xareba
 
  • ნაყროვანება
  • სიძვა
  • ვერცხლისმოყვარეობა
  • მრისხანება
  • მწუხარება
  • ჭმუნვა
  • ცუდმედიდობა
  • ამპარტავნება
  • თავშეკავება
  • უბიწოება
  • უპოვარება
  • სიმშვიდე
  • ნეტარი გლოვა
  • მღვიძარება
  • სიმდაბლე
  • სიყვარული
  • მარხვა
  • თავისუფლება
  • სიმდიდრე
  • სიძუნწე
  • სინდისი
  • სიკვდილი
  • მემთვრალეობა
  • ნარკომანია
  • სინანული
  • შური
  • ანტიმოდერნიზმი
  • მოდერნიზმი
  • ადოგმატიზმი
  • ეკუმენიზმი
  • პაპიზმი
  • პროტესტანტიზმი
  • ლიბერალიზმი
  • გლობალიზმი
  • იუდაიზმი
  • სექტანტიზმი
  • ორიგენიზმი
  • სრულიად მართლმადიდებელთა კრება
Xareba.net » რუბრიკები » საცდურები » "სახიფათო დუმილი" (ნაწილი II) - არქიმანდრიტი საბა აგიორიტისი (ათონელი)
"სახიფათო დუმილი" (ნაწილი II) - არქიმანდრიტი საბა აგიორიტისი (ათონელი)
16-04-2025, 18:51  / ამოსაბეჭდი ვერსია

 

 

   წმინდა პავლე მოციქული ამბობს, რომ ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ მადლით აღსავსე სიტყვებით,  გონივრული დუმილით და  ვიცოდეთ, როგორ ვუპასუხოთ ადამიანებს. ანუ ჩვენ უნდა ვიცოდეთ, როგორ გავცეთ პასუხი და როდის არის  უმჯობესი დუმილი,  მაგრამ საუბრისას ჩვენ უნდა შევიმოსოთ  შინაგანი კეთილმოსაობა, რათა ამ კეთილმოსაობით  ვისაუბროთ.

   როგორც  უფალი ბრძანებს: „კეთილ კაცს კეთილი საუნჯისგან გამოაქვს კეთილი, და ბოროტ კაცს ბოროტი საუნჯისგან გამოაქვს ბოროტი.” ხოლო მე გეუბნებით თქვენ: ყოველი ფუჭი სიტყვისათვის, რომელსაც იტყვიან კაცნი, პასუხს აგებენ ისინი განკითხვის დღეს” (მათ 12. 35:36); "ვინაიდან შენი სიტყვებით გამართლდები, და შენივე სიტყვებით განიკითხები.”  ეს სიტყვები ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ცხონებისთვის. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, როგორ და როდის უნდა ვისაუბროთ და როდის უნდა დავდუმდეთ.

   უფალი ამბობს: "რამეთუ რომელსა-იგი სირცხჳლ უჩნდეს ჩემი და სიტყუათა ჩემთაჲ, ნათესავსა ამას მემრუშესა და ცოდვილსა, ძემანცა კაცისამან არცხჳნოს მას, რაჟამს მოვიდეს დიდებითა მამისა თჳსისაჲთა ანგელოზთა თანა წმიდათა.” (მარკ 8.32) ამიტომ ჩვენ უნდა ვაღიაროთ ჩვენი უფალი და თუ ხმას ვერ ამოვიღებთ, როდესაც აუცილებელია აღმსარებლობა -  ეს არის ცუდი დუმილი.

   ასევე ამბობს: "ყოველმან რომელმან აღიაროს ჩემდამო წინაშე კაცთა, მეცა აღვიარო იგი წინაშე მამისა ჩემისა ზეცათაჲსა; და რომელმან უვარ-მყოს მე წინაშე კაცთა, უვარ-ვყო იგი მეცა წინაშე მამისა ჩემისა ზეცათაჲსა " (მათ 10. 33)

   ასევე წმინდა ბიბლია გვასწავლის, რომ ჩვენ ყოველთვის მზად უნდა ვიყოთ პასუხი გავცეთ, როდესაც გვეკითხებიან ჩვენი რწმენის შესახებ. უნდა ვუპასუხოთ, როდესაც ვინმე გვეკითხება ღვთის  სიტყვის შესახებ, თუ როგორ ვცხონდეთ. ჩვენ ყოველთვის მზად უნდა ვიყოთ, რომ ავხსნათ ჩვენი რწმენის სიწმინდე.

   წმინდა პავლე მოციქული გვასწავლის: ‘ისაუბრეთ და ნუ დადუმდებით, მაშინ, როცა უნდა თქვათ.’  ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი სარწმუნოება,  ჩვენი მართლმადიდებლური ცხოვრების წესი, ცხონების გზა, უნდა დავიცვათ ჩვენი რწმენა და არ დავდუმდეთ. რადგანაც თუ გავჩუმდებით, ეს ნიშნავს თანამშრომლობას იმ ადამიანებთან, რომლებიც ებრძვიან ჩვენს რწმენას და ჩვენს ცხოვრების წესს. გვახსოვდეს  წმინდა მოციქულები, რომლებმაც უპასუხეს ფარისეველებს და ყველა იმ ადამიანს, ვინც მათ გაჩუმება და ქადაგების შეწყვეტა მოსთხოვა. მათ უპასუხეს: „ უპირველესად ღმერთს უნდა ვემორჩილებოდეთ და არა ადამიანს”. ეს იყო მოციქულების პასუხი.

   ჩვენ უნდა აღვიმაღლოთ ხმა  თუნდაც  დაგვიანებით, თუნდაც მაშინ, როდესაც დადუმებას გთხოვთ ძალაუფლების მქონე ადამიანი. ჩვენ მაინც არ უნდა დავდუმდეთ. წმინდა იოანე ოქროპირი ამბობს: „როდესაც  უნდა აღიმაღლოთ ხმა და  გაჩუმდებით, ღმერთს მტრობთ და აზიანებთ თქვენს ძმას." დუმილი შეიძლება იყოს ცოდვის შემცველი, როდესაც გარემოებები მოითხოვს, რომ ვილაპარაკოთ.

   მაგალითად, თუ ჩვენ დავდუმდებით კრიმინალურ დანაშაულზე ინდიეფერენტულობის, ეგოიზმის, სიამაყის გამო. ამ შემთხვევაში გაჩუმება ცოდვაა.  წმინდა ეფრემ ასური ამბობს: „არასოდეს დაუმეგობრდეთ ერეტიკოსებს, არ ჭამოთ მათთან, არ სვათ მათთან, არ იმოგზაუროთ მათთან ერთად, არ შეხვიდეთ მათ სახლებში ან შეკრების ადგილებში, რადგან ყველაფერი, რაც მათ აქვთ, არის უწმინდური, როგორც მოციქული პავლე ამბობს, რომ ‘არაფერია წმინდა მათთან, რადგან მათი გონება და სინდისი არის დაბინძურებული".

   აქ მოვიყვანთ სხვადასხვაგვარი დუმილის მაგალითებს: პირველი, არის  ღვთივსათნო დუმილი. დუმილი, რომელიც იბადება პატივისცემისა და ერთგულებისაგან, როდესაც ვინმე დუმს ღვთაებრივი კანონის დარღვევის არიდების მიზნით.

   მეორე, არის დუმილი ზიანის მიღებისაგან დასაცავად; ეს არის დაჩაგრული ადამიანის დუმილი, რომელიც არ პასუხობს ადამიანებს, და ტოვებს სიტუაციას ღმერთის სამართლიანი სამსჯავროს იმედზე.

   მესამე, არის დუმილი სიცრუის  ან შიშის გამო. ცუდი დუმილი, როცა დუმილის მიზეზი არის  შიში სხვა ადამიანების სავარაუდო რეაქციის გამოხატვის გამო, ან როდესაც ადამიანი არ აპირებს სიმართლის თქმას და თავისი რწმენის დასაცავად.

   მეოთხე, არის დუმილი ინდიეფერენტულობის გამო, როდესაც ადამიანი დუმს ან არ  მოქმედებს  მცირედმორწმუნეობის  ან  მომხდარზე სავარაუდო  შედეგის დადგომის  შიშის  გამო.

   დუმილი ცილისწამების დროს: ეს არის კეთილი დუმილი, როდესაც ადამიანი ცილისწამებაზე დუმილით პასუხობს, რადგან არ სურს უპასუხოს ბრალდებებს და არ სურს საპასუხო ბრძოლა, და ტოვებს სიტუაციას  ღვთის სამართლიანი სამსჯავროს წინაშე.

   ჩვენ გვაქვს ქრისტეს დუმილი, როგორც უკვე ვთქვით, როცა მაცხოვარი დუმს პილატეს წინაშე, როცა მისი მბრალდებლები ხმას იმაღლებენ მის წინააღმდეგ, და ჩვენი უფალი დუმს. დუმილი, რომელსაც ღვთისმეტყველური  მნიშვნელობა აქვს, რადგან ქრისტე არ ეკამათა თავის მბრალმდებლებს, არამედ მიიღო შეურაცხყოფა როგორც ადამიანმა, რაც ასევე იყო მისი როგორც ღმერთის ნება.


საუბარი ჯორდანვილში, წმინდა სამების სახელობის მონასტერში 2025 თებერვალი, ნაწილი II


  • მთავარი
  • -- ახალი ამბები
  • -- მნიშვნელოვანი თემები
  • -- კალენდარი
  • -- ქრისტიანული ოჯახი
  • -- მართმადიდებელი ეკლესია
  • -- მართმადიდებლული კატეხიზმო
  • -- ლოცვა
  • -- წმ. მამათა საგანძურიდან
  • -- წერილები სულიერ შვილებს
  • -- წმიდათა ცხოვრება
  • -- რელიგიური ცდომილებანი
  • -- მხილებითი ღვთისმეტყველება
  • -- იდეოლოგიური ცდომილებანი
  • -- თანამედროვე მამები
  • -- ძველი აღთქმის ისტორიიდან
  • -- უახლესი ისტორიიდან
  • -- საეკლესიო სამართალი
  • -- ჭეშმარიტი სასწაულები
  • -- საცდურები
  • -- შეიცანი ჟამი
  • -- კითხვა-პასუხი
  • -- სხვადასხვა
  • -- რუსულენოვანი გვერდი
  • -- ინგლისურენოვანი გვერდი
  • კონტაქტი
  • წმ. ნინო
  • წმ. გიორგი
  • წმ. ვახტანგ გორგასალი
  • წმ. დავით აღმაშენებელი
  • წმ. თამარ მეფე
  • წმ. აცამეტი ასურელი მამა
  • წმ. გრიგოლ ხანძთელი
  • წმ. აბო თბილელი
  • წმ. ქეთევან წამებული
  • წმ. შუშანიკი
  • წმ. არგვეთის მთავარნი დავითი და კონსტანტინე
  • წმ. შალვა, ბიძინა, ელისბარი
  • წმ. ნიკოლოზი
  • წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელი
  • წმ. მაქსიმე აღმსარებელი
  • წმ. მარკოზ ეფესელი
  • წმ. დავით გარეჯელი
  • წმ. შიო მღვიმელი
  • წმ. იოანე ზედაზნელი
  • წმ. ანტონ მარტმყოფელი
  • წმ. ისე წილკნელი
  • წმ. აბიბოს ნეკრესელი
  • წმ. ზენონ იყალთოელი
  • წმ. ისიდორე სამთავრელი
  • წმ. ამბა იოსებ ალავერდელი
  • წმ. ნეოფიტე ურბნელი
  • წმ. პიროს ბრეთელი
  • აბსურდიზმი
  • ჰუმანიზმი
  • ნიჰილიზმი
  • დარვინიზმი
  • მარქსიზმი
  • ევოლუციონიზმი
  • ახალი ადამიანი
  • მასობრივი კულტურა
  • რევოლუციის სახეობები
  • სპირიტიზმი
  • მაგია, მისნობა, ჯადოქრობა
  • უნია
  • ანტიქრისტე
 
მობ: 591 97 04 90
2012 Xareba.net

Сайт работает под управлением DataLife Engine