xareba
 
  • ნაყროვანება
  • სიძვა
  • ვერცხლისმოყვარეობა
  • მრისხანება
  • მწუხარება
  • ჭმუნვა
  • ცუდმედიდობა
  • ამპარტავნება
  • თავშეკავება
  • უბიწოება
  • უპოვარება
  • სიმშვიდე
  • ნეტარი გლოვა
  • მღვიძარება
  • სიმდაბლე
  • სიყვარული
  • მარხვა
  • თავისუფლება
  • სიმდიდრე
  • სიძუნწე
  • სინდისი
  • სიკვდილი
  • მემთვრალეობა
  • ნარკომანია
  • სინანული
  • შური
  • ანტიმოდერნიზმი
  • მოდერნიზმი
  • ადოგმატიზმი
  • ეკუმენიზმი
  • პაპიზმი
  • პროტესტანტიზმი
  • ლიბერალიზმი
  • გლობალიზმი
  • იუდაიზმი
  • სექტანტიზმი
  • ორიგენიზმი
  • სრულიად მართლმადიდებელთა კრება
Xareba.net » რუბრიკები » მართმადიდებელი ეკლესია » გარეგანი და შინაგანი
გარეგანი და შინაგანი
21-01-2013, 00:04  / ამოსაბეჭდი ვერსია
გარეგანი და შინაგანი

   გარეგნობა. სულ ამაო იქნებოდა ლაპარაკი მართლმადიდებელთა რაიმე განსაკუთრებული „მიდრეკილების" შესახებ გარეგნულისა და წეს-ჩვეულებებისადმი. წეს-ჩვეულება ღვთის თაყვანისცემის  აუცილებელი კუთვნილებაა. როგორ შეიძლება არსებობდეს „ღვთის თაყვანისცემა" „თაყვანისცემის" გარეშე?

   მართლმადიდებელი ეკლესიის ღვთისმსახურება განსულიერებით, სისავსით, საყოველთაობის სულისკვეთებით და, ამასთან ერთად, გარეგნული გამოსახვის მრავალფეროვნებით ხასიათდება.

   „არა უწყითა, რამეთუ ტაძარნი ღმრთისანი ხართ, და სული ღმრთისაჲ დამკვიდრებულ არს თქუენს შორის" (1 კორ. 3, 16)? კითხულობს მოციქული. სხეულის დანიშნულება მხოლოდ საკუთარი ხორციელი მოთხოვნილებების დაკმაყოფილება როდია: იგი სულის იარაღია და სულთან ერთად ღვთის განდიდებას უნდა ემსახურებოდეს. მართლმადიდებლური წეს-ჩვეულების სულისკვეთების გადმოცემის ნიმუშს აღმოსავლურ-ქრისტიანული ხატი წარმოადგენს. მასში ხორციელი მხარე ისეთი ფაქიზი და პირობითი ხაზებითაა გადმოცემული, რომ სახეთა განსულიერებული გამომეტყველების წინაშე უკანა პლანზე გადადის. მაგრამ ამასთან ერთად, წეს-ჩვეულება მართლმადიდებლობაში სავსე და გაბედულია, იგი არ ბოჭავს მოძრაობას, არ ახშობს სულის მდგომარეობას, მრავალმხრივი და ბუნებრივია. ეს გამოსჭვივის მღვდელმსახურთა ხელის აღპყრობაში, პირჯვრის გამოსახვასა და ლოცვა-კურთხევის გაცემაში, მუხლის მოყრაში, წმინდა საგანთა ამბორისყოფაში.

   ღვთისმსახურების გარეგნული, საწესჩვეულებო მხარე თანდათანობით, ისტორიულად ჩამოყალიბდა. მაგრამ საგულისხმოა, თუ როგორ აისახება მასში ზეციური ეკლესიის სახე, რომელიც იოანე ღვთისმეტყველის „გამოცხადებაშია" მოცემული. მიწიერი ღვთისმსახურება თითქოს შეგნებულად მოუწყვიათ ამ ნიმუშის მიხედვით.

   ასეთი აზრი გვებადება, როდესაც „გამოცხადებაში" ოქროს შვიდი ლამპრის, სპეტაკი სამოსლით შემოსილი ოცდაოთხი მღვდლის და მათ თავზე დადგმული ოქროს გვირგვინების შესახებ ვკითხულობთ, რომლებიც მათ მოიხსნეს და ღვთის საყდრის წინაშე დადეს; აქვეა ხსენება საკმევლით სავსე ოქროს სინებისა, საკმევლის კვემლთან ერთად აღვლენილი წმინდანთა ლოცვისა, მოსეს გალობის მგალობელი შვიდი ანგელოზისა, წმინდა და ბრწყინვალე სელის სამოსელი რომ ემოსათ და მკერდზე ოქროს სარტყლები ერტყათ; ღვთის დიდების კვამლით სავსე ტაძრისა, ბეჭდისა - ქრისტეს ნიშნისა ღვთის ათასობით მონის შუბლზე.

   მონასტერი მართლმადიდებლობის ძიძა ანუ გამზრდელია. აღმოსავლეთის - ეგვიპტის, პალესტინის, სირიის, კონსტანტინოპოლის ძველ მონასტრებში მართლმადიდებლური სულიერი ცხოვრების მთელი წყობა ჩამოყალიბდა. „ტიპიკონი", ანუ საღვთისმსახურო წეს-განგება არა მარტო ღვთისმსახურების წეს-განგებაა, არამედ სამონასტრო ცხოვრებისაც. იგი ერთგვარი ტოლობის ნიშანს ავლებს ამ ცნებებს შორის: ღვთისმსახურება - ქრისტესმიერი ცხოვრება - მონაზვნური ცხოვრება. ამის გამოა, რომ მართლმადიდებლობა, ერთი შეხედვით, მონასტრული სიმკაცრით გამოირჩევა.

    ავიღოთ თუნდაც კანონებით დაწესებული მარხვები. მართლმადიდებლობა ქრისტიანს ჩააგონებს, დაუნდობელი იყოს საკუთარი მანკიერებებისადმი, ბუნებრივი თუ შეძენილი ბოროტი მიდრეკილებებისადმი, მოუწოდებს სინანულისკენ - ისეთი მოღვაწეობისკენ, რომელიც შესძრავს მთელ მის არსებას, დაანახებს თავისი დაცემის სიღრმეს; რათა სულის ღაღადისი - „შემიწყალე მე" - ამ სულის სიღრმიდან მოდიოდეს, რათა მთელი არსებით შეიგრძნოს, სად არის მისი ცხონების ღუზა და მთელი სასოება ღვთის გამოუთქმელ სიყვარულსა და მოწყალებაზე დაამყაროს.

   ამ სასოებაში მწუხარებას სიხარული ცვლის. და თუკი მართლმადიდებლობაში ასეთი ღრმაა ცოდვათა გლოვა, გაცილებით უფრო ძლიერია ქრისტესმიერი სიხარული. ჩვენი უძლურება ხომ ვერ მოერევა ღვთის ძალასა და ღვთის სიყვარულს. ამიტომაცაა, რომ მართლმადიდებლობაში სიხარულევანი, მეტიც, სადღესასწაულო განწყობაა გაბატონებული, რომელიც გამარჯვებას ზეიმობს და სძლევს ყოველგვარ მწუხარებას.

   სინანულის საფუძველში უკვე სიხარულის მარცვალია ჩადებული: „веселое время начнем покаяния" ციტ. იგალობება მარხვის დასაწყისში. კულმინაციას კი სიხარული პასექის ღამეს და პასექის - აღდგომის მთელი ბრწყინვალე დღესასწაულის დღეებში აღწევს. და რადგანაც ქრისტეს აღდგომის დღესასწაული წლის ყველა კვირადღეზე ვრცელდება, ამიტომ ტაძარში სადღესასწაულო განწყობაა გაბატონებული და ადამიანი იქიდან გამხნევებული გამოდის.

ასე იქმნება მართლმადიდებლური საეკლესიო ცხოვრების გაქანება, სისავსე და სიმაღლე.

 

 

წიგნიდან „საუბრები მართლმადიდებლობაზე"


  • მთავარი
  • -- ახალი ამბები
  • -- მნიშვნელოვანი თემები
  • -- კალენდარი
  • -- ქრისტიანული ოჯახი
  • -- მართმადიდებელი ეკლესია
  • -- მართმადიდებლული კატეხიზმო
  • -- ლოცვა
  • -- წმ. მამათა საგანძურიდან
  • -- წერილები სულიერ შვილებს
  • -- წმიდათა ცხოვრება
  • -- რელიგიური ცდომილებანი
  • -- მხილებითი ღვთისმეტყველება
  • -- იდეოლოგიური ცდომილებანი
  • -- თანამედროვე მამები
  • -- ძველი აღთქმის ისტორიიდან
  • -- უახლესი ისტორიიდან
  • -- საეკლესიო სამართალი
  • -- ჭეშმარიტი სასწაულები
  • -- საცდურები
  • -- შეიცანი ჟამი
  • -- კითხვა-პასუხი
  • -- სხვადასხვა
  • -- რუსულენოვანი გვერდი
  • -- ინგლისურენოვანი გვერდი
  • კონტაქტი
  • წმ. ნინო
  • წმ. გიორგი
  • წმ. ვახტანგ გორგასალი
  • წმ. დავით აღმაშენებელი
  • წმ. თამარ მეფე
  • წმ. აცამეტი ასურელი მამა
  • წმ. გრიგოლ ხანძთელი
  • წმ. აბო თბილელი
  • წმ. ქეთევან წამებული
  • წმ. შუშანიკი
  • წმ. არგვეთის მთავარნი დავითი და კონსტანტინე
  • წმ. შალვა, ბიძინა, ელისბარი
  • წმ. ნიკოლოზი
  • წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელი
  • წმ. მაქსიმე აღმსარებელი
  • წმ. მარკოზ ეფესელი
  • წმ. დავით გარეჯელი
  • წმ. შიო მღვიმელი
  • წმ. იოანე ზედაზნელი
  • წმ. ანტონ მარტმყოფელი
  • წმ. ისე წილკნელი
  • წმ. აბიბოს ნეკრესელი
  • წმ. ზენონ იყალთოელი
  • წმ. ისიდორე სამთავრელი
  • წმ. ამბა იოსებ ალავერდელი
  • წმ. ნეოფიტე ურბნელი
  • წმ. პიროს ბრეთელი
  • აბსურდიზმი
  • ჰუმანიზმი
  • ნიჰილიზმი
  • დარვინიზმი
  • მარქსიზმი
  • ევოლუციონიზმი
  • ახალი ადამიანი
  • მასობრივი კულტურა
  • რევოლუციის სახეობები
  • სპირიტიზმი
  • მაგია, მისნობა, ჯადოქრობა
  • უნია
  • ანტიქრისტე
 
მობ: 591 97 04 90
2012 Xareba.net

Сайт работает под управлением DataLife Engine