xareba
 
  • ნაყროვანება
  • სიძვა
  • ვერცხლისმოყვარეობა
  • მრისხანება
  • მწუხარება
  • ჭმუნვა
  • ცუდმედიდობა
  • ამპარტავნება
  • თავშეკავება
  • უბიწოება
  • უპოვარება
  • სიმშვიდე
  • ნეტარი გლოვა
  • მღვიძარება
  • სიმდაბლე
  • სიყვარული
  • მარხვა
  • თავისუფლება
  • სიმდიდრე
  • სიძუნწე
  • სინდისი
  • სიკვდილი
  • მემთვრალეობა
  • ნარკომანია
  • სინანული
  • შური
  • ანტიმოდერნიზმი
  • მოდერნიზმი
  • ადოგმატიზმი
  • ეკუმენიზმი
  • პაპიზმი
  • პროტესტანტიზმი
  • ლიბერალიზმი
  • გლობალიზმი
  • იუდაიზმი
  • სექტანტიზმი
  • ორიგენიზმი
  • სრულიად მართლმადიდებელთა კრება
Xareba.net » რუბრიკები » სიყვარული » მართალი სარწმუნოების გარეშე სიყვარულს ვერ მოიხვეჭ - დავით ჯინჭარაძე
მართალი სარწმუნოების გარეშე სიყვარულს ვერ მოიხვეჭ - დავით ჯინჭარაძე
2-03-2024, 11:00  / ამოსაბეჭდი ვერსია

მართალი სარწმუნოების გარეშე სიყვარულს ვერ მოიხვეჭ - დავით ჯინჭარაძე


   წმინდა წერილი და წმინდა მამები პირდაპირ გვასწავლიან, უპირველესად  მართალი სარწმუნოების, აღმსარებლობის აუცილებლობას, რასაც ღვაწლის შემთხვევაში მოყვება უმაღლესი სათნოება - სიყვარული. პავლე მოციქული გვასწავლის: "ხოლო აწ ესერა ჰგიეს სარწმუნოებაჲ, სასოებაჲ და სიყუარული, სამი ესე; ხოლო უფროჲს ამათსა სიყუარული არს”. (1 კორ.13.13).

   ამ საკითხთან დაკავშირებით წმინდა თეოდორე ედესელი ამბობს: „მართალი და ფესვგადგმული  სარწმუნოება ღვთის შიშს ბადებს; ღვთის შიში გვასწავლის მცნებების დაცვას: რადგან სადაც ღვთის შიშია, იქ არის მცნებების დაცვა; მცნებების დაცვა გულისხმობს სათნოებებში ცხოვრებას, რომელიც ღვთის ჭვრეტის საწინდარია; ყოველივე ამის ნაყოფი კი უვნებლობაა; უვნებლობის გზით ჩვენში მკვიდრდება სიყვარული".

   ჩვენი დროის ავტორიტეტული მამა არქიმანდრიტი ათანასე მიტილინეოსი განმარტავს ამ სიტყვებს: „ეს ნიშნავს, რომ ადამიანის სულიერი ზრდა მართალი სარწმუნოებით იწყება. აქვს თუ არა მნიშვნელობა მართალია თუ არა ჩვენი სარწმუნოება? უეჭველად, რადგან სულიერი ცხოვრება ერეტიკოსში ვერასოდეს განვითარდება: მას არ შეუძლია სულიწმიდის მიღება".

   მღვდელმთავარი ამბერკი ტაუშევი შენიშნავს: „საჭიროა მყარად ვიცოდეთ და გვესმოდეს, რომ ქრისტიანობა არა მხოლოდ "სიყვარულის რელიგიაა”, არამედ უპირველეს ყოვლისა ჭეშმარიტების რელიგიაა, თანაც სრულიად დაუშვებელია "სიყვარულს” მსხვერპლად შევწიროთ ჭეშმარიტება".

   ვის არ აწყობს ამ სწავლების სწორად წარმოჩენა? - მოდერნისტებს. არქიმანდრიტი რაფაელი მართებულად გვასწავლის: „მოდერნიზმი არის ეკლესიის სწავლების თანდათანობით, ჯიუტად დამახინჯება და დისკრიდიტირება". ჩვენ ნათლად ვხედავთ, რომ მოდერნისტებს მზაკვრულად გადააქვთ ძირითადი ყურადღება სხვადასხვა სათნოებების შესრულების აუცილებლობაზე და ამავე დროს რყვნიან სარწმუნოებას ერეტიკული, იდეოლოგიური თუ წარმართული ელემენტებით. წმინდა წერილი კი საკმაოდ მკაცრია სარწმუნოების დამრღვევთა მიმართ: "არამედ დაღათუ ჩუენ, გინა თუ ანგელოზი ზეცით გახარებდეს თქუენ გარეშე მისსა, რომელი-იგი გახარეთ თქუენ, შეჩუენებულ იყავნ! "(გალ 1.8). ის არამცთუ მადლს ანიჭებს სარწმუნოების შემყრვნელებს, არამედ შეაჩვენებს მათ.

   ზოგადად უნდა აღვნიშნოთ, რომ მოდერნიზმისადმი, როგორც სარწმუნოების მზაკვრულად შეცვლის მცდელობისადმი, არასათანადო ყურადღებაა მიპყრობილი მრავალი სასულიერო პირების თუ მრევლის მხრიდან. ამ დამოკიდებულებას შესაძლოა განაპირობებდეს და ამყარებდეს  ის ისტორიული რეალობა, რომ საქართველოს ეკლესიას არასდროს მიუღია ერეტიკული სწავლება. თუმცა მოდერნიზმის მთელი მზაკვრობაც სწორედ ამაშია, რომ ის არა უხეშად, არამედ ფარულად, შეპარულად ასწავლის ერეტიკული სულისკვეთების სწავლებას. შერყვნილი სარწმუნოებრივი სულისკვეთების მქონე ადამიანს კი, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, სულიერად ვერ განვითარდება, რადგან მადლის გარეშე ეს შეუძლებელია.

   კვლავ მამა რაფაელის სიტყვებს დავესესხებით: „მიზანი ცხადია: შექმნან ადოგმატური რელიგია - ქრისტიანობა ქრისტეს ეკლესიის კანონების გარეშე და თანდათანობით მიიყვანონ ადამიანი იმ დასკვნამდე, რომ მთელი მართლმადიდებლური ღვთისმეტყველება, სახარებისეული სწავლების გვიანდელი დანართია მხოლოდ, ძირითადი და უმთავრესი კი სიკეთე და მოწყალებაა, ხოლო დანარჩენს საერთოდ არა აქვს მნიშვნელობა".


     დავით ჯინჭარაძე

www.xareba.net - ის რედაქცია


  • მთავარი
  • -- ახალი ამბები
  • -- მნიშვნელოვანი თემები
  • -- კალენდარი
  • -- ქრისტიანული ოჯახი
  • -- მართმადიდებელი ეკლესია
  • -- მართმადიდებლული კატეხიზმო
  • -- ლოცვა
  • -- წმ. მამათა საგანძურიდან
  • -- წერილები სულიერ შვილებს
  • -- წმიდათა ცხოვრება
  • -- რელიგიური ცდომილებანი
  • -- მხილებითი ღვთისმეტყველება
  • -- იდეოლოგიური ცდომილებანი
  • -- თანამედროვე მამები
  • -- ძველი აღთქმის ისტორიიდან
  • -- უახლესი ისტორიიდან
  • -- საეკლესიო სამართალი
  • -- ჭეშმარიტი სასწაულები
  • -- საცდურები
  • -- შეიცანი ჟამი
  • -- კითხვა-პასუხი
  • -- სხვადასხვა
  • -- რუსულენოვანი გვერდი
  • -- ინგლისურენოვანი გვერდი
  • კონტაქტი
  • წმ. ნინო
  • წმ. გიორგი
  • წმ. ვახტანგ გორგასალი
  • წმ. დავით აღმაშენებელი
  • წმ. თამარ მეფე
  • წმ. აცამეტი ასურელი მამა
  • წმ. გრიგოლ ხანძთელი
  • წმ. აბო თბილელი
  • წმ. ქეთევან წამებული
  • წმ. შუშანიკი
  • წმ. არგვეთის მთავარნი დავითი და კონსტანტინე
  • წმ. შალვა, ბიძინა, ელისბარი
  • წმ. ნიკოლოზი
  • წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელი
  • წმ. მაქსიმე აღმსარებელი
  • წმ. მარკოზ ეფესელი
  • წმ. დავით გარეჯელი
  • წმ. შიო მღვიმელი
  • წმ. იოანე ზედაზნელი
  • წმ. ანტონ მარტმყოფელი
  • წმ. ისე წილკნელი
  • წმ. აბიბოს ნეკრესელი
  • წმ. ზენონ იყალთოელი
  • წმ. ისიდორე სამთავრელი
  • წმ. ამბა იოსებ ალავერდელი
  • წმ. ნეოფიტე ურბნელი
  • წმ. პიროს ბრეთელი
  • აბსურდიზმი
  • ჰუმანიზმი
  • ნიჰილიზმი
  • დარვინიზმი
  • მარქსიზმი
  • ევოლუციონიზმი
  • ახალი ადამიანი
  • მასობრივი კულტურა
  • რევოლუციის სახეობები
  • სპირიტიზმი
  • მაგია, მისნობა, ჯადოქრობა
  • უნია
  • ანტიქრისტე
 
მობ: 591 97 04 90
2012 Xareba.net

Сайт работает под управлением DataLife Engine