xareba
 
  • ნაყროვანება
  • სიძვა
  • ვერცხლისმოყვარეობა
  • მრისხანება
  • მწუხარება
  • ჭმუნვა
  • ცუდმედიდობა
  • ამპარტავნება
  • თავშეკავება
  • უბიწოება
  • უპოვარება
  • სიმშვიდე
  • ნეტარი გლოვა
  • მღვიძარება
  • სიმდაბლე
  • სიყვარული
  • მარხვა
  • თავისუფლება
  • სიმდიდრე
  • სიძუნწე
  • სინდისი
  • სიკვდილი
  • მემთვრალეობა
  • ნარკომანია
  • სინანული
  • შური
  • ანტიმოდერნიზმი
  • მოდერნიზმი
  • ადოგმატიზმი
  • ეკუმენიზმი
  • პაპიზმი
  • პროტესტანტიზმი
  • ლიბერალიზმი
  • გლობალიზმი
  • იუდაიზმი
  • სექტანტიზმი
  • ორიგენიზმი
  • სრულიად მართლმადიდებელთა კრება
Xareba.net » რუბრიკები » საცდურები » ახალი ბაბილონის გოდოლი - დავით ჯინჭარაძე
ახალი ბაბილონის გოდოლი - დავით ჯინჭარაძე
21-03-2025, 09:42  / ამოსაბეჭდი ვერსია

ახალი ბაბილონის გოდოლი - დავით ჯინჭარაძე



   ბოლო ათწლეულების განმავლობაში წინა პლანზე წამოვიდა ახალი ფილოსოფიური კონცეფცია სახელად - ტრანსჰუმანიზმი. ეს არის პოსტმოდერნისტული ფილოსოფიური სისტემა, რომელიც ორიენტირებულია ინდივიდზე და მიისწრაფვის ჰუმანური ადამიანიდან მეტაჰუმანურ, ანუ  ზეადამიანზე გადასვლას. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ამ საკითხის გარკვევა, რადგან ეს იდეოლოგია კაცობრიობის სრულ ტრანსფორმაციას ისახავს მიზნად..
   ტრნსჰუმანიზმი ჩვეულებრივ გაგებულია, როგორც ადამიანის განვითარების გარდამავალი, ევოლუციური  ეტაპი, სანამ ის მიაღწევს საბოლოო სტადიას - მეტაჰუმანიზმს. არსობრივად შემდეგ თანმიმდევრობას ვხედავთ: ჰუმანიზმი-ტრანსჰუმანიზმი-მეტაჰუმანიზმი (ზეადამიანი).
   ამ იდეოლოგიის  მიზანია უკვდავების მოპოვება . მათი აზრით უკვდავების შესაძლებლობა მიიღწევა ადამიანის ტვინის ელექტრონულ კომპიუტერთან დაკავშირებით და ადამიანის მე-ს მინიმუმ ერთი ციფრული ასლის შექმნით. ამრიგად, საუბარია ადამიანის ეტაპობრივ გადასვლაზე ბიოლოგიური, ჰუმანური არსბიდან წმინდა ტექნიკურ/რობოტ ადამიანზე. ამ მოძრაობის მხარდამჭერები თვლიან, რომ კაცობრიობის ევოლუციის ბუნებრივი კანონი მისი მანქანად გარდაქმნაა.
   ტექნოლოგიური შესაძლებლობების გამოყენებით, თანამედროვე ადამიანი ცდილობს შეცვალოს საკუთარი ონტოლოგია, ჩაერიოს ადამიანის ბუნებაში, ღვთისგან შექმნილ ადამიანზე უკეთესი გახადოს  იგი, დაჯილდოვდეს ფიზიკური და გონებრივი შესაძლებლობებით, რომლებიც სცილდება მის ბუნებრივ ნორმას. შედეგად, გააუქმოს სიბერე და სიკვდილი. ფაქტობრივად ეს ნიშნავს ღვთისგან შექმნილი ძველი ადამიანის დასასრულს.
   ცხადია, თუ ტრანსჰუმანიზმი გაიმარჯვებს, ჰუმანიზმი შეწყვეტს დომინანტურ ფილოსოფიად ყოფნას, ვინაიდან ადამიანობა არსებითად განსხვავებულ ფუნქციებს და თვისებებს შეიძენს. ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით შეიცვლება ადამიანის ძირითადი მახასიათებლები როგორიცაა: თვითშემეცნება, თავისუფალი ნება და ემოციური მდგომარეობის გამოხატვა, კორექტირება მოხდება ადამიანის ეთიკურ და კულტურულ საფუძვლებში და ნორმებში. სარწმუნოებაზე კი საუბარიც ზედმეტია.
   ჩვენს თვალწინ ყოველდღიურად ცხადდება ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობები.  ახალ ადამიანს თითქოს სიამოვნებს იყოს არარაობა ხელოვნური ინტელექტის წინაშე. მან უკვე გააღმერთა იგი, მას ყოველდღიურად რჩევისთვის მიმართავს, მათ შორის სულიერების საკითხებზე. კაცობრიობის უმრავლესობამ, რომელსაც არ გააჩნია ჭეშმარიტი ღმერთის რწმენა მიიღო ხელოვნური ინტელექტი როგორც უალტერნატივო საშუალება -"ჭეშმარიტება”. ამ კუთხით ის რელიგიის ჩანაცვლებასაც ცდილობს, მით უფრო, რომ არ უარყოფს მეტაფიზიკურ მოვლენებს. თუმცა, ფოკუსირებას უფრო კოსმოსურ ენერგიაზე, უცხოპლანეტელებზე და გაუგებარ ზეძალებზე აკეთებს.
   ხელოვნური ინტელექტის საშუალებით მიმდინარეობს ტრანს-ადამიანის სრული და სწრაფი ჩამოყალიბება. ჩვენს თვალწინ მიმდინარეობს ჰუმანისტური ღირებულებების ნგრევა,რაც ესოდენ პოპულარული იყო გასულ საუკუნეებში.  ანუ ადამიანობა ჩვეული გაგებით კვდება. ადამიანებს აღარც სურთ ძველი ჰუმანისტური ღირებულებებით ურთიერთობა. ამიტომ ყველგან შეინიშნება რადიკალიზაცია,  მოურიდებლობა და უგულობა. ახალი მეტაჰუმანური ადამიანი გამოირჩევა რადიკალური რიტორიკით, ძველი წესების და ღირებულებების  დაჩქარებულად ნგრევის სურვილით ნებისმიერ სფეროში, განსაკუთრებით კი სარწმუნოებრივში.
   სინამდვილეში, თანამედროვე ტრანსჰუმანისტები ახალს არაფერს ქმნიან. ისინი უბრალოდ ცდილობენ ააშენონ ახალი ბაბილონის გოდოლი და  დაიმკვიდრონ „სამოთხე". გახდნენ „ღმერთები".ეს ძველი ბაბილონის მშენებლები  იყენებდნენ თავიანთი დროის ტექნოლოგიას, აგურს, ქვას  და თიხას, ხოლო  ახალი გოდოლის  მშენებლები -  ხელოვნურ ინტელექტს, გენურ ინჟინერიას და სხვა თანამედროვე ტექნოლოგიებს.
   დიდი სიბრძნე არ არის საჭირო იმის გასაგებად, რომ კაცობრიობის მომავალი არა მხოლოდ ბნელი, არამედ უკიდურესად დრამატული იქნება!
   ათეისტური ჰუმანიზმის ბუნებრივი ევოლუცია, რომელიც ღმერთისგან ადამიანის განშორების პირველ, შერბილებულ მცდელობას წარმოადგენდა, ასრულებს თავის ფუნქციას.
   დაწყებულია ადამიანის დეჰუმანიზაციის სწრაფი პროცესი. მანქანები ცვლის ღმერთს და თავად ადამიანს. საკითხავია: როგორი იქნება ჩვენი პოზიცია ამ ახალი მწარე  რეალობის წინაშე?!
   ხოლო, ძველი ბაბილონის გოდოლს და მშენებლებს რა დაემართა ჩვენ კარგად ვიცით!

დავით ჯინჭარაძე
www.xareba.net - ის რედაქცია

  • მთავარი
  • -- ახალი ამბები
  • -- მნიშვნელოვანი თემები
  • -- კალენდარი
  • -- ქრისტიანული ოჯახი
  • -- მართმადიდებელი ეკლესია
  • -- მართმადიდებლული კატეხიზმო
  • -- ლოცვა
  • -- წმ. მამათა საგანძურიდან
  • -- წერილები სულიერ შვილებს
  • -- წმიდათა ცხოვრება
  • -- რელიგიური ცდომილებანი
  • -- მხილებითი ღვთისმეტყველება
  • -- იდეოლოგიური ცდომილებანი
  • -- თანამედროვე მამები
  • -- ძველი აღთქმის ისტორიიდან
  • -- უახლესი ისტორიიდან
  • -- საეკლესიო სამართალი
  • -- ჭეშმარიტი სასწაულები
  • -- საცდურები
  • -- შეიცანი ჟამი
  • -- კითხვა-პასუხი
  • -- სხვადასხვა
  • -- რუსულენოვანი გვერდი
  • -- ინგლისურენოვანი გვერდი
  • კონტაქტი
  • წმ. ნინო
  • წმ. გიორგი
  • წმ. ვახტანგ გორგასალი
  • წმ. დავით აღმაშენებელი
  • წმ. თამარ მეფე
  • წმ. აცამეტი ასურელი მამა
  • წმ. გრიგოლ ხანძთელი
  • წმ. აბო თბილელი
  • წმ. ქეთევან წამებული
  • წმ. შუშანიკი
  • წმ. არგვეთის მთავარნი დავითი და კონსტანტინე
  • წმ. შალვა, ბიძინა, ელისბარი
  • წმ. ნიკოლოზი
  • წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელი
  • წმ. მაქსიმე აღმსარებელი
  • წმ. მარკოზ ეფესელი
  • წმ. დავით გარეჯელი
  • წმ. შიო მღვიმელი
  • წმ. იოანე ზედაზნელი
  • წმ. ანტონ მარტმყოფელი
  • წმ. ისე წილკნელი
  • წმ. აბიბოს ნეკრესელი
  • წმ. ზენონ იყალთოელი
  • წმ. ისიდორე სამთავრელი
  • წმ. ამბა იოსებ ალავერდელი
  • წმ. ნეოფიტე ურბნელი
  • წმ. პიროს ბრეთელი
  • აბსურდიზმი
  • ჰუმანიზმი
  • ნიჰილიზმი
  • დარვინიზმი
  • მარქსიზმი
  • ევოლუციონიზმი
  • ახალი ადამიანი
  • მასობრივი კულტურა
  • რევოლუციის სახეობები
  • სპირიტიზმი
  • მაგია, მისნობა, ჯადოქრობა
  • უნია
  • ანტიქრისტე
 
მობ: 591 97 04 90
2012 Xareba.net

Сайт работает под управлением DataLife Engine