xareba
 
  • ნაყროვანება
  • სიძვა
  • ვერცხლისმოყვარეობა
  • მრისხანება
  • მწუხარება
  • ჭმუნვა
  • ცუდმედიდობა
  • ამპარტავნება
  • თავშეკავება
  • უბიწოება
  • უპოვარება
  • სიმშვიდე
  • ნეტარი გლოვა
  • მღვიძარება
  • სიმდაბლე
  • სიყვარული
  • მარხვა
  • თავისუფლება
  • სიმდიდრე
  • სიძუნწე
  • სინდისი
  • სიკვდილი
  • მემთვრალეობა
  • ნარკომანია
  • სინანული
  • შური
  • ანტიმოდერნიზმი
  • მოდერნიზმი
  • ადოგმატიზმი
  • ეკუმენიზმი
  • პაპიზმი
  • პროტესტანტიზმი
  • ლიბერალიზმი
  • გლობალიზმი
  • იუდაიზმი
  • სექტანტიზმი
  • ორიგენიზმი
  • სრულიად მართლმადიდებელთა კრება
Xareba.net » რუბრიკები » მხილებითი ღვთისმეტყველება » განღმრთობა ორიგენისტული და ორთოდოქსული სწავლების მიხედვით — დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე
განღმრთობა ორიგენისტული და ორთოდოქსული სწავლების მიხედვით — დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე
24-03-2025, 21:01  / ამოსაბეჭდი ვერსია

 

   წინა თავებში შევეცადეთ განგვემარტა, რა განსხავებაა ორიგენესეულ-ევაგრესეულ განღმრთობა-აღორძინების კონცეფციასა და მართლმადიდებლურს (ორთოდოქსულს) შორის. იქ (ორიგენიზმში) სული (გონი) და სამშვინველი ერთი და იგივე ბუნებისაა, მას თვითუფლებრივად შეუძლია აღორძინება  (მცირე აპოკატასტატისი), რაც ნეოპლატონური და ნეოსტოიკური შეხედულება გახლავთ. მართლმადიდებლური სწავლებით ადამიანი ტრიხოტომიურია (სამშემადგენელიანია): „სული თქუენი, სამშვინველი და გუამი უბიწოდ" (1 თეს. 5. 23). ამავე დროს „სული" ღვთის მადლის, სულიწმინდის მოქმედებაა, ენერგიაა (პალამას ტერმინებით), ხოლო სამშვინველი — ქმნილება. ამიტომაც გამიჯნა პავლე მოციქულმა ისინი ერთმანეთისაგან: „ვიდრე განსაყოფელადმდე სამშვინველისა და სულისა" (ებრ. 4. 12). ერთადერთი ჭეშმარიტი სინერგია კაცობრივ ნებასა და ღვთაებრივს შორის შესაძლებელია მაშინ, როდესაც კაცობრივ ნებას ამოძრავებს ის მადლი, რომლითაც მოქმედებს ღმერთი (მადლის ჰიპოსტირებით): „ყოველთა შეეწევის ერთი და იგივე სული, (სულიწმინდის ნიჭი) განუყოფს თვითოეულად კაცად-კაცადსა, ვითარცა ჰნებავს" (1 კორ. 12. 11).

   ამრიგად, „სინერგია", „განღმრთობა" დასაშვებია მხოლოდ ერთი და იმავე ბუნების (სულიწმინდისეულ) არსებებს შორის. ტრიხოტომიურად ეს ერთობა შეუძლია სულს (მადლს) და არა სამშვინველს — ე.ი. ერთი და იგივე ბუნების ძალის (ენერგიის) მეშვეობით აღესრულება ადამიანის განღმრთობა. ასეა წმინდანების შემთხვევაში — მათთან სწორედ ღვთაებრივი მადლი მოქმედებს.

   კვლავ პავლე მოციქულს დავესესხოთ: „უკუეთუ სული ღმრთისა... სული ქრისტესი არა აქუს, იგი არა არს მისი" (რომ. 8.9), ე.ი. სულიერად მკვდარია. ამიტომაც მათი ნება ბუნებათა მადლმოსილების აუცილებლობით ემორჩილება ღვთაებრივს, რაც მათ შორის არსებობს — „მადლი მადლისა წილ". განღმრთობილ პიროვნებაში კი სამშვინველიცა და ხორციც ემორჩილება ღვთაებრივს, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ იცვლება ონტოლოგიურად, ე.ი. ნარჩუნდება თვისება — კაცობრივი ბუნება (ღირსი იოანე დამასკელი).

   ამაშია არსი ჭეშმარიტი მართლმადიდებლური განღმრთობის სწავლებისა. ამას ამტკიცებდა ნეტარი ავგუსტინეც. წმინდანებში მადლის მოქმედების ძალმოსილებას, გადაულახველობას ღაღადებს მისი სწავლება, რაც რადიკალურად განსხვავდება ნეოორიგენისტული, ნეოპელაგიური თუ ნეომონოფიზიტური კონცეფციებისაგან. ამ ბოლო „სამეულს" არსებითად ერთი და იგივე ცრუხედვები ამოძრავებს. ეს ბუნებრივია — სამივე ორიგენეს „თეოლოგიითაა" ნასაზრდოები. შეგახსენებთ: ორიგენიზმში სულსა (ум) და სამშვინველს თვითუფლებრივად შეუძლიათ აღორძინება, ე.ი. ღვთაებრივის ნაწილად ყოფნა (ემანაცია); პელაგიც ამბობდა, რომ ადამიანის ბუნება პირველქმნილი ცოდვით დაუზიანებელია, ამიტომ ისიც თვითუფლებრივად განიღმრთობაო; მონოფიზიტებიც ირწმუნებიან, რომ კაცობრივი ბუნება ღვთაებრივით შთაინთქმება, რომ ის (კაცება) „მთლიანად" გამოუვლენელი რჩება, ე.ი. კაცობრივი კნინდება, არადა სინამდვილეში ის ემორჩილება ღვთაებრივს. სწორედ ასეა განსაზღვრულიIV დაVI მსოფლიო კრებების მიერ.

   სხვა კუთხითაც შევხედოთ საკითხს: ქრისტეში ორი ბუნება (ღვთაებრივი და კაცობივი) ერთ ჰიპოსტასში (პირში) ერთდროულად არსებობს. ქრისტეში ბუნებრივი ნება შეუცვლელი იყო, ეი. მასში შენარჩუნებულია ლოგოსისეული ბუნებრივი ნება. ამიტომაც ვამბობთ, რომ მასში არ არსებობდა გნომური (მერყევი, არჩევითი) ნება, როგორც ეს ადამიანშია. ქრისტეში ორივე ბუნება სრულადაა შენარჩუნებული, ხოლო კაცობრივი მთლიანად ემორჩილება ღვთაებრივ ნებას. თუკი დავუშვებთ მასში (ქრისტეში) გნომის არსებობას, ეს არა მხოლოდ უყვედრელი ვნებების (რომლებიც ქრისტემ ნებაყოფლობით იტვირთა), არამედ ცოდვით მდგომარეობის არსებობას გულისხმობს მასში. შესაბამისად, ადამიანს (გნომს) არანაირი თვითუფლებრივი ძალა, ნება აღორძინებისა ქრისტეს გამოსყიდვის გარეშე არ გააჩნდა.

   ორთოდოქსიასა და მოდერნიზმს შორის განსხვავებაც სწორედ ესაა: დაცემულ ადამიანს ღმერთთან სინერგიულად შეუძლია თანამუშაკობა, განღმრთობა. სინამდვილეში ამ ნეომონოფიზიტური თვალთახედვით გამოდის, რომ ლოგოსისეული მდგომარეობის გარეშეც (გნომურად), დიხოტომიურად (მარტოოდენ ხორცითა და სამშვინველით) „სულის" (მადლის) გარეშე ძალუძს ადამიანს განღმრთობა. მაგრამ განღმრთობა შესაძლებელია მხოლოდ ტრიხოტომიურ პირობებში. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ხატად და მსგავსად შექმნილმა ადამიანმა „მსგავსება" — „სული" (მადლი), მესამე შემადგენელი დაკარგა დაცემის შედეგად. დარჩა მხოლოდ „ხატება" (ორშემადგენელიანი არსება), რომელსაც მესამე შემადგენელის გარეშე არ ძალუძს განღმრთობა, ცხონება. ეს („ხატება") მთელი კაცობრიობის მდგომარეობაა, ე.ი. ყველას გააჩნია სხეული და სამშვინველი (გონება, გნომური ნება). მაგრამ „მსგავსება" მხოლოდ ქრისტეს განკაცებით, მის მადლში ცხოვრებით მოიპოვება. აი ეს კი მხოლოდ მართლმადიდებელი ეკლესიის ქმედითი (ქრისტეში) ცხოვრებით მიიღწევა.

   ამიტომაც თქვა წმ. მაქსიმე აღმსარებელმა თავის დროზე უარი ქრისტეში გნომურ ნებაზე, რის შემდეგაც ღვთისმეტყველურად დაალაგა ყველაფერი. ვგულისხმობთ იმას, რომ მოგვიანებით წმინდანმა გამორიცხა ყოველგვარი ხსენება ტერმინისა „ერთიანი ნება და ის შეუვალი დიოფიზიტობის („ორი ნების", „ორი ენერგიის") მქადაგებელი გახდა. სწორედ ამიტომ უწოდა ეკლესიამ მას აღმსარებელი.

   სამწუხაროდ, ჯერ კიდევ ორიგენეს დროს დათესილი ხენეში თესლი, პელაგიანობასა, მონოფიზიტობასა თუ სხვა ერესებში აღორძინებული, დღემდე მოსვენებას არ აძლევს ჭეშმარიტ ქალკედონისტებს (მართლმადიდებლებს): გვაბრალებენ ნესტორიანელობას იმის გამო, რომ არ ესმით — რანაირად შეიძლება ერთ ჰიპოსტასში თანაარსებობდეს ორი ბუნება (ღვთაებრივი და კაცობრივი), როგორაა შესაძლებელი ორივემ შეინარჩუნოს თავისი თვისებები და კაცობრივი არ დაიჩრდილოს ღვთაებრივით. არსებითად ეს ორიგენისტული სულია, ემანაციურად რომ ცდილობს ჩაყლაპოს კაცობრივი მაშინ, როცა კაცობრივი არა თავისთავად, არამედ მარადიული სულით განიღმრთობა.

 

 

 

 

დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე 

www.xareba.net - ის რედაქცია 


  • მთავარი
  • -- ახალი ამბები
  • -- მნიშვნელოვანი თემები
  • -- კალენდარი
  • -- ქრისტიანული ოჯახი
  • -- მართმადიდებელი ეკლესია
  • -- მართმადიდებლული კატეხიზმო
  • -- ლოცვა
  • -- წმ. მამათა საგანძურიდან
  • -- წერილები სულიერ შვილებს
  • -- წმიდათა ცხოვრება
  • -- რელიგიური ცდომილებანი
  • -- მხილებითი ღვთისმეტყველება
  • -- იდეოლოგიური ცდომილებანი
  • -- თანამედროვე მამები
  • -- ძველი აღთქმის ისტორიიდან
  • -- უახლესი ისტორიიდან
  • -- საეკლესიო სამართალი
  • -- ჭეშმარიტი სასწაულები
  • -- საცდურები
  • -- შეიცანი ჟამი
  • -- კითხვა-პასუხი
  • -- სხვადასხვა
  • -- რუსულენოვანი გვერდი
  • -- ინგლისურენოვანი გვერდი
  • კონტაქტი
  • წმ. ნინო
  • წმ. გიორგი
  • წმ. ვახტანგ გორგასალი
  • წმ. დავით აღმაშენებელი
  • წმ. თამარ მეფე
  • წმ. აცამეტი ასურელი მამა
  • წმ. გრიგოლ ხანძთელი
  • წმ. აბო თბილელი
  • წმ. ქეთევან წამებული
  • წმ. შუშანიკი
  • წმ. არგვეთის მთავარნი დავითი და კონსტანტინე
  • წმ. შალვა, ბიძინა, ელისბარი
  • წმ. ნიკოლოზი
  • წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელი
  • წმ. მაქსიმე აღმსარებელი
  • წმ. მარკოზ ეფესელი
  • წმ. დავით გარეჯელი
  • წმ. შიო მღვიმელი
  • წმ. იოანე ზედაზნელი
  • წმ. ანტონ მარტმყოფელი
  • წმ. ისე წილკნელი
  • წმ. აბიბოს ნეკრესელი
  • წმ. ზენონ იყალთოელი
  • წმ. ისიდორე სამთავრელი
  • წმ. ამბა იოსებ ალავერდელი
  • წმ. ნეოფიტე ურბნელი
  • წმ. პიროს ბრეთელი
  • აბსურდიზმი
  • ჰუმანიზმი
  • ნიჰილიზმი
  • დარვინიზმი
  • მარქსიზმი
  • ევოლუციონიზმი
  • ახალი ადამიანი
  • მასობრივი კულტურა
  • რევოლუციის სახეობები
  • სპირიტიზმი
  • მაგია, მისნობა, ჯადოქრობა
  • უნია
  • ანტიქრისტე
 
მობ: 591 97 04 90
2012 Xareba.net

Сайт работает под управлением DataLife Engine