xareba
 
  • ნაყროვანება
  • სიძვა
  • ვერცხლისმოყვარეობა
  • მრისხანება
  • მწუხარება
  • ჭმუნვა
  • ცუდმედიდობა
  • ამპარტავნება
  • თავშეკავება
  • უბიწოება
  • უპოვარება
  • სიმშვიდე
  • ნეტარი გლოვა
  • მღვიძარება
  • სიმდაბლე
  • სიყვარული
  • მარხვა
  • თავისუფლება
  • სიმდიდრე
  • სიძუნწე
  • სინდისი
  • სიკვდილი
  • მემთვრალეობა
  • ნარკომანია
  • სინანული
  • შური
  • ანტიმოდერნიზმი
  • მოდერნიზმი
  • ადოგმატიზმი
  • ეკუმენიზმი
  • პაპიზმი
  • პროტესტანტიზმი
  • ლიბერალიზმი
  • გლობალიზმი
  • იუდაიზმი
  • სექტანტიზმი
  • ორიგენიზმი
  • სრულიად მართლმადიდებელთა კრება
Xareba.net » რუბრიკები » მხილებითი ღვთისმეტყველება » ჩვენი პოზიცია — დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე
ჩვენი პოზიცია — დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე
2-04-2025, 21:41  / ამოსაბეჭდი ვერსია

ჩვენი პოზიცია — დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე

 

   მოდერნიზმის განხილვა-შესწავლის მრავალწლიანმა გამოცდილებამ სხვადასხვა საღვთისმეტყველო ტენდენცია გამოააშკარავა. თითოეული მათგანი სათანადო შეფასებასა თუ გადაფასებას საჭიროებს. ვგულისხმობთ პატრისტიკაში შემოჭრილ სწავლება-გამოცდილებას, რაც მოდერნიზმმა საყრდენ მასალად გამოიყენა. ეს, რა თქმა უნდა, იყო რევიზია ორთოდოქსული სწავლებისა. შედეგად გამოიკვეთა საღვთისმეტყველო შეფასებათა გადამოწმების აუცილებლობა: რამდენად მართებულად ციტირებენ წმინდა მამათა სწავლებას? რამდენად ავთენტურია მითითებული წყაროები და ა.შ. ობიექტურ მკვლევართა ტექსტობრივი შეფასებებიდან ირკვევა, რომ ერეტიკოსები (ორიგენისტები, პელაგიანელები, მონოფიზიტები, ნესტორიანელები თუ სხვა) ნამდვილად არ თაკილობდნენ ტექსტობრივ გაყალბებებს, ჩანაცვლებებს. აზრთა ობიექტურობა მოითხოვს ვაღიაროთ: ზოგიერთი წმ. მამის აზრი, მოდერნისტების მხრიდან წმ. გარდამოცემის დამახინჯებულად რომ მივიჩნევდით, სინამდვილეში ნამდვილად გამოუთქვამს ამა თუ იმ წმ. მამას. ასეთია ზოგიერთი წმ. მამის თხზულებებში მოცემული გადაუმოწმებელი სწავლება, რაც მეტწილად ისევ იმავე წმ. მამამ თავადვე ჩაასწორა, დახვეწა მომდევნო, გვიანდელ ნაწერებში. ზოგიერთი გადაუმოწმებელი მცდარი შეხედულება კი კერძო აზრად (თეოლოგუმენად) იქნა მიჩნეული ეკლესიის მიერ. (მაგალითისთვის წმ. გრიგოლ ნოსელის აპოკატასტასური სწავლება გამოდგება).

   ძირითადად საუბარია საღვთისმეტყველო სკოლებსა და მიმართულებებზე; მოდერნისტებმა დაზუსტებით იციან, სად და ვისთან ეძებონ (პატრისტიკაში) საკუთარი საღვთისმეტყველო კონცეფციის დასაყრდენი.

   აშკარაა პატრისტიკისა და წარმართულ-ერეტიკული ელემენტების „სინთეზი", „ბაბილონური ენების აღრევა", ასე მზაკვრულად შემოჭრილი ეკლესიის წიაღში.

   შედეგად, პატრისტიკაში დამკვიდრდა ორგვარი გარდამოცემა:

   1) წმ. მამებისეული (წმ. წერილსა და მსოფლიო კრებებზე დაფუძნებული).

   2) შერეული, (ერეტიკულისა მამებისეულთან აღრეული, სადაც ბუნდოვანების გამო ტექსტები ორგვარი განმარტების შესაძლებლობას იძლევა).

   სწორედ ეს მეორე ვერსია ჩამოყალიბდა მოდერნის მიერ ძირითად პრინციპად. ისტორიული ქრისტიანობისა და ელინიზმის შეჯახებისას კლასიკურ-ფილოსოფიური თხზულებები არა მხოლოდ სამეცნიერო, მეთოდოლოგიურ ინსტრუმენტად გამოიყენებოდა (რაც იყო დასაშვები), არამედ იდეოლოგიური შემადგენელიც იყო. მისგან განთავისუფლება კი წმ. მამებისთვისაც დიდ ძალისხმევას მოითხოვდა.

   ამას მოჰყვა ზოგიერთი მამებისეული საზრისის (პირველ რიგში ნეტ. ავგუსტინეს სწავლების) „დაბლოკვა", ე.ი. აღმოსავლურ პატრისტიკაში მის სწავლებას არ მიეცა მართებული ისტორიული განვითარება. ამ დროს მართლმადიდებლურ დასავლეთში ის დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა, ვით ეკლესიის მამა.

   ამრიგად, დღეს, როგორც არასდროს, გარდაუვალი მოთხოვნაა აღმოსავლურ-დასავლური პატრისტიკის ყოველგვარი ნაზავებისაგან (ძირითადად ორიგენისტულ-პელაგიური) განთავისუფლება. აუცილებელია ორივე რეგიონის პატრისტიკულ ნაშრომებში ყოველგვარი ორაზროვანი ტექსტების გადაფასება-გადამოწმება; შედეგად სანიმუშო საეკლესიო სწავლებათა ერთიან პატრისტიკაში მოიაზრება — არა იმგვარად, როგორც ეს ელინურმა სამყარომ განახორციელა, მასობრივი შტურმით „დასავლეთის სქოლასტიკის" წინააღმდეგ; სინამდვილეში ასეთ საფარველქვეშ კართაგენის დოგმატების ნაწილობრივი მიუღებლობა კარგად ჩაიმალა. სწორედ ამის გამო გახდა კრიტიკის ობიექტი ნეტ. ავგუსტინე, ნეტ. იერონიმეც და სხვები, თორემ ნეოპლატონური ზეგავლენა ხომ არც აღმოსავლეთის მამებს აკლდათ. ამიტომ, პირველ რიგში, უნდა აღმოიფხვრას მცდარი ტენდენცია — კრიტიკული მიდგომა ყოველივე „ლათინურისადმი", ვით არამართლმადიდებლურისადმი, რაც თანამედროვე ელინისტური ღვთისმეტყველების ძირითადი თეზაა. (იხ. ვლახოსი, რომანიდისი და სხვა). განსაკუთრებით გამოვყოფდით ანთროპოლოგიასა და სოტერეოლოგიაში არსებულ საღვთისმეტყველო კრიზისს (თუმცა არც სხვა დარგებშია პრობლემები დაძლეული).

   გულწრფელად ვფიქრობთ: მნიშვნელოვანია, რაც მოახერხა ნეტ. ავგუსტინემ; მან იგრძნო, გააცნობიერა ნეოპლატონიზმის ზეგავლენისაგან თავის დაღწევის აუცილებლობა და ეს სანიმუშოა მთლიანი პატრისტიკისთვის. მან თავისი ადრეულ თხზულებათა რევიზია განახორციელა, რამაც კიდევ უფრო აამაღლა ავტორიტეტი ეკლესიის წიაღში.

   ასევე ფასდაუდებელია ნეტ. იერონიმეს ღვაწლი, კერძოდ: ძველი აღთქმის ტექსტთა ბერძნული თარგმანის ჩასწორება ძველი ლათინური თარგმანის მიხედვით. ნიშანდობლივია: დასავლეთის მამებს ნაკლებად ახასიათებდათ იმგვარი ამბიცია, როგორიც ორიგენიზმის გავლენით ალექსანდრიის სკოლის წარმომადგენლებში შეინიშნებოდა. ეს ტენდენცია დღესაც საგრძნობია და ეპიდემიური ტემპით ვრცელდება სხვა ადგილობრივ ეკლესიებზეს (მათ შორის საქართველოზე). ისინი (ბერძენი თეოლოგები) დღესაც თავის უპირველეს მოვალეობად „დასავლური ტყვეობიდან" განთავისუფლებას მიიჩნევენ; სინამდვილეში კი ორიგენისტულ-პელაგიური საღვთისმეტყველო ტენდენციების პროპაგანდისტებად გვევლინებიან. ცხადია, ვინც მკაფიოდ ხედავს და ამხელს ამ ტენდენციებს, მათი მისამართით ცრუბრალდებების კორიანტელი არ წყდება.

   ამ ნიშნით ყურადსაღებია ნეტ. იერონიმეს შეფასება: „ეს ჩემი სიყვარულის ნაშრომი, ამავე დროს რისკისა და კადნიერების შემცველი შრომა, სხვათა განსჯით საკუთარი თავი საყოველთაო განსჯის საგნად დააყენა. გარდა ამისა, როგორ შევძლებ შევცვალო მსოფლიო ენა, დაბერებული ჭაღარით კვლავ დავაბრუნო სიყმაწვილის წლები? მოიძებნება კი ადამიანი, განსწავლული თუ უსწავლელი, რომელმაც ხელში აიღო ჩემი ტომეული, შენიშნა კი ნარჩევი გემოვნებისთვის შეუსაბამო მიდგომა? არ განრისხდება და არ მიწოდებს ფალსიფიკატორს და პროფანს იმის გამო, რომ გავბედე და ჩავასწორე, შევაფასე ძველი წიგნები".1

   ბერძენ ღვთისმეტყველთა მიერ დასავლელი მამების (განსაკუთრებით ნეტ. ავგუსტინეს) გაუთავებელი კრიტიკის მიუხედავად, მავანისთვის რაც უნდა პარადოქსულად ჟღერდეს, ანთროპოლოგია მართებულად სწორედ იქ ჩამოყალიბდა. შემდეგ ჰპოვა მან ასახვა კართაგენისა და მსოფლიო კრებების განჩინებებში. სხვაგვარად რომ ვთქვათ: ელინისტური „მოცარტების" მხრიდან „ღვთაებრივ შთაგონებად" მიჩნეული რიგი სწავლებებისა სულაც არ არის ასეთი, ხოლო „უბრალო მუსიკოსების" მიერ გაჟღერებული მეტად სათნოა ღვთისათვის.

   ნეტარი ავგუსტინესა და იეტრონიმეს კვალდაკვალ ჩვენც მივიჩნევთ: რაოდენ ავტორიტეტულადაც არ უნდა გამოიყურებოდეს მოდერნისტი თეოლოგების ღვთისმეტყველება, (ჩვენ საერთოდ არ გაგვაჩნია ამის ამბიცია), ყველაფერს უნდა დაერქვას თავისი სახელი. შესაძლოა, ჩვენც ძლიერი განკიცხვის ობიექტები აღმოვჩნდეთ, მაგრამ ჭეშმარიტი სწავლების დაცვა ღირს ამად. მით უფრო რომ, სახარებისეულადაც ასეა: „დაეფარა ბრძენთაგან და გამოეცხადა ჩვილთა"; „წინანი უკანა, და უკანანი წინა".

   ამასთან, უკიდურესად ფრთხილად ვეკიდებით თავად წმ. მამების სწავლებას. მათ მიერვე საკუთარი ნაშრომების ჩასწორება-სრულყოფის ნიმუშებს წარმოვაჩენთ, ხოლო ეკლესიის მიერ კერძო აზრად მიჩნეულ სწავლებებს დუმილით ვუვლით გვერდს. ნუ დაგვავიწყდება: წმინდანებიც ადამიანი არიან. ნებისმიერი შესაძლოა რაღაცის განსაზღვრებაში შეცდეს, უცდომელობა მხოლოდ წმ. წერილისა და მსოფლიო კრებების პრეროგატივაა.

 

 

 

1 Блж. Иероним Стридонский. Послание к папе Дамасию. М. 2007. С. 3.

 

 

 

 

დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე 

www.xareba.net - ის რედაქცია 


  • მთავარი
  • -- ახალი ამბები
  • -- მნიშვნელოვანი თემები
  • -- კალენდარი
  • -- ქრისტიანული ოჯახი
  • -- მართმადიდებელი ეკლესია
  • -- მართმადიდებლული კატეხიზმო
  • -- ლოცვა
  • -- წმ. მამათა საგანძურიდან
  • -- წერილები სულიერ შვილებს
  • -- წმიდათა ცხოვრება
  • -- რელიგიური ცდომილებანი
  • -- მხილებითი ღვთისმეტყველება
  • -- იდეოლოგიური ცდომილებანი
  • -- თანამედროვე მამები
  • -- ძველი აღთქმის ისტორიიდან
  • -- უახლესი ისტორიიდან
  • -- საეკლესიო სამართალი
  • -- ჭეშმარიტი სასწაულები
  • -- საცდურები
  • -- შეიცანი ჟამი
  • -- კითხვა-პასუხი
  • -- სხვადასხვა
  • -- რუსულენოვანი გვერდი
  • -- ინგლისურენოვანი გვერდი
  • კონტაქტი
  • წმ. ნინო
  • წმ. გიორგი
  • წმ. ვახტანგ გორგასალი
  • წმ. დავით აღმაშენებელი
  • წმ. თამარ მეფე
  • წმ. აცამეტი ასურელი მამა
  • წმ. გრიგოლ ხანძთელი
  • წმ. აბო თბილელი
  • წმ. ქეთევან წამებული
  • წმ. შუშანიკი
  • წმ. არგვეთის მთავარნი დავითი და კონსტანტინე
  • წმ. შალვა, ბიძინა, ელისბარი
  • წმ. ნიკოლოზი
  • წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელი
  • წმ. მაქსიმე აღმსარებელი
  • წმ. მარკოზ ეფესელი
  • წმ. დავით გარეჯელი
  • წმ. შიო მღვიმელი
  • წმ. იოანე ზედაზნელი
  • წმ. ანტონ მარტმყოფელი
  • წმ. ისე წილკნელი
  • წმ. აბიბოს ნეკრესელი
  • წმ. ზენონ იყალთოელი
  • წმ. ისიდორე სამთავრელი
  • წმ. ამბა იოსებ ალავერდელი
  • წმ. ნეოფიტე ურბნელი
  • წმ. პიროს ბრეთელი
  • აბსურდიზმი
  • ჰუმანიზმი
  • ნიჰილიზმი
  • დარვინიზმი
  • მარქსიზმი
  • ევოლუციონიზმი
  • ახალი ადამიანი
  • მასობრივი კულტურა
  • რევოლუციის სახეობები
  • სპირიტიზმი
  • მაგია, მისნობა, ჯადოქრობა
  • უნია
  • ანტიქრისტე
 
მობ: 591 97 04 90
2012 Xareba.net

Сайт работает под управлением DataLife Engine