ჩვენი ყოველმხრივ დამძიმებული დროების ერთ-ერთი მკაფიო გამოვლინება გახლავთ ტრადიციულ ოჯახებში არსებული თუ ხელოვნურად გაღვივებული პრობლემები. ქალებსა და ბავშვებზე ძალადობის ნიშნით ოჯახების ნგრევის გაზრდილი მაჩვენებელი შემაშფოთებელი ხდება. გაზრდილია პატიმართა რიცხვიც, რომლებიც ცოლ-ქმრული კონფლიქტის ნიადაგზე აღმოჩნდნენ ციხეში.
ამ საკითხის „კვლევა-ძიებით" დაინტერესებულია მრავალი არასამთავრობო ორგანიზაცია. ისინი ცდილობენ საზოგადოებაში დაამკვიდრონ აზრი, რომ ე.წ. „პატრიარქალური" ანუ ტრადიციული ოჯახების მამაკაცთა დიდი ნაწილი საკუთარი ცოლ-შვილის დაჩაგვრით, ტერორით, ძალადობით გამოირჩევა. სწორედ ეს ორგანიზაციები ეწევიან საქართველოში სოდომური ცხოვრების წესის პროპაგანდას. ისინი ძირითადად დაკომპლექტებულია ფემინისტურ ჯგუფებში გაწევრიანებული პირებით, რომლებისთვისაც ტრადიციული (ცოლ-ქმრული) ქორწინებითი ცხოვრების წესი ძველმოდური და მიუღებელია.
დაკვირვებულ ადამიანს გაუჩნდება შეკითხვა: რაშია საქმე? რა მიზნები ამოძრავებს ამ „საზოგადოებებს"? რატომ აინტერესებთ ასე ძალიან ჰეტეროსექსუალური (მამაკაცისა და ქალის, ცოლისა და ქმრის) შიდა ოჯახური ემოციური ურთიერთობები და უთანხმოებები, რომელიც მათ, როგორც წესი, არ გააჩნიათ?
საინტერესოა, რატომ არავინ არკვევს ძალადობის ურიცხვ შემთხვევას, სოდომიტი წყვილების ძალადობრივ ქმედებათა ამსახველ სტატისტიკურ მონაცემებს? მაგალითად: აშშ-ს მასაჩუსეტის შტატში წარმოებული კვლევისას დადასტურდა, რომ მამაკაცთა 21,5% და ქალთა 35,4%, რომლებიც ცხოვრობდნენ მათივე სქესის პარტნიორთან, ფიზიკური ძალადობის მსხვერპლნი იყვნენ ინტიმური პარტნიორისაგან. გაირკვა, რომ ჰეტეროსექსუალი წყვილების შემთხვევაში მამაკაცთა 7,1% და ქალთა 20,4% განიცდიდა ძალადობას. რაც შეეხება ტრანსგენდერ რესპოდენტებს: 34,6% განიცდის თურმე ძალადობას.1
მაშ, რატომ მიმდინარეობს „პატრიარქალური" წყვილების სტატისტიკის გაბუქება? რა მიზანს ისახავს ის?
საქმე ისაა, რომ ქალებსა და ბავშვებზე ძალადობის ფაქტი (ან გაბუქული, მოგონილი ისტორია) მკვეთრად უარყოფით რეაგირებას იწვევს საზოგადოებაში. ცხადია, ჰეტეროსექსუალებშიც, ანუ ბუნებრივი კავშირ-ურთიერთობის მქონე ადამიანებში. ასე რომ, ცდილობენ საზოგადოებრივი კონსესუსის მიღწევას. სხვაგვარად ისინი ვერ აისრულებენ საწადელს.
საზოგადოებრივი აზრი შემდეგნაირად ყალიბდება:
ნებისმიერი ღირსეული მამაკაცი დაადასტურებს, რომ საზოგადოებამ აუცილებლად უნდა გამოძებნოს გზა, საშუალება, რათა შემცირდეს ძალადობის სტატისტიკა. ასევე ნებისმიერს აღაშფოთებს ქალებსა და ბავშვებზე ძალადობის ფაქტი.
ესაა „სოციალური კონსესუსი", საერთო, შეთანხმებული პოზიცია გარკვეული მოვლენის გამო.
ამის შემდეგ საქმეში პროპაგანდისტული ელემენტები ერთვება:
1) შეირჩევა ისეთი თემა, რომლის მეშვეობით უფრო ძლიერი საზოგადოებრივი „კონსესუსი" იქნება შესაძლებელი.
ცხადია, საქმეში მასობრივი ინფორმაციის საშუალებები ერთვება.
2) ამის შემდეგ იწყება „ფაქტის კვლევა", რომლის მიზანია, როგორც საკითხის შესწავლა, ისე სტრატეგიის შემუშავება, რათა „კვლევამ" სასურველი შედეგი მოიტანოს.
ამგვარი „ქალთა ცენტრების" აქტივისტი წარმომადგენლები იწყებენ „ფაქტების ზედმიწევნით შესწავლას" ფართო საზოგადოების გადაბირების მიზნით:
ა) გამოკითხვა მიმდინარეობს იმგვარად, რომ შეკითხვა იმთავითვე შეიცავდეს დანაშაულის კვალს, ძალადობის არსებობას.
ბ) რესპონდენტის გამოკითხვის დროს ფოკუსირება ხდება ერთ მონაკვეთზე, რაც მათი ინტერესის სფეროა, დანარჩენი „იჭრება" „მონტაჟის" გზით. იკარგება მთლიანი სურათი მოვლენისა, სადაც, შესაძლოა, განსხვავებული სურათი იკვეთებოდეს.
გ) საკითხის განხილვა განზოგადებული ფრაზებით ხორციელდება (მაგ. „სექსუალური ძალადობა"), რათა საზოგადოებაში საჭირო რეაქცია გამოიწვიოს.
დ) მანიპულაციებისა და ინტერპრეტაციების შემდეგ „ქალთა ცენტრები" გამოსავალსაც გვთავაზობენ.
ე) იწყება ღონისძიებების კასკადი, რათა მოხდეს საზოგადოების ცნობიერების შეცვლა. ძირითადად გამოიყენება თოქ-შოუები, საგანმანათლებლო პროგრამები და ა.შ.
იწყება ბინძური კამპანია კონკრეტული პირის დისკრედიტაციის მიზნით. იგი შეიძლება იყოს სასულიერო პირი ან აქტიური საზოგადო მოღვაწე.
გამახვილებულ-გამძაფრებულია აქცენტი ბავშვებისა და მოზარდების ცნობიერების შეცვლის მიზნით. საამისოდ სჭირდებათ საგანმანათლებლო პროგრამებში „სქესობრივი აღზრდის გაკვეთილების" შემოღება. აორგანიზებენ აქციებს ყალბი თავისუფლების, ძალადობისაგან განთავისუფლების კიჟინით, სინამდვილეში, მოძალადეებად თავად გვევლინებიან.
ამის შემდეგ, როდესაც საზოგადოების ყურადღება მეტნაკლებად „დაყოლიებულია", იწყება ღია პროპაგანდა სოდომიის ლეგალიზებისათვის, „აღლუმების" ჩატარების თუ სხვა გეგმების განხორციელებისათვის.
საზოგადოება ნელ-ნელა მიდის „დასკვნამდე": მართლაც ვის რას უშავებენ ეს ადამიანები (ე.ი. სოდომიტები)? რაღა დროს ამაზე საუბარია, რომელი საუკუნეა? და მისთ.
შედეგად ე.წ. „ტრადიციული" საზოგადოება, ამ იაფფასიანი გეგმის მსხვერპლი ხდება. ემოციაზე ოსტატურად გათვლილი სტრატეგია შედეგს აღწევს მიამიტ, სინამდვილეში კი თავისი ტრადიციისა და ფასეულობებისადმი გულგრილ საზოგადოებაში.
უპრინციპობა, გულგრილობა, სულიერი სიცარიელე - აი, მთავარი ნაკლი, რაც იწვევს ჩვენი საზოგადოების სულიერ და ზნეობრივ დეგრადირებას.
1 http://www.pravoslavniroditelj-org. Каждая женщина должна иметь право говорить за себя.
დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე
www.xareba.net - ის რედაქცია