xareba
 
  • ნაყროვანება
  • სიძვა
  • ვერცხლისმოყვარეობა
  • მრისხანება
  • მწუხარება
  • ჭმუნვა
  • ცუდმედიდობა
  • ამპარტავნება
  • თავშეკავება
  • უბიწოება
  • უპოვარება
  • სიმშვიდე
  • ნეტარი გლოვა
  • მღვიძარება
  • სიმდაბლე
  • სიყვარული
  • მარხვა
  • თავისუფლება
  • სიმდიდრე
  • სიძუნწე
  • სინდისი
  • სიკვდილი
  • მემთვრალეობა
  • ნარკომანია
  • სინანული
  • შური
  • ანტიმოდერნიზმი
  • მოდერნიზმი
  • ადოგმატიზმი
  • ეკუმენიზმი
  • პაპიზმი
  • პროტესტანტიზმი
  • ლიბერალიზმი
  • გლობალიზმი
  • იუდაიზმი
  • სექტანტიზმი
  • ორიგენიზმი
  • სრულიად მართლმადიდებელთა კრება
Xareba.net » რუბრიკები » რელიგიური ცდომილებანი » პარიზის ოლიმპიადის გახსნა-დახურვის ანტიქრისტიანული შინაარსი - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე
პარიზის ოლიმპიადის გახსნა-დახურვის ანტიქრისტიანული შინაარსი - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე
30-09-2024, 20:44  / ამოსაბეჭდი ვერსია

პარიზის ოლიმპიადის გახსნა-დახურვის ანტიქრისტიანული შინაარსი - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე

 

   ოლიმპიური თამაშები იმთავითვე წარმართული კულტის ნაწილს წარმოადგენდა. თამაშების დასაწყისი და დასასრული კერპებისადმი მსხვერპლშეწირვის თანხლებით ხორციელდებოდა. ხშირად სპორტული თამაშები მკვლელობებით სრულდებოდა. ამის საუკეთესო ნიმუში იყო გლადიატორული ბრძოლები - ძველი რომის სპორტული შოუ-სანახაობა. ძველ დროში, ასევე განვითარებული იყო ცხენებზე ჯირითი და პირველობის შეჯიბრი გრძელ მანძილებზე. არც ეს გახლდათ უსაფრთხო სპორტული სანახაობა.

   ყოველივე ამას ემატებოდა ბრბოს ფაქტორი, რომელიც ეგზალტირებულ მდგომარეობამდე მიჰყავდა მსგავს სანახაობებს.

   394 წ. იმპერატორმა თეოდოსი დიდიმ ოლიმპიური თამაშები აკრძალა, ხოლო 400 წ. საბოლოოდ აიკრძალა გლადიატორული ბრძოლებიც. როგორც ვხედავთ, ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების შემდეგ მსგავს ანტიქრისტიანულ, წარმართულ სანახაობებს წერტილი დაესვა. იმ პერიოდის წმ. მამები ქრისტიანებს უკრძალავდნენ მსგავს სანახაობებზე სიარულს, ვინაიდან ამას ადამიანი შეჰყავდა ცოდვისმიერ, ეგზალტირებულ, ვნებიან მდგომარეობაში. ამასთან ფონიც სავსე იყო ხმაურით, კიჟინით, შეურაცხმყოფელი სიტყვებითა თუ ლანძღვა-გინებით და ა.შ.

   თანამედროვე ოლიმპიურ თამაშებს საფუძველი საფრანგეთში ჩაეყარა. 1889 წელს ვინმე ბარონ პიერ დე კუბერტის მიერ შეიქმნა მსოფლიო ასოციაცია, რომელმაც მიზნად დაისახა ოლიმპიური თამაშებიც აღდგენა-აღორძინება მთელ მსოფლიოში. მალევე, 1896 წელს, ათენში, პირველი ოლიმპიური თამაშები შედგა.

   თანამდეროვე ოლიმპიურმა თამაშებმა, როგორც ჩანს, თავისი წარმართულ-სატანური შინაარსი დაიბრუნა. მართალია, თანამედროვე სპორტსმენები გლადიატორულ ბრძოლებში არ კლავენ ერთმანეთს, თუმცა „გენდერულმა თანასწორობამ" იქამდე მიაღწია, რომ ბიოლოგიურ კაცს (ქალად წარმოდგენილს) კრივში შეუძლია სასიკვდილო დარტყმაც მიაყენოს ბიოლოგიურად ბევრად სუსტ ქალ-სპორტსმენს.

   სულიერი და იდეოლოგიური თვალსაზრისით კი პარიზის ოლიმპიადამ დღემდე ჩატარებულ ოლიმპიადებს შორის ანტიქრისტიანული შინაარსის დემონსტრირებით უთუოდ ყველას და ყველაფერს გადააჭარბა.

   მოგეხსენებათ, რევოლუცია ყოველთვის ასოცირდებოდა სისხლისღვრასთან. საფრანგეთის რევოლუციამ ამ ნიშნით მედროშის ფუნქცია აღასრულა და სხვა ქვეყნების რევოლუციებისთვის იდეოლოგიურ წყაროდ იქცა. პარიზის ოლიმპიადის გახსნის ცერემონია თავისი სიმბოლიკით სწორედ საფრანგეთის რევოლუციის, ვით „თავისუფლების სიმბოლოს" წარმოდგენა იყო. ერთ-ერთი მთავარი სიმბოლო, რომელიც მასპინძელმა ქვეყანამ გულმოდგინედ აირჩია და შეეცადა მასში თავისი კულტურულ-ისტორიული ნიშნული წარმოეჩინა, იყო ფრიგიული ქუდი (ფრიგიული ჩაჩი, რევოლუციონერების ე.წ. „თავისუფლების ქუდი"). მე-18 საუკუნის საფრანგეთში ფრიგიული (ზემოთ წაწვეტებული) ქუდი რევოლუციისა და თავისუფლების სიმბოლოდ მომავალი რევოლუციონერებისთვისაც იქცა.

   რევოლუციური სისხლისმღვრელი სანახაობა კონსერჟეს სასახლის ფანჯრებიდან, საფრანგეთის ბოლო დედოფლის მარია-ანტუანეტას თავმოკვეთილი სილუეტების დემონსტრირებით წარიმართა.

   ამას მოჰყვა ცხენზე ამხედრებული აპოკალიფსური მხედრის გამოჩენა, რაც ასევე სისხლისღვრის - ომების, რევოლუციების მინიშნება გახლავთ.

   კულმინაციური მომენტი იყო საიდუმლო სერობის გაშარჟება, სადაც თორმეტი ტრანსვისტერი და ლ.გ.ბ.ტ. წარმომადგენელი მოციქულებს „განასახიერებდნენ", ხოლო ქრისტეს - ცისფერ რეიტუზებში, ყვითელწვერებიანი, ყვავილებით გვირგვინშემოსილი სოდომისტი განასახიერებდა. ამაზე მეტი მკრეხელობა, ღვთისგმობა ძნელად წარმოსადგენია, თუმცა ყოველივე (მცირე პროტესტის მიუხედავად) აპლოდისმენტების თანხლებით ჩაიარა.

   პარიზის ოლიმპიადა ლოგიკური დაგვირგვინებაა იმისა, რასაც საფუძველი ჩაუყარა პიერ დე კუბერტმა. მისმა შთამომავლებმა ქრისტიანობის სანაცვლოდ საქვეყნოდ შემოგვთავაზეს „სპორტის რელიგია". ცხადია, ოლიმპიური თამაშები თავიდანვე ვერ გახდებოდა მკაფიოდ ანტიქრისტიანული, საამისოდ გარკვეული „შემზადება" დასჭირდათ - საზოგადოების დაზომბირება და აი, ეს დროც დადგა: პარიზის ოლიმპიადის საზეიმო დახურვაზე მთელი მსოფლიოს დასანახად სტადიონის შუაგულში ზემოდან დაეშვა ოქროსფრად შემოსილი ამაზრზენი არსება, თავზე რქებით, ჩონჩხის მსგავსი სახით, ფრთებითა და დიდი ბრჭყალებით. მასში ქრისტიანი უთუოდ ლუციფერის სიმბოლოს ამოიცნობდა. თითქოს ზეციდან დედამიწაზე გადმოვარდაო ბოროტი ანგელოზი, რომელსაც ნაცრისფრად მოსილი, დაზომბირებული ბრბო-საზოგადოება ეთაყვანება.

   ვით არ გაგვახსენდეს წმ. წერილის შემდეგი სიტყვები: „და მიეცა მას ბრძოლისაცა ყოფად წმიდათა მიმართ და ძლევად მათდა; მიეცა მას ხელმწიფებაი ყოველსა ზედა ტომსა და ერსა, და ენასა და ნათესავსა. და თაყვანის-სცენ მას ყოველთა მკვიდრთა ქუეყანისათა, რომელთა სახელები არა დაწერილ არს დასაბამითგან სოფლისაით წიგნსა მას ცხორებისასა კრავისა მის დაკლულისა" (გამოცხ. 13. 7-8), „ჰრქუა მათ იესო: ვხედევდ ეშმაკსა ვითარცა ელვასა, ზეცით გარდამოვრდომილსა" (ლუკ. 10. 18).

   ერთი სიტყვით, ოლიმპიადის დახურვაზე ვიხილეთ სატანის თაყვანისცემის ჰიმნი, ის, რასაც დღეს ეთაყვანება თანამედროვე „ცივილიზებული" საზოგადოება. (გაგრძელება...)





დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე 

www.xareba.net-ის რედაქცია 


  • მთავარი
  • -- ახალი ამბები
  • -- მნიშვნელოვანი თემები
  • -- კალენდარი
  • -- ქრისტიანული ოჯახი
  • -- მართმადიდებელი ეკლესია
  • -- მართმადიდებლული კატეხიზმო
  • -- ლოცვა
  • -- წმ. მამათა საგანძურიდან
  • -- წერილები სულიერ შვილებს
  • -- წმიდათა ცხოვრება
  • -- რელიგიური ცდომილებანი
  • -- მხილებითი ღვთისმეტყველება
  • -- იდეოლოგიური ცდომილებანი
  • -- თანამედროვე მამები
  • -- ძველი აღთქმის ისტორიიდან
  • -- უახლესი ისტორიიდან
  • -- საეკლესიო სამართალი
  • -- ჭეშმარიტი სასწაულები
  • -- საცდურები
  • -- შეიცანი ჟამი
  • -- კითხვა-პასუხი
  • -- სხვადასხვა
  • -- რუსულენოვანი გვერდი
  • -- ინგლისურენოვანი გვერდი
  • კონტაქტი
  • წმ. ნინო
  • წმ. გიორგი
  • წმ. ვახტანგ გორგასალი
  • წმ. დავით აღმაშენებელი
  • წმ. თამარ მეფე
  • წმ. აცამეტი ასურელი მამა
  • წმ. გრიგოლ ხანძთელი
  • წმ. აბო თბილელი
  • წმ. ქეთევან წამებული
  • წმ. შუშანიკი
  • წმ. არგვეთის მთავარნი დავითი და კონსტანტინე
  • წმ. შალვა, ბიძინა, ელისბარი
  • წმ. ნიკოლოზი
  • წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელი
  • წმ. მაქსიმე აღმსარებელი
  • წმ. მარკოზ ეფესელი
  • წმ. დავით გარეჯელი
  • წმ. შიო მღვიმელი
  • წმ. იოანე ზედაზნელი
  • წმ. ანტონ მარტმყოფელი
  • წმ. ისე წილკნელი
  • წმ. აბიბოს ნეკრესელი
  • წმ. ზენონ იყალთოელი
  • წმ. ისიდორე სამთავრელი
  • წმ. ამბა იოსებ ალავერდელი
  • წმ. ნეოფიტე ურბნელი
  • წმ. პიროს ბრეთელი
  • აბსურდიზმი
  • ჰუმანიზმი
  • ნიჰილიზმი
  • დარვინიზმი
  • მარქსიზმი
  • ევოლუციონიზმი
  • ახალი ადამიანი
  • მასობრივი კულტურა
  • რევოლუციის სახეობები
  • სპირიტიზმი
  • მაგია, მისნობა, ჯადოქრობა
  • უნია
  • ანტიქრისტე
 
მობ: 591 97 04 90
2012 Xareba.net

Сайт работает под управлением DataLife Engine