xareba
 
  • ნაყროვანება
  • სიძვა
  • ვერცხლისმოყვარეობა
  • მრისხანება
  • მწუხარება
  • ჭმუნვა
  • ცუდმედიდობა
  • ამპარტავნება
  • თავშეკავება
  • უბიწოება
  • უპოვარება
  • სიმშვიდე
  • ნეტარი გლოვა
  • მღვიძარება
  • სიმდაბლე
  • სიყვარული
  • მარხვა
  • თავისუფლება
  • სიმდიდრე
  • სიძუნწე
  • სინდისი
  • სიკვდილი
  • მემთვრალეობა
  • ნარკომანია
  • სინანული
  • შური
  • ანტიმოდერნიზმი
  • მოდერნიზმი
  • ადოგმატიზმი
  • ეკუმენიზმი
  • პაპიზმი
  • პროტესტანტიზმი
  • ლიბერალიზმი
  • გლობალიზმი
  • იუდაიზმი
  • სექტანტიზმი
  • ორიგენიზმი
  • სრულიად მართლმადიდებელთა კრება
Xareba.net » რუბრიკები » სიყვარული » იდეოლოგია ანგრევს სიყვარულს - დავით ჯინჭარაძე
იდეოლოგია ანგრევს სიყვარულს - დავით ჯინჭარაძე
21-02-2025, 09:38  / ამოსაბეჭდი ვერსია

იდეოლოგია ანგრევს სიყვარულს - დავით ჯინჭარაძე

 


   იდეოლოგიების ჭეშმარიტების ადგილზე დაყენებამ და მათდამი უგუნურმა ერთგულებამ უდიდესი ზიანი მიაყენა ჩვენს საზოგადოებას. „ჭეშმარიტების" და ”პრინციპულობის" დაცვის ეგიდით ჩამოყალიბდა ადამიანთა შორის სიძულვილი და უსიყვარულობა, უახლოესი ადამიანები კარგავენ ერთმანეთს, რითაც სინამდვილეში დასტურდება ამ დამოკიდებულების მცდარი არსი.

   იდეოლოგიებისადმი და პოლიტიკური შეხედულებებისადმი ერთგულება აყვანილია უმაღლესი ღირებულების რანგში, რაც ღვთაებრივი წესრიგისადმი მტრობას გულისხმობს. ინგრევა ღირებულებითი იერარქიის თანმიმდევრობა, რაც არღვევს ადამიანში პრიორიტეტების შერჩევის და მართებული გადაწყვეტილებების განსაზღვრის უნარს. შედეგად კი ასეთი ადამიანი მზად არის „მსხვერპლად" შეწიროს ყველა, ვინც მის აზრს არ იზიარებს.

   თანამედროვე „ახალი" ადამიანი თავს უცდომელად მიიჩნევს, რაც, მისი აზრით, საკმარისი მიზეზია, რომ სხვა გაკიცხოს და მოიძულოს. „ყოველი კაცი ცრუ არს"- ამბობს წმინდა წერილი, თუმცა მართალთა წრეს ეკლესია მიაკუთვნებს მათ, ვინც საკუთარი თავი უარყო და  ღვთაებრივი სიმართლე წინ დააყენა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თუ ადამიანის აზრი არ არის თანხმობაში ღვთაებრივ ჭეშმარიტებასთან - იგი ვერ იქნება მართალი!

   აინშტაინისტური „ყველაფერი შეფარდებეთია" დამოკიდებულებამ ადამიანების სარწმუნოებრივ დამოკიდებულებაზე უმძიმესი დაღი დაასვა. უფრო სწორად, ეს დამოკიდებულება საერთოდ არ არის სარწმუნოებრივი, რადგან შეფარდებითობას იგივე „რელატივიზმს" არაფერი კავშირი არა აქვს რწმენასა და ღვთაებრივ წესრიგთან, რამეთუ ეს უკანასკნელი აბსოლუტური კრიტერიუმით განისაზღვრება.

   იდეოლოგიებში გავრცელებული ფარდობითი სიმართლე ვერასდროს გახდება მართალი, რადგან ის აპრიორი აღიარებს, რომ „ყველაფერი ფარდობითია", ანუ ყველა შეიძლება მართალი იყოს.. ასეთი ადამიანის მიერ საკუთარ წარმოსახვებში შექმნილ „ღვთაებას" არაფერი კავშირი არა აქვს ღმერთთან და მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლებასთან. ის კარგავს მადლს, კარგავს სიყვარულს, რადგან სადაც არ არის ჭეშმარიტება, იქ არ არის სიყვარული. სრული ჭეშმარიტება და სიყვარული მხოლოდ ღმერთია და ღმერთშია.

   უსიყვარულოდ ადამიანში რჩება მხოლოდ ამპარტავნული „მე". ის სრულად არის ვნებით შებყრობილი და დაკარგული აქვს საკუთარი თავის ხედვის და შეფასების უნარი. გარედან ეს კარგად ჩანს, რადგან მისი შინაგანი მდგომარეობა აშკარავდება მის სიტყვასა და საქმეში. სამწუხაროდ სწორედ სიძულვილში ვლინდება მისი დამოკიდებულება და ის „ტკბება" ამ მდგომარეობით.

   ადამიანმა უნდა დაინახოს თავისი რეალური სახე. ანუ, ვინ არის ის ღვთის და არა მის ირგვლივ ტაშის დამკვრელი ადამიანების წინაშე. ის უნდა მიხვდეს, რომ იდეოლოგიისადმი სიყვარული ანგრევს ჭეშმარიტ სიყვარულს, და რაც მთავარია , ანგრევს მას!


დავით ჯინჭარაძე

www.xareba.net - ის რედაქცია



  • მთავარი
  • -- ახალი ამბები
  • -- მნიშვნელოვანი თემები
  • -- კალენდარი
  • -- ქრისტიანული ოჯახი
  • -- მართმადიდებელი ეკლესია
  • -- მართმადიდებლული კატეხიზმო
  • -- ლოცვა
  • -- წმ. მამათა საგანძურიდან
  • -- წერილები სულიერ შვილებს
  • -- წმიდათა ცხოვრება
  • -- რელიგიური ცდომილებანი
  • -- მხილებითი ღვთისმეტყველება
  • -- იდეოლოგიური ცდომილებანი
  • -- თანამედროვე მამები
  • -- ძველი აღთქმის ისტორიიდან
  • -- უახლესი ისტორიიდან
  • -- საეკლესიო სამართალი
  • -- ჭეშმარიტი სასწაულები
  • -- საცდურები
  • -- შეიცანი ჟამი
  • -- კითხვა-პასუხი
  • -- სხვადასხვა
  • -- რუსულენოვანი გვერდი
  • -- ინგლისურენოვანი გვერდი
  • კონტაქტი
  • წმ. ნინო
  • წმ. გიორგი
  • წმ. ვახტანგ გორგასალი
  • წმ. დავით აღმაშენებელი
  • წმ. თამარ მეფე
  • წმ. აცამეტი ასურელი მამა
  • წმ. გრიგოლ ხანძთელი
  • წმ. აბო თბილელი
  • წმ. ქეთევან წამებული
  • წმ. შუშანიკი
  • წმ. არგვეთის მთავარნი დავითი და კონსტანტინე
  • წმ. შალვა, ბიძინა, ელისბარი
  • წმ. ნიკოლოზი
  • წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელი
  • წმ. მაქსიმე აღმსარებელი
  • წმ. მარკოზ ეფესელი
  • წმ. დავით გარეჯელი
  • წმ. შიო მღვიმელი
  • წმ. იოანე ზედაზნელი
  • წმ. ანტონ მარტმყოფელი
  • წმ. ისე წილკნელი
  • წმ. აბიბოს ნეკრესელი
  • წმ. ზენონ იყალთოელი
  • წმ. ისიდორე სამთავრელი
  • წმ. ამბა იოსებ ალავერდელი
  • წმ. ნეოფიტე ურბნელი
  • წმ. პიროს ბრეთელი
  • აბსურდიზმი
  • ჰუმანიზმი
  • ნიჰილიზმი
  • დარვინიზმი
  • მარქსიზმი
  • ევოლუციონიზმი
  • ახალი ადამიანი
  • მასობრივი კულტურა
  • რევოლუციის სახეობები
  • სპირიტიზმი
  • მაგია, მისნობა, ჯადოქრობა
  • უნია
  • ანტიქრისტე
 
მობ: 591 97 04 90
2012 Xareba.net

Сайт работает под управлением DataLife Engine