xareba
 
  • ნაყროვანება
  • სიძვა
  • ვერცხლისმოყვარეობა
  • მრისხანება
  • მწუხარება
  • ჭმუნვა
  • ცუდმედიდობა
  • ამპარტავნება
  • თავშეკავება
  • უბიწოება
  • უპოვარება
  • სიმშვიდე
  • ნეტარი გლოვა
  • მღვიძარება
  • სიმდაბლე
  • სიყვარული
  • მარხვა
  • თავისუფლება
  • სიმდიდრე
  • სიძუნწე
  • სინდისი
  • სიკვდილი
  • მემთვრალეობა
  • ნარკომანია
  • სინანული
  • შური
  • ანტიმოდერნიზმი
  • მოდერნიზმი
  • ადოგმატიზმი
  • ეკუმენიზმი
  • პაპიზმი
  • პროტესტანტიზმი
  • ლიბერალიზმი
  • გლობალიზმი
  • იუდაიზმი
  • სექტანტიზმი
  • ორიგენიზმი
  • სრულიად მართლმადიდებელთა კრება
Xareba.net » რუბრიკები » მართმადიდებელი ეკლესია » სულიერი ღვაწლი არ გამორიცხავს აღმსარებლობას - დავით ჯინჭარაძე
სულიერი ღვაწლი არ გამორიცხავს აღმსარებლობას - დავით ჯინჭარაძე
3-10-2024, 09:15  / ამოსაბეჭდი ვერსია

სულიერი ღვაწლი არ გამორიცხავს აღმსარებლობას - დავით ჯინჭარაძე

 

   დაკვირვებული ქრისტიანი შენიშნავდა, რომ ზოგიერთი ეკლესიური ადამიანი, მათ შორის სასულიერო პირები, ერიდებიან ერეტიკოსების მხილებას და ზოგადად ამ ტერმინის გამოყენებასაც კი. ეს შემთხვევით არ ხდება, რადგან აქ მოდერნისტების მცდარი აზრი შემოიჭრა, თითქოს ერესების მხილება და მათთან ბრძოლა ჩვენი საქმე არ არის, რადგან ჩვენ პირველყოვლისა საკუთარ სულიერ უძლურებას უნდა მივხედოთ.

   ამ აზრის გამართლება ხდება მოსაზრებით, თითქოს წმინდა მამები იმიტომ იბრძოდნენ ერერესების წინააღმდეგ, რომ თავად იყვნენ წმინდანები, მათ მიაღწიეს სულიერების მაღალ დონეს, შეისწავლეს დოგმატები და ამიტომ მხოლოდ ისინი იყვნენ ღირსნი ემხილათ ერეტიკოსები. ხოლო ჩვენ, ჩვეულებრივ ცოდვილებს, ეს ღვაწლი არ  გვევალება, რადგან ჯერ თავი უნდა განვიწმინდოთ.

   ზოგიერთი ერეტიკოსების მხილებას ფანატიზმად და შეურაცხმყოფელ ქმედებადაც კი მიიჩნევს და განკითხვას  უწოდებს. ასევე, ვრცელდება აზრი, რომ საკმარისია იქადაგო მხოლოდ მართლმადიდებლობა და უცხო სწავლებები ავტომატიურად გაუჩინარდება. 

   მაგრამ ჩვენ კარგად ვიცით, რომ ეს ლოგიკა მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლებას არ შეესაბამება.

   ცხადია, ქრისტიანი პირველყოვლისა საკუთარ სულზე უნდა ზრუნავდეს, მაგრამ არა ჭეშმარიტებისადმი გულგრილობის ხარჯზე. ერესების მხილება და აღმსარებლობა არამცთუ აკრძალული ქმედება, არამედ ყველა ქრისტიანის პირდაპირი მოვალეობაა. 

   მაცხოვარი თავად ბრძანებს: „ყველას, ვინც მაღიარებს კაცთა წინაშე, მეც ვაღიარებ ჩემი ზეციერი მამის წინაშე" (მათ.10.32). ამიტომაც ეკლესიის ისტორია მდიდარია აღმსარებლების, მოწამეების და მოღვაწეების თავდაუზოგავი მაგალითებით.

   და პირიქით, მათ, ვინც დევნის და შევიწროვების დროს უარყო ქრისტე და ჭეშმარიტი სარწმუნოება, ღვთისაგანც ელოდებოდა უარყოფა: "ხოლო ვინც უარმყოფს კაცთა წინაშე, მეც უარვყოფ ჩემი ზეციერი მამის წინაშე" (მათ.10.33).

   წმინდა თეოდორე სტუდიელი ამბობს: "ღვთის მცნებაა არ დავდუმდეთ, როდესაც ჩვენს სარწმუნოებას საფრთხე ემუქრება". მისი აზრით დუმილის უფლება არავის აქვს არც სასულიერო პირს და არც ერისკაცს.

   პავლე მოციქულიც გვასწავლის: „ნუ ეზიარებით ბნელის უნაყოფო საქმეს, არამედ უმეტესად ამხილეთ" (ეფეს.5.11). ასევე, ტიმოთეს მიმართ ეპისტოლეში პირდაპირ ამბობს: „შემცოდენი ყველას წინაშე ამხილე დანარჩენთა დასაშინებლად" (1 ტიმ.5.20).

   უამრავი მაგალითის მოყვანა შეიძლება და მოდერნისტებმა ეს კარგად იციან. მაშ რასთან გვაქვს საქმე? რატომ არ იღებენ ხმას? იმიტომ ხომ არა, რომ რომის პაპის ერთ-ერთ უკანასკნელ გამოსვლას ეთანხმებიან, სადაც ის ამბობს: "ყველა რელიგიას ერთი ღმერთისკენ მივყავართ", „ჩვენ უბრალოდ სხვადასხვა ენაზე ვესაუბრებით ღმერთს"?!

   ჩამოდიან ცნობილი მოდერნისტები საბერძნეთიდან, რუსეთიდან და ერთ სიტყვაც არ დასცდებათ მოდერნიზმის, ეკუმენიზმის და სხვა გამოწვევების შესახებ, რომელიც წარწყმედისკენ მიაქანებს ადამიანებს. ეს უბრალოდ შეპარული ღალატია მართლმადიდებლობისა.

   ჩვენ კი სინანულით, შინაგანი ცხოვრების მოწესრიგებით, ვცდილობთ შევასრულოთ ღვთის მცნებები და ბოლომდე ვუერთგულოთ მართლმადიდებლობას!

 

 

 

დავით ჯინჭარაძე 

www.xareba.net-ის რედაქცია 


  • მთავარი
  • -- ახალი ამბები
  • -- მნიშვნელოვანი თემები
  • -- კალენდარი
  • -- ქრისტიანული ოჯახი
  • -- მართმადიდებელი ეკლესია
  • -- მართმადიდებლული კატეხიზმო
  • -- ლოცვა
  • -- წმ. მამათა საგანძურიდან
  • -- წერილები სულიერ შვილებს
  • -- წმიდათა ცხოვრება
  • -- რელიგიური ცდომილებანი
  • -- მხილებითი ღვთისმეტყველება
  • -- იდეოლოგიური ცდომილებანი
  • -- თანამედროვე მამები
  • -- ძველი აღთქმის ისტორიიდან
  • -- უახლესი ისტორიიდან
  • -- საეკლესიო სამართალი
  • -- ჭეშმარიტი სასწაულები
  • -- საცდურები
  • -- შეიცანი ჟამი
  • -- კითხვა-პასუხი
  • -- სხვადასხვა
  • -- რუსულენოვანი გვერდი
  • -- ინგლისურენოვანი გვერდი
  • კონტაქტი
  • წმ. ნინო
  • წმ. გიორგი
  • წმ. ვახტანგ გორგასალი
  • წმ. დავით აღმაშენებელი
  • წმ. თამარ მეფე
  • წმ. აცამეტი ასურელი მამა
  • წმ. გრიგოლ ხანძთელი
  • წმ. აბო თბილელი
  • წმ. ქეთევან წამებული
  • წმ. შუშანიკი
  • წმ. არგვეთის მთავარნი დავითი და კონსტანტინე
  • წმ. შალვა, ბიძინა, ელისბარი
  • წმ. ნიკოლოზი
  • წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელი
  • წმ. მაქსიმე აღმსარებელი
  • წმ. მარკოზ ეფესელი
  • წმ. დავით გარეჯელი
  • წმ. შიო მღვიმელი
  • წმ. იოანე ზედაზნელი
  • წმ. ანტონ მარტმყოფელი
  • წმ. ისე წილკნელი
  • წმ. აბიბოს ნეკრესელი
  • წმ. ზენონ იყალთოელი
  • წმ. ისიდორე სამთავრელი
  • წმ. ამბა იოსებ ალავერდელი
  • წმ. ნეოფიტე ურბნელი
  • წმ. პიროს ბრეთელი
  • აბსურდიზმი
  • ჰუმანიზმი
  • ნიჰილიზმი
  • დარვინიზმი
  • მარქსიზმი
  • ევოლუციონიზმი
  • ახალი ადამიანი
  • მასობრივი კულტურა
  • რევოლუციის სახეობები
  • სპირიტიზმი
  • მაგია, მისნობა, ჯადოქრობა
  • უნია
  • ანტიქრისტე
 
მობ: 591 97 04 90
2012 Xareba.net

Сайт работает под управлением DataLife Engine