xareba
 
  • ნაყროვანება
  • სიძვა
  • ვერცხლისმოყვარეობა
  • მრისხანება
  • მწუხარება
  • ჭმუნვა
  • ცუდმედიდობა
  • ამპარტავნება
  • თავშეკავება
  • უბიწოება
  • უპოვარება
  • სიმშვიდე
  • ნეტარი გლოვა
  • მღვიძარება
  • სიმდაბლე
  • სიყვარული
  • მარხვა
  • თავისუფლება
  • სიმდიდრე
  • სიძუნწე
  • სინდისი
  • სიკვდილი
  • მემთვრალეობა
  • ნარკომანია
  • სინანული
  • შური
  • ანტიმოდერნიზმი
  • მოდერნიზმი
  • ადოგმატიზმი
  • ეკუმენიზმი
  • პაპიზმი
  • პროტესტანტიზმი
  • ლიბერალიზმი
  • გლობალიზმი
  • იუდაიზმი
  • სექტანტიზმი
  • ორიგენიზმი
  • სრულიად მართლმადიდებელთა კრება
Xareba.net » რუბრიკები » მხილებითი ღვთისმეტყველება » გაამსოფლიურება განღმრთობის სანაცვლოდ - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე
გაამსოფლიურება განღმრთობის სანაცვლოდ - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე
13-01-2024, 12:55  / ამოსაბეჭდი ვერსია

გაამსოფლიურება განღმრთობის სანაცვლოდ - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე

 

   „განღმრთობიდან გაამსოფლიურებამდე" — მორიგი მოდერნისტული ფორმულა, რომლითაც შეგვიძლია „ახალი ღვთისმეტყველების" ძირითადი პრინციპების გამოაშკარავება. თუკი მართლმადიდებლური მსოფლმხედველობის თანახმად ადამიანის ცხოვრების ძირითადი არსი და მიზანი, ცხონების საწინდარი „განღმრთობა", „მადლის მოხვეჭა" გახლავთ, მოდერნისტულ კონცეფციაში ასეთ პოსტულატად განღმრთობის საპირისპირო მდგომარეობა (ერთობა არა ღმერთთან, არამედ ამასოფელთან) იქცა.

   საქმე ისაა, რომ ცნებათა აღრევის პრინციპის გამოყენებით „ახალი თეოლოგები" თავად განღმრთობაში გაამსოფლიურებას მოიაზრებენ, რადგან ღმერთსა და სამყაროს შორის ტოლობის ნიშანი აქვთ დასმული. მათი აზრით, სამყაროსა და ღმერთის ბუნება ერთნაირია, უფრო სწორად, ის ერთი და იგივე ღვთაებრივი სუბსტანციაა, ოღონდ განსხვავებულ მდგომარეობაში. დეკანოზი ა. შმემანი წერს: „როდესაც ვსაუბრობთ ცათა სასუფეველზე, არ ვგულისხმობთ რაიმე განყენებულსა და საოცარს, არ ვსაუბრობთ იმქვეყნიურზე, რაც სიკვდილის შემდეგ იქნება".1

   თუკი წმინდა მამებისეული სწავლებით განღმრთობაში იგულისხმება ის, რომ „ღმერთი გახდა ადამიანი, რათა ადამიანი გახდეს „ღმერთი"" (მადლით), მოდერნისტულ კონცეფციაში ხილული სამყაროს შემეცნების გზით უნდა „გახდე ღმერთი", ე.ი. მარადიულობა, სასუფეველი არა ღმერთით, ჭეშმარიტი სარწმუნოებით, არამედ ამსოფლიურის, წარმავალის „გაღმერთებით" იზომება. მართლმადიდებლური ტერმინოლოგიით, ეს იგივე „ქმნილი" და „ხელთუქმნელი" ბუნებების ახლებური გადაფასების მცდელობაა, სადაც „ქმნილი" ბუნება ღვთაებრივად, ხოლო „ხელთუქმნელი" - ამსოფლიურად ცხადდება. ასეთია თანამედროვე „ღვთისმეტყველების" მოთხოვნა.

   ღვთაებრივიდან კაცობრივზე, ე.ი. ორთოდოქსული განღმრთობიდან მოდერნისტულ გაამსოფლიურობაზე გადასვლა აღნიშნული რელიგიური სისტემის ძირითადი პრინციპი გახლავთ.

   ცხადია, ღმერთი ყველგან მყოფობს სამყაროში, მაგრამ ამით მისი ღვთაებრივი ბუნება არავითარ შემთხვევაში არ ერწყმის ამა სოფლის ბუნებას, მით უფრო არ იგივდება მასთან. „ხელთუქმნელი" რომ გამიჯნულია „ქმნილი" ბუნებისაგან, ეს ეკლესიის დოგმატური სწავლებაა. სწორედ ამიტომ მოითხოვს მართლმადიდებლობა ადამიანისაგან, განეშოროს ამა სოფლის საცთურს.

   მაგრამ მოდერნიზმში პირიქითაა. ამის შესანიშნავი დასტურია კრეტის (2016 წ.) კრების ერთ-ერთი თვალსაჩინო განსაზღვრება: „როგორც ძველ ადამში იყო შეკრებილი მთელი კაცობრიობის მოდგმა, ასევე ახალ ადამში შეიკრიბება მთელი კაცობრიობა".2

   ამგვარი ცრუ განსაზღვრების მიზანი სწორედ განღმრთობასა და გაამსოფლიურობას შორის ტოლობის ნიშანის დასმა გახლავთ. თითქოს კაცობრივი მოდგმის ძველ ადამში ონტოლოგიური ერთობა და ადამში (ქრისტეში) (ე.ი. ეკლესიის საკრალური ერთობა) ერთიანობა ერთი და იგივე იყოს.

   ეს ფაქტი უკვე განცხადებული „დოგმატია", სადაც მიზანმიმართულადაა დარღვეული ყოველგვარი ზღვარი ამსოფლიურსა და იმქვეყნიურს (მარადიულს) შორის.

   ამან უკვე გამოიღო „სათანადო შედეგები" ეკლესიურ ცხოვრებაში: მოდერნისტულ ტაძრებში კანკელის არარსებობა, ახალ საღვთისმსახურო ენაზე, ახალ სტილზე გადასვლა და ა.შ.

   ამით მოდერნისტებს სურთ გვითხრან, რომ აღარ არსებობს ზღვარი წმინდა ადგილსა და მონანული ცოდვილის სამყოფელს შორის, საკრალურსა და ამსოფლიურს, წმინდასა და ცოდვისმიერს, ღვთისმეტყველურსა და ფილოსოფიურს, ხელთუქმნელსა და ქმნულს, ზებუნებრივსა და ბუნებრივს შორის.

   ყოველივე ეს მეტად ოსტატურადაა შემოთავაზებული მავანის მიერ გარკვეული გამოცდილების, სულიერი ინტუიციის, გემოვნების ჩამოყალიბების გარეშე ამის შეცნობა მეტად რთულია. სწორედ ამ პროცესების შეცნობის მოკრძალებული მცდელობა გვექნება მომდევნო თავებში. (გაგრძელება...)





1 Шмеман А. Проповеди и Беседы. М. 2003. С. 37.

2 კრეტის კრების დოკუმენტი: მართლმადიდებელი ეკლესიის მისია თანამედროვე მსოფლიოში.

   





დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე 

www.xareba.net - ის რედაქცია 


  • მთავარი
  • -- ახალი ამბები
  • -- მნიშვნელოვანი თემები
  • -- კალენდარი
  • -- ქრისტიანული ოჯახი
  • -- მართმადიდებელი ეკლესია
  • -- მართმადიდებლული კატეხიზმო
  • -- ლოცვა
  • -- წმ. მამათა საგანძურიდან
  • -- წერილები სულიერ შვილებს
  • -- წმიდათა ცხოვრება
  • -- რელიგიური ცდომილებანი
  • -- მხილებითი ღვთისმეტყველება
  • -- იდეოლოგიური ცდომილებანი
  • -- თანამედროვე მამები
  • -- ძველი აღთქმის ისტორიიდან
  • -- უახლესი ისტორიიდან
  • -- საეკლესიო სამართალი
  • -- ჭეშმარიტი სასწაულები
  • -- საცდურები
  • -- შეიცანი ჟამი
  • -- კითხვა-პასუხი
  • -- სხვადასხვა
  • -- რუსულენოვანი გვერდი
  • -- ინგლისურენოვანი გვერდი
  • კონტაქტი
  • წმ. ნინო
  • წმ. გიორგი
  • წმ. ვახტანგ გორგასალი
  • წმ. დავით აღმაშენებელი
  • წმ. თამარ მეფე
  • წმ. აცამეტი ასურელი მამა
  • წმ. გრიგოლ ხანძთელი
  • წმ. აბო თბილელი
  • წმ. ქეთევან წამებული
  • წმ. შუშანიკი
  • წმ. არგვეთის მთავარნი დავითი და კონსტანტინე
  • წმ. შალვა, ბიძინა, ელისბარი
  • წმ. ნიკოლოზი
  • წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელი
  • წმ. მაქსიმე აღმსარებელი
  • წმ. მარკოზ ეფესელი
  • წმ. დავით გარეჯელი
  • წმ. შიო მღვიმელი
  • წმ. იოანე ზედაზნელი
  • წმ. ანტონ მარტმყოფელი
  • წმ. ისე წილკნელი
  • წმ. აბიბოს ნეკრესელი
  • წმ. ზენონ იყალთოელი
  • წმ. ისიდორე სამთავრელი
  • წმ. ამბა იოსებ ალავერდელი
  • წმ. ნეოფიტე ურბნელი
  • წმ. პიროს ბრეთელი
  • აბსურდიზმი
  • ჰუმანიზმი
  • ნიჰილიზმი
  • დარვინიზმი
  • მარქსიზმი
  • ევოლუციონიზმი
  • ახალი ადამიანი
  • მასობრივი კულტურა
  • რევოლუციის სახეობები
  • სპირიტიზმი
  • მაგია, მისნობა, ჯადოქრობა
  • უნია
  • ანტიქრისტე
 
მობ: 591 97 04 90
2012 Xareba.net

Сайт работает под управлением DataLife Engine