმი
  • ადოგმატიზმი
  • ეკუმენიზმი
  • პაპიზმი
  • პროტესტანტიზმი
  • ლიბერალიზმი
  • გლობალიზმი
  • იუდაიზმი
  • სექტანტიზმი
  • ორიგენიზმი
  • სრულიად მართლმადიდებელთა კრება
Xareba.net » რუბრიკები » საცდურები » "სახიფათო დუმილი" (ნაწილი VII) - არქიმანდრიტი საბა აგიორიტისი (ათონელი)
"სახიფათო დუმილი" (ნაწილი VII) - არქიმანდრიტი საბა აგიორიტისი (ათონელი)
23-04-2025, 15:08  / ამოსაბეჭდი ვერსია

 

   ჩვენ განვსჯით მწვალებლებს არა მათდამი უსიყვარულობის, არამედ სიყვარულის გამო. მაგრამ ჩვენ არ გვიყვარს მწვალებლობის ცოდვა. ჩვენ გვიყვარს  ცოდვილები, მაგრამ არ გვიყვარს ცოდვა. ამიტომ ვლაპარაკობთ მხოლოდ  სიყვარულის გამო. არ გვინდა, რომ ჩვენი ძმები ჯოჯოხეთში მოხვდნენ.

   წმინდა მილიტეოს ანტიოქიელი, მრავალი წმიდანის მსგავსად, რომლებიც მოგვიწოდებენ ავიმაღლოთ ხმა, ამბობს: "არ დაემორჩილო იმ ეპისკოპოსებს, რომლებიც ჩვენი რწმენის საწინააღმდეგო სწავლებას ქადაგებენ. რანაირად შეიძლება ღვთისმოსავი ადამიანი ასეთ შემთხვევაში დუმდეს?  სინამდვილეში დუმილი ხომ თანხმობას ნიშნავს.” ეს ძალიან მნიშვნელოვანია რომ გავიგოთ: დუმილი თანხმობას ნიშნავს. ჩვენ არ უნდა დავეთანხმოთ ცოდვას და მწვალებლობას.

   წმინდა იოანე მაქსიმოვიჩი ამბობდა და ახლა ვხედავთ, როგორ ცხადდება მისი სიტყვები: "უკანასკნელ დღეებში ბოროტება და მწვალებლობა ისე გავრცელდება, რომ მორწმუნეები ვეღარ შეძლებენ მოძღვრის ან მწყემსის პოვნა, რომელიც დაიცავს მათ ცდუნებისგან და მიუძღვება მათ ცხონების გზაზე”. სამწუხაროდ ეს უკვე  ჩვენში ხდება.

   "იმ დროს მორწმუნენი ვერ მიიღებენ სწორ ხელმძღვანელობას სასულიერო პირებისგან, თუმცა მრავლად დაიწერება წმინდა მამების წიგნები. ამიტომ, განსაკუთრებით ამ დროს, თითოეული მორწმუნე პასუხისმგებელია ეკლესიის სრული მთლიანობის წინაშე — მართლმადიდებლური რწმენისა და ტრადიციების, მართლმადიდებლური დოგმებისა და ეთოსის წინაშე.” - ამბობს წმინდა იოანე. ის ასევე ამბობს: "დროა ყველამ ვიგრძნოთ ჩვენი პასუხისმგებლობა ღვთისა და ისტორიის წინაშე. არ დათმოთ, არავითარი ტოლერანტობა ეპისკოპოსებისა და მღვდლების სისულელეებისა და არასწორი ხელმძღვანელობის მიმართ. ნუ დახუჭავთ თვალს — თქვენც თანამონაწილე იქნებით.”, - ასე გვაფრთხილებენ ბოლო დროის წმინდანები.

   ჩვენი დროის დიდი წმინდა მამა პაისი ამბობს: "ამ რთულ დროს ყველამ უნდა გააკეთოს ყველაფერი, რაც ადამიანურად არის შესაძლებელი. რაც ადამიანურად შეუძლებელია, უნდა მივანდოთ ღმერთს. ასე ჩვენი სინდისი მშვიდად იქნება, რადგან გვეცოდინება,რომყველაფერი გავაკეთეთ, რაც შეგვეძლო. თუ არ ვიმოქმედებთ, ჩვენი  წინაპრები აღდგებიან საფლავებიდან.”

   ვინ არიან ჩვენი წინაპრები? მოწამეები, გმირები, ვინც ჩვენი სარწმუნოება დაიცვა. როდესაც ჩვენი ქვეყნის, საბერძნეთის მიწაზე, 1821 წლის აჯანყება დაიწყო რწმენის დასაცავად, ჩვენი გმირები ამბობდნენ: "ჯერ რწმენისთვის ვიბრძვით, შემდეგ — ქვეყნისთვის.” ამიტომაც ამბობს წმინდა პაისი: "წინაპრები დაგვადანაშაულებენ.” მათ ჩვენი სამშობლოსთვის ბევრი ტკივილი გადაიტანეს, და ჩვენ რას ვაკეთებთ? ეს მიუღებელია საბერძნეთისა და მართლმადიდებლობისთვის, როდესაც ტრადიცია, წმინდანები და გმირები იდევნებიან თვითონ ბერძნების მიერ და ჩვენ არც კი ვსაუბრობთ ამის შესახებ - ეს საშინელებაა.

   "ვკითხე ერთს: რატომ არ აღიმაღლე ხმა? როგორ შეიძლებოდა ამის ჩადენა? მიპასუხა: რა უნდა მეთქვა? ის ზრდასრული ადამიანია, მას უნდა ეტქვა საწინააღმდეგო სიტყვა, ეს მისი პასუხისმგებლობაა. რა მექნა? წმინდა პაისი პასუხობს: თუ ის იყო ბრალეული, რატომ არავინ ამბობს სათქმელს? ის უნდა იყოს პასუხისგებაში მიცემული. უბრალოდ თქვი: "მე არ ვეთანხმები ამას. ეს მაინც თქვი.” დღეს ყველაფერი ამობრუნებულია. ჩვენ უნდა ვთქვათ - ეს მიუღებელია; ეს კარგი არ არის; არ ვეთანხმებით. გააკეთეთ საქმე ღირსებით. მხოლოდ საკუთარი თავის მსახურება გსურთ და ყველაფერი დანარჩენი განადგურდეს, რათა საკუტარი  სავარძელი შეინარჩუნოთ?

   თუ ქრისტიანები არ იმოქმედებენ და არ აღიარებენ თავიანთ სარწმუნოებას, დამნაშავეები უარესსაც გააკეთებენ. მაგრამ თუ ვიმოქმედებთ, დამნაშავეები დაფიქრდებიან. სამწუხაროდ, დღეს ქრისტიანები სუსტები არიან — ეს სამწუხაროა. ნუ უგულებელყოფთ წმინდა მოწამეთა ღვაწლს. ადრეული ქრისტიანები ძლიერები იყვნენ. წმინდა პაისი ამბობს: მათ სამყარო შეცვალეს. ხედავთ? მთელი ევროპა მართლმადიდებელი იყო მერვე საუკუნემდე. ახლა თითქმის მთელი ევროპა დემონურია.

   "ბიზანტიის ეპოქაში”, — ამბობს წმინდა პაისი, — "თუ ხატს გაიტანდნენ ტაძრიდან, ხალხი რეაგირებდა. ახლა კი საბერძნეთში ჯვრებს ხსნიან და თითქმის არავინ რეაგირებს. რა არის ეს? ქრისტე ჯვარზე ეცვა იმისთვის, რომ ჩვენ აღვდგეთ და ჩვენ კი გულგრილნი ვართ. თვით ეკლესიაც არ იღებს ხმას, რათა მთავრობასთან კონფლიქტი არ შეიქმნას. თუ არქიეპისკოპოსი ან მიტროპოლიტი არ იღებს ხმას, რადგან ყველასთან კარგი ურთიერთობის შენარჩუნება სურს, თუ ათონელი ბერები არ იღებენ ხმას, რომ დაფინანსება არ მოეჭროთ — მაშინ ვინ იტყვის სათქმელს?!”

   გულგრილობა მიუღებელია თუნდაც ერისკაცისთვის, მით უფრო, სასულიერო პირისთვის.  პატიოსანი სულიერი ადამიანი არაფერს არ უნდა აკეთებდეს გულგრილობით.

 

 

არქიმანდრიტი საბა აგიორიტისი (ათონელი) 

საუბარი ჯორდანვილში, წმინდა სამების სახელობის მონასტერში, 2025 თებერვალი, ნაწილი VII 


  • მთავარი
  • -- ახალი ამბები
  • -- მნიშვნელოვანი თემები
  • -- კალენდარი
  • -- ქრისტიანული ოჯახი
  • -- მართმადიდებელი ეკლესია
  • -- მართმადიდებლული კატეხიზმო
  • -- ლოცვა
  • -- წმ. მამათა საგანძურიდან
  • -- წერილები სულიერ შვილებს
  • -- წმიდათა ცხოვრება
  • -- რელიგიური ცდომილებანი
  • -- მხილებითი ღვთისმეტყველება
  • -- იდეოლოგიური ცდომილებანი
  • -- თანამედროვე მამები
  • -- ძველი აღთქმის ისტორიიდან
  • -- უახლესი ისტორიიდან
  • -- საეკლესიო სამართალი
  • -- ჭეშმარიტი სასწაულები
  • -- საცდურები
  • -- შეიცანი ჟამი
  • -- კითხვა-პასუხი
  • -- სხვადასხვა
  • -- რუსულენოვანი გვერდი
  • -- ინგლისურენოვანი გვერდი
  • კონტაქტი
  • წმ. ნინო
  • წმ. გიორგი
  • წმ. ვახტანგ გორგასალი
  • წმ. დავით აღმაშენებელი
  • წმ. თამარ მეფე
  • წმ. აცამეტი ასურელი მამა
  • წმ. გრიგოლ ხანძთელი
  • წმ. აბო თბილელი
  • წმ. ქეთევან წამებული
  • წმ. შუშანიკი
  • წმ. არგვეთის მთავარნი დავითი და კონსტანტინე
  • წმ. შალვა, ბიძინა, ელისბარი
  • წმ. ნიკოლოზი
  • წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელი
  • წმ. მაქსიმე აღმსარებელი
  • წმ. მარკოზ ეფესელი
  • წმ. დავით გარეჯელი
  • წმ. შიო მღვიმელი
  • წმ. იოანე ზედაზნელი
  • წმ. ანტონ მარტმყოფელი
  • წმ. ისე წილკნელი
  • წმ. აბიბოს ნეკრესელი
  • წმ. ზენონ იყალთოელი
  • წმ. ისიდორე სამთავრელი
  • წმ. ამბა იოსებ ალავერდელი
  • წმ. ნეოფიტე ურბნელი
  • წმ. პიროს ბრეთელი
  • აბსურდიზმი
  • ჰუმანიზმი
  • ნიჰილიზმი
  • დარვინიზმი
  • მარქსიზმი
  • ევოლუციონიზმი
  • ახალი ადამიანი
  • მასობრივი კულტურა
  • რევოლუციის სახეობები
  • სპირიტიზმი
  • მაგია, მისნობა, ჯადოქრობა
  • უნია
  • ანტიქრისტე
 
მობ: 591 97 04 90
2012 Xareba.net

Сайт работает под управлением DataLife Engine