რეკომენდირებულია რუსეთის ფედერაციის განათლების სამინისტროს ზოგადი საშუალო განათლების განყოფილების მიერ.
პირველიდან მეთერთმეტე კლასის ჩათვლით სექსოლოგიის გაკვეთილებს ეთმობა 374 სასწავლო საათი. მათგან მნიშვნელოვანი ნაწილი ეთმობა არსებული ყველანაირი სახის სქესობრივი გარყვნილების (გაუკუღმართების) შესწავლას. პროსტიტუციის, ონანიზმის, სქესობრივი აქტის ფიზიოლოგიის შესას-წავლად უფროს კლასებში 26 საათია გამოყოფილი.
პროგრამა გულისხმობს ცალკე კურსს სექსოლოგიის მასწავლებელთა მოსამზადებლად, პედაგოგიურ უმაღლესი სასწავლებლების ბიოლოგიური ფაკულტეტების საფუძველზე.
პირველი ბლოკი - „რა უნდა იცოდე შენს თავზე, ჯანმრთელობასა და გარემოცვაზე" - განსაზ-ღვრულია პირველიდან მეოთხე კლასებისათვის (6-10 წლის ასაკი), მოსწავლეებს აძლევს დაწყებით ცოდნას სექსის საკითხებში (გვ. 4).
განსაკუთრებით ხაზი უნდა გაესვას იმას, რომ მეცადინეობა უნდა ტარდებოდეს ცრუ მორი-დებულობის გარეშე და ხელს უწყობდეს ფსიქოლოგიური კომპლექსების დაძლევას (გვ. 6).
ამ კურსის სწავლების პროცესში დიდი მნიშვნელობა ენიჭება თვალსაჩინოებების გამოყენებას (გვ. 8).
სქესობრივი განათლება უმცროს კლასებთან მუშაობის ერთ - ერთი უმნიშვნელოვანესი მიმარ-თულებაა (გვ. 11).
მეცადინეობის თემები: სექსი და შემოქმედებითი თვითგამოხატულება. მითები სექსუალურობის შესახებ (გვ. 26).
მეცადინეობის თემები: ეროტიკა, როგორც ერთ - ერთი შემადგენელი ადამიანთა ურთიერთობისა. ეროტიკა, ეთიკა და ესთეტიკა (გვ. 32).
მეცადინეობის თემები: შობადობის რეგულირების თანამედროვე შესაძლებლობანი, ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებანი, აბორტები, სტერილიზაცია (გვ. 44).
მეცადინეობის თემა: სასიყვარულო და ოჯახური ურთიერთობები ფეოდალიზმის ეპოქაში. ქრისტიანობის აყვავება. ხორციელი სიყვარულის სატანიზმი. ქალი, როგორც დემონის იარაღი. ინკვიზიცია და პროცესები კუდიანებზე (გვ. 80).